ზარანდიას გარდა, "ლოკომოტივის" რიგებში კიდევ რამდენიმე ისეთი ფეხბურთელია, უცხოეთში რომ მოასწრო თამაში
საქართველოს ჩემპიონატის პირველ ტურში თბილისის "ლოკომოტივს" არ უთამაშია. ჟერარდ სარაგოსა მულეტის გაწვრთნილები გარდამავალი პირველობის აღმართს ქუთაისის "ტორპედოსთან" 13 აგვისტოს მატჩით შეუყვებიან.

მანამდე კი ცნობილი იყო, რომ ლუკა ზარანდია ბელგიური "გენკიდან" წამოვიდა და უგუნდოდ დარჩა, ფორმის შენარჩუნებაში კი "ლოკომოტივი" დაეხმარა და ავსტრიულ შეკრებაზე თბილისელებს ამიტომაც შეუერთდა.

20 წლის შემტევმა "ლოკომოტივის" ფორმით საკონტროლო შეხვედრებიც ჩაატარა და კლუბის ხელმძღვანელობა მის დამატებას იმედოვნებდა. ეს საკითხი მხოლოდ ბოლო მომენტში გადაწყდა. "ლოკომოტივის" მეპატრონე ლექსო თოფურიასთან მოლაპარაკების შემდეგ მხარეები შეთანხმდნენ, რომ ზარანდია სარაგოსას გუნდში დეკემბრამდე ითამაშებს. ის თბილისელთა განაცხადში 70-ე ნომრით შეიყვანეს.

"ლელომ" ამ ტრანსფერის დეტალები შეიტყო. როგორც დავაზუსტეთ, "გენკიდან" წამოსულ ზარანდიას ზაფხულში ერთ-ერთი ევროპული ქვეყნის კლუბთან უნდა გაეფორმებინა კონტრაქტი, მაგრამ ცხვირის ოპერაცია დასჭირდა და თვე-ნახევარი გაუცდა. ფორმაში რომ არ იყო, სარაგოსამ და თოფურიამ დახმარების ხელი გაუწოდეს - "ლოკომოტივთან" ვარჯიში შესთავაზეს.

პირველივე საკონტროლო შეხვედრაში ზარანდია მიხვდა, რომ ასეთ მდგომარეობაში ევროპაში წასვლა გაუმართლებელი იქნებოდა. ამიტომ საქართველოში დაბრუნება და თამაში ამჯობინა. ის იმედოვნებს, რომ დეკემბრამდე ფორმას აღიდგენს და მერე ევროპაში უფრო თამამად წავა.

ზარანდიას გარდა, "ლოკომოტივის" რიგებში კიდევ რამდენიმე ფეხბურთელს ვხედავთ, უცხოეთში რომ მოასწრეს თამაში: ლუკა კიკაბიძე ფრანგული "ბასტიადან" დაბრუნდა, დავით ჩაგელიშვილი - ყაზახური "ოკჟეტპესიდან", დავით დარციმელია - უკრაინული "სევასტოპოლიდან"... რამდენიმე წლის წინ გეგა დიასამიძე დანიურ "ორჰუსში" თამაშობდა, უცხოეთში ხანგრძლივი კარიერა ჰქონდათ გიორგი ფოფხაძეს, ირაკლი კლიმიაშვილსა და ბაჩანა ცხადაძეს.

მიუხედავად იმისა, რომ ზარანდიამ, კიკაბიძემ და დარციმელიამ უცხოეთში თავის დამკვიდრება ჯერჯერობით ვერ მოახერხეს, მათ ჯერ კიდევ ყველაფერი წინ აქვთ და იმედია, "ლოკომოტივში" თავიანთ პერსპექტივას დაინახავენ. დასანანი იქნება, ასე რომ არ მოხდეს...

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

afera
ამათმა თავისი შანსი გაუშვეს. ლოკომოტივს მადლობა, რომ ეხმარება, მაგრამ არ ჯობია სხვას გაუხსნას გზა?
sarqisa
საქართველოში ტალანტების და უცხოეთში დაბრაკულების გუნდი!!!
ika
ჯამრთელობას გისურვებ)))) ძაანაც არ გინდოდა ეხლა შენ ეს ლოკომოტივი მარა სხვა გზა არ იყოო....
luka
კომენტარის გარეშე!!!!!!!!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-1 გაგრა. კინაღამ 3 ქულა წაიღეს...
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 0-0 დინამო (თბ). თამაშს ქომაგი მოუხდა, უგოლობა - არა...
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 2-1 სამგურალი. თანალიდერი და თითქმის ლიდერი
თსუ-მ მარგვეთს სძლია და საქართველოს თასი ბოლო 4 წელიწდში მესამედ მოიგო
[PHOTO] MVP კვარაცხელია და "ლივერპულში" გამორჩეული მამარდაშვილი - როგორი შეფასებები მიიღეს ქართველებმა?
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან მატჩებისთვის ემზადება
პსჟ - "ლივერპული. გუნდების შემადგენლობები ცნობილია
კონკურენტი ვიტინიასთვის - პსჟ რუსი შემტევის შეძენას გეგმავს
კონტე: იტალიის ნაკრების მწვრთნელად კონტეს ავირჩევდი
U16 | კოსოვო 1:2 საქართველო - პირველი ადგილი უეფას განვითარების თასზე
Liverpool Echo: "ლივერპული" კატასტროფის წინაშე - მამარდაშვილისთვის შესაძლებლობაა დაამტკიცოს, რომ ალისონის ხანგრძლივვადიანი მემკვიდრეა
ანჩელოტიმ ბრაზილიის ნაკრებთან ახალი კონტრაქტი შეათანხმა
ლიბერთიმ ფინალური სერია გრიფინს მოუგო და სუპერლიგის საგზური მოიპოვა
[VIDEO] "მადლობა ყველაფრისთვის, რაც ჩვენთვის გააკეთე და აკეთებ... მიყვარხარ" - სიმეონემ გრიზმანს პრესკონფერენციაზე ემოციურად მიმართა
"ახალი ციკლის წინ ნაკრებში მწვრთნელი უნდა შეგვეცვალა" - ლევან სალუქვაძემ ვილი სანიოლზე ისაუბრა
"აი, ამიტომ ვცემ პატივს ვინისიუსს" - ვენსან კომპანი
[VIDEO] შენგელიას 10 ქულა - "ბარსელონა" "პანათიანიკოსთან" დამარცხდა
ქალთა ნაკრებმა ფარერის კუნძულებთან მატჩისთვის მზადება დაიწყო
[VIDEO] "არსენალს" მხსნელად ჰავერცი მოევლინა - "სპორტინგი" ბოლო წუთებზე დამარცხდა
[VIDEO] 40 წლის ნოიერის შესანიშნავი მატჩი - "ბაიერნმა" "რეალს" მადრიდში მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-1 გაგრა. კინაღამ 3 ქულა წაიღეს...
ბასტონი თანახმაა - იტალიელის გადაბარგება ესპანურ გრანდში დროის საკითხია?
დიდი მატჩი და ქართული დაპირისპირება პარიზში!..
"კოლხეთი" უცხოეთიდან ორ ქართველ ფორვარდს იმატებს
თბილისის "ლოკომოტივი", შესაძლოა, გიორგი დევდარიანმა გაწვრთნას
დინამო (თბ)-ლოკომოტივი 3:1 - კიტეიშვილის ჰეთ-თრიკით [VIDEO]
შუქურა-კოლხეთი 3:2 - ქობულეთელთა მეორე გამონათება
თბილისის "ლოკომოტივი": გიორგი დევდარიანის კანდიდატურა განიხილება
ეროვნული ლიგის XXIII ტურის მიმოხილვა და სიმბოლური ნაკრები
კანკავას, კვეკვესკირსა და ზარანდიას ხელფასები საგრძნობლად შეუმცირეს
ნახეთ ვინ დაბრუნდა - ზარანდიამ ვარჯიში განაახლა
ეროვნული ლიგა. XXIII ტური: ბათუმის "დინამომ" "შუქურას" სძლია
ზურაბ არზიანი: პასპორტითაც და გულითაც ქართველი ვარ!
ზარანდია ისევ პოლონეთში ითამაშებს
შინდაგორიძემ ბელარუსში სერიოზული ტრავმა მიიღო
ეროვნული ლიგა. XV ტური: ლოკომოტივი - დინამო თბ [LIVE]
ევროპის ჩემპიონატი და საქართველო: გოლი, ბაბაჯან!
საქართველოს ჩემპიონატი და ლეგიონერები: სარეკორდო სეზონი
ეროვნული ლიგის XII ტურის სიმბოლური ნაკრები Sportall.ge-ს ვერსიით (+გამოკითხვა)
ეროვნული ლიგა. XII ტური. "გაგრა" - "ლოკომოტივი" [LIVE]
კორონავირუსისას ქართული გოლი გავიდა - დიასამიძემ ბელარუსში გაიტანა [VIDEO]
ლოკომოტივი-დილა 4:2 - ზედიზედ მეოთხე და ორი ავტოგოლი [VIDEO]
უმაღლესი ლიგის X ტურის წინ: ყოველმხრივ არაპროგნოზირებადი...
ეროვნული ლიგა. XXXIII ტური. "ლოკომოტივი" - "დინამო" თბ [LIVE]
"ლოკომოტივის" ფეხბურთელებმა აგვისტოს გმირები გაიხსენეს...
შუქურა-ლოკომოტივი 1:3 - გენი აშკარად ეტყობა... [VIDEO]
წიტაიშვილმა პენალტი მოიპოვა - "ლეხმა" გაიმარჯვა
ეროვნული ლიგა. XX ტური: "ტორპედომ" "დინამოსთან" ჩამორჩენა 3 ქულამდე შეამცირა
თბილისის "ლოკომოტივმა" ექვსი ზამბიელი ფეხბურთელი დაიმატა
ბელარუსიდან ეროვნულ ლიგაში - "ლოკომოტივი" გაძლიერდა
ქართველების თამაშს ბელარუსში მანეკენები "დაესწრნენ"
კატალონიური გამოცემა აბურჯანიაზე: ის ძალიან ჰგავს "ხიმნასტიკის" ლიდერს...
თბილისის "ლოკომოტივი" 5-მა ფეხბურთელმა დატოვა
ლოკომოტივი-დილა 3:1 - ოთხი გასროლა საგურამოში
გიორგი დევდარიანი ახალ გუნდს აანონსებს: ყველაფერი შეიცვლება!
ზურაბ არზიანი კარიერას არმავირის "ტორპედოში" გააგრძელებს
ოფიციალურად - ზარანდია ბათუმის "დინამოს" ფეხბურთელია
უღიმღამო "ქართული დერბი" ბელარუსში უგოლოდ დასრულდა
ეროვნული ლიგა. XXV ტური: "ლოკომოტივმა" "დილას" მოუგო
ეროვნული ლიგა. X ტური. "თელავი" - "ლოკომოტივი" [LIVE]
ლოკომოტივი-დილა 0:2 - კლასი და გამოცდილება [VIDEO]
ეროვნული ლიგა. XIII ტური. "ლოკომოტივი" - "ტორპედო" [LIVE]
გოჩა ხოჯავა "ზუგდიდში", დავით ჩაგელიშვილი "შუქურაში"
ლუკა ზარანდია "ტობოლიდან" "ზულტე-ვარეგემში" ბრუნდება
დიასამიძემ გაიტანა - "შახტიორი" ფრეს დასჯერდა [VIDEO]