რიო დე ჟანერიოში მიმდინარე ოლიმპიურ თამაშებზე გამოსვლის შემდეგ გოლოვინამ Sportall.ge-სთან კომენტარი გააკეთა
ბატუტზე მხტომელმა ლუბა გოლოვინამ რიო დე ჟანერიოში მიმდინარე ოლიმპიურ თამაშებზე გამოსვლის შემდეგ Sportall.ge-სთან კომენტარი გააკეთა.

შეგახსენებთ, რომ გოლოვინამ გამოსვლა მე-7 ადგილზე დაასრულა, რითაც წინა, ლონდონის 2012 წლის თამაშებზე ნაჩვენები შედეგი გაიმეორა.

რიო 2016: ლუბა გოლოვინამ გამოსვლა რიოშიც მე-7 ადგილზე დაასრულა

"ჩემი მიზანი მედლის მოპოვება იყო, ამიტომ ვერ ვიტყვი, რომ ბოლომდე კმაყოფილი ვარ. ვიცი, ჩემი შესაძლებლობები - სხვა დროს უკეთ გამომსვლია, მაგრამ ეს ოლიმპიური თამაშებია და აქ ყველა ფაქტორი მოქმედებს, მათ შორის ტრავმები, ფსიქოლოგიური მომენტიცაა და, სამწუხაროდ, მსაჯების არაობიექტურობაც.

როგორც იცით, ფეხის სერიოზული ტრავმა მქონდა. აქ ჩამოსვლისას ტრავმამ კვლავ შემახსენა თავი - ექიმის კაბინეტიდან არ გამოვდიოდი. მადლობა იმ ექიმებს, ვინც ყველაფერი გააკეთეს, რათა ნაკლები ტკივილი მეგრძნო.

მსურს, ვისარგებლო შემთხვევით და ყველა გულშემატკივარს მადლობა გადავუხადო ამხელა მხარდაჭერისთვის. ბოდიში, რომ მედალი ვერ მოვუტანე საქართველოს. ძალიან ვეცადე, მაგრამ ამაზე არ გავჩერდები და ტოკიოსთვის ისე მოვემზადები, რომ შანსი არავის დავუტოვო!", - გვითხრა გოლოვინამ.

ვახო
2024-ია და ვერც ახლა მიაღწია ვერაფერს. ჩამოწერილ სპორტსმენებს რომ უშვებთ საქართველოს წარმომადგენლად, მაგის ბრალია
ეს პირველი ადგილის ტოლფასია!
ამ გოგომ მე7 ადგილი დაიკავა მსოფლიოში მეშვიდეა! მასშინ როცა საქართველოში დარბაზი არ არის რომ მაღლა ახტომა შეეძლოს ,არადა ამ სპორტში ნახტომის სიმაღლეს აქვს უპირველესი მნიშვნელობა. დარვაზი არის დაბალი და ჭერს ხომ არ გაანგრევს? აბა როგორ ივარჯიშოს,რაზე საუბრობთ საერთოდ რა მედალზე ,ისედაც გმირობაა რომ ათეულში კი არა მეშვიდე გახდა. ძალიან მაგარი გოგოა, უმაგრესი წარმატებაა ასეთ უპირობაში კიდევ ასეთ უძლიერეს შედეგს მიაღწიო! გილოცავ ლიუბა ეს პირველი ადგილის ტოლფასია!
andre
კარგი გოგო ხარ!
ლამაზად გამოვიდა, მიუხედავად ადგილისა.
რა ათეულში? მე-9 იყო რუსი და საფინალოში ვერ გავიდა. ლუბა მერვე იყო. ხოლო ფინალურში მეშვიდე ადგილი დაიკავა. კარგი სპორტსმენია გოლოვინა, უნდა შეეწყოს ხელი ვარჯიშებზე.
მე - 7 ადგილი - ეტო სუპერ !
მსოფლიოში არის კი სულ ბატუტზე ხტუნია 7 სპორტსმენი?
enlili
ამ გოგოს ტრავმებზე უმკურნალონ, წესიერი მწვრთნელი უშოვონ და დარბაზში გათბობა ჩაურთონ... სხვაფრივ, ჯერ ძალიან ახალგაზრდაა და მედლის შანსი ნამდვილად ექნება...ისე, ასაკი დიდი პრობლემა არცაა, ანა დოღონაძე 35 წლის ასაკში გახდა ოლიმპიური ჩემპიონი (ჩვენდა სამწუხაროდ, გერმანიის სახელით)
gizog
ლუბა ბრწყინვალე ხარ, გაიხარე. ყველაფერი წინაა, ამ გარჯისთვისაც დიდი მადლობა.
კობა
მწვანე ბარათით არც ერთი ქართველი არ მოხვედრილა მგონი... მით უმეტეს ხორავა... დახურულ დარბაზებში ამ სეზონზე მსოფლიოში მესამე შედეგი უჩვენებია... რახან რეკლამირებული არაა, იმას არ ნიშნავს, დავაკნინოთ სპორტსმენი... ყველა სახეობა დასაფასებელია... სამწუხაროდ სახელმწიფო და მედია ვერ ახერხებს ან არ აკეთებს იმას, რომ სხვადასხვა სახეობის ღირსეული სპორტსმენები ხალხს გააცნოს... ამიტომაც ზერელედ მოიხსენიებენ მავანნი მათ...
Kggk
Aq normativebzea da ara imaze shen wamoxval da shen darchebi!Sheasrula xoravam normativi da moxvda olimpiadaze da masac sheedzlo realurad finalshi gasvla... Ubralod mand ukve patar patara mizezebi moqmedebs tundac igive psiqologiuri ganwyoba im momentistvis da kidev bevri sxva rame sheidzleba yopiliyo rac ar vicit. Donis nakleboba araper shuashia, olimpiadaze xvdebian is sportsmenebi vinc olimpiadis dones sheesabameba, daumsaxureblad aravin aris wasuli braziliashi
გაიხარე ლუბა
ოლიმპიადაზე მეშვიდე პოზიციაზე გასვლა მაგარია, თუმცა იმ მონაწილეებს შორის სულით ხორცამდე სილამაზეში და ტანადობაში ჩვენო ლუბა პირველი იყავი, ღმერთმა დაგლოცოს!

ოლიმპიურ ნაკრებში გოლოვინაზე ნაკლები დონის სპორტსმენები არ უნდა იყვნენ, რომელთაც რეალურად შეუძლიათ ათეულში მოხვედრა და თუ გაუმართლებთ ... ხორავასა და აბრაჰამიანის დონისანი ოლიმპიადაზე თავმოყვარე ქვეყანას არ უნდა მიჰყავდეს ... ლიპარტელიანის, ჭრიკიშვილის, ტალახაძის და ხინჩეგაშვილის დონის სსპორტსმენებს უფრო კვალიფიციური მწვრთნელ-ფსიქოლოგები სჭირდება
ალექსანდრე
მართლაც რომ ხელისუფლებას ადვილი გონია მედლების აღება. როგორ შეიძლება გაყინულ დარბაზში ვარჯიში? თუ დააკვირდით, ფინალური ხტომების წინ, უმეტეს გოგონას თბილი ქურთუკები ეცვა! არ შეიძლება გამთბარი კუნთების გაგრილები. ტრავმებიც და წარუმატებლობაც ძირითადად ამის ბრალია. მთავარია პირობები მომზადებისთვის. ნამდვილად- ბევრი გაკეთდა, მაგრამ კიდევ უფრო მეტია გასაკეთებალი.
soxumeli
წარმატებებს გისურვებ ლიუბა !
Gigi
დიდი მადლობა ლუბას .რა პირობებიც გვაქვს ქვეყანაში ეგ 7 ადგილი ოქროს ტოლფასია
კობა
დიდი მადლობა ლუბას! ათეულში მოხვედრა ზოგს ლობიოს ჭამა ჰგონია... ზამთარში იყინებოდა ლუბა, დარბაზი არ თბებოდა, რომ ელემენტარულად ევარჯიშა... თან ტრამვებმა დატანჯა... ცოტნე მაჭავარიანსაც უდიდესი მადლობა! ბიჭს 50 მეტრიანი დისტანციიდან ასროლინებენ ოლიმპიადაზე და სავარჯიშოდ კი 25-მეტრიანია მხოლოდ თბილისში... მე-15 ადგილზე უკეთესი რა უნდა მოითხოვო ასეთ პირობებში... ჩვენი სპორტსმენები გმირები არიან ნამდვილად!
Uf apartment ravas
იმ სტანდარტების ნახევრით რომ ვერ ვარჯიშობენ რითიც წარმატებული ქვეყნების სპორტსმენები, მარტო იმის ბრალია, რომ ნაკლები ყურადღება ექცევა სახელმწიფოს მხრიდან სპორტის ესეთ სახეობებს და თუნდაც მძლეოსნობას რომელიც ნაკლებად არის წინ წამოწეული ფეხბურთისა და კიდევ რამდენიმეს გამოკლებით... მათზე შეიძლება თქვა რომ ზარმაცობენ, რადგან აქვთ ის მატერიალური უზრუნველყოფა თავი ზედმეტად არ შეიწუხონ.არამგონია ეგ სახელმწიფოს მიერ ნაკლებად წინ წამოწეულ სპორტის სახეობებზე ვრცელდებოდეს.ზუსტად ვიცი თავს არ ზოგავენ იმ პირობებში რაც აქვთ შექმნილი და იმის ფუფუნებაც არ აქვთ რომ დაზოგონ ელემენტარულად!კონკრერულად ამ გოგოს შემთხვევაში ტრავმა ქონდა და ფინალში სახეზეც ემჩნეოდა ტკივილი.მსაჯობა კი ყოველთვის ობიექტური რომ არ არის ამას ბევრი ფიცი მტკიცი არ ჭირდება :) უბრალოდ ყველას ერთ ქვაბში რომ ვხარშავთ და ყველა წარუმატებლობას სიზარმაცეს მივაწერთ (თუმცა არ ვთვლი რომ წარუმატებელი იყო ლუბას გამოსვლა)ამ ადამიანების თავდაუზოგავი შრომის დაუფასებლობაა და მეტი არაფერი! მგონი ჯობია მადლობა ვუთხრათ მათ ამ თავდაუზოგავი შრომისთვის,შევაქოთ თუნდაც პატარა წარმატებისთვის, სტიმული მივცეთ, მომავლის იმედი ვიქონიოთ და აუცილებლად გვასახელებენ მომავალში.უბრალო გულშემატკივრებს, მეტის გაკეთება ვგონებ არც შეგვიძლია ამ შემთხვევაში. კარგი გოგო ხარ ლუბა და შექებას იმსახურებ ნამდვილად :*
uf apa rava
სპორცმენს როგორ შევეხო, მათი წარმატება წარუმატებლობა მათივე პირადი სამყაროა თუმცა აი მსაჯები, ოოო, მაგენი რო არ იყვნენ ჩვენ ყველაპერს მოვიგებდით დედა ენაცვალოს ნიჭიერია მაგრამ ზარმაცი იმ სტანდარტების ნახევრით რო ვარჯიშობდნენ ქართველები რითაც წარმატებული ქვეყნის სპორცმენები ირჯებიან, მართლა ვერაფერი დაგვიდგებოდა წინ მაგრამ ჩვენ ზარმაცი ხალხი ვართ, უშრომელად გვინდა ყველაფერი და მერე სხვა რომ გვასწრებს წინ, უფრო მეტი შრომის ფასად, წარბს არ შევიხრით და დამნაშავესაც მყისიერად ვიპოვით ხოლმე
nikola
კარგი გოგო ხარ ლუბა !!!!
odala
არტაგ, აბა რა, გჩაგრავენ ყველგან ეს მსაჯები, თორემ ყველაფერში ხომ პირველები ვართ ჩვენ. სასაცილოები ხართ :)))))))
ირაკლი
კარგი გოგო ხარ!ვერ ვიტყვი რომ კარგად ვერკვევი სპორტის ამ სახეობაში,მაგრამ მსაჯების არაობიექტურობა აშკარად თვალშისაცემი იყო
ok
გაიხარე და მადლობა რომ ათეულში მოხვდი
maia maia gvaramadze
ლუბა საბოდიშო რა გაქვს? მაგარი გოგო ხარ! აბა ცარმატებები ტოკიოში და ცხოვრებაში.
Vep1963
გაიხარე გოგონა.ღმერთმა ხელი მოგიმართოთ,შენცა და ყველა შენნაირი გულიან სპორტსმენებს.
laki
კარი გოგო ხარ ლუბა. გიყვარდეს შენი საქმე და საქართველო :) წარმატებებს გისურვებთ!!!!
ლაშა19
წარმატებები ლუბა . ამ სპორტის მესვეურების საყურადღებოთ, გაუფრტხილდით ამ გოგონას ჯამრთელობას ასპარეზობის წინ.
murtalo
ყურადღებით უყურებდი ყველას გამოსვლას და ვერ გავიგე, რით უკეთესი შესრულება ჰქონდა ბრიტანელს, მეორე ადგილზე რომ გავიდა, თან ერთი-მეორის მიყოლებით გამოდიოდნენ.არა ვარ ბატუტის დიდი მცოდნე, მაგრამ ერთი შეხედვით ასე გამოჩნდა.ლუბას წარმატებას ვუსურვებ და ვიცი იმდენად მონდომებული და თავდაუზოგავია რომ არაერთხელ გაგვახარებს.
გგგ
მაგარი გოგო ხარ !!! ჯიგარი და მებრძოლი !!! შენ კიდევ დიდი წარმატებები გელის !
qomagi
კარგად იყავი ლუბა, მადლობა შენ! ზოგი ჩვენი ძიუდოისტისგან განსხვავებით, შენი გამოსვლა ნორმალური იყო
არტაგი
ჩვენ ვამაყობთ შენით და ისიც გვესმის რომ გვჩაგრავენ ქართველებს...გაიხარე ლუბა!ღმერთმა დაგლოცოს!
მოდელს მომღერალი არჩია - ლამინ იამალს არგენტინელ ქალბატონთან რომანი აქვს
მაუროს თავს ცუდი ამბებია, შვილები აღარ ელაპარაკებიან და ერთ-ერთმა გვარის შეცვლა გადაწყვიტა
[VIDEO] ზურაბ კახაბრიშვილის გმირობა - მადლიერი უნგრელი სპორტსმენის ინტერვიუ
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები საწვრთნელ შეკრებას იწყებს
სიგუა შვეიცარიაში გუნდს გამოიცვლის
15-წლამდე გოგონათა ნაკრები განვითარების თასისთვის ემზადება
ტონი კროოსმა ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო მეკარე დაასახელა
"ტოპ გუნდის წინააღმდეგ ჩვენგან ასეთი დომინაცია დიდი ხანია არ მინახავს" - ფერდინანდი "არსენალთან" მარცხის შემდეგ
ლიდერის შთამბეჭდავი მოგება; "გაგრას" გამარჯვება ბათუმში; ათკაციანი "თელავის" ფრე ქუთაისში
"სპორტინგმა" ისევ მოიგო, ქოჩორაშვილი ისევ შეცვლაზე შევიდა
[VIDEO] კვერნაძე შევიდა, გაიტანა და "ფროზინონე" 1/16-ფინალში გაიყვანა
"ნანტთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
"მეცი" სახლში "სტრასბურგთან" დამარცხდა - წიტაიშვილმა შეუცვლელად ითამაშა
"ვალენსია" ჩაკვეტაძის ტრანსფერზე "უოტფორდს" დაუკავშირდა
"სტრასბურგთან" მატჩში წიტაიშვილი სასტარტოშია, აბუაშვილი - სათადარიგოა
საქართველოს ნაკრები ევრობასკეტისთვის მზადებას ჩეხეთთან 2 მატჩით დაასრულებს
"ლევერკუზენმა" შესაძლოა, "იუნაიტედის" ყოფილი მცველი დაიმატოს
"თუ ფეხბურთელს წასვლა უნდა, უნდა წავიდეს" - პეპ გვარდიოლამ ედერსონ მორაეშზე ისაუბრა
"მან მხოლოდ კრივი იცის, მე მომავალი ჩემპიონი ვარ" - არმან ცარუკიანი
"წელს ჩვენი მთავარი მიზანი ეს იქნება" - რა თქვა ლუის ენრიკემ "ნანტთან" მატჩამდე?
"რეალში" ფიქრობენ, რომ ახალი იამალი შეიძინეს, მაგრამ..." - ლევანდოვსკიმ "ბლანკოსზე" ისაუბრა
"იცით, პსჟ-ში თამაშის დროს ბონუსს რაში იღებდა?" - ბრიტანელმა მწვრთნელმა ნეიმარზე შოკისმომგვრელი დეტალი გაამხილა
ხამზატ ჩიმაევი UFC-ის საშუალო წონის ახალი ჩემპიონია
ლუბა გოლოვინა მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალშია
ლაშა ტალახაძე: ამდენი წელი რკინასთან ჭიდილი ღირდა ამდენი ხალხის გასახარებლად
ბატუტზე ხტომა: ლუბა გოლოვინას VII ადგილი მსოფლიოს თასზე
ხატები, ჩურჩხელები და "ჯადოსნური" სიტყვები - ქართველი სპორტსმენები და ფსიქოლოგია
დღეს სეოკ-ი არჩევანს აკეთებს - ლერი ხაბელოვი თუ ირაკლი მეძმარიაშვილი?
სარეკორდო ოლიმპიადა - საქართველოსთვის წარმატებული, მაგრამ...
ლადო ხინჩეგაშვილი: მომავალ მსოფლიოზე მხოლოდ ოქროსთვის ვიბრძოლებ
საქართველო ევროპულ თამაშებზე მოპოვებული მედლებით მესამეა!
ლუბა გოლოვინამ ვერცხლის მედლის მოპოვების შემდეგ კომენტარი გააკეთა [VIDEO]
საქართველოს ბატუტზე მხტომელთა ნაკრები სამშობლოში ბრუნდება
ლაშა ტალახაძე: რიოს ოლიმპიადაზე იმდენი არ მინერვიულია...
რუსუდან ხოფერია: ლუბა გოლოვინა ტოკიოს ოლიმპიადისთვის აშკარა ფავორიტი იქნება