იაპონიის ჯეი-ლიგის "სანფრეჩე ჰიროშიმაში" შეკრებაზე მყოფი ქართველი ნახევარმცველის გასინჯვა დასრულდა
იაპონიის ჯეი-ლიგის "სანფრეჩე ჰიროშიმაში" შეკრებაზე მყოფი დავით მუჯირის გასინჯვა დასრულდა.

"კონტრაქტი უკვე გავაფორმე, მაგრამ "სანფრეჩე ჰიროშიმას" ჯერ ოფიციალურად არ წარვუდგენივარ, რადგან კვლავ შეკრებაზე ვიმყოფებით. ჰიროსიმაში 26 თებერვალს დავბრუნდებით და პრეზენტაციაც მერე იგეგმება. როგორც მითხრეს, ათნომრიან მაისურას გადმომცემენ", - გვითხრა გუშინ მუჯირმა.

რაც შეეხება კონტრაქტის ხანგრძლივობას, 33 წლის ქართველი ნახევარმცველის თქმით, კონტრაქტი წლის ბოლომდე გააფორმა და კლუბში დეკემბრამდე ითამაშებს.

მუჯირმა გუშინ მორიგი საკონტროლო შეხვედრა "ჩუნამ დრაგონსთან" გამართა და გუნდს თავისი მესამე გოლით შეეწია. ქართველმა შემტევმა ნახევარმცველმა ანგარიში მე-8 წუთზე გახსნა, მაგრამ ჰიროსიმელებმა 22-ე და მე-80 წუთზე ორი გოლი გაუშვეს და 1:2 წააგეს. იაპონური კლუბის მთავარმა მწვრთნელმა მიხაილო პეტროვიჩმა მუჯირი ძირითად შემადგენლობაში შეუცვლელად ათამაშა. მანამდე ქართველმა ფეხბურთელმა საკონტროლო შეხვედრებში თავი "იოშიდასთან" და "კატალერე ტოიამასთან" გამოიჩინა.

"სანფრეჩე ჰიროშიმას" მუჯირის კარიერაში მეშვიდე კლუბია. აქამდე მას უთამაშია: თბილისის "დინამოში", თბილისის "ლოკომოტივში", ტირასპოლის "შერიფში", გრაცის "შტურმში", სამარის "კრილია სოვეტოვსა" და მოსკოვის "ლოკომოტივში".

მუჯირთან კონტრაქტის გაფორმება "სანფრეჩე ჰიროშიმას" პრესსამსახურმაც დაადასტურა. ამგვარად, 33 წლის მუჯირი პირველი ჩვენებური მოთამაშეა, "ამომავალი მზის" ქვეყნის ჯეი-ლიგაში რომ ითამაშებს.

puma
ნაკრებშიც ბევრი გაგეტანოს.
L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა