15 აგვისტოს ტრანსფერები და ჭორები
11:58. "ტელეგრაფი" ირწმუნება, რომ "არსენალი" სერიოზულ ინტერესს იჩენს ხამეს როდრიგესის მიმართ. კოლუმბიელიც არ არის წინააღმდეგი, "მეთოფე" გახდეს, მით უმეტეს, ზინედინ ზიდანისგან ნდობას ვეღარ გრძნობს.

12:01. "ინტერს" ალექსის სანჩესის ყიდვა უნდა. ჩინელი ინვესტორების ხელში მოფერიანებული "ნერაძური" უკვე თამამად ფიქრობს ძვირად ღირებულ გარიგებებზე. იტალიელები 27 წლის ჩილელში 80 მილიონ ევროს იძლევიან, თავად ფეხბურთელს კი სეზონში 8 მილიონ ევროს სთავაზობენ, რაც სერია A-ს დღევანდელი რეალობის გათვალისწინებით, ზღაპრული ჯამაგირია. სანჩესის გაყიდვით, "არსენალს" ხამეს როდრიგესის საყიდელი ფული გაუჩნდება.

12:09. "ვალენსია" მარიო სუარესის გადაბირებას ცდილობს. ეს საყრდენი ნახევარმცველი 2010-15 წლებში "ატლეტიკოს" ღირსებას იცავდა, ახლა კი "უოტფორდში" აგორებს ბურთს.

12:19. "აინტრახტმა" "ჩელსისგან" ერთწლიანი იჯარით წაიყვანა 24 წლის მცველი მაიკლ ჰექტორი. საინტერესოა, რომ იამაიკელს უკვე მეცამეტედ(!) უშვებენ იჯარით.

12:31. დომენიკო კრიშიტო, შესაძლოა, იტალიაში დაბრუნდეს, სადაც მისით "ნაპოლია" დაინტერესებული. თუმცა "ზენიტი" მარცხენა მცველის გაშვებას არ აპირებს, ყოველ შემთხვევაში, ჯერჯერობით მაინც.

12:44. "ინტერი" ცენტრალურ მცველს ეძებს. "ტუტოსპორტი" წერს, რომ რონალდ დე ბურის სიაში სამი კანდიდატურაა - ესეკილ გარაი, დელეი ბლინდი და ელიაკიმ მანგალა.

12:55. "ელ მუნდო დეპორტივო" წერს, რომ "მანჩესტერ სიტიმ" თითქმის მოაგვარა ჩილელი მეკარის, 33 წლის კლაუდიო ბრავოს ტრანსფერი.

13:10. პეპ გვარდიოლას მიერ მოძულებული ჯო ჰარტი უგუნდოდ ნამდვილად არ დარჩება. ინგლისის ნაკრების მეკარეს "ევერტონი" და "სევილია" ეპატიჟებიან.

13:18. "რეალმა" ნორვეგიელი ვუნდერკინდი მარტინ ედეგორი ერთი წლით ფრანგულ "რენში" გაანათხოვრა.

13:31. შვეიცარიელი მცველი ფილიპ სენდეროსი, რომელიც თავისუფალი აგენტია, კარიერას "რეინჯერსში" გააგრძელებს.

13:39. "დერბი" და "ჰალი" "ტოტენჰემის" მცველ დეანდრე იედლინში 4 მილიონ ევროს იხდიან. გასული სეზონი ამერიკელმა იჯარით "სანდერლენდში" გაატარა.

13:59. ჰოლანდიელმა მწვრთნელმა დიკ ადვოკაატმა "ფენერბაჰჩე" ჩაიბარა.

14:20. "სანტოსის" ნახევარმცველი ტიაგო მაია "ჩელსიში" გადადის. გარიგება დაახლოებით 15 მილიონი ევრო დაჯდება.

14:49. "ფრანს ფუტბოლის" ინფორმაციით, ბრაზილიელი მცველი დანტე "ვოლფსბურგიდან" "ნიცაში" გადადის.

15:18. "ტოტენჰემი" ადრიან სილვაში 15.5 მილიონ ევროს იხდის. პორტუგალიის ნაკრებისა და "სპორტინგის" შემტევი ნახევარმცველი კრისტიან ერიქსენის ალტერნატივად განიხილება. დანიელს "იუვენტუსი" და "ინტერი" უხმობენ.

15:33. "ევერტონმა" "კრისტალ პალასისგან" იანიკ ბოლასი იყიდა. "კანფეტებს" ეს სიამოვნება 36 მილიონი ევრო დაუჯდათ. 27 წლის კონგოელ გარემარბთან 5-წლიანი კონტრაქტი გაფორმდა.

15:47. როგორც ამბობენ, "გალათასარაი" შეიკ ტიოტეს შეძენითაა დაინტერესებული. ჩემპიონშიფში დაქვეითებული "ნიუკასლის" მწვრთნელი რაფა ბენიტესი გუნდში წმენდას იწყებს ("კაჭკაჭებმა" ორივე სასტარტო მატჩი წააგეს) და კოტდივუარელი ტიოტე ერთ-ერთი იმათგანია, ვის გასხვისებასაც ესპანელი სპეციალისტი წინააღმდეგობას არ გაუწევს.

16:10. "უოტფორდი" "იუვენტუსის" ფორვარდ რობერტო პერეირაში 15.5 მილიონ ევროს იძლევა.

16:41. "ევერტონი" ბაზარზე აქტიურობას აგრძელებს. ამჯერად, "კანფეტების" თვალთახედვის არეში ნიკოლა კალინიჩია მოქცეული. "ფიორენტინა" ხორვატ ფორვარდს 36 მილიონად აფასებს, მაშინ, როცა "ევერტონს" მხოლოდა 15 მილიონი ემეტება. ლივერპულური კლუბი მზადაა, თანხასთან ერთად რომელიმე ფეხბურთელი დათმოს.

16:56. "ინტერი" ლორენცო ინსინიეს უმიზნებს. ფორვარდმა ჯერჯერობით ვერ მიაღწია შეთანხმებას "ნაპოლის" მესვეურებთან, რომლებიც მისთვის ხელფასის მომატებას არ აპირებენ. სწორედ ეს უთანხმოება გახდება ალბათ ინსინიეს აბარგების მიზეზი.

17:12. "ლიონი" ლოიკ რემის ("ჩელსი") იჯარით აყვანის საკითხს განიხილავს. 29 წლის ფრანგს პრემიერლიგის კლუბებიც უტრიალებენ.

17:52. გავრცელდა ინფორმაცია, რომ "ევერტონს" ჩარლი ოსტინის შეძენა მოუნდა. ეს ფორვარდი "საუთჰემპტონში" იყო, როცა იქ რონალდ კუმანი მწვრთნელობდა. დღეს ჰოლანდიელი "გუდისონ პარკზე" მუშაობს და ოსტინთან თანამშრომლობა იქაც სურს.

18:23. "კრისტალ პალასი" იანიკ ბოლასის შეცვლას მუსა სისოკოთი აპირებს. ტრანსფერის საფასურად 36 მილიონ ევროს ასახელებენ.

19:00. "პესკარა" ახლოსაა ლისაბონის "სპორტინგიდან" იტალიის ნაკრების ყოფილი ნახევარმცველის, ალბერტო აკვილანის ტრანსფერთან.

19:31. "მარკას" ინფორმაციით, "ბარსელონასა" და "დორტმუნდს" მარიო გომესის შეძენა სურთ. "ბეშიქთაში" კი ცდილობს, შეინარჩუნოს გერმანიის ნაკრების ფორვარდი, რომლის ტრანსფერი "ფიორენტინას" ეკუთვნის.

20:12. ხამეს როდრიგესისთვის ბრძოლაში ერთვება "ჩელსი", რომელიც მზადაა, "რეალს" 90 მილიონი ევრო გადაუხადოს.

20:45. "სქაი სპორტი" წერს, რომ თუ "არსენალი" შკოდრა მუსტაფის ვერ იყიდის, ემერ ტოპრაკის ("ლევერკუზენი") ან სიმონ კიაერის ("ფენერბაჰჩე") გადაბირებას შეეცდება.

გიორგი ნინიძე

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

რეზო
ერთხელაც გასკდება კომერციული ფეხბურთის ფინანსური საპნის ბუშტი და მსოფლიოს ეკონომიკური კრიზისი განახლდება :)
"ბარსელონაში" დაბრუნებისას, საუკეთესო ფორმაში არ ვიყავი" - ჟოაო კანსელო
"სერია A-ში თამაში ყველაზე რთულია" - ალეგრი "პარმასთან" მარცხის შემდეგ
L'Équipe: პსჟ-ში შევალიეს ბედი საფონოვზეა დამოკიდებული
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
საქართველოს 15-ქალა ნაკრების წინსვლა რეიტინგში
გრიზმანი MLS-ში - მოლაპარაკებები დასკვნით სტადიაშია
ცვლილებები დაცვით ხაზში - "რეალიდან" ალაბას წასვლა გადაწყვეტილი ამბავია
ქალთა ნაკრები საბერძნეთთან მატჩისთვის მზადებას განაგრძობს
ლეგიონერები/ცინცაძე MVP გახდა. დიხამინჯიამ და კბილაშვილმა 4-4 გოლი გაიტანეს
15-ქალა | ხორვატებთან ახალი რეკორდით
20 წ. | კარგი ტაიმით მსოფლიოს ჩემპიონთან
კვარაცხელია, დუე და ბარკოლა დემბელეს გარეშე - როგორი იქნება "მონაკოსთან" პსჟ-ს შემადგენლობა?
"ბარსელონაში" დაბრუნებისას, საუკეთესო ფორმაში არ ვიყავი" - ჟოაო კანსელო
"სერია A-ში თამაში ყველაზე რთულია" - ალეგრი "პარმასთან" მარცხის შემდეგ
L'Équipe: პსჟ-ში შევალიეს ბედი საფონოვზეა დამოკიდებული
ლებრონ ჯეიმსმა მორიგი რეკორდი დაამყარა
თბილისური შეკრება დასრულდა | 9 ლეგიონერს ჯიკიჩმა სუპერლიგის 5 მოთამაშე დაამატა
"მწვრთნელი გამარჯობასაც კი არ მეუბნება" - საზონოვი "ტორინოს" განრისხებულ ფანებს შეხვდა
[VIDEO] მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი ყოფილ გუნდთან - "ტორონტომ" "მილუოკი" დაამარცხა
[VIDEO] მიქაუტაძემ ამჯერად ვერ გაიტანა - "ვილიარეალმა" "ვალენსია" დაამარცხა
ზივზივაძის გარეშე - "ჰაიდენჰაიმმა" "შტუტგარტთან" ქულები გაიყო
გულიაშვილის 71 წუთი - "რასინგმა" მოიგო და ისევ ლიდერია
[VIDEO] დიოკერეშის და ეზეს დუბლები, ტუდორის მძიმე დებიუტი - "არსენალმა" "ტოტენჰემი" გაანადგურა
ლონდონის "ჩელსი" ახალ მეკარეს ეძებს
ხამესი გუნდს კვლავ გამოიცვლის - როდრიგსესთვის "რაიო ვალეკანოში" თავგადასავალი ხანმოკლე აღმოჩნდა
ისაკი გუნდთან ერთად ვარჯიშს არ აპირებს - "ნიუკასლმა" შვედი დააჯარიმა
48 მლნ ევრო მცველში - მადრიდის "რეალმა" მესამე ტრანსფერი განახორციელა
"სანამ "რეალში" გადავიდოდი, "სიტიმ" და პსჟ-მ დიდი ფული შემომთავაზეს, პერესმა კი ასეთი რამ მითხრა..." - ხამეს როდრიგესმა "ბლანკოსში" გადასვლის ისტორია გაიხსენა
ჰარტი გვარდიოლაზე ნაწყენი არ არის
ჯო ჰარტი შესაძლოა საფრანგეთის ჩემპიონატში გადავიდეს
მიხაილ გორელიშვილი გორის "დილაში" დაბრუნდა
დუეინ უეიდმა "კლივლენდი" აირჩია
ჰარტი: არ მგონია, რომ "რეალი" კურტუას მოისვრის და მე ამიყვანს
ჯო ჰარტმა 12 წლის შემდეგ "სიტი" დატოვა და ახალ კლუბში გადავიდა
პსჟ-ს, შესაძლოა, ტრანსფერების განხორციელება აეკრძალოს
"ვალენსიამ" შეიძლება "რეალის" ყოფილი ვარსკვლავი უფასოდ დაიმატოს
ამჯერად აშშ-ში - ხამესის თავგადასავალი MLS-ში გაგრძელდება
ხამეს როდრიგესი კარიერას MLS-ში გააგრძელებს
ჯო ჰარტი: რა დამოკიდებულება მაქვს გვარდიოლას მიმართ?!.
"აი, ასეთი საშინელებები ხდებოდა კატარში" - ხამეს როდრიგესი
ვინ სად გადავიდა? - ბოლო სატრანსფერო დღის გარიგებები