ინტერნეტში ოლიმპიადის გახსნის ცერემონიის ფოტოებმა გაჟონა
რიო-დე-ჟანეიროს ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონია არ იქნება ძვირადღირებული და მასშტაბური, როგორც ეს ათენში, პეკინსა და ლონდონში იყო. ეს ცერემონიის აღმასრულებელი პროდუსერის მარკო ბალიჩის სიტყვებია.

"ეს არ იქნება მდიდრული შოუ. ვერ ნახავთ პეკინის გრანდიოზულობას, ათენის დიდ სპეცეფექტებსა და ლონდონის ექსცენტრულობასა და ტექნოლოგიებს. ეს იქნება უბრალო ცერემონია, მაგრამ ძალიან თანამედროვე. სპეცეფექტების გარეშეც შეიძლება ადამიანებს მომავალზე ელაპარაკო", - განაცხადა ბალიჩმა.

მან აღნიშნა, რომ გახსნის ცერემონია ორგანიზებულია ბრაზილიაში არსებული რთული ფინანსური სიტუაციის გათვალისწინებით. როგორც ამბობენ, ოლიმპიადის გახსნა საორგანიზაციო კომიტეტს 21 მილიონი დოლარი დაუჯდა, რაც ლონდონის შოუს ღირებულებაზე ორჯერ ნაკლებია.

გუშინ, გაიმართა გახსნის ცერემონიის რეპეტიცია და რამდენიმე ფოტო ინტერნეტშიც მოხვდა. თურმე, რეპეტიციისას ერთ უსიამოვნო ინციდენტს ჰქონდა ადგილი: მთავარ სტადიონზე აფეთქება მოხდა.

ერთ მომენტში, "მარაკანას" მიმდებარე ტერიტორიაზე საეჭვო საგანი შეამჩნიეს, რომელიც, პოლიციის ინფორმაციით, ხელსაწყოების ყუთს ჰგავდა. საგნისკენ სპეციალური რობოტი გაუშვეს, რომელთან კონტაქტისას მოხდა კონტროლირებადი, მაგრამ ძალიან ხმამაღალი აფეთქება. საბედნიეროდ, არავის დაშავებულა.

გახსნის ცერემონია 5 აგვისტოს (თბილისი დროით - 6 აგვისტოს, ღამის 3 საათზე დაიწყება) გაიმართება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

დასრულდა რეგიონული ეტაპები, წინ საქართველოს ჩემპიონატია!
ქართველი ველოსპორტსმენების წარმატება საერთაშორისო ასპარეზზე- 2 ოქროს, 1 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი
[VIDEO] „საქართველოს ეროვნული ლატარია“ აგრძელებს სპორტის მხარდაჭერას და აქტიურად მონაწილეობს სოციალური ინიციატივების ხელშეწყობაში
გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
ლაშა ტალახაძე: ამდენი წელი რკინასთან ჭიდილი ღირდა ამდენი ხალხის გასახარებლად
ხატები, ჩურჩხელები და "ჯადოსნური" სიტყვები - ქართველი სპორტსმენები და ფსიქოლოგია
დღეს სეოკ-ი არჩევანს აკეთებს - ლერი ხაბელოვი თუ ირაკლი მეძმარიაშვილი?
სარეკორდო ოლიმპიადა - საქართველოსთვის წარმატებული, მაგრამ...
ლადო ხინჩეგაშვილი: მომავალ მსოფლიოზე მხოლოდ ოქროსთვის ვიბრძოლებ
ლაშა ტალახაძე: რიოს ოლიმპიადაზე იმდენი არ მინერვიულია...