მაგალითად, ხორვატია, დიდი ბრიტანეთი, ნორვეგია და შვედეთი თამაშებზე მოპოვებული მედლებისთვის თავიანთ ათლეტებს საერთოდ არაფერს უხდიან

ჯერ კიდევ რიო დე ჟანეიროს ოლიმპიადაზე ქართული დელეგაციის გამგზავრებამდე გამოცხადდა იმ პრემიალური თანხების ოდენობა, რომელსაც სახელმწიფო სპორტსმენებს ოლიმპიური მედლების მოპოვებისთვის გადაუხდის. საქართველოს მთავრობის დადგენილებით, ოლიმპიური ჩემპიონობისთვის ჩვენი სპორტსმენი 170 000 ლარს (დაახლოებით 72 ათასი აშშ დოლარი), ვიცე-ჩემპიონობისთვის - 102 ათასს, ხოლო ბრინჯაოს მედლისთვის 68 000-ს მიიღებს.

პრემიალური თანხების ოდენობა ვისთვის დიდია და ვისთვის მცირე. განსჯისთვის კი ქვემოთ გაგაცნობთ ამ საკითხისადმი სხვა ქვეყნების დამოკიდებულებასა და მათ მიერ დაწესებულ ფულად ჯილდოებს.

თავშივე უნდა ითქვას, რომ პრემიალურების სიდიდეს, პრაქტიკულად, არ განსაზღვრავს კონკრეტულ ქვეყანაში არსებული ცხოვრების დონე და მოსახლეობის შემოსავლები. საერთოდ კი, ოლიმპიური მედლებისთვის ზღაპრულ საპრიზოებს მეტწილად არადემოკრატიული რეჟიმების მქონე სახელმწიფოებში აწესებენ. ამ მხრივ ისტორიაში რეკორდი ჩინეთს ეკუთვნის - პეკინის 2008 წლის ოლიმპიადაზე თითოეულ ჩემპიონს 1 მლნ აშშ დოლარს უხდიდნენ. დღეს რიოში ჩინელთა საპრიზო გაცილებით მოკრძალებულია - 50 ათასი დოლარი ოქროსთვის.

საპირისპირო ვითარებაა დემოკრატიულ ევროპაში. მაგალითად, ევროკავშირის ქვეყნებში ოლიმპიური ოქროსთვის ყველაზე მეტს ლატვიასა და იტალიაში იხდიან, ხოლო ისეთი ქვეყნები, როგორებიც ხორვატია, დიდი ბრიტანეთი, ნორვეგია და შვედეთია, თამაშებზე მოპოვებული მედლებისთვის თავიანთ ათლეტებს საერთოდ არაფერს აძლევენ.

საგულისხმოა, რომ ჰონორარების სიდიდის მხრივ შედგენილ მსოფლიო ათეულში უმეტესობას პოსტ-საბჭოთა ქვეყნები შეადგენენ, სათავეში კი სინგაპურია, სადაც ოქროს მედალი 745 ათას დოლარად "ფასობს".

1. სინგაპური - 745 აშშ დოლარი

2. აზერბაიჯანი - 510

3. ინდონეზია - 379

4. ტაილანდი - 314

5. ყაზახეთი - 250

6. ფილიპინები - 237

7. უზბეკეთი - 237

8. იტალია - 184

9. ლატვია - 156

10. ბელორუსი, მოლდოვა - 150.

რაც შეეხება პოსტ-საბჭოთა სივრცის სხვა ქვეყნებს, მაგალითად, რიოში გამარჯვებულებს რუსეთი და უკრაინა ჩვენზე ნაკლებს, შესაბამისად, 61 და 60 ათასს ჰპირდება, ტაჯიკეთი - 38 ათასს.

საინტერესო პრაქტიკა აქვთ აშშ-ში, სადაც ოლიმპიური ჩემპიონობისთვის დაწესებულ თანხას 1984 წლიდან მოყოლებული არ ცვლიან და ის 25 ათას დოლარს შეადგენს. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ამერიკელი ოლიმპიელებისთვის ეს თანხა სიმბოლურია, რადგან მთავარ და საკმაოდ მსუყე პრემიებს სპონსორული კონტრაქტებიდან იღებენ.

999l
საინტერესოა გამარჯვებულს რამდენი კაცი უზის წილში
333
აბა შავდათუაშვილს x5 გაუნაღდებია
მსქროლავი ტროლი
როგორც ჩანს, მაინც მილიონზე ყოფილა საუბარი.... ასე, რომ ჩინელები ვერ ჩაითვლებიან რეკორდსმენებად - მათზე ბევრად ადრე ჯოხარ დუდაევმა დააწესა მილიონი დოლარი ჩეჩენი ოლიმპიელებისათვის... სხვათა შორის, მაგ პერიოდში ჩვენი ოლიმპიური ჩემპიონები კუპონებს სჯერდებოდნენ და ბევრად უკეთესადაც ასპარეზობდნენ....
Levani
ამ გვარძლის და აგრესიის მორევში რა ადვილი გახდა ადამიანისთვის შეურაცჰყოფის მიყენება - როცა პასუხის მომთხოვიც არავინაა
მსქროლავი ტროლი
ჩემსა და შენს კომენტარებს შორის, პატივცემულო ორმაგი ფრჩხილების მსგავსო სუბიექტო, კარგი სამსაათნახევარია სხვაობა, რაც სრულიად საკმარისი დროა სტატიაში გაპარული უზუსტობის შესასწორებლად და თუ ზრდილობიანად მიმართავ ადმინს - ის გეტყვის, სადაც წავიკითხე... მაგრამ, ვშიშობ, სადაც მე კითხვა (და არ წაკითხვა) ვისწავლე, იქ შენთვის ზრდილობა არ უსწავლებიათ....

მილიარდი სად წაიკითხე მერე?! წაკითხვა ისწავლე!
მსქროლავი ტროლი
ჩინელები, ალბათ, მილიარდს კი არა, მილიონს იხდიდნენ, მილიარდი არარეალურია....
დასრულდა რეგიონული ეტაპები, წინ საქართველოს ჩემპიონატია!
ქართველი ველოსპორტსმენების წარმატება საერთაშორისო ასპარეზზე- 2 ოქროს, 1 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი
[VIDEO] „საქართველოს ეროვნული ლატარია“ აგრძელებს სპორტის მხარდაჭერას და აქტიურად მონაწილეობს სოციალური ინიციატივების ხელშეწყობაში
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე
ლაშა ტალახაძე: ამდენი წელი რკინასთან ჭიდილი ღირდა ამდენი ხალხის გასახარებლად
ხატები, ჩურჩხელები და "ჯადოსნური" სიტყვები - ქართველი სპორტსმენები და ფსიქოლოგია
დღეს სეოკ-ი არჩევანს აკეთებს - ლერი ხაბელოვი თუ ირაკლი მეძმარიაშვილი?
სარეკორდო ოლიმპიადა - საქართველოსთვის წარმატებული, მაგრამ...
ლადო ხინჩეგაშვილი: მომავალ მსოფლიოზე მხოლოდ ოქროსთვის ვიბრძოლებ
ლაშა ტალახაძე: რიოს ოლიმპიადაზე იმდენი არ მინერვიულია...