დღეს რიოში, "ბერძენ-რომაელთა" ტურნირში ჩვენი ბოლო ორი მონაწილე ჩაებმება
დღეს რიოში, "ბერძენ-რომაელთა" ტურნირში ჩვენი ბოლო ორი მონაწილე ჩაებმება: შმაგი ბოლქვაძე (66 კგ) და რევაზ ნადარეიშვილი (98). ვნახოთ, გვიხსნიან თუ ვერა სირცხვილისგან.

- რიო 2016: ქართველი ოლიმპიელების განრიგი 16 აგვისტოს

66 კგ წონით კატეგორიაში ახალგაზრდებში მსოფლიოს ჩემპიონსა და ევროპის წლევანდელ მესამეპრიზიორ შმაგი ბოლქვაძეს თითქოს გაუმართლა წილისყრაში, მაგრამ მაინც ძნელ ჯგუფშია. მას ფინალამდე ასცდნენ რუსი და აზერბაიჯანელი მეტოქეები, მაგრამ ბადეში ახლოს ჰყავს ერთ დროს მრისხანე ირანელი, წინა ოლიმპიადის ფინალში რევაზ ლაშხის მომგები ომიდ ნოროოზი.

ბოლქვაძე საკვალიფიკაციო ეტაპზე თავისუფალია, ანუ ერთ წრეს გამოტოვებს, მერვედფინალში კი თავის პირველ შეხვედრას ფინელ ტერო სეპო ვალიმაეკისთან გამართავს. მას თუ მოუგებს, აი, შეიძლება მერე შეხვდეს ირანელს, ვინც უკვე 30 წლისაა და შარშანდელი სეზონი ჩააგდო. ლონდონის თამაშების შემდეგ მან მხოლოდ ერთხელ მიაღწია დიდ წარმატებას - 2014 წელს მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში გავიდა, სადაც სერბ დავორ სტეფანეკთან წააგო. ვნახოთ, იქნებ ახალგაზრდა ბოლქვაძემ შეძლოს გამოცდილი ვეტერანის ძლევა.

ბადის ამავე მხარეს არიან იგივე სტეფანეკი, უტიტულო და ახალბედა იაპონელი ტომოჰირო ინუე, კიდევ ერთი მსოფლიოს ჩემპიონი, გერმანელი ფრენკ სტაბლერი და ლიტველი მსოფლიოს ბრინჯაოსმედალოსანი ედგარას ვენკაიტისი. ამათგან მერვეფინალში სტაბლერი ინუეს ხვდება, სტეფანეკი - ვენკაიტისს, ამ კვარტეტიდან უძლიერესი კი ნახევარფინალში ბოლქვაძის ჯგუფზე გადის.

98 კგ წონით კატეგორიაში რევაზ ნადარეიშვილი მერვედფინალიდან იჭიდავებს, ანუ ერთი წრე ისიც დაისვენებს, მისი პირველი მეტოქე კი ბულგარელი ელის გურისა და ალჟირელი ჰამზა ჰალუის შეხვედრაში გაირკვევა. აქ ფავორიტი ელის გურია, ვინც ეროვნებით ალბანელია, ტიტულებით კი - მსოფლიოს ჩემპიონი და ევროპის ორგზის ბრინჯაოსმედალოსანი.

ამ ბარიერის დაძლევით ნადარეიშვილი მეოთხედფინალში გავა, სადაც მეტოქედ ბელორუს ევროპის ჩემპიონისა და მსოფლიოს ფინალისტი ტსიმაფეი დზეინიჩენკას, შვედი კარლ ფრედრიკ სტეფან შოენის, უნგრელთა მსოფლიოს ჩემპიონ ბალას კისისა და უკრაინელი ევროპის ვიცე-ჩემპიონის, მსოფლიოს მედალოსან დმიტრი ტიმჩენკოს კვარტეტიდან გასული ეყოლება.

წილისყრამ ფინალამდე ნადარეიშვილსაც ააცილა რუსი და აზერბაიჯანელი ფალავნები, ასევე - თურქი და უძლიერესი სომეხი მეტოქე, თუმცა ნახევარფინალის სავარაუდო კონკურენტთა შორის ირანელი ოლიმპიური ჩემპიონი, მსოფლიოს არაერთგზის მედალოსანი გასემ რეზაეი ჰყავს, ოღონდ ჯერ იქამდე უნდა მივიდეს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

დასრულდა რეგიონული ეტაპები, წინ საქართველოს ჩემპიონატია!
ქართველი ველოსპორტსმენების წარმატება საერთაშორისო ასპარეზზე- 2 ოქროს, 1 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი
[VIDEO] „საქართველოს ეროვნული ლატარია“ აგრძელებს სპორტის მხარდაჭერას და აქტიურად მონაწილეობს სოციალური ინიციატივების ხელშეწყობაში
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე
მინსკი 2019: იაკობ ქაჯაიამ აზერბაიჯანელს სძლია ნახევარფინალში გავიდა!
მინსკი 2019: ქართველი "ბერძენ-რომაელები" საქმეს შეუდგნენ და ნახევარფინალში გავიდნენ
ლაშა ტალახაძე: ამდენი წელი რკინასთან ჭიდილი ღირდა ამდენი ხალხის გასახარებლად
მინსკი 2019. ქაჯაია ფინალში - ბოლქვაძემ ვერცხლი, ჩხარტიშვილმა კი ბრინჯაო მოიპოვა [VIDEO]
ხატები, ჩურჩხელები და "ჯადოსნური" სიტყვები - ქართველი სპორტსმენები და ფსიქოლოგია
ბოლქვაძემ სომეხ ამოიანს სძლია და ევროპის ჩემპიონი გახდა - რიკაძემ ბრინჯაოს მედალი მოიპოვა [VIDEO]
მინსკი 2019: ქართველი სპორტსმენების 28 ივნისის განრიგი
მინსკი 2019: შმაგი ბოლქვაძე ფინალშია, დათო ჩხარტიშვილი ბრინჯაოს აღებას შეეცდება [VIDEO]
დღეს სეოკ-ი არჩევანს აკეთებს - ლერი ხაბელოვი თუ ირაკლი მეძმარიაშვილი?
პატარა ოზურგეთთან თბილისის წაგება? - ბერძნულ-რომაული ჭიდაობის ჩემპიონატის გუნდურის მიმოხილვა
მსოფლიოს ჩემპიონატი: საქართველოს ნაკრებმა ორი ოქრო და ერთი ბრინჯაო მოიპოვა [VIDEO]
საქართველოს ნაკრებმა ვარშავის ტურნირზე 4 მედალი მოიპოვა
სპორტსმენის გაცეცხლება და დაძაბული დარბაზი საქართველოს ჩემპიონატში [VIDEO]
ლადო ხინჩეგაშვილი: მომავალ მსოფლიოზე მხოლოდ ოქროსთვის ვიბრძოლებ
სარეკორდო ოლიმპიადა - საქართველოსთვის წარმატებული, მაგრამ...
დათუნაიშვილის ოქრო სერბეთისთვის - ორი მედალი და ოქროსა და ბრინჯაოს შანსი [VIDEO]
ლაშა ტალახაძე: რიოს ოლიმპიადაზე იმდენი არ მინერვიულია...
მინსკი 2019. რევაზ ნადარეიშვილი რუს გოლოვინთან დამარცხდა და უმედლოდ დარჩა