პრესის 100 მუშაკი მთელი მსოფლიოდან, რომლებიც აკრედიტებულნი იყვნენ 10 და მეტ ოლიმპიურ თამაშებზე, 8 აგვისტოს რიოში შეხვედრა-დაჯილდოებაზე მიგვიწვიეს
პრესის 100 მუშაკი მთელი მსოფლიოდან, რომლებიც აკრედიტებულნი იყვნენ 10 და მეტ ოლიმპიურ თამაშებზე, 8 აგვისტოს რიოში შეხვედრა-დაჯილდოებაზე მიგვიწვიეს. ღონისძიებას "იაპონიის სახლმა" უმასპინძლა, რომელიც აქ ოლიმპიადასთან დაკავშირებით ფუნქციონირებს. ეს ტრადიცია დამკვიდრდა ლონდონში 2012 წელს გამართული თამაშებიდან.

ორგანიზატორებმა - საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა და სპორტული პრესის საერთაშორისო ასოციაციამ დაჯილდოებისთვის "იაპონიის სახლი" იმიტომაც ამჯობინეს, რომ 2020 წლის ოლიმპიურ თამაშებს ტოკიო უმასპინძლებს. ეს ყურადღება ჯეროვნად დააფასეს იაპონელებმაც - რაკი ამ დღეს მსოფლიოს მასმედიის ყურადღების ცენტრში რიოდან იაპონიაც მოექცა ამ ღონისძიების გამო, მასპინძლებმა შთამბეჭდავ სივრცეში ფართოდ წარმოადგინეს ყველაფერი თვალსაჩინო, რაც უკვე მზად აქვთ საოლიმპიადოდ. იაპონელები კი, მოგეხსენებათ, თადარიგიანი ხალხია და უკვე ვიხილეთ ძალიან ბევრი რამ, რითაც თავს მოიწონებენ 2020 წლის თამაშების მასპინძლები.

არ მოვერიდებით და ვიტყვით, რომ ამ ყველაფრის ხილვისას ბრაზილიელებს, რომლებიც რიოში ოლიმპიადის მასპინძლობისთვის წლების განმავლობაში ემზადებოდნენ, წესით, ბევრი რამის გამო, სულ მცირე, უხერხულობა უნდა იგრძნონ მაინც.

მოკლედ, დაჯილდოება შედგა. შედგა ვეტერანი ცნობილი სპორტსმენების თანამონაწილეობით. აღმოჩნდა, რომ აბსოლუტური უმრავლესობა, ვინც ოლიმპიური ჩირაღდანი მიიღო სამახსოვროდ, იყვნენ ფოტორეპორტიორები. ეს გასაგებიცაა, პროფესიონალი ფოტოგრაფები ათწლეულობით მუშაობენ პრესაში და იშვიათად ჰყავთ შემცვლელი რედაქციაში.

მცირე იყო მწერალ ჟურნალისტების რაოდენობა, კიდევ უფრო მცირე (ხელის თითებზე ჩამოსათვლელი) ერთი გამოცემიდან 10 და მეტ ოლიმპიადაზე აკრედიტებულთა რიცხვი. სწორედ ამ კატეგორიაში გავიდა ქართული სპორტული გაზეთი "ლელო", რაც უდავოდ მისასალმებელია. ესაა "ლელოს" თაობების და ბოლო ათწლეულში "პალიტრამედიის" დამსახურება, რომლებმაც ყველაფერი გააკეთეს "ლელოს" შესანარჩუნებლად.

დავძენთ, რომ 2012 წელს პირველ დაჯილდოებულთა სიაშიც მოხვდა "ლელოს" ჟურნალისტი.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

დასრულდა რეგიონული ეტაპები, წინ საქართველოს ჩემპიონატია!
ქართველი ველოსპორტსმენების წარმატება საერთაშორისო ასპარეზზე- 2 ოქროს, 1 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი
[VIDEO] „საქართველოს ეროვნული ლატარია“ აგრძელებს სპორტის მხარდაჭერას და აქტიურად მონაწილეობს სოციალური ინიციატივების ხელშეწყობაში
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
მხოლოდ მთავარი მწვრთნელობა სურს - ნესტამ დე ძერბის ასისტენტობა არ ისურვა
ტრანსფერთან ახლოს უფრო მეტი სათამაშო დროით - რამუში სავარაუდოდ, პსჟ-ის დატოვებს
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე
ლაშა ტალახაძე: ამდენი წელი რკინასთან ჭიდილი ღირდა ამდენი ხალხის გასახარებლად
ხატები, ჩურჩხელები და "ჯადოსნური" სიტყვები - ქართველი სპორტსმენები და ფსიქოლოგია
დღეს სეოკ-ი არჩევანს აკეთებს - ლერი ხაბელოვი თუ ირაკლი მეძმარიაშვილი?
სარეკორდო ოლიმპიადა - საქართველოსთვის წარმატებული, მაგრამ...
ლადო ხინჩეგაშვილი: მომავალ მსოფლიოზე მხოლოდ ოქროსთვის ვიბრძოლებ
ლაშა ტალახაძე: რიოს ოლიმპიადაზე იმდენი არ მინერვიულია...