დიღმის სპორტკომპლექსმა გასულ უქმეებზე ქართულ ჭიდაობაში საქართველოს ჭაბუკთა (1995-1996 წლებში დაბადებულები) პირველობას უმასპინძლა

დიღმის სპორტკომპლექსმა გასულ უქმეებზე ქართულ ჭიდაობაში საქართველოს ჭაბუკთა (1995-1996 წლებში დაბადებულები) პირველობას უმასპინძლა.

ძირითადად პირველობისთვის ძიუდოში და სამბოში მოვარჯიშე სპორტსმენები იბრძოდნენ. ეს სულაც არ არის საგანგაშო, მაგრამ კიდევ ერთხელ გვინდა შევახსენოთ საჭიდაო თემს, რომ აუცილებელია თითოეულ რაიონში შეიქმნას სოფლების ერთი ცენტრი მაინც, სადაც ივარჯიშებენ მხოლოდ ქართულ ჭიდაობაში და აქედან მოხდება მათი შემდგომი სელექცია. ეს იდეა ძალიან ბევრ სპეციალისტს მოსწონს, მაგრამ საქმის დამწყებები ჯერ არ ჩანან.

ჭაბუკთა პირველობის პარალელურად გაიმართა ქართული ჭიდაობის ფედერაციის გაფართოებული სხდომა, რომელზეც ყველა რეგიონის მწვრთნელებთან და მსაჯებთან ერთად გადაწყდა, რომ გრძელმკლავიანი საჭიდაო ჩოხების ექსპერიმენტმა ვერ გაამართლა და კვლავ მოკლემკლავიან ჩოხებს დაუბრუნდნენ. ამით დასრულდა კარგა ხნის დავა ჩოხების თაობაზე. სხვათა შორის, წლეულს ერთი საუკუნე სრულდება, რაც ქართულ ჭიდაობაში სპეციალური საჭიდაო ჩოხა შემოიღეს. 1911 წლითაა დათარიღებული პირველი ფოტოსურათი, სადაც მოკლემკლავიანი საჭიდაო ჩოხებით გამოსახულნი არიან: სანდრო კანდელაკი, მიხა ქურხული, შაშო ვერელი (კახნიაშვილი), ლუკა დადიანიძე და სხვები. მოჭიდავეებთან ერთად ზის ცნობილი მსაჯი _ ''შენ დაუკარ'' სწორედ ასეთი ფსევდონიმით იცნობდა ყველა ვანო ჩიბალოვს. სხვათა შორის, მსაჯი ახალუხშია გამოწყობილი და ესეც ყურადსაღებია ქართულის თანამედროვე მსაჯებისთვის.

მძიმეწონოსანთა ფინალურ შეხვედრას თუ არ ჩავთვლით, სადაც მსაჯთა გადაწყვეტილებამ კამათი გამოიწვია, სხვა მხრივ შეჯიბრება ორგანიზებულად ჩატარდა.

აღსანიშნავია საჩუქრები, რომლებიც ფედერაციამ ჩემპიონ-პრიზიორებს დაურიგა. ასეთი ყურადღება ჭაბუკთა პირველობაზე გასულ წლებში არასოდეს გამოუჩენიათ.

მარტში საქართველოს რეგიონებში ახალგაზრდებს შორის ზონალური პირველობები გაიმართება.

კვარცხლბეკი

50 კგ: 1. კობა მჭედლიშვილი (თბილისი), 2. გიორგი თანიაშვილი (მცხეთა-მთიანეთი), 3. თამაზ ნოზაძე (შიდა ქართლი).

55 კგ: 1. გიორგი მეტრეველი, 2. თორნიკე ჭოველიძე (ორივე-შიდა ქართლი), 3. ბაჩუკი ჭიკაიძე (დედოფლისწყარო).

60 კგ: 1. გიორგი ავანაშვილი (მცხეთა-მთიანეთი), 2. გიორგი გუგულაშვილი (შიდა ქართლი), 3. ანზორ კევლიშვილი (მესხეთ-ჯავახეთი).

66 კგ: 1. დავით ჭიკაიძე (კახეთი, ახმეტა), 2. ბესიკ ეჯიბაძე (იმერეთი, ხარაგაული), 3. გიორგი ობოლაშვილი (მარტყოფი).

73 კგ: 1. ლევან გუგავა (იმერეთი), 2. გიორგი ქურდიანი (აფხაზეთი), 3. ვანო ჩურჩხელაშვილი (კახეთი).

81 კგ: 1. ბექა ღვინიაშვილი (შიდა შართლი), 2. ლაშა დავითაშვილი (კახეთი, ახმეტა), 3. ლევან მაჭარაშვილი (აფხაზეთი).

90 კგ: 1. ზაალ გაგნიძე (აფხაზეთი), 2. მათე ლაგაზაური (ქვემო ქართლი), 3. ბაქარ მაზიაშვილი (შიდა ქართლი).

გაბრიელ ბარჯაძე

ნახევარფინალში თუშიშვილი დაამარცხა - საბა ინანეიშვილი ქართულ ჭიდაობაში პირველი მსოფლიო ჩემპიონი გახდა!
2024 წლის 11 სექტემბერს ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ძლევიჯვარში გაიმართა შოთა ხაბარელის და ნიკოლოზ შერაზადიშვილის სახელობის ტურნირი ქართულ ჭიდაობაში.
ასე აღნიშნა ლაშა ბექაურმა ტატო გრიგალაშვილის მსოფლიო ჩემპიონობა [VIDEO]
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა