საქართველოს ნაკრებისა და სამარის "კრილია სოვეტოვის" მეკარემ რუსეთის პრემიერლიგის მეორე ტურში ყველა აალაპარაკა
გიორგი ლორიამ რუსეთის პრემიერლიგის მეორე ტურში ყველა აალაპარაკა. საქართველოს ნაკრებისა და სამარის "კრილია სოვეტოვის" მეკარემ მოსკოვის "სპარტაკთან" შესანიშნავი მატჩი ჩაატარა. თანაც ეს ყველაფერი 8 აგვისტოს, რუსეთის დედაქალაქ მოსკოვში ხდებოდა და ეს ჩვენთვის ორმაგად სასიხარულო ფაქტია...

- ლეგიონი გუშინ: გიორგი ლორია წაგებული მატჩის გმირია! [VIDEO]

...მიუხედავად იმისა, რომ სამარელებმა 0:1 წააგეს, საქართველოს ნაკრების მეკარის შესახებ რუსი ჟურნალისტები და კომენტატორები მხოლოდ აღტაცებული ტონით წერენ და ლაპარაკობენ. მოსკოველებმა მეტჯერ რომ ვერ მოახერხეს "კრილიას" კარის აღება, ეს სწორედ სტუმართა მეკარის დამსახურება იყო...

"სპორტ-ექსპრესმა" ლორია მატჩის გმირად დაასახელა.

თავად განსაჯეთ: პირველ ტაიმში, 30 წლის ქართველმა მასთან ერთი-ერთზე დარჩენილ თავდამსხმელს არ გაატანინა და დამატებაზე მეორე სპარტაკელსაც აჯობა...

მალე ახლო მანძილიდან ძლიერად "გასროლილი" ბურთი კუთხეში დაამიწა...

მერე საჯარიმოში შეჭრილმა სპარტაკელმა მოძრაობაზე დაიჭირა, მაგრამ კუთხეში ბურთს ხელით შესწვდა და კუთხურზე მოიგერია...

გავიდა კიდევ რამდენიმე წუთი და საჯარიმოს ხაზიდან უძლიერეს დარტყმას გადაეღობა...

შემდეგ კარის წინ 5 მეტრში მყოფ სპარტაკელს ჩაუწვა და თავისიანები გადაარჩინა...

მაგრამ მეორე ტაიმში ახლო მანძილიდან ანდრეი ეშჩენკოს მიერ დარტყმულ თავურს ვეღარაფერი უშველა - ამ შემთხვევაში, ლორიას მეტოქემ შანსი აღარ დაუტოვა...

მაგრამ მერე თავისიანები კიდევ ორჯერ იხსნა - უძლიერესი დარტყმის შემდეგ ბურთი "ცხრიანში" ეშვებოდა და გასაოცარ ნახტომში მოიგერია, ბოლო წუთზე კი კარიდან გამოსულს ბურთის თავზე გადაგდება მოუნდომეს და არ გამოუვიდათ - ბურთი ხელთ იგდო.

ლორიამ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ მას მაღალ დონეზე შეუძლია თამაში და ეს რუსულმა მედიამაც დაუფასა. საინტერესო ფრაზები ამოვიკითხეთ "სპორტ-ექსპრესში", სადაც მატჩის პირდაპირი ტექსტური რეპორტაჟი მიდიოდა:

"...კიდევ ერთი მომენტი! ფერნანდოს გატანა შეეძლო, მაგრამ ლორიამ სამარელები ისევ გადაარჩინა!..

...ძეგლი დაუდგით გიორგი ლორიას! "კრილიას" მეკარე, უბრალოდ, ფანტასტიკურად თამაშობს და ლამის ყოველ 30 წამში თავისიანების გადარჩენას ახერხებს!..

...გლუშაკოვმა პრომესი მოძებნა, მაგრამ გამოიცანით, ვინ დაასწრო? მართალი ხართ - ლორიამ!..

...ვინც მიიჩნევს, რომ ლორია მატჩის საუკეთესო ფეხბურთელია, ჩვენს ვებგვერდზე მისთვის ხმის მიცემა არ დაავიწყდეს...

...ის რუსული პრემიერლიგის ნოიერია! გიორგი საკუთარი საჯარიმოდან გამოვარდა და მეტოქე მოატყუა!..

...ლორიამ ეშჩენკოს გოლი ძალიან განიცადა. ის დღეს ბურთის გაშვებას აშკარად არ იმსახურებდა..."

"სპორტ-ექსპრესის" ჟურნალისტმა მატჩის მიმოხილვაში შემდეგი ფრაზა დაწერა:

"პირველ ტაიმში სპარტაკელებმა 15-ჯერ დაარტყეს. მათგან კარში წავიდა 7 დარტყმა. ლორია, მატჩის მთავარი გმირი, კუთხიდან კუთხეში ისე დაფრინავდა, როგორც ადამიანი-ობობა (იგივე სპაიდერმენი). ის მასთან პირისპირ გასულ პრომესსა და ზე ლუიშს თამამად უვარდებოდა ფეხებში".

მეორე დღეს კი იმავე გამოცემამ ქართველ კიპერის თამაში 7,5 ბალით შეაფასა და ტურის სიმბოლურ ნაკრებშიც დაასახელა, რაც ასე დაასაბუთა:

"ლორიამ გუნდი არაერთხელ გადაარჩინა ნაღდ გოლს. მართალია, ქართველმა კარი "მშრალად" ვერ შეინახა, მაგრამ გოლში დამნაშავე აბსოლუტურად არ იყო".

ლორია სიმბოლურ ნაკრებში championat.com-მაც შეიყვანა. პოპულარული საიტი ყოველ ტურში ამ საქმეს რომელიმე ცნობილ სპეციალისტს ანდობს. ამჯერად, რჩეულთა გუნდის შედგენა მოსკოვის ცსკა-სა და რუსეთის ნაკრების ყოფილ დამრიგებელს, ვალერი გაზაევს სთხოვეს და ქართველი მანაც გამოარჩია.

"მოსკოველებმა უამრავი საგოლე მომენტი შექმნეს და პირველივე ტაიმში რამდენჯერმე შეეძლოთ ბურთის გატანა. და ეს რომ ვერ მოახერხეს, გიორგი ლორიას დამსახურებაა", - ამბობს გაზაევი.

აქვე ვიტყვით, რომ სიმბოლურ ნაკრებში ლორია ინტერნეტპორტალებმა - "კულიჩკიმ" და "სპორტბოქსმაც" დაასახელეს.

თავად გიორგიმ მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა:

"სპარტაკელებმა ორივე ტაიმში ძალიან ბევრი საგოლე მომენტი შექმნეს. ფეხბურთის კანონია - შენ თუ ვერ გაიტან, მეტოქე გაგიტანს. მაგრამ კარის აღება ჩვენც შეგვეძლო და დასანანია, რომ ეს ვერ მოვახერხეთ".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

მსქროლავი ტროლი
რას ამბობთ, კაცო, რაის საბჭოეთის ფრთები და ბუმბულები, ამ ვიღაც ლორიას ჩვენებური დინამოს ფრანცუზი მეკარე რომ არ სჯობდეს, ჩვენი საამაყო კლუბის კარში რატომ ჩააყენებდნენ?!...წადით ახლა და უხსენით იარაბეკს - ან თურაშაული ვინ არის და ან პანტა რა ფრუქტია....
gigo
მთელ კრილია სოვეტოვს, , დანარჩენ 10 ფეხბურთელს ჯობდა, კაი კაცი ხარ ჩვენებურო, ყოჩაღ!
gizog
გიორგი გაიხარე, სულ გამარჯვებებით გევლოს.
Nika
სააგოლ ლორი
ლუის ენრიკე: კვარაცხელია სრულიად განსხვავებული ფეხბურთელია
"ხვიჩა ძალიან მომწონს, სალაჰის შეცვლის კარგი ვარიანტია" - "ლივერპულის" ყოფილმა ფეხბურთელმა კლუბს კვარაცხელიას ყიდვა შესთავაზა
მიქაუტაძის პოსტს დიდი განხილვა მოჰყვა - ქართველის გზავნილი როგორც კრიტიკის, ასევე სიამაყის საფუძველი გახდა
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
საქართველოს 15-ქალა ნაკრების წინსვლა რეიტინგში
გრიზმანი MLS-ში - მოლაპარაკებები დასკვნით სტადიაშია
ცვლილებები დაცვით ხაზში - "რეალიდან" ალაბას წასვლა გადაწყვეტილი ამბავია
ქალთა ნაკრები საბერძნეთთან მატჩისთვის მზადებას განაგრძობს
ლეგიონერები/ცინცაძე MVP გახდა. დიხამინჯიამ და კბილაშვილმა 4-4 გოლი გაიტანეს
15-ქალა | ხორვატებთან ახალი რეკორდით
20 წ. | კარგი ტაიმით მსოფლიოს ჩემპიონთან
კვარაცხელია, დუე და ბარკოლა დემბელეს გარეშე - როგორი იქნება "მონაკოსთან" პსჟ-ს შემადგენლობა?
"ბარსელონაში" დაბრუნებისას, საუკეთესო ფორმაში არ ვიყავი" - ჟოაო კანსელო
"სერია A-ში თამაში ყველაზე რთულია" - ალეგრი "პარმასთან" მარცხის შემდეგ
L'Équipe: პსჟ-ში შევალიეს ბედი საფონოვზეა დამოკიდებული
ლებრონ ჯეიმსმა მორიგი რეკორდი დაამყარა
თბილისური შეკრება დასრულდა | 9 ლეგიონერს ჯიკიჩმა სუპერლიგის 5 მოთამაშე დაამატა
"მწვრთნელი გამარჯობასაც კი არ მეუბნება" - საზონოვი "ტორინოს" განრისხებულ ფანებს შეხვდა
[VIDEO] მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი ყოფილ გუნდთან - "ტორონტომ" "მილუოკი" დაამარცხა
[VIDEO] მიქაუტაძემ ამჯერად ვერ გაიტანა - "ვილიარეალმა" "ვალენსია" დაამარცხა
ზივზივაძის გარეშე - "ჰაიდენჰაიმმა" "შტუტგარტთან" ქულები გაიყო
გულიაშვილის 71 წუთი - "რასინგმა" მოიგო და ისევ ლიდერია
[VIDEO] დიოკერეშის და ეზეს დუბლები, ტუდორის მძიმე დებიუტი - "არსენალმა" "ტოტენჰემი" გაანადგურა
გიორგი ლორია "კრილია სოვეტოვში" დაბრუნდა და ახალი კონტრაქტი გააფორმა
გიორგი ლორია მახაჭყალის "ანჟიში" იჯარით სეზონის ბოლომდე ითამაშებს
ლორია კარიერას კვიპროსულ გუნდში გააგრძელებს
"ყოველთვის გვერდით მედგა, როცა კარიერის ყველაზე რთულ პერიოდს გავდიოდი" - მამარდაშვილმა ლორიას მიმართა
ანანიძეს კალთებს ახევენ - "კრილია სოვეტოვი" არ ეშვება
[VIDEO] ლორიას საოცრება - "დინამოს" მეკარემ "იბერიასთან" შეხვედრაში ბრწყინვალე "სეივი" შემოგვთავაზა
ჯანო ანანიძე ტურის ანტისიმბოლურში მოხვდა
რომანცევი: იღბლის თვალსაზრისით "სპარტაკი" ანანიძის გუნდი არ იყო
Geo Team: გიორგი ლორია სანაკრებო კარიერას ასრულებს
გიორგი ლორიამ ამხანაგურ შეხვედრაში ხუთი გოლი გაუშვა
საქართველოს ნაკრების ამჟამინდელი და ყოფილი ფეხბურთელები უეფას A ლიცენზიის მფლობელები გახდნენ
გიორგი ლორია თბილისის "დინამოში" დაბრუნდა