"სან ანტონიოს" კარი მოუნდა, ფიშერს დაბრუნება
ტელეკომპანია ESPN-ის ოფიციალური ვებგვერდის ინფორმაციით, რასელ უესტბრუკი "ოკლაჰომა-სიტისთან" ახალ კონტრაქტს გააფორმებს. გამთამაშებლის მოქმედი კონტრაქტი "თანდერთან" მომავალი წლის ზაფხულამდე იყო ძალაში, მაგრამ კლუბის ბოსებმა აქედანვე დაიჭირეს თადარიგი, რათა მომავალ ზაფხულს ისევე არ დაეკარგათ კალათბურთელი, როგორც ეს კევინ დურანტის შემთხვევაში მოხდა, როცა ეს ფორვარდი თავისუფალი აგენტის სტატუსით გადავიდა "გოლდენ სტეიტში".

უესტბრუკის ახალი კონტრაქტი სამწლიანი იქნება და კალათბურთელი 85.7 მილიონ დოლარს მიიღებს.

"ოკლაჰომა-სიტი" ოფიციალურად ამ ინფორმაციას მოგვიანებით დაადასტურებს და სპეციალურ პრესკონფერენციას მოიწვევს.

"ნიუ იორკ ნიქსის" ყოფილი მთავარი მწვრთნელი დერეკ ფიშერი კალათბურთელის კარიერის განახლებას აპირებს და ამისთვის შესაბამის შესაძლებლობას ეძებს.

როგორც ESPN წერს, 41 წლის ფიშერი აქტიურად ვარჯიშობს და საკმაოდ კარგი ფორმა აკრიფა. ამ ყველაფერს ის ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში დასაბრუნებლად აკეთებს.

ცოტა ხნის წინ, გამთამაშებელმა საკუთარ Facebook-ზე განათავსა ვიდეო, რომელშიც ის შესანიშნავად ათამაშებს ბურთს და ასრულებს დრიბლინგს. ამ ვიდეოს ფიშერმა მიამაგრა ჰეშტეგი #imnotdonyet ("მე ჯერ არ დამიმთავრებია").

დერეკმა NBA-ში ბოლო სეზონი 2013-14 წლებში ჩაატარა. მან "ოკლაჰომას" რიგებში 81 მატჩი ითამაშა და საშუალოდ, 5.2 ქულა დააგროვა.

საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს The Bleacher Report. "სან ანტონიო სპურსი" სერიოზულად აპირებს "გოლდენ სტეიტი უორიორზის" ლიდერის სტივენ კარის გადაბირებას.

მომავალი წლის ზაფხულში, კარის კონტრაქტი ეწურება "გოლდენ სტეიტთან" და შეუზღუდავი უფლებების თავისუფალი აგენტის სტატუსს მიიღებს. სწორედ ამ მომენტის გამოყენება სურთ "სპურსის" ხელმძღვანელებს და ემზადებიან გასული ორი სეზონის MVP-თან შესაძლო გარიგებისთვის.

მიუხედავად ამისა, ძალიან მცირეა იმის ალბათობა, რომ კარი "უორიორზს" დატოვებს. "გოლდენ სტეიტს" შეუძლია მისთვის მაღალი ანაზღაურების შეთავაზება, რომელიც, სახელფასო ზედა ზღვარის გაზრდის შემდეგ, შესაძლოა, სარეკორდო აღმოჩნდეს ლიგის ისტორიაში.

ცნობისთვის, 2016-17 წლების სეზონში კარი 12 მილიონ დოლარს გამოიმუშავებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ანტი-ლგბტ განცხადებების გამო "ჩიკაგომ" კალათბურთელი გუნდიდან გარიცხა
[VIDEO] ლებრონ ჯეიმსის სამმაგი დუბლი - "ლეიკერსმა" "ვაშინგტონ ვიზარდსი" დაამარცხა
[VIDEOS] დონჩიჩი: ბითაძემ ჩემს ოჯახს შეურაცხყოფა მიაყენა - "ლეიკერსი" ეპიზოდის გადახედვას ითხოვს
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
რეგულარული: ჰარდენი "ხიპიშობს", "დალასმა" "მილუოკის" 18-მატჩიანი მოგებათა სერია შეწყვიტა [VIDEO]
ჯა მორანტი - გვერდით, ლეგენდებთან?
NBA. რეგულარული: ჰარდენსა და უესტბრუკს ვერ აჩერებენ [VIDEO]
NBA. რეგულარული: ბითაძის 8 წუთი, ჰარდენის 59 ქულა და სტეფ კარის მძიმე ტრავმა [VIDEO]
NBA. რეგულარული: დონჩიჩის მორიგი მიღწევა, მხსნელი ლებრონი და უიღბლო უესტრბუკი [VIDEO]
NBA. რეგულარული: ლოს-ანჯელესში "კლიპერსმა" იმარჯვა, "უორიორსი" "ჰიუსტონს" მოერია [VIDEO]