ისლა, ახალი ნეიმარი და 50 მილიონი ჟოაო მარიოში
12:02. დილის მთავარი ამბავი: "არსენალმა" ვილფრიდ ბონის ყიდვა მოინდომა და ამ საქმეში 35 მილიონ ევროს ჩამოდის. ახლა სიტყვა "სიტიზეა".

12:24. "ტუტოსპორტის" ინფორმაციით, "იუვენტუსი" ისკოსთვის ბრძოლაში ჩაება. საამისოდ, "ბებერ ქალბატონს" 30 მილიონი ევრო ჰქონია გამზადებული, "რეალი" კი მხოლოდ 50 მილიონზეა ყაბულს. გამოვა ვითომ ამ საქმიდან რამე?

12:31. საინტერესო სიტუაციაა: Press Association Sport-ი წერს, რომ ბასტიან შვაინშტაიგერს ერთდროულად რამდენიმე ინგლისური კლუბი ეპატიჟება. ცნობილია, რომ ჟოზე მოურინიოს გერმანელი არ სჭირდება. ვნახოთ, რა მოხდება და რომელ კლუბებზეა ლაპარაკი.

12:42. "ახალ ნეიმარად" წოდებული გაბრიელ ბარბოზა თანახმაა, "ინტერში" გადაბარგდეს. თუ ტრანსფერი შედგა, გარიგების საფასური 25 მილიონი ევრო იქნება, თუმცა ამ დროს "ლესტერმა" წამოჰყო თავი - 27 მილიონი ჩვენგანო. ჩანს, "სანტოსის" შემტევისთვის რბოლა თავიდან დაიწყება.

12:53. "სანდერლენდის" მწვრთნელმა დევიდ მოიესმა "მანჩესტერ იუნაიტედის" ორ ფეხბურთელს დაადგა თვალი. ლაპარაკია პატრიკ მაკნეირსა და დონალდ ლავზე.

12:59. "მონაკომ" რიკარდო კარვალიოს კონტრაქტი აღარ გაუგრძელა. ასე რომ, 38 წლის პორტუგალიელი მცველი თავისუფალი აგენტია, თუმცა არ არის გამორიცხული, ევროპის ჩემპიონმა კარიერას წერტილი დაუსვას.

13:18. "ზენიტს" აქსელ ვიტსელში 15 მილიონი ევრო ეცოტავა და "იუვენტუსი" მორიგი უარით გაისტუმრა. "ბებერ ქალბატონს" ეს იწილო-ბიწილო მობეზრდა და პირდაპირ ბელგიელ ნახევარმცველს შეუთანხმდა, ეს კი იმას ნიშნავს, რომ ერთი წლის შემდეგ ვიტსელი "იუვეში" თავისუფალი აგენტის სტატუსით მივა.

13:22. "ფიორენტინამ" კოლუმბიელი კარლოს სანჩესი "ასტონ ვილასგან" იჯარით აიყვანა.

13:27. "ევერტონი" ვერ ისვენებს. რონალდ კუმანს ბოსებისთვის ხუან მატას ყიდვა უთხოვია.

13:40. ლორენცო ინზინიეს "ნაპოლიდან" წასვლა სურს. კლუბსა და ფეხბურთელს შორის ახალ კონტრაქტზე მოლაპარაკებიდან არაფერი გამოვიდა. ინზინიე წელიწადში 3.5 მილიონ ევროს ითხოვდა, უფროსები კი მთელი მილიონით ნაკლებზე იყვნენ თანახმა. ასე რომ...

13:59. ადნან იანუზაი "მანჩესტერ იუნაიტედიდან" მიდის, ოღონდ - იჯარით. დიდია იმის ალბათობა, რომ ბელგიელი "სანდერლენდში" ერთ სეზონს გაატარებს. თუმცა "კატებს" იმედი აქვთ, რომ იჯარის ვადის ამოწურვის შემდეგ იანუზაის კონტრაქტს გამოისყიდიან.

14:40. "მილანი" 15 მილიონ ევროს სთავაზობს "ბოკა ხუნიორსს" როდრიგო ბეტანკურში. ეს 19 წლის ახალგაზრდა "იუვენტუსსაც" აინტერესებს და ისიც ამდენივეს იხდის. ბეტანკური, ალბათ, ტურინში გადაბარგდება, რადგან იტალიის ჩემპიონს ფეხბურთელის ტრანსფერის გამოსყიდვის უპირატესი უფლება ჰქონია დაბევებული. "მილანს" ისღა დარჩენია, "ბოკასთვის" შეთავაზებული თანხა გაზარდოს. გაზრდის ვითომ?

14:33. ატლეტიკოელი ბორხა ბასტონი "სუონსიში" სამედიცინო შემოწმების გასავლელად ემზადება. უელსური კლუბი 17.5 მილიონ ევროს იხდის ფეხბურთელში, რომელმაც გასული სეზონი იჯარით "ეიბარში" გაატარა.

14:53. "გაძეტა დელო სპორტი" ამტკიცებს, "ინტერმა" ჟოაო მარიოში "სპორტინგს" 50 მილიონი ევრო შეაძლიაო. საეჭვოა, ვინმემ ამაზე მეტი გაიმეტოს. ასე რომ, ლისაბონელები უნდა დათანხმდნენ...

14:57. რიად მაჰრეზის ტრანსფერზე "არსენალი" და "ლესტერი" მოლაპარაკებებს მართავენ. "სანი" წერს, ლონდონელებმა ჩემპიონს 30 მილიონი ევრო შესთავაზესო. "მელიებს" ეცოტავათ. ვნახოთ, როგორ გაგრძელდება მოლაპარაკებები.

15:01. "ბაიერნი" ისევ დაერია კონკურენტებს. "შპორტბილდის" ინფორმაციით, "რეკორდმაისტერმა" "ლევერკუზენს" გარემარბი იულიან ბრანდტი დაათმობინა, ოღონდ 20 წლის ფეხბურთელი მიუნხენში ახლა არა და, მომავალ ზაფხულს ნამდვილად გადავა.

16:23. სიმონე ძაძა გერმანიაში გაფრინდა, რათა "ვოლფსბურგს" დაუკავშიროს ბედი. "იუვენტუსი" ფეხბურთელს ხელფასზე ვერ მოელაპარაკა და მწვანე შუქი აუნთო.

16:31. რა საინტერესოა! ჰოლანდიის ნაკრების ყოფილი შემტევი რაფაელ ვან დერ ვაარტი დანიურ "მიდტიულანდში" გადაბარგდა. ტრანსფერის საფასური 2 მილიონი ევროა.

16:52. "კალიარიმ" დაადასტურა, რომ ჩილელი მაურისიო ისლა "იუვენტუსისგან" 4 მილიონ ევროდ იყიდა. 28 წლის მარჯვენა მცველი "იუვეში" 2012 წელს "უდინეზედან" გადავიდა, თუმცა იქაურობას ვერ მოერგო და ბოლო ორი სეზონი იჯარით "ქუინზ პარკსა" და "მარსელში" გაატარა.

17:30. "დეილი მირორის" ინფორმაციით, ლუკას ლეივა "ლივერპულიდან" "გალათასარაიში" არ გადავა. წყაროს ცნობით, ტრანსფერი იურგენ კლოპს დაუბლოკავს.

17:34. "რეალიდან" წასული ალვარო არბელოა, შესაძლოა, "ესპანიოლში" აღმოჩნდეს. 33 წლის მცველი "რომასა" და "მილანთან" აწარმოებდა მოლაპარაკებებს, თუმცა აქედან არაფერი გამოვიდა.

18:53. "კალჩომერკატო" წერს, რომ ხორვატი მცველი ვედრან ჩორლუკა "ფიორენტინამ" ერთწლიანი იჯარით აიყვანა.

გიორგი ნინიძე

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"უკვე ჩემპიონთა ლიგისა და ლა ლიგის მოგებაზე ვფიქრობთ" - არბელოა "ალბასეტესთან" მატჩის შემდეგ
"ჩემპიონთა ლიგას ვერ მოიგებენ" - ტონი კროოსმა "ბარსელონაზე" ისაუბრა
ფუტსალის ნაკრები ევროპის ჩემპიონატისთვის 18 ფეხბურთელით ემზადება
პარატიჩი კვლავ სამშობლოში - საფეხბურთო ფუნქციონერი იტალიაში დაბრუნდა
ოფიციალურად: კონორ გალაჰერი ინგლისის პრემიერ ლიგას დაუბრუნდა
ფუტსალის ნაკრები ევროპის ჩემპიონატისთვის 18 ფეხბურთელით ემზადება
18 წ. | მესამედ ექვსი ერის ფესტივალზე
კვერნაძემ შეიძლება მნიშვნელოვანი მატჩი გამოტოვოს
ფიბა-ს სამსაჯო წელს ვართანოვი ათენში გახსნის, თვაური იზმირით გააგრძელებს
საზონოვი ტრანსფერზეა - "ტორინო" ზამთარში ქართველის გაყიდვას შეეცდება
[VIDEO] სემენიომ ისევ გაიტანა - "სიტიმ" "ნიუკასლი" დაამარცხა და EFL თასის ფინალისკენ პირველი ნაბიჯი გადადგა
უარი ბერძნულ გრანდს - დავითაშვილისთვის ბრძოლა გადამწყვეტ ფაზაში შედის
ადესანია ოქტაგონს უბრუნდება - დანა ვაითი მარტში სიეტლში ღონისძიებას ჩაატარებს
[VIDEO] ზედიზედ 3 წაგების შემდეგ "ოკლაჰომამ" "სპურსი" მარტივად დაამარცხა
[VIDEO] ლებრონის მორიგი ბრწყინვალე შეხვედრა - "ლეიკერსმა" "ატლანტა" დაამარცხა
კანტე თურქეთში შემცირებული ხელფასით მიდის - შესათანხმებელი ბოლო დეტალები დარჩა
შეთავაზებებს განიხილავს - ალონსო შესაძლოა, სამწვრთნელო საქმიანობას მალევე დაუბრუნდეს
"ზიზუ, გემი იძირება, დაგვიბრუნდი" - "რეალის" ფანებმა ბანერი გამოკიდეს
ზივზივაზემ ისევ ვერ ითამაშა - გოჩოლეიშვილის "ჰამბურგის" მატჩი გადაიდო
"მანჩესტერ იუნაიტედს" ახალი მწვრთნელი ჰყავს
ზურაბ საკანდელიძისა და მიხეილ ქორქიას მემორიალის ფინალში თსუ "ქუთაისს" შეხვდება
მიხეილ ნარიაშვილი - "ბორჯღალოსნების" შერკინების მწვრთნელი
"გალათასარაი"? - ფაბიან რუისს პსჟ არ ეთმობა
ისაკი გუნდთან ერთად ვარჯიშს არ აპირებს - "ნიუკასლმა" შვედი დააჯარიმა
48 მლნ ევრო მცველში - მადრიდის "რეალმა" მესამე ტრანსფერი განახორციელა
მიხაილ გორელიშვილი გორის "დილაში" დაბრუნდა
დუეინ უეიდმა "კლივლენდი" აირჩია
პსჟ-ს, შესაძლოა, ტრანსფერების განხორციელება აეკრძალოს
ვინ სად გადავიდა? - ბოლო სატრანსფერო დღის გარიგებები