ფიდეს გრანპრის ბოლო ეტაპისთვის (ყატარი), რომელიც დღეს საზეიმოდ გაიხსნება, ნანა ძაგნიძის მოსამზადებლად საქართველოს ჭადრაკის ფედერაციამ ცნობილი უკრაინელი სპეციალისტი მოიწვია
ფიდეს გრანპრის ბოლო ეტაპისთვის (ყატარი), რომელიც დღეს საზეიმოდ გაიხსნება , ნანა ძაგნიძის მოსამზადებლად საქართველოს ჭადრაკის ფედერაციამ ცნობილი უკრაინელი სპეციალისტი, მსოფლიოს საჭადრაკო ფედერაციის მწვრთნელთა საბჭოს წარმომადგენელი ადრიან მიხალჩიშინი მოიწვია. დოჰაში გამგზავრების წინ მან ქართველი მწვრთნელებისთვისაც გამართა ტრენინგები.

- ქართულ ჭადრაკთან დიდი ხნის ურთიერთობა მაქვს, რადგან საქართველოში ბევრი მეგობარი მყავს, - მითხრა სტუმარმა, რომელსაც თბილისის ჭადრაკის სასახლეში შევხვდი. - პირველად აქ ვითამაშე საბჭოთა ნაკრების შემადგენლობაში იუგოსლაველებთან მატჩში, 1978 წელს საკავშირო ჩემპიონატში ვმონაწილეობდი გარი კასპაროვთან ერთად. იმავე წელიწადს ჩემს უახლოეს მეგობარ თამაზ გიორგაძესთან ერთად მაია ჩიბურდანიძეს ვეხმარებოდით ლეგენდარულ ნონა გაფრინდაშვილთან მსოფლიოს ჩემპიონობისთვის მატჩის წინ. 1983 წელს ნანა ალექსანდრიას ვავარჯიშებდი - საწვრთნელი შეკრება ბიჭვინთაში გავიარეთ. შესანიშნავ სპორტულ ფორმაში იყო. რომ არა უიღბლობა, შესაძლოა, მსოფლიოს ჩემპიონიც გამხდარიყო. 2006 წელს ჰოლანდის ნაკრებს ვწვრთნიდი. კარგა ხანს ვიმუშავეთ ერთად მე და ნიდერლანდელთა რძალმა თეა ლანჩავამ. იმ წელიწადს იგი თურქეთში ქალთა ევროპის ჩემპიონატის ვერცხლის პრიზიორი გახდა.

და აი, ერთ კვირაზე მეტია, ჩემი მეგობრის, თამაზ გიორგაძის თხოვნით ისევ ვეწვიე თბილისს. ნანა ძაგნიძეს ვეხმარები, რომ მან ტალანტი და შესაძლებლობები ბოლომდე წარმოაჩინოს. ძალიან მოტივირებული, შემტევი, აგრესიული სტილის მოჭადრაკეა. ყველა მონაცემი აქვს საიმისოდ, რომ მსოფლიოს ჩემპიონი გახდეს, თუმცა ძალიან ძლიერ დიდოსტატთან მოუწევს დაპირისპირება - ჩინელი ჰოუ იფანი დღეს ქალთა შორის საუკეთესოდ მიმაჩნია.

გვირგვინისთვის საბრძოლველად ყველაზე დიდი ინტრიგა, ალბათ, ეს არის. გასული საუკუნის სამოციანი წლებიდან 2001 წლამდე ხომ გრანდების ორთაბრძოლები იყო. მაია ჩიბურდანიძემ ნონა გაფრინდაშვილს მოუგო, სიუ ჟუნმა-მაიას, მერე ჟუჟა პოლგარი მოვიდა. შემდეგი დროის ჩემპიონებს მაინცდამაინც არ ვაფასებ. აი, ჰოუ იფანი კი შესანიშნავია, დიდებულ ჭადრაკს თამაშობს. თუ გინდა გახდე დიდი, მძლეთამძლეს უნდა სძლიო. ახლა ჩემს შეგირდთან ერთად დაფნის გვირგვინისთვის მატჩზე არ ვფიქრობთ - ჯერ მთავარია, ყატარი წარმატებით გადავლახოთ და მიზანს მივაღწიოთ... ჰოუ იფანისთვის მერე მოვიცლით.

- ბაზალეთზე მზადებისას უამთავრესად რას აქცევდით ყურადღებას?

- ფაქტობრივად, იმ თერთმეტ მოჭადრაკესთან შესახვედრად ვემზადებოდით, რომლებთანაც ნანას დოჰაში მოუწევს დაპირისპირება. ყველა მეტოქე სერიოზულად უნდა შევაფასოთ. თუმცა უპირველესი კონკურენტია ინდოელი ჰამფი კონერუ, ქალთა რეიტინგით მსოფლიოს მეორე მოჭადრაკე, რომელმაც შარშან მსოფლიოს ჩემპიონატზე მესამე ადგილი დაიკავა. დოჰას ტურნირისთვის ვინც მომზადების პიკში იქნება და ვისაც მეტი ნებისყოფა აღმოაჩნდება, გამარჯვებულიც ის გამოვა. კონერუს მრავალი სისუსტე ახასიათებს, უმთავრესად ფსიქოლოგიური მომზადების თვალსაზრისით, გადამწყვეტ მომენტებში სუსტად თამაშობს. მაგალითად, თურქეთში მან პასუხსაგებ მომენტებში გადამწყვეტი ნაბიჯები ვერ გადადგა, თორემ შეეძლო, უკეთესი შედეგისთვის მიეღწია.

მე და ნანას ამ ეტაპზე ცუდად არ გვიმუშავია. ვფიქრობ, ბაზალეთის შეკრება ნაყოფიერი იყო. დებიუტებში მხოლოდ მცირეოდენი ცვლილებები შევიტანეთ. შეჯიბრების წინ ახალი იდეებით დატვირთვას მოვერიდეთ. ის თეორიები განვამტკიცეთ, რომლებსაც აქამდე იყენებდა. ძაგნიძემ შესანიშნავად ითამაშა გიბრალტარში, განსაკუთრებით აღსანიშნავია მისი პარტია ესპანელ ვალეხოსთან. დებიუტი გამოიყენა... ერთი სიტყვით, შესანიშნავი მოთელვა გამოუვიდა. ახლა მისთვის მთავარია, კარგ სპორტულ ფორმასა და ხასიათზე იყოს, რაც საკუთარი ძალებისადმი რწმენას შემატებს. ჩვენი თანამშრომლობა ყატარშიც გაგრძელდება.

- დოჰაში თქვენი ყოფილი შეგირდიც ითამაშებს...

- მაია ჩიბურდანიძეს ჯანმრთელობის მხრივ თუ ყველაფერი წესრიგში ექნა, არ არის გამორიცხული, ყატარში გაიბრწყინოს, საამისოდ მას კლასი და კოლოსალური გამოცდილება უწყობს ხელს - ყატარის ტურნირის მონაწილეთა უმრავლესობას შესაძლებლობებით ბევრად აღემატება. იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ქართველი დიდოსტატები დოჰაში მსოფლიოს კიდევ ერთხელ დაამახსოვრებენ თავს.

გრიზმანი MLS-ში - მოლაპარაკებები დასკვნით სტადიაშია
ცვლილებები დაცვით ხაზში - "რეალიდან" ალაბას წასვლა გადაწყვეტილი ამბავია
"ეგონათ, სიგიჟე გავაკეთეთ! პსჟ-ის ეს ფეხბურთელი 250 მილიონად არ მივყიდეთ" - ლაპორტამ დღემდე უცნობი ამბავი გაამხილა
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
საქართველოს 15-ქალა ნაკრების წინსვლა რეიტინგში
გრიზმანი MLS-ში - მოლაპარაკებები დასკვნით სტადიაშია
ცვლილებები დაცვით ხაზში - "რეალიდან" ალაბას წასვლა გადაწყვეტილი ამბავია
ქალთა ნაკრები საბერძნეთთან მატჩისთვის მზადებას განაგრძობს
ლეგიონერები/ცინცაძე MVP გახდა. დიხამინჯიამ და კბილაშვილმა 4-4 გოლი გაიტანეს
15-ქალა | ხორვატებთან ახალი რეკორდით
20 წ. | კარგი ტაიმით მსოფლიოს ჩემპიონთან
კვარაცხელია, დუე და ბარკოლა დემბელეს გარეშე - როგორი იქნება "მონაკოსთან" პსჟ-ს შემადგენლობა?
"ბარსელონაში" დაბრუნებისას, საუკეთესო ფორმაში არ ვიყავი" - ჟოაო კანსელო
"სერია A-ში თამაში ყველაზე რთულია" - ალეგრი "პარმასთან" მარცხის შემდეგ
L'Équipe: პსჟ-ში შევალიეს ბედი საფონოვზეა დამოკიდებული
ლებრონ ჯეიმსმა მორიგი რეკორდი დაამყარა
თბილისური შეკრება დასრულდა | 9 ლეგიონერს ჯიკიჩმა სუპერლიგის 5 მოთამაშე დაამატა
"მწვრთნელი გამარჯობასაც კი არ მეუბნება" - საზონოვი "ტორინოს" განრისხებულ ფანებს შეხვდა
[VIDEO] მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი ყოფილ გუნდთან - "ტორონტომ" "მილუოკი" დაამარცხა
[VIDEO] მიქაუტაძემ ამჯერად ვერ გაიტანა - "ვილიარეალმა" "ვალენსია" დაამარცხა
ზივზივაძის გარეშე - "ჰაიდენჰაიმმა" "შტუტგარტთან" ქულები გაიყო
გულიაშვილის 71 წუთი - "რასინგმა" მოიგო და ისევ ლიდერია
[VIDEO] დიოკერეშის და ეზეს დუბლები, ტუდორის მძიმე დებიუტი - "არსენალმა" "ტოტენჰემი" გაანადგურა