ოლიმპიადის მეორე დღეს დიდი ამბები მოხდა საჩოგბურთო ტურნირზე
ოლიმპიადის მეორე დღეს დიდი ამბები მოხდა საჩოგბურთო ტურნირზე. პირველი სენსაცია გახდა ქალთა წყვილებში სერენა და ვინუს უილიამსების გამოვარდნა. დებმა წააგეს ჩეხებთან - ლუსი საფაროვასთან და ბარბორა სტრიკოვასთან. შეგახსენებთ, უილიამსებს სამჯერ აქვთ მოგებული დუეტებში ოლიმპიური თამაშები.

მამაკაცთა წყვილებში კი პირველ ორ ნომრად განთესილი დუეტები გამოეთიშნენ ბრძოლას: ფრანგები - ერებერი და მაუ და ბრიტანელები - ენდი და ჯეიმი მარეები.

მაგრამ ჩოგბურთის მოყვარულებს მთავარი სენსაცია დღის ბოლოს ელოდათ. სერბი ნოვაკ ჯოკოვიჩი 2016 წელს პრიზების კოლექციის სრულად შევსებას გეგმავდა. ამისთვის საჭირო იყო როლან გაროსისა და რიოს ოლიმპიადის მოგება.

ნოვაკმა შეძლო პარიზში მთავარი პრიზის აღება, მაგრამ ოლიმპიური ოქროსთვის კიდევ ოთხი წელი მოუწევს მოცდა.

სერბს, წილისყრის მხრივ, ძალიან არ გაუმართლა - პირველივე წრეში არგენტინელ ხუან-მარტინ დელ პოტროს გადაეყარა. მართალია, სამხრეთამერიკელი რეიტინგის ტოპ-ასეულის მიღმა იმყოფება, მაგრამ ფორმა აკრიფა და უკვე სახიფათო მეტოქეს წარმოადგენს, რაშიც ჯოკოვიჩი კარგად დარწმუნდა.

მთელი შეხვედრის განმავლობაში დელ პოტრო ფლობდა უპირატესობას. მას ძალიან ეხმარებოდა მოწოდება. მის არც ერთ გეიმში საქმე არ მისულა "თანაბარ" ანგარიშამდე და ნოვაკს ერთი ბრეიკ-პოინტის შანსიც არ მიუღია! ბრეიკის შესრულება ვერც არგენტინელმა შეძლო, მიუხედავად იმისა, რომ რვა ბრეიკ-პოინტი ჰქონდა.

ამიტომაც ორივე სეტში საქმე ტაი-ბრეიკამდე მივიდა. ორივე შემთხვევაში დელ პოტრო გაცილებით აღემატებოდა მსოფლიოს პირველ ნომერს და სრულიად დამსახურებულად გავიდა 1/16-ფინალში. სხვათა შორის, დელ პოტრომ ოთხი წლის წინ, ლონდონის ოლიმპიადაზეც მოუგო სერბს - მესამე ადგილისთვის მატჩში.

შეხვედრის შემდეგ ჯოკოვიჩი თბილად გადაეხვია მეტოქეს, რის შემდეგაც ცრემლები ვერ შეიკავა და ტირილი დაიწყო. მას ჯერ არ უწევს რიოს დატოვება, რადგან წყვილთა თანრიგის მეორე წრეშია გასული ნენად ჟიმონჟიჩთან ერთად.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

მოვლილი წვერი და უქერტლო თმა - სპეციალურად მამაკაცებისთვის შექმნილი ბრენდი Recipe
თბილისში მატჩზე ან სპორტულ ღონისძიებაზე დასასწრებად მოგზაურობა: სად ვიქირაოთ ბინა და როგორ დავზოგოთ საცხოვრებელზე
ერექციული დისფუნქცია მამაკაცებში - რა უნდა ვიცოდეთ?
[VIDEO] დომინანტურად - ეთერ ლიპარტელიანი მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალშია
შავი ლომი | ორი მოგება და დიდი გამოცდილება თბილისის თასზე
მოვლილი წვერი და უქერტლო თმა - სპეციალურად მამაკაცებისთვის შექმნილი ბრენდი Recipe
თვაური და ვართანოვი ევროსეზონს თურქეთში გახსნიან
"სავარაუდოდ, ცვლილებები იქნება" - ფაბრიციო რომანომ ალისონ ბეკერის მომავალზე ისაუბრა
მსოფლიოს ჩემპიონატის მესამე საჭიდაო დღეს ტატამზე 3 ქართველი გამოვა
ჩრდ. ირლანდიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
18 წ. | ევროპის ჩემპიონატს ჩეხეთი უმასპინძლებს
აღარ გვიკვირს - და-ძმა აბეები მსოფლიო ჩემპიონები არიან!
აბეები ისევ ფინალში არიან და ესპანელი მეტოქეები ეყოლებათ
მერკვილაძის წარმატებული დებიუტი BNXT ლიგაში: ქართველი ფორვარდის 20 ქულა და "გრონინგენის" გამარჯვება
შენგელია "დუბაის" სასტარტოში ადრიატიკის ლიგაში გამოჩნდა | 11 ქულა და მოგება
მენდეში: თუ რონალდო დაბრუნდება, სიხარულით შევხვდებით
"ეს მატჩი ჩემს სამწვრთნელო კარიერაში ყველაზე მნიშვნელოვანი იყო" - სერ ალექს ფერგიუსონი
ვაჟა მარგველაშვილი მსოფლიო ჩემპიონატს პირველი წრიდან გამოეთიშა
"ალეგრის იმდენად არ სურდა ჯარიმა რონალდოს დაერტყა, ასეთი რამ მოიფიქრა" - პიანიჩმა საინტერესო ისტორია გაიხსენა
I ტური დასრულდა: კსუ კავკასიას დამაჯერებელი გამარჯვება და ორბის წარმატებული გასვლა თელავში
პორტუგალიამ ნორვეგიას, დანიამ კი უელსს მოუგო
მატჩის დღე! ლოგიკის დროით, საქართველოს გამარჯვების დროა
ფელიქსს "ბარსელონაში" დაბრუნება სურს
ნოვაჯ ჯოკოვიჩი ცინცინატის მასტერსზე პირველივე წრეში დამარცხდა
[VIDEO] მისთვის ასაკი მხოლოდ ციფრებია - 38 წლის ნოვაკ ჯოკოვიჩმა იანიკ სინერი ხუთ სეტში დაამარცხა!
[VIDEO] კარლოს ალკარასმა ნოვაკ ჯოკოვიჩი ავსტრალიის ღია პირველობის ფინალში დაამარცხა!
ლაშა ტალახაძე: ამდენი წელი რკინასთან ჭიდილი ღირდა ამდენი ხალხის გასახარებლად
"ყველაფერი ჩემ გარშემო აღარ ტრიალებს " - ნოვაჯ ჯოკოვიჩი
"ნეტავ მეც ასე შემეძლოს" - ჯოკოვიჩმა უიმბლდონის ნახევარფინალში გასვლის შემდეგ მესიზე იხუმრა
ხატები, ჩურჩხელები და "ჯადოსნური" სიტყვები - ქართველი სპორტსმენები და ფსიქოლოგია
დღეს სეოკ-ი არჩევანს აკეთებს - ლერი ხაბელოვი თუ ირაკლი მეძმარიაშვილი?
ლაშა ტალახაძე: რიოს ოლიმპიადაზე იმდენი არ მინერვიულია...
სარეკორდო ოლიმპიადა - საქართველოსთვის წარმატებული, მაგრამ...
ლადო ხინჩეგაშვილი: მომავალ მსოფლიოზე მხოლოდ ოქროსთვის ვიბრძოლებ
"კორტზე" ყოფნის ყოველი წამი მეზიზღებოდა" - ჯოკოვიჩი US Open-ის პირველივე წრეში დამარცხდა