კვირის საუკეთესო გოლად კი უეინ რუნის შედევრს ვასახელებთ, რომელიც ფორვარდმა მანჩესტერულ დერბიში შეასრულა
ერთნაირი პრობლემა

"მანჩესტერ სიტის" თავკაცმა რობერტო მანჩინიმ განაცხადა, ფერნანდო ტორესსა და ედინ ჯეკოს ერთნაირი პრობლემა აწუხებთ, რის გამოც ჩვეულ ბომბარდირულ სტილში ვერ თამაშობენ - წერს "დეილი მეილი”. იტალიელმა სპეციალისტმა თქვა: "ჯეკოსა და ტორესს, როგორც ორ წვეთ წყალს, ერთნაირი პრობლემა აწუხებთ. ისინი უნდა შეეჩვივნონ ახალ კლუბსა და პარტნიორებს. ადაპტაცია მათთვისაც კი რთული აღმოჩნდა. თუ სურთ, რომ თავიანთ გუნდებს სარგებელი მოუტანონ, მალე უნდა გაიარონ შეჩვევის პერიოდი".

ჰოდლის ბოდიში

ინგლისის ნაკრების ყოფილმა თავკაცმა გლენ ჰოდლიმ, რომელიც ”სქაი სპორტსში” მუშაობს კომენტატორად, ბოდიში მოიხადა იმ სიტყვისთვის, რომელიც მან ”ფულჰემი” - ”ჩელსის” კომენტირებისას წარმოთქვა. როდესაც ფერნანდო ტორესმა ვერ შესძლო ბურთის მიღება, ჰოდლიმ ასე წამოიძახა: ”თუ ბურთი თქვენსკენ არ მოდის, ესე იგი, არ მოვა. თქვენ არ შეგიძლიათ ფეხის რომელიმე ნაწილით ბურთის მიღება. თქვენ ისე ხართ, როგორც იაპონელი ფეხბურთელი ნი შინ ტოუ”. ბოდიში კი ასე გამოიყურება: ”მე მათთვის, ვინც მიყურებდა, ბოდიშის მოხდა შემიძლია, ამ საქციელს გამართლება არ აქვს. ეს უბრალოდ საფეხბურთო აზრია, მაგრამ ვიცი, რომ ესეთები ეთერში დაუშვებელია”.

კარიერის საუკეთესო თამაში

”არსენალის” ლიდერმა, კაპიტანმა და ნახევარმცველმა ცესკ ფაბრეგასმა განაცხადა, რომ ”ბარსელონას” წინააღმდეგ გამართული საჩემპიონთალიგო შეხვედრა მის კარიერაში საუკეთესო იყო. შეგახსენებთ, რომ ”არსენალი” დავიდ ვილიას გოლით აგებდა, მაგრამ რობინ ვან პერსიმ და ანდრეი არშავინმა ეს თამაში ”მეთოფეებს” მოაგებინეს. 23 წლის კაპიტანი კი ”სანთან” საუბარში აცხადებს: ”ეს არის ჩემს კარიერაში უდავოდ საუკეთესო თამაში, ასეთი მატჩი არასდროს მითამაშია. ჩვენ დავამარცხეთ მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო გუნდი და დამსახურებულადაც გავაკეთეთ ეს. ამაში მთელი სული და გული ჩავდეთ და აი, შედეგიც”.

უნდა გჯეროდეს

ბრემენის ”ვერდერის” ცენტრალური მცველი პერ მერტეზაკერი არ აპირებს გუნდის ღალატს და ”მუსიკოსების” ბოლომდე სჯერა. ”ჩვენს დროში ფეხბურთელები მალ-მალე იცვლიან კლუბებს, რისი წინააღმდეგიც გახლავართ. მიმაჩნია, რომ რაც არ უნდა ცუდი დროება ედგას კლუბს, მაინც ბოლომდე უნდა გჯეროდეს მისი”, - განმარტა პერმა.

ჩემპიონთა ლიგა? დაეშვით მიწაზე!

იტალიური ”უდინეზეს” მთავარმა მწვრთნელმა ფრანჩესკო გვიდოლინიმ ჟურნალისტებს სთხოვა, ოთხეულში შესვლაზე არაფერი მკითხოთო. სენიორ ფრანჩესკომ ასე ბრძანა: ”ჩემპიონთა ლიგა? დაეშვით მიწაზე! ამ ეტაპზე ”ინტერი”, ”მილანი” და ”ნაპოლი” მიუწვდომლები არიან. ჩვენი ამჟამინდელი კონკურენტები ”რომა”, ”ლაციო”, ”პალერმო” და ”იუვენტუსი” არიან. მოვა დრო და, ოცნებებიც ახდება”.

კვირის სიმბოლური გუნდი

(4-4-2): პეტრ ჩეხი (ჩელსი) - ბენედიქტ ჰიოდევესი (შალკე), ვინსენტ კომპანი (მანჩესტერ სიტი), მარსელო (რეალი), ბრედე ჰანგელანდი (ფულჰემი) - გონსალესი (ლაციო), ივან რაკიტიჩი (სევილია), ჯეკ უილშირი (არსენალი), არიენ რობენი (ბაიერნი) - ედინსონ კავანი (ნაპოლი), რობინ ვან პერსი (არსენალი).

კვირის გოლი

მანჩესტერული დერბი, მოგეხსენებათ, 2:1 დამთავრდა ”იუნაიტედის” გამარჯვებით და ეს გამარჯვება უეინ რუნის შედევრი გოლის წყალობით მოიპოვა, რომელსაც ჩვენ, რასაკვირველია, კვირის გოლად ვასახელებთ.

გიორგი ფულარიანი

თავისივე რეკორდი გააუმჯობესა - პსვ 5 ტურით ადრე ნიდერლანდების ჩემპიონი გახდა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე