სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა რიოში დღემდე გამართულ ასპარეზობებში საქართველოს სპორტსმენთა შედეგები შეაჯამა
[თენგიზ გაჩეჩილაძე რიოდან]

მეათე დღეა, რიოში ოლიმპიური თამაშები მიმდინარეობს. დღემდე გამართულ ასპარეზობებში საქართველოს სპორტსმენთა მონაწილეობის შედეგების შეჯამება საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრს, ტარიელ ხეჩიკაშვილს ვთხოვეთ.

- საქართველოს ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობის სერიოზული გამოცდილება აქვს. ჩვენი ქვეყანა და ხალხი ამაყობს ამ ტრადიციებით და მუდამ ახალი წარმატებების მოლოდინშია - გვითხრა მინისტრმა საუბრის დასაწყისში.

- რიოში ამართლებს მოლოდინი?

- ემოციებით სავსე იყო ეს დღეები. გულშემატკივრები მეტს მოელოდნენ. იყო დასანანი იმედგაცრუებაც. ყველაფერს გავაანალიზებთ. დასკვნებს გამოიტანენ ოლიმპიური კომიტეტი, ფედერაციები. ცხელ გულზე შეიძლება ითქვას, რომ ძიუდოს ნაკრები არ იყო ფორმის პიკზე. ოლიმპიურმა კომიტეტმა ყველაფერი გააკეთა საერთოდ ამ ოლიმპიადისთვის უკეთ მოსამზადებლად.

გვაქვს შენიშვნები, თუ სად და რატომ ვერ მივაღწიეთ მიზანს და უთუოდ წარვდგებით ანგარიშით საზოგადოების წინაშე.

- ლაშა შავდათუაშვილზე რას იტყვით?

- მიუხედავად წონის შეცვლისა და ტრავმებთან დაკავშირებული პრობლემებისა, ლაშამ ვაჟკაცური შემართება, გამოცდილება და პასუხისმგებლობა მაქსიმალურად გამოავლინა, რაც შეეძლო. მას მომავალშიც რჩება ოლიმპიური ოქროს მედლის მოპოვების შანსი.

- ვალერი ლიპარტელიანი ჩემპიონი რომ ვერ გახდა, გულდასაწყვეტი იყო...

- დიახ, ყველასთვის. არადა, ძლიერი სპორტსმენია, ენერგიით სავსე, ნაღდი პროფესიონალი. მომავალი წინ აქვს. ის უეჭველად იზეიმებს ოლიმპიურ ჩემპიონობას.

- ჩვენმა სხვა ოლიმპიელებმა, ვინც უკვე იასპარეზა, გამოავლინეს შესაძლებლობის მაქსიმუმი?

- სპორტში, ხომ იცით, ყველაფერი ხდება. გაგვაოცა მოფარიკავე სანდრო ბაზაძის რაინდულმა ბრძოლებმა. ამ ბიჭმა ტოლი არ დაუდო მსოფლიოში აღიარებულ და გამოცდილ მუშკეტერებს. ჩემი აზრით, მას ბრწყინვალე მომავალი აქვს, უდავოდ გახდება მსოფლიოში ერთ-ერთი ფავორიტი.

საინტერესო იყო ჩოგბურთში ნიკოლოზ ბასილაშვილის გამოსვლები. თავდაუზოგავად, გააზრებულად თამაშობდა, მაგრამ ცოტა დააკლდა მიზნამდე.

სტაბილურად იასპარეზა მისთვის ზედიზედ რიგით მესამე ოლიმპიადაზე ლუბა გოლოვინამ.

- ოლიმპიადის დარჩენილ დღეებში რისი მოლოდინი გაქვთ?

- არც მე და არც არავის დაუკარგავს იმის იმედი, რომ მედლები იქნება - ოქროსიც. რა თქმა უნდა, ყველას სურვილია, შინ თავაწეულები დავბრუნდეთ. უნდა გავახაროთ ქართული სპორტის გულშემატკივრები - ესაა რიოში ჩვენი უმთავრესი საერთო საზრუნავი.

- ორგანიზაციული თვალსაზრისით რაიმე დაბრკოლება ხომ არ შექმნია ქართულ დელეგაციას?

- არანაირი, ყველაფერი კარგად იყო და არის. ასეც იქნება ბოლომდე, რადგან გამართულად და კოორდინირებულად მუშაობენ ოლიმპიური კომიტეტისა და სპორტის სამინისტროს წარმომადგენლები. მინდა ხაზგასმით და მადლობით აღვნიშნო ის დიდი შრომა, რაც გასწია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ, ბრაზილიაში ჩვენმა ელჩმა ოთარ ბერძენიშვილმა და მისმა მრჩეველმა კოტე საბიაშვილმა.

- ბარემ აქვე გკითხავთ: ვიცი, რომ ჩვენი ელჩის დამსახურებაა, მომავალი თანამშრომლობის საკითხზე სასაუბროდ ბრაზილიელ კოლეგასთან, ლეონარდო პისიანისთან თქვენი შეხვედრის ორგანიზება. რაზე შეთანხმდით ბრაზილიის სპორტის მინისტრთან?

- ვისაუბრეთ სამომავლო გეგმებსა და თანამშრომლობის ახალ ეტაპზე გადასვლაზე, ერთობლივი საწვრთნელი შეკრებების ორგანიზებაზე. საქართველოში საპასუხო ვიზიტისას, ხელი მოეწერება ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს.

- სხვადასხვაგვარად გავრცელდა სასტუმროში, სადაც თქვენ ცხოვრობთ, აფეთქების ამბავი. რა მოხდა სინამდვილეში?

- არა, აფეთქება სასტუმროში არ მომხდარა. მიმდებარე ტერიტორიაზე მიტოვებული ჩანთა შეუნიშნავთ. დისტანციურად შეუმოწმებიათ გამოძახებულ გამნაღმველებს და ადგილზევე აუფეთქებიათ. პანიკა სწორედ აფეთქების ხმამ გამოიწვია. არავინ დაშავებულა. არც ევაკუაცია გამოცხადებულა სასტუმროში. მადლობა ყველას, ვინც ჩვენ გამო საქართველოში შეშფოთდა და მოგვიკითხა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ალეკო
ძიუდოისტები არ იყვნენ მოწოდების სიმაღლეზე, ასეთი შემთხვევა რომ ოქრო ვერ ჩამოეტანოთ ოლიმპიადიდან დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში არც ყოფილა, უზნაძემ უნდა გააკეთოს განმარტება რამ განაპირობა ასეთი სუსტი შედეგი, ხელის შეწყობა როგორც ვიცით არ ეკლდათ
Zveli moCidave
ყველას თავის ადგილი რომ არ მიუჩინეს ამიტომ ვართ ასე. ახლა გამოვიდეს ნოზაძე და გაგვცეს ხალხს პასუხი.
jemali
კურტანა არის დიდი სპორტცმენი============================ და დიდი პატრიოტი
Teimuraz
ჩაკვეტაძე 2013 წელს გადავიდა რუსეთში. იმ დროს ფედერაციის პრეზიდენტი კურტანიძე იყო. ასე რომ, ნათელია, ვისი ბრალია ჩაკვეტაძის დაკარგვა. ამავე დროს, მე არ მესმის იმ ქართველის, რომელიც 2013 წელს რუსეთის სახელით მიდის საჭიდაოდ.
toma
აი რა მოიტანა კურტანაზე კვრცხების სროლამ ბეგი დარჩია სამუდამოა თუ რა არი?
ლევანი
ნაცმოძრაობის დროინდელი ფედერაციის და მწვრთნელების ბრალი არაა დავით ჩაკვეტაძის დაკარგვა? მაგ ჩინოვნიკებზე დახარჯული ფულის მეასედად შევინარჩუნებდით დათოს და ოლიმპიური ოქროც გვექნებოდა. მაგრამ კურტანიძესთან ბრძოლა იყო უფრო მთავარი.
gio
ბატონო მინისტრო ჭიდაობა სულს რომ ღაფავს მაგას თუ ხედავთ? ყოველგვარი ფინანსური დახმარების გარეშეა დარჩენილი ბავშვთა ჭიდაობა და საიდან უნდა მოვიდეს მომავალი ოლიმპიური ჩემპიონი თუ არ გაუწევთ დახმარებას ბავშვთა ჭიდაობას. თავისით გამოიჩიკებიან? მადლობთ.
tazo-s
ჯერ ერთი ნოზაძე არასდროს ყოფილა ნაცების მოჭიდავე,ის დიდი მოჭიდავე იყო,მეორეც ის ამბობდა სიმართლეს და მესამეც რაც ახლა ხდება ეს კურტანიძის გამო ხდება და ბოლოს თუ რამე წინსვლა იყო ქვეყანაში და სპორტში,ახლა სპორტზეა საუბარი,ყველაფერი ნაცების დამსახურება იყო,ხოლო ახლა დაუკარით ფაყვე ტაში,თუ აზრზე არ მოხვალთ უფრო უარესი იქნება მომავალში.
tazo
ნაცმოჭიდავე ნოზაძე ,თავს იკლავდა კურტანიძის ხელში პროგრესი არ იქნებაო და ააქოთა ყველაფერი.ეხლა ხომ შევავსეთ კვარცხლბეკები>>>>
დასრულდა რეგიონული ეტაპები, წინ საქართველოს ჩემპიონატია!
ქართველი ველოსპორტსმენების წარმატება საერთაშორისო ასპარეზზე- 2 ოქროს, 1 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი
[VIDEO] „საქართველოს ეროვნული ლატარია“ აგრძელებს სპორტის მხარდაჭერას და აქტიურად მონაწილეობს სოციალური ინიციატივების ხელშეწყობაში
"ჩელსის" დიდი დანაკლისი პსჟ-ისთან მატჩის წინ - ლონდონელებს გუნდის კაპიტანი გამოაკლდათ
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
საქართველოს ნაკრები რუმინეთთან ამხანაგურ მატჩს გამართავს
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო
ემერის რეკორდი - "ასტონ ვილას" თავკაცმა საიუბილეო ნიშნული დააფიქსირა
ორი ვარიანტი - ვინ შეიძლება ჩაანაცვლოს ირანი მუნდიალზე, თუ ქვეყანა მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლაზე უარს იტყვის
გირასი სერია A-ს გრანდების სამიზნეში - "დორტმუნდის" ფორვარდს იტალიაში უხმობენ
შეინარჩუნებს პოსტს? - ტუდორის ბედი "ლივერპულთან" მატჩზე გადის
"ნაპოლი" ჰოილუნდს 44 მილიონ ევროდ გამოისყიდის
სპორტის სამინისტრომ 2025 წლის საუკეთესო სპორტსმენები დაასახელა
სანდრო ბაზაძე მადრიდის მსოფლიო თასის გამარჯვებულია
დღეს ძიუდოში ევროპის ჩემპიონატი იწყება - წილისყრამ ქართველები დაინდო
მარცხი მსოფლიოს 106-ე ნომერთან - ბასილაშვილმა მონპელიეს ტურნირის პირველივე შეხვედრაში წააგო
უძლიერესი შემადგენლობით - ავსტრიის გრან პრიზე ბევრი მედლის მოლოდინში...
დიუსელდორფის გრანდ სლემი: ქართული შვიდეულის გერმანული ხვედრი
მარცხი კვალიფიკაციის ფინალში - ბასილაშვილი "ინდიან უელსის" ძირითად ბადეში ვერ შევიდა
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების შემადგენლობა მსოფლიოსთვის ცნობილია
საქართველო ევროპულ თამაშებზე მოპოვებული მედლებით მესამეა!
ლუბა გოლოვინამ ვერცხლის მედლის მოპოვების შემდეგ კომენტარი გააკეთა [VIDEO]
"მიუღებელია, როცა ფედერაციის ხელმძღვანელობა გამოდის და ფანების კრიტიკას ცეცხლს უმატებს" - ტარიელ ხეჩიკაშვილი
რუსუდან ხოფერია: ლუბა გოლოვინა ტოკიოს ოლიმპიადისთვის აშკარა ფავორიტი იქნება
თბილისის გრან პრის საქართველოს ნაკრების ოთხი ლიდერი დააკლდება
ძიუდო. "გოლდენ გორმა" ჩემპიონთა ლიგაზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
ლაშა ტალახაძე: ამდენი წელი რკინასთან ჭიდილი ღირდა ამდენი ხალხის გასახარებლად
ბატუტზე ხტომა: ლუბა გოლოვინას VII ადგილი მსოფლიოს თასზე
ლიპარტელიანი ფინალშია, შავდათუაშვილი მერვედფინალში დამარცხდა - მსოფლიო ჩემპიონატის მესამე საშეჯიბრო დღე
ხატები, ჩურჩხელები და "ჯადოსნური" სიტყვები - ქართველი სპორტსმენები და ფსიქოლოგია
მეტოქე მატჩზე არ გამოცხადდა - ბასილაშვილმა მიმდინარე სეზონში ორი წრე პირველად დაძლია
სარეკორდო ოლიმპიადა - საქართველოსთვის წარმატებული, მაგრამ...
საქართველოს ბატუტზე მხტომელთა ნაკრები სამშობლოში ბრუნდება
ლაშა ტალახაძე: რიოს ოლიმპიადაზე იმდენი არ მინერვიულია...
"ვერ წარმოვიდგენდი, თუ ამ განცხადებას გავაკეთებდი" - ტარიელ ხეჩიკაშვილი "საბურთალოს" აღარ დააფინანსებს
მერვე მატჩიდან მეშვიდე წაგება სეზონში - ბასილაშვილი ცუდ ფორმაშია
იაპონიაში 13 ძიუდოისტით - ტოკიოს გრანდ სლემისთვის საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
აბუ-დაბის გრანდ სლემზე საქართველოს ნაკრების ძიუდოისტთა შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] შავდათუაშვილი და დვალაშვილი ბრინჯაოს მედლებისთვის ბრძოლაში დამარცხდნენ - ტოკიოს გრანდ სლემის მეორე დღე
„არქი“ ფარიკაობაში მსოფლიო ჩემპიონის, სანდრო ბაზაძის მხარდამჭერი გახდა
10-11 თებერვალს ქართველი ძიუდოისტები პარიზის გრანდ სლემზე იასპარეზებენ
მოგებული მატჩი სეტის 0:6 წაგების შემდეგ - ბასილაშვილს პრესტიჟული "ინდიან უელსის" მასტერსის ძირითად ბადემდე ერთი ნაბიჯი აშორებს
ახალი სეზონიდან "საბურთალო" "იბერიას 1999"-ის სახელწოდებით იასპარეზებს
სანდრო ბაზაძე მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში გავიდა!
"მომავალ წელს კლუბში მინიმუმ 20 მილიონი ლარის ინვესტირება მოხდება" - ტარიელ ხეჩიკაშვილმა "იბერიას" სამომავლო გეგმებზე ისაუბრა
ეკიპირება, ტურნირები, აქტივობები - სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდის მემორანდუმი
ისტორია დაიწერა - სანდრო ბაზაძე ფარიკაობაში მსოფლიო ჩემპიონია!
ლუბა გოლოვინა მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალშია
სანდრო ბაზაძე მსოფლიოს თასზე ბრინჯაოს დაეუფლა
დღეს სეოკ-ი არჩევანს აკეთებს - ლერი ხაბელოვი თუ ირაკლი მეძმარიაშვილი?
ძიუდოს მსოფლიო რეიტინგი: ქართველები ტოპებში
ლადო ხინჩეგაშვილი: მომავალ მსოფლიოზე მხოლოდ ოქროსთვის ვიბრძოლებ
შეხვედრა საფრანგეთის საელჩოში და სამომავლო თანამშრომლობა სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდთან
მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის