21 ივნისს ქუთაისთან მომხდარი ავარიის შედეგად დაშავებული მორაგბის, გიორგი ლომინაძის და მისი მეუღლის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა
21 ივნისს ქუთაისთან მომხდარი ავარიის შედეგად დაშავებული მორაგბის, გიორგი ლომინაძის და მისი მეუღლის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

წყვილი საოპერაციოდ და რეაბილიტაციისთვის სასწრაფოდ თურქეთში გამგზავრებას საჭიროებს, რაც დიდ თანხებთან არის დაკავშირებული. მათ დასახმარებლად სპეციალური ანგარიშის ნომრები გაიხსნა. Ambebi.ge მათ მეგობარს, ანუკა ქებურიას დაუკავშირდა:

- გიორგის და ნუცას ჯანმრთელობის მდგომარეობა ჯერ ისევ მძიმეა, მათ სჭირდებათ რამდენიმე ოპერაცია და ხანგრძლივი სარეაბილიტაციო პერიოდი, რაც დიდ თანხებთან არის დაკავშირებული. ამიტომ შევქმენით სპეციალური ნომრები, სადაც შესაძლებლობა ექნებათ, მათ დაეხმარონ.

- რა დაზიანებები აქვთ?

- გიორგის ფეხზე აქვს ღია ჭრილობები, რომლის ოპერაციაც საქართველოში არ ტარდება. სამი კვირაა ეს ჭრილობები ამ მდგომარეობაშია. ამიტომ სასწრაფოდ უნდა მოხდეს მისი გადაყვანა თურქეთში. დაახლოებით ფეხზე 5 ან 6 ოპერაცია დასჭირდება. რაც შეეხება ნუცას, ნუცაც მძიმედ არის, ის რეანომობილით არის გადასაყვანი თურქეთში, ჯერ ოპერაციები უნდა ჩაუტარდეს და ამის შემდეგ ხანგრძლივი რეაბილიტაცია არის საჭირო.

- ფუძის ძვლის მოტეხილობა დაუდგინდა თუ არა?

- გარედან აქვს, შიგნიდან არ არის დაზიანებული, მაგრამ მდგომარეობა საკმაოდ რთულია. ამიტომ ვისაც სურვილი და საშუალება აქვს, ვთხოვთ, დაგვეხმაროს.

ანგარიშის ნომერი: GE68BG0000000733092800 მიმღები: დავით ლომინაძე. ან დარეკეთ შემდეგ ნომერზე - 0901701140. ზარის ღირებულება 1 ლარი.

21 ივლისს სამტრედია-ქუთაისის გზაზე ერთმანეთს დიდი სისწრაფით მოძრავი ორი ავტომობილი შეეჯახა. ავარიას სამი ადამიანის, მათ შორის, ახალგაზრდა ცოლ-ქმრისა და მათი მეგობრის სიცოცხლე ემსხვერპლა.

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ასევე დაშავდნენ მორაგბეები: 32 წლის მერაბ კვირიკაშვილი და 26 წლის გიორგი ლომინაძე, ასევე, მათი მეუღლეები. კვირიკაშვილის მეუღლე ანანო ბუაძე მიღებული ტრავმების გამო დასავლეთ საქართველოს რეფერალურ საავადმყოფოში რამდენიმე დღის წინ გარდაიცვალა.

წყარო: Ambebi.ge

giorgi
ჯეოსელიდან ვერ ირიცხება, მაგთის პრობლემა არა აქვს
ირაკლი დიასამიძე
ვერ ვრეკავ მანდ ასახულ ნომერზე და იქნებ კოდი ან რა უნდა წინ დააზუსტოდ, ტელეფონის ნომერი არის ყველაზე ნაღდი, დარეკვა არავის დაეზარება, და 100 000 კაცი მაინც დარეკავს ბოლოსდაბოლოს მეტი თუ არა
4 აპრილს გოგონები "შევარდენზე" ითამაშებენ
პირველი ლიგა | "ფოთი" და "დინოზავრი" ბრძოლას აგრძელებენ
"მას შემდეგ, არცერთი ქართველი მორაგბე ანტისადოპინგო წესების დარღვევაში დადანაშაულებული არ არის" - საქართველოს რაგბის კავშირის განცხადება
წიტაიშვილმა "მარსელს" ლამაზი გოლი გაუტანა
U17 | სან მარინო 1:4 საქართველო
"არსენალი" არტეტას კონტრაქტს გაუხანგრძლივებს
[VIDEO] 41 წლის ლებრონ ჯეიმსმა "ლეიკერსს" "გოლდენ სტეიტთან" ულიდერა
[VIDEO] მამუკელაშვილის 18 წუთი - "ტორონტომ" "მაიამი" დაამარცხა
აზაროვი სათადარიგო იყო - "შახტარმა" "ალკმაარს" დამაჯერებლად სძლია
ევროპა ლიგაზე პირველი 1/4-ფინალური მატჩები გაიმართა
საქართველო 4:2 აზერბაიჯანი
ნოიერი საუკეთესო, კვარაცხელია სიმბოლურში
სიომინი: ხვიჩამ უმაღლეს დონეზე ითამაშა
სლოტმა განმარტა, რატომ არ ათამაშა სალაჰი
თსუ-მ მარგვეთს სძლია და საქართველოს თასი ბოლო 4 წელიწდში მესამედ მოიგო
"450 მილიონი დახარჯეს და ქვედა ლიგის გუნდივით თამაშობენ" - კარაგერმა "ლივერპული" გააკრიტიკა
"იყო თუ არა კუბარსი გასაძევებელი?" - ტიერი ანრი
"ენფილდზე" მთელი მატჩის განმავლობაში შევუტევთ" - ლუის ენრიკე
[VIDEO] ბითაძის შესანიშნავი მატჩი და "ორლანდოს" ზედიზედ მეოთხე გამარჯვება
"მამარდაშვილმა ალისონს მიბაძა, მაღალი კლასისაა და "ლივერპულში" ცუდ დროს მოხვდა" - ინგლისში ქართველის თამაში შეაფასეს
კვარაცხელიამ რეკორდი დაამყარა და მამარდაშვილის თამაშზე კომენტარი გააკეთა
[PHOTO] MVP კვარაცხელია და "ლივერპულში" გამორჩეული მამარდაშვილი - როგორი შეფასებები მიიღეს ქართველებმა?
გეგმა "ელ კლასიკოში" თამაშია - რაფინიას მოედანზე მალე დაბრუნება უნდა
გიორგი ლომინაძისა და მისი მეუღლის მდგომარეობა კვლავ მძიმეა
გიორგი ლომინაძისა და მისი მეუღლის სამკურნალოდ მერიამ და ჯანდაცვის სამინისტრომ თანხები გამოჰყვეს
მორაგბე გიორგი ლომინაძეს ურთულესი ოპერაცია ჩაუტარდა
პროკურატურა მორაგბეების ავარიის საქმეზე: დანიშნულია ავტოტექნიკური ექსპერტიზა
თავიდან დავიბადეთ - გიორგი ლომინაძის პირველი ინტერვიუ საზარელი ავარიის შემდეგ
მორაგბე გიორგი ლომინაძე - სულ ერთად ვართ და მერაბ კვირიკაშვილს ჩქარა არასდროს უვლია