შვეიცარიას ვავრინკა დააკლდება
ესპანელი ჩოგბურთელის რაფაელ ნადალის გულშემატკივრებმა კარგი ამბავი შეიტყვეს. მსოფლიოს მეოთხე ჩოგანი რიო-დე-ჟანეიროს ოლიმპიადაზე სრული დატვირთვით ითამაშებს. კერძოდ, ის მონაწილეობას მიიღებს ერთეულებში, წყვილებსა და მიქსტში. როგორც იცით, მაისში ნადალმა როლან გაროსზე მიიღო ტრავმა და მას შემდეგ, არც ერთი ოფიციალური მატჩი არ ჩაუტარებია.

"საკუთარ გუნდთან კონსულტაციის შემდეგ, გადავწყვიტე ოლიმპიადაზე ვითამაშო ყველგან, სადაც ეს შესაძლებელია. უკვე რიოში ვარ, ვარჯიშმა ასე თუ ისე კარგად ჩაიარა. ეს არ არის იდეალური სიტუაცია: ყოველთვის არსებობს რისკი.

ვარჯიშების მხრივ, ორშაბათი და სამშაბათი ყველაზე ინტერსიური დღეები იყო ჩემთვის ბოლო ორი თვის განმავლობაში. და ჩემი მაჯა სულაც არ არის კარგ მდგომარეობაში", - განაცხადა ნადალმა სააგენტო AFP-სთან ინტერვიუში.

უფრო ადრე, ესპანელმა ჩოგბურთელმა აღნიშნა, რომ არ გამორიცხავს რიოში მხოლოდ წყვილთა თანრიგში თამაშს.

ზაფხულის ოლიმპიადაზე ნადალი მამაკაცთა წყვილებში მარკ ლოპესთან ერთად ითამაშებს, მიქსტში - გარბინ მუგურუსასთან ერთად.

კიდევ უფრო დასუსტდა რიოს ოლიმპიადისთვის შვეიცარიის ნაკრები. ზაფხულის თამაშებზე სტენ ვავრინკამაც უარი განაცხადა.

"ძალიან ნაღვლიანი დღეა ჩემთვის. პეკინისა და ლონდონის შემდეგ, მინდოდა ბრაზილიაში თამაში. სამწუხაროდ, ეს შეუძლებელია. წარმატებას ვუსურვებ შვეიცარიელ სპორტსმენებს. მე მათ შორიდან ვუგულშემატკივრებ", - განაცხადა ვავრინკამ.

შვეიცარიელ ჩოგბურთელს ზურგის ტრავმა აწუხებს, რომელიც ცოტა ხნის წინ, ტორონტოს "მასტერსზე" გაიმიზეზა.

შეგახსენებთ, რომ უფრო ადრე, რიოში გამოსვლაზე უარი განაცხადა შვეიცარიის ნაკრების ორმა წევრმა - როჯერ ფედერერმა და ბელინდა ბენჩიჩმა.

ვავრინკა 2008 წლის ოლიმპიური ჩემპიონია. მაშინ მან როჯერ ფედერერთან ერთად მოიგო წყვილთა თანრიგი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

დასრულდა რეგიონული ეტაპები, წინ საქართველოს ჩემპიონატია!
ქართველი ველოსპორტსმენების წარმატება საერთაშორისო ასპარეზზე- 2 ოქროს, 1 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი
[VIDEO] „საქართველოს ეროვნული ლატარია“ აგრძელებს სპორტის მხარდაჭერას და აქტიურად მონაწილეობს სოციალური ინიციატივების ხელშეწყობაში
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
მხოლოდ მთავარი მწვრთნელობა სურს - ნესტამ დე ძერბის ასისტენტობა არ ისურვა
ტრანსფერთან ახლოს უფრო მეტი სათამაშო დროით - რამუში სავარაუდოდ, პსჟ-ის დატოვებს
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე
"ბოლოს და ბოლოს, უნდა გაიგოს "რეალი" რას ნიშნავს" - რაფაელ ნადალმა ვინისიუს ჟუნიორს მიმართა
"ბატონო ნადალ, ფოტო შეიძლება?!" - ფედერერმა გულშემატკივრებთან საუბარში სასაცილო ისტორია გაიხსენა
"კილიანი მსოფლიოში საუკეთესო გახდება, მას ზურგს შესანიშნავი გუნდი უმაგრებს" - რაფა ნადალმა ფრანგზე ისაუბრა
მაგიური ჯოკოვიჩი - ნოვაკი 2028 წლის ოლიმპიადაზე თამაშს გეგმავს
ნადალი: "რეალის" ფანი ვარ, მაგრამ მესი რონალდოზე უკეთესია [VIDEO]
ფედერერის შემდეგ ნადალიც - ჩოგბურთიდან რაფაც მიდის