ინგლისელმა პირობა დადო - თუ "ლესტერი" ჩემპიონი გახდება, მომავალი სეზონის პირველ გადაცემას მხოლოდ ტრუსებით წავიყვანო....
გარი ლინეკერი სიტყვის კაცია, ჰოდა, ადგა და გაიხადა. თუ არ გახსოვთ, გეტყვით, რომ ლეგენდარულმა ინგლისელმა პირობა დადო - თუ "ლესტერი" ჩემპიონი გახდება, მომავალი სეზონის პირველ გადაცემას მხოლოდ ტრუსებით წავიყვანო.

ასეც მოხდა. აბა, ამ სიტყვებს ვინ დაივიწყებდა და ვინ შეარჩენდა ლინეკერს რამეს? 55 წლის გარიმაც დანაპირები აასრულა და გადაცემა "დღის მატჩში" "ლესტერის" ტრუსების ამარა მოგვევლინა. სხვათა შორის, ლინეკერი ისეთ ფიზიკურ ფორმაში ყოფილა, ბევრ მოქმედ ფეხბურთელს შეშურდებოდა, მაგალითად - 90 მილიონ ევროდ გაყიდულ გონსალო იგუაინს, რომელსაც ღიპი ადევს და ჭარბი წონის გამო ქილიკის ობიექტიც გახდა. მსგავსი პრობლემა "მანჩესტერ სიტის" რამდენიმე ვარსკვლავსაც აქვს და ასე შემდეგ...

ხუმრობები თავად ლინეკერზეც დაიწყო. მისი ფოტოები სხვადასხვაგვარად დაამონტაჟეს... მოკლედ, ყველა გამხიარულდა. დიდად შეწუხებული არც თავად გარი ჩანდა, რომელმაც ეს პირობა მე-16 ტურის მატჩის მერე დადო, როცა "ტვიტერზე" დაწერა ზემოთ ხსენებული სიტყვები. მაშინ "ლესტერმა" იმჟამინდელ მოქმედ ჩემპიონ "ჩელსის" მოუგო და 2-ქულიანი უპირატესობით გალიდერდა.

ლინეკერი, რომელიც თავის დროზე კლაუდიო რანიერის ირონიულად უყურებდა, ალბათ, ვერ წარმოიდგენდა, რომ "მელიები" მართლაც გაჩემპიონდებოდნენ, ხოლო მას მილიონობით მაყურებლის თვალწინ გაშიშვლება მოუწევდა. თავად იხუმრა კიდეც - კიდევ კარგი, ის არ დავწერე, რომ სულ გავშიშვლდებოდიო...

"ეს ნამდვილი სპორტული სასწაულია, რომელმაც მე ტრუსების ამარა დამტოვა. როცა დეკემბერში ეს სისულელე ვთქვი, კატეგორიულად გამოვრიცხავდი, რომ "ლესტერი" ჩემპიონი გახდებოდა. ჩემთვის ამის შანსი ნული იყო! ნული! თუმცა ეს მოხდა, ეს მაგიურია, ეს დიდებულია", - თქვა ლინეკერმა.

თავად მას გადაცემის პირველი ნაწილი, რომელშიც საუბარი სეზონის პირველ მატჩზე ("ჰალი"-"ლესტერი") იყო, ისე მიჰყავდა, ვითომც არაფერი. აი, კიდევ ორი ექსპერტი - ალან შირერი და იან რაიტი, გაბადრულები იყვნენ და ღიმილს ვერ იკავებდნენ. მას მერე, რაც საუბარი მეორე მატჩზე დაიწყო, ლინეკერმა თქვა: "კმარა ეს ნონსენსი, წავედი, უნდა ჩავიცვა".

"მანჩესტერ სიტისა" და "სანდერლენდის" მატჩზე სასაუბროდ ის უკვე ჩაცმული დაბრუნდა...

ინტერნეტსივრცეში ამ ამბავს დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ფანების ჟრიამულს საზღვარი არ ჰქონდა. სხვათა შორის, "ლესტერის" ოფიციალურად გაჩემპიონების მერე ფანების ნაწილი სპეციალური ბანერებით ჩნდებოდა - ჰე, გარი, დროა გაიხადოო!..

გაიხადა და ჩაიცვა კიდეც, მერე სხვა თემებზეც მოასწრო კომენტარების გაკეთება, მაგალითად - პოლ პოგბას ტრანსფერზე, რომელიც უძვირფასესად იქცა მსოფლიოში.

"პრემიერლიგაში კლუბებს კარგი ფინანსური მდგომარეობა აქვთ, თუ სხვა ჩემპიონატებს შევადარებთ. აქ, ფაქტობრივად, ყველა სტაბილურად არის ფინანსური კუთხით და "მანჩესტერსაც" ჰქონდა საშუალება, საკუთარი თავისთვის ამხელა თანხის გადახდის უფლება მიეცა. ჩემს დროს, მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელები სათამაშოდ იტალიაში მიდიოდნენ, დღეს ან "ბარსელონაში" მიდიან, ან - მადრიდის "რეალში". თუმცა მალე შეიძლება მოვიდეს დრო და ისინი პრემიერლიგაში გადმობარგდნენ, რადგან ჩვენ საუკეთესო მწვრთნელები შევკრიბეთ.

ამას რამდენიმე ხმაურიანი ტრანსფერიც დაემატა... თავად პოგბაზე კი ვერ ვიტყვი, რომ პლატინი, ზიდანი ან ზიკოა, ის ჯერ ძალიან ახალგაზრდაცაა. თუმცა თანამედროვე ფეხბურთის მოთხოვნებისა და ნახევარმცველების თამაშის გათვალისწინებით, პოგბა, რასაკვირველია, ძალიან დიდი ტალანტია", - დასძინა ლინეკერმა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
ვან დეიკმა "სიტისთან" განადგურების პასუხისმგებელ პირებზე ისაუბრა და პსჟ-ისთან მატჩამდე "ლივერპულის" ფეხბურთელებს მიმართა
დადასტურდა - სილვა სეზონის დასრულების შემდეგ "სიტის" დატოვებს
მიქაუტაძემ ამჯერად ვერ გაიტანა - "ვილიარეალი" "ჟირონასთან" დამარცხდა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
ისრაელის ნაკრებსა და ქვეყნის კლუბებს საერთაშორისო შეჯიბრებიდან მოკვეთენ? - 48 სპორტსმენმა მოთხოვნას ხელი მოაწერა
"მანჩესტერ იუნაიტედი" სანდრო ტონალის ტრანსფერზე მუშაობს
დამძიმებული ფეხებით - ჩაკვეტაძემ "ლესტერთან" მატჩამდე ისაუბრა
ოფიციალურად: ჯეიმი ვარდი დაჩი ლორთქიფანიძის "კრემონეზეში" გადავიდა
როგორც იქნა - ორწლიანი პაუზის შემდეგ პოგბა ფეხბურთში ბრუნდება
ლუკაკუს "ნაპოლიში" ვარდი შეცვლის? - "პარტენოპეი" ვეტერან ფორვარდს უახლოვდება
"ოქროს ბურთი" ახლა თუ ვერ მოიგო, ამის შანსი აღარასდროს აღარ ექნება" - პოგბამ დემბელეზე ისაუბრა
"სიმართლის თქმის უფლებას არ გაძლევენ" - ლინეკერი ისრაელი-პალესტინის კონფლიქტზე
"ფერადკანიან ბავშვებს ასწავლიან, რომ ბო*ივით მორჩილი მონები იყვნენ - იან რაიტმა ჯუდ ბელინგემი დაიცვა
ორი მთავარი კანდიდატი - "რომას" ახალი შესაძლო მთავარი მწვრთნელების ვინაობა ცნობილია
"თუ ასე გააგრძელებს, მისი კარიერა მალე დასრულდება" - შირერმა რაშფორდზე ისაუბრა
სპალეტის იტალიის ნაკრებიდან უშვებენ? - "ნაპოლის" ყოფილი მწვრთნელის შესაძლო შემცვლელებიც ცნობილია
ჯეიმი ვარდი კარიერას სერია A-ში გააგრძელებს
ლუჩიანო სპალეტი იტალიის ნაკრებიდან დაითხოვეს
ლინეკერმა ოსიმენს ინგლისურ კლუბში გადასვლა ურჩია
La Stampa: კლოპმა შეთანხმმებას მიაღწია და სერია A-ს კლუბს ჩაიბარებს
ლინეკერი და შირერი გეი-წყვილი ეგონათ - ალანი აღშფოთდა
[VIDEO] ჩაკვეტაძის "უოტფორდმა" ისევ გაიმარჯვა და წინ მიიწევს
"მესი თუ რონალდო?" - ლინეკერმა არჩევანი გააკეთა
ბრუნო და "მანჩესტერი" სრულდება? - პორტუგალიელი "იუნაიტედის" დატივებას სერიოზულად განიხილავს
"მესმის, რომ "მანჩესტერ იუნაიტედი" უდიდესი კლუბია, მაგრამ არა დღესდღეობით" - შირერმა შეშკოს "მანკუნიანელებში" შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა
იტალიის ნაკრების მწვრთნელი კლაუდიო რანიერი გახდება
"კრუიფზე, ზიდანზე და რონალდოზე მაღლა დგას" - ლინეკერმა მესის შესახებ ისაუბრა
სიაში "მანჩესტერ იუნაიტედის" ორი ფეხბურთელია - ვინ გამოიმუშავებს პრემიერლიგაში ყველაზე მეტს?
2 წელზე მეტი გავიდა - პოგბა მოედანზე დაბრუნებასთან ახლოსაა
[VIDEO] სინათლე გვირაბის ბოლოს - პოგბამ "მონაკოსთან" კონტრაქტის გაფორმებისას ემოციები ვერ შეიკავა
რონალდო ბოლო ადგილზე - შირერმა პრემიერლიგის ისტორიაში 5 საუკეთესო გარემარბი დაასახელა
შირერი: ინგლისს ევროს მოგების ასეთი შანსი აღარ ექნება
მოულოდნელი უარი - რანიერიმ ბოლო მომენტში იტალიის ნაკრების გაწვრთნა არ ისურვა
ჩაკვეტაძის 66 წუთი - "უოტფორდმა" ერთ-ერთ აუტსაიდერს ვერ მოუგო
"არსენალის" შემდეგ ხვიჩა კიდევ ერთი ინგლისური გრანდის მთავარი სამიზნეა - ისინი კვარაცხელიას წარმომადგენლებს მალე დაუკავშირდებიან
ენრიკემ "მანჩესტერ იუნაიტედს" პასუხი შეუთვალა - პსჟ-ის მწვრთნელმა თავის მომავალზე გადაწყვეტილება მიიღო
პრემიერლიგის მომაკვდინებელი დუეტები - ისინი არავის ინდობდნენ!
"მესის ამაში ვერავინ შეედრება" - ლინეკერმა არგენტინელზე ისაუბრა
ტონალის გრანდების რიგი უდგას - დაბრუნება იტალიაში თუ პრემიერ ლიგის სხვა კლუბში გადასვლა