რა გაუკეთებიათ ამერიკელებს პერიმეტრიდან საქართველოსთვის

საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებს 31 აგვისტოდან სერიოზული თავგადასავალი ელის. ევროპის ჩემპიონატისკენ მიმავალ გზაზე ჩვენს გუნდს ალბანეთის, სლოვაკეთისა და ჩერნოგორიის ბარიერის გადალახვა მოუწევს. ამ საქმეში კი ამერიკულ-ბერძნული დახმარება აუცილებლად დაგვჭირდება: გუნდს ბერძენი ილიას ზუროსი გაუძღვება, ხოლო უკანა ხაზში ნატურალიზებული მაიკ დიქსონი ითამაშებს.

როდესაც საქართველოში ამერიკელი კალათბურთელი ჩამოდის, მისგან ბევრს ვითხოვთ, თუმცა გამოცდილებამ გვიჩვენა, რომ ნატურალიზებული ერთიორად ფასობს, როდესაც სამქულიანებითაც სათანადოდ გვეხმარება.

მოდით, ერთად განვიხილოთ, რა გაუკეთებიათ ამერიკელებს პერიმეტრიდან საქართველოსთვის და გავარკვიოთ, რას უნდა ველოდეთ მაიკლ დიქსონისგან.

საშუალოდ მატჩში მოგროვილი ქულების მიხედვით, შემონდ უილიამსი საქართველოს ნაკრებში ლიდერია - 20 ქულა. 2004 წელს თბილისში ფინეთს მესამე პერიოდში 12 ქულით ჩამოვრჩით. სწორედ ამ დროს შემონდმა სამქულიანს სამქულიანი მიაყოლა, ფარქვეშ შესასვლელად მაღალი ტექნიკური არსენალიც გამოიყენა და დაგვანახვა, რომ ჩვენი გუნდისთვის გამოცდილი უცხოელი საჭირო იყო.

უილიამსს "ბარსელონაშიც" უთამაშია და "ლეიკერსშიც". ასეთი დონის ამერიკელი საქართველოს ნაკრებში არ გამოჩენილა. მას ლიდერობის საკუთარ თავზე აღებაც შეეძლო და მოგებაც.

უილიამსს ტაირონ ელისი მოჰყვა...

- არ ვიცი, რას ვიზამდით ელისის გარეშე, რომელიც ჩვენი მთავარი იარაღი იყო პერიმეტრიდან ტყორცნებისას და დაცვაში, - თქვა მწვრთნელმა იგორ კოკოშკოვმა 2008-09 წლების საკვალიფიკაციო ეტაპის შეფასებისას.

მაშინ ტრავმის გამო ჩვენს გუნდს ვერ ეხმარებოდა მანუჩარ მარკოიშვილი და თავადაც იოლად წარმოიდგენთ, მის არყოფნაში რაოდენ დაბალი იქნებოდა სამქულიანების ტყორცნის პროცენტი, რომ არა ელისი. სხვათა შორის, ტაირონი ამ მაჩვენებლით ნაკრების რეკორდსმენი იყო - 63 სამქულიანი ჰქონდა ჩაგდებული, თუმცა მანუმ გადაასწრო, რომლის ანგარიშზეც 84 რეალიზებული სამიანია.

ელისის წასვლის შემდეგ დაგვეწყო "სამქულიანების" კრიზისი. თუ 2008-09 წლებში მატჩში საშუალოდ 9.9 სამქულიანს ვიყენებდით, 2010 წელს ეს მაჩვენებელი 4.5-მდე ჩამოვიდა, 2011-შიც ზუსტად 4.5 იყო.

როცა პერიმეტრიდან ასეთი დაბალი შედეგიანობით ისვრი, თამაშის მოსაგებად ფარქვეშიდან ორმაგი დატვირთვით გიწევს ბრძოლა.

2010 წელს საქართველოს ნაკრებში ტორინ გრინი თამაშობდა. მან სამქულიანით უკრაინასთან ამხანაგური მატჩი კი მოგვაგებინა, მაგრამ უფრო თამაშის ამწყობი კალათბურთელი იყო, ვიდრე მსროლელი. არადა, უმეტესად მსროლელის პოზიციაზე ირჯებოდა.

ტორინ გრინის დარად, მარკიზ ჰეინსიც ევროპაში ახალი ჩამოსული იყო, როცა საქართველოს მოქალაქეობა მიიღო. როგორც გითხარით, მის დროსაც, ევროპის 2011 წლის ჩემპიონატზე გუნდი თამაშში 4.5 სამიანს აგდებდა.

შესაძლოა, ვინმემ თქვას - როცა საქმე უმაღლესი დონის შეჯიბრებასთან გაქვს, მეტოქეებიც ძლიერები არიან და სროლის პროცენტულობაც მოიკლებსო, მაგრამ სწორედ ამის საპასუხოდ დავწერთ: ასეთ დროს ნაკრებს არა გამოუცდელი, არამედ ევროლიგაში ჭიპმოჭრილი ამერიკელი უნდა ეხმარებოდეს და პროცენტულობა კი არ მოიკლებს, შეიძლება გაიზარდოს კიდეც.

2012 წელსაც იგივე გავიმეორეთ - დავიმატეთ ევროპაში ერთი წლის ჩამოსული ჯეიკობ პულენი. გრინისა და ჰეინსისგან განსხვავებით, იგი სამქულიანებს დაუფიქრებლად ესროდა და აგდებდა კიდეც.

მაგალითად, ლატვიასთან უკანასკნელ წამზე მის მიერ რეალიზებული ტყორცნით ვიმარჯვეთ (79:76). თუმცა მანამდე იმავე პულენის დაშვებული შეცდომების გამო ლატვიელებმა კინაღამ გაგვასწრეს, ხოლო ბოსნიასთან ბოლო წამზე ჯეიკობს სამქულიანის სროლის ნაცვლად თავისუფალი მარკოიშვილი რომ დაენახა (რაც გამთამაშებელს არ უნდა ეშლებოდეს), მატჩსაც ალბათ, მოვიგებდით და პულენზეც უფრო დადებითად ვიმსჯელებდით.

ყოველივე ეს გაითვალისწინეს კალათბურთის ფედერაციის ხელმძღვანელებმა და 2013 წლის ევროპის ჩემპიონატისთვის, ევროლიგაზე გამოცდილი რიკი ჰიკმანი ჩამოიყვანეს. იგი, უილიამსისგან განსხვავებით, ლიდერობისკენ არ მიისწრაფოდა, პულენისგან განსხვავებით, დაუფიქრებლად არ ტყორცნიდა, ელისისგან განსხვავებით, ნაკლებ სამქულიანს ესროდა, თუმცა მისი კლასი გუნდს ძალიან ეხმარებოდა.

თავად მწვრთნელი, იგორ კოკოშკოვი აღიარებს, რომ 2013 წელს ნაკრებს ისტორიაში საუკეთესო უკანა ხაზი ჰყავდა. ამიტომაც იყო, ამხანაგურად სერბეთი რომ დავამარცხეთ, ლიტვასთან ოვერტაიმი ვითამაშეთ, ევრობასკეტის გახსნის მატჩში პოლონეთი გავაბითურეთ, ხოლო სლოვენიასთან და ხორვატიასთან ბოლო წამებზე დავმარცხდით.

წინა ევრობასკეტთან შედარებით, რეალიზებული სამქულიანების რაოდენობამ თითქმის ორი პუნქტით იმატა - 6.2.

ევროპის 2015 წლის ჩემპიონატზე დაგვიბრუნდა ჯეიკობ პულენი, რომელსაც 2012 წელს, შესარჩევზე 49-დან 9 სამქულიანი ჰქონდა ჩაგდებული. ევრო-2015-ზე, წინა ევრობასკეტთან შედარებით, სამქულიანების რეალიზების მაჩვენებელმა კიდევ მოიმატა - 7.0. თუმცა უმთავრესად მანუჩარ მარკოიშვილის შემწეობით, რომელიც თამაშში საშუალოდ 2.2 სამიანს აგდებდა, ერთი პუნქტით მეტს, ვიდრე პულენი.

წლეულს მარკოიშვილს ტრავმა აქვს, დიდი ალბათობით, ვერ დაგვეხმარება. ამიტომ ერთიორად ფასეულია სამქულიანების ძლიერი მსროლელი ამერიკელი. მართალია, დუდა სანაძე, გიორგი ცინცაძე, თორნიკე შენგელია, ვიქტორ სანიკიძე, ბექა ბურჯანაძეც კარგად ტყორცნიან პერიმეტრიდან, მაგრამ მაიკლ დიქსონის სამიანებიც აუცილებლად დაგვჭირდება.

საქართველოს ნაკრების ამერიკელ ახალწვეულს შორი დისტანციიდან ტყორცნა რომ შეუძლია, გასულ სეზონშიც გამოჩნდა. ვითიბი ლიგაზე თამაშში საშუალოდ 5.2-ჯერ სტყორცნიდა და 2.1-ს აგდებდა. 39.8-პროცენტიანი სიზუსტე მშვენიერია.

თუმცა დიქსონმა საწყის საკონტროლო მატჩებში თამასა მეტად მაღლა ასწია: პორტუგალიასთან 3-დან 1 სამიანი ჩააგდო, ბელ-რუსთან - 6-დან 6, ხოლო რუსეთთან - 6-დან 2. სამი მატჩის ჯამში 15-დან 9 სამიანი (60%) ურიგო შედეგი სულაც არ არის, მაგრამ მეტი სტაბილურობა სჭირდება.

ოფიციალურ მატჩებამდე დროც საკმარისია, საკონტროლო შეხვედრებიც და იმედი დავიტოვოთ, რომ შესარჩევის დასრულების შემდეგ თავისუფლად შეგვეძლება დიქსონის ელისთან შედარება, ელისთან, რომელიც უცხოელთაგან ყველაზე მეტად გამოადგა საქართველოს ნაკრებს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

Z.LO
მეც მომეწონა სტატია
levani
ბევრი პრობლემებია. ნაკრებს ისედაც "მოკლე სკამი" აქვს და კიდევ რამდენიმე კალათბურთელის ტრავმირებული. ცქიტიშვილს ქრონიკული ტრავმები აქვს და ნაკრებზე თავად თქვა უარი. მარკოიშვილი ტრავმირებულია და ამჟამად საერთოდაც უგუნდოდ არის, ცინცაძეს და შენგელიასაც მცირე პრობლემები აქვთ. მოკლედ, მაქსიმალური ძალისხმევაა საჭირო, შესარჩევში მონტენეგროს უძლიერესი ნაკრების დასამარცხებლად, რომელშიც NBA-ს სამი კალათბურთელი თამაშობს.
enguri
კარგი სტატიაა.. მოფიქრებული, ინფორმაციულად დალაგებული და აზრიანი.. ყოჩაღ ვაჟა!
17 წლის ხატიაშვილის 10 ქულა - საქართველოს ნაკრები ესპანეთთან დიდი ანგარიშით დამარცხდა
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ესპანეთთან 14 ქულით მარცხდება
ნაკრების ვარჯიში ტენერიფეზე და ეპანეთთან მატჩის 12-კაციანი განაცხადი
"კვარამ" ბარკოლა მარჯვნივ გააჩოჩა - როგორი იქნება "ატლეტიკთან" პსჟ-ს შემადგენლობა?
ფინალის დღე | საქართველოს დ. ყიფიანის სახელობის თასი | ყველაფერი სუფთა ფურცლიდან იწყება...
ქართველი მსაჯების საერთაშორისო დანიშვნები
რჩება თუ მიდის - მაიამის "ინტერის" დირექტომა სუარესის მომავალზე ისაუბრა
"ბრიუგემ" ჰეიენი გაათავისუფლა და მთავარ მწვრთნელად კლუბის ყოფილი დამრიგებელი დანიშნა
თუ "სიტისთან" წააგებენ - "რეალში" ალონსო შესაძლოა, მადრიდული გუნდის კიდევ ერთმა ყოფილმა ფეხბურთელმა ჩაანაცვლოს
სესკს გრანდები აქტიურად აკვირდებიან - ფაბრეგასმა შესაძლოა, ყოფილი გუნდი ჩაიბაროს
სტუმარ-მასპინძლის როქი პირეოსში ქართველი მსაჯ-კომისრის გარეშე არ ჩაივლის
[საქართველოს ჩემპიონატი 2025] პლეი ოფების დროა!
"გალათასარაი" აღარ ხუმრობს - ოსიმენი თანამემამულესთან ერთად შეუტევს?
ჩელენჯ თასი | 140 წლის "ქონოთთან" გალვეიში
[VIDEO] კვერნაძის დუბლი იტალიაში - "ფროზინონე" სერია A-სკენ მიიწევს
"კვარაცხელია ბრენდი "K" - ბრწყინვალე ქართველი კოშმარი მეტოქისთვის" - ფრანგული მედია ხვიჩაზე
[სიმბოლური ნაკრები. ეროვნული ლიგა. ბოლო ტური] დამაჯერებელი და სრულიად კანონზომიერი...
[VIDEO] 39 წლის ჰალკის საოცარი გოლი ბრაზილიის ჩემპიონატში
ჩაბი ალონსო: ჯერ დაკარგული არაფერი არ არის
"ის კაცი კი არა გველი და ეშმაკია" - იაია ტურემ პეპ გვარდიოლას შესახებ ისტორია გაიხსენა
სუპერლიგის მე-7 ტური "ბათუმმა" "რუსთავის" ძლევით დახურა
"მომავალ წელს კლუბში მინიმუმ 20 მილიონი ლარის ინვესტირება მოხდება" - ტარიელ ხეჩიკაშვილმა "იბერიას" სამომავლო გეგმებზე ისაუბრა
ლიდერებმა სალაჰის მხარი დაიჭირეს - "ლივერპულის" ფეხბურთელები სლოტის გათავისუფლებას ითხოვენ
საქართველოს ნაკრებმა პოლონეთის ოთხთა ტურნირი მარცხით დაიწყო
გიორგი შერმადინი: არ ვიცი, რა გიპასუხოთ, უბრალოდ ვისვრი და ვარდება!
ცნობილი გახდა თორნიკე შენგელიას ნაკრებში არყოფნის მიზეზი
[პორტრეტი] ვინ არის მაიკლ დიქსონი?
საქართველოს ნაკრები ჩეხეთან 20 ქულით დამარცხდა
საქართველოს ნაკრები. ნატურალიზებულები: მაიკლ დიქსონი - ჩვენი მეშვიდე მოქალაქე
საქართველოს ნაკრებს ევრობასკეტზე რიკი ჰიკმანი, სავარაუდოდ, არ დაეხმარება
ზუროსი: შედეგი ისტორიულია - ოლიმპიადის საკვალიფიკაციო ტურნირშიც მივიღებთ მონაწილეობას
ლევან ფაცაციას "ნიჟნი ნოვგოროდმა" ევროლიგაში "ფენერბაჰჩესთან" ვერაფერი გააწყო
ძველი მეგობრის წინააღმდეგ: დღეს საქართველოს ნაკრები კოკოშკოვის სერბეთს შეხვდება
საქართველოს ნაკრები: შენგელია მსუბუქად ვარჯიშობს, დიქსონი - ინდივიდუალურად
შენგელიას გარეშე - საქართველოს ნაკრებმა პოლონეთში ივარჯიშა
საქართველო-რუსეთი 97:100 (დ.დ.) - აი, რატომ მიყვარს კალათბურთი!
ხორვატიაში სასეირნოდ არ მივდივართ! - ექსკლუზიური ინტერვიუ იგორ კოკოშკოვთან
19-19-19 - გიორგი შერმადინი ფორმაში შედის!
მანუჩარ მარკოიშვილი: გამოვა, რომ ახალგაზრდები ნაკრებში მხოლოდ ტაშის დასაკრავად გვინდა
კოკოშკოვი: საქართველო სტაბილური და თანმიმდევრული გუნდია - დამსახურებულად გაიმარჯვა
ილიას ზუროსი: ჩერნოგორია ძლიერია, მაგრამ მე ჩემი გუნდის მჯერა!
მოსაზრება: გვჭირდება თუ არა საქართველოს ნაკრებში ნატურალიზებული ფეხბურთელი?
ᓡᓐᓥᓐᓠᓗვᓔᓚᓝ VS ᓩᓔᓮᓔᓗᓘ - ᓓᓐᓕᓐᓒᓔᓛოᓕᓜᓝᓗ ᓩᓔᓮᓣᓠᓘ...
[VIDEO] უკვე უკეთ, მაგრამ მაინც წავაგეთ. პოლონეთი - საქართველო 94:89
ზუროსი: ახლა თავს უფრო ქართველად ვგრძნობ, ვიდრე ბერძენად
თორნიკე შენგელიას "სამიანები" და "ალეი უპი" ევროლიგაზე - 16 ქულა 20 წუთში [VIDEO]
ანდრონიკაშვილის ტრავმა სერიოზული არ აღმოჩნდა
კოკოშკოვს საქართველოს დამსახურებული მწვრთნელის წოდება მიენიჭა
ჯეიკობ პულენის 25 ქულა და გამარჯვება ევროლიგაზე მანუჩარ მარკოიშვილის გუნდთან [VIDEO]
TimeLine: ჩუმად, ფაჩულიამ არ გაიგოს!
მანუჩარ მარკოიშვილის 16 ქულა და გამარჯვება ევროლიგის მატჩში [VIDEO]
საქართველოს ნაკრები ისტორიულ მსოფლიოზე - კარგი და ცუდი, გამოსასწორებელი და "გამოუსწორებელი" - თაობათა ცვლა ისევ ზუროსთან ერთად?!
თორნიკე შენგელიას 11 ქულა და დასანანი მარცხი სტამბოლში "ფენერბაჰჩესთან"
იგორ კოკოშკოვი VS ილიას ზუროსი
საქართველოს ნაკრები ევრობასკეტისთვის მზადებას ჩეხეთთან 2 მატჩით დაასრულებს
საქართველოს ნაკრების ყოფილი მწვრთნელი "ფენერბახჩეს" ჩაიბარებს
ილიას ზუროსმა ბერძნული გუნდი ჩაიბარა
სერბეთის ნაკრებმა თბილისში ივარჯიშა - კოკოშკოვი უკმაყოფილოა
[ექსკლუზივი] "ასეთი ქომაგობით თბილისში ყველა მატჩს მოვიგებთ"
"მუდამ ქართული კალათბურთის მნიშვნელოვანი ნაწილი იქნებით" - შენგელია ზუროსს გულთბილად დაემშვიდობა
ეროვნულ ნაკრებში ილიას ზუროსის ერა დასრულდა!