ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

დინამო (თბ) VS პაოკ-ი - ჯგუფური ეტაპის მოლოდინი

დინამო (თბ) VS პაოკ-ი - ჯგუფური ეტაპის მოლოდინი

ევროპალიგა. პლეი ოფი. პირველი მატჩი. "დინამო არენა". 20:00 სთ. LIVE "პირველ არხზე"
ფოტოზე: ლადო დვალიშვილი და იურაი იარაბეკი

დღეს, 18 აგვისტოს, თბილისის "დინამო" ევროპალიგის პლეი ოფის პირველ მატჩში სალონიკის პაოკ-ს უმასპინძლებს. შეხვედრა "დინამო არენაზე" 20:00 სთ-ზე დაიწყება და მის პირდაპირ ტელეტრანსლაციას საზოგადოებრივი მაუწყებლის "პირველი არხი" წარმოადგენს.

სტუმრებმა მატჩისწინა წვრთნა "დინამო არენაზე" გამართეს, ხოლო "დინამომ" გენერალური რეპეტიცია ანდრო ჟორდანიას სახელობის საწვრთნელ ბაზაზე ჩაატარა.

მთავარმა მწვრთნელებმა პრესკონფერენციაზე ჟურნალისტების კითხვებს უპასუხეს.

- იურაი იარაბეკი: სატრანსფერო პოლიტიკით უკმაყოფილო ვარ!

- ვლადან ივიჩი: "დინამო" ძალიან ძლიერია, თუმცა მე ის ვარ, ვისაც არაფრის ეშინია!

უკვე მერამდენე წელიწადია, ქართული გუნდებისთვის ევროტურნირები ერთი და იგივე სცენარით მიმდინარეობს: უიშვიათესი გამონაკლისის გარდა, ჩემპიონთა ლიგა თუ ევროპალიგა ჩვენთვის პირველ ან მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე მთავრდება ხოლმე.

თუმცა ყოველი ზაფხულის მოსვლას მაინც მარადიული ქართული ოპიმიზმით ვხვდებით და გამონაკლისი არც მიმდინარე ევროტურნირებია: თბილისის "დინამოს" ხომ ერთი ნაბიჯი აშორებს ევროპალიგის ჯგუფურ ეტაპამდე.

მაშინაც ბერძნული...

დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთის ისტორიაში თბილისის "დინამომ" მხოლოდ ერთხელ მოახერხა ევროპალიგის (იმდროინდელი - უეფას თასის) ჯგუფურ ეტაპზე გასვლა: 2004 წელს გია გეგუჩაძის ხელმძღვანელობით მოასპარეზე გუნდმა ერთი ამოსუნთქვით გაიარა ბატე-ს (ბელორუსი), "სლავიასა" (ჩეხეთი) და "ვისლას" (პოლონეთი) ბარიერი და ჯგუფური ეტაპის საგზურიც მოიპოვა.

აი, იმის მერე კი, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, დანარჩენი ქართული გუნდების მსგავსად, ევროტურნირები თბილისის "დინამოსათვისაც" პირველ ან მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე მთავრდებოდა.

ასე მოხდა შარშან, როცა აზერბაიჯანულმა "გაბალამ" პირველსავე ეტაპზე დაჯაბნა ჩვენი ყველაზე ტიტულოვანი კლუბი. არანაკლებ გაგვიცრუვდა იმედები შარშანწინაც, როცა ყაზახურმა "აქტობემ" ორივე მატჩი მოუგო ახალი მწვრთნელითა თუ ახალი ლეგიონერებით "გაძლიერებულ" თბილისის "დინამოს" და მაშინაც საწყისი ეტაპი იყო!

სამაგიეროდ, 2013 წელს, ისე, როგორც ახლა, თბილისის "დინამო" ევროპალიგის პლეი ოფში ჩემპიონთა ლიგიდან გადმოერთო, მაგრამ ჯგუფურ ეტაპზე ფიქრი პირველივე მატჩის მერე გახდა სრული უტოპია: ინგლისური "ტოტენჰემი" ნახევრად ექსპერიმენტული შემადგენლობით გვესტუმრა და 5:0 მოგვიგო!

კიდევ ერთი შემთხვევა, როცა "დინამო" ევროპალიგის პლეი ოფში გავიდა, 2011 წელს იყო და მაშინ კი მართლაც ძალიან ახლოს ვიყავით ჯგუფურ ეტაპზე მოხვედრასთან. საინტერესოა, რომ მაშინაც ბერძნული კლუბი (აეკ) იყო "დინამოს" მეტოქე და ორივე მატჩის ძირითადი დრო ერთნაირი ანგარიშით (1:0) დამთავრდა. სამწუხაროდ, საპასუხო მატჩში ყველაფერი მეორე დამატებითი ტაიმის დასაწყისში ჩვენს კარში დანიშნულმა პენალტმა გადაწყვიტა, რომელიც ზუსტად შეასრულა აეკ-ის ყველაზე გამორჩეულმა ფეხბურთელმა, ისლანდიელმა ვეტერანმა ეიდურ გუდიონსენმა.

აღსანიშნავია, რომ 3 წლის წინანდელი შემადგენლობიდან "დინამოში" დღესდღეობით მხოლოდ ორი ფეხბურთელი შემორჩა: მიკელ ალვარო და ჯაბა ჯიღაური, ოღონდ ისიც უნდა ვთქვათ, რომ ორივე მათგანი მერე სხვა გუნდში გამოდიოდა და "დინამოში" შემდეგღა დაბრუნდა.

პრობლემები

ზაგრების "დინამოსთან" ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებმა ჩვენი ჩემპიონის უამრავი პრობლემა გამოააშკარავა. უპირველესად, რა თქმა უნდა, სატრანსფერო პოლიტიკა ბადებს უამრავ კითხვას: ამ ზაფხულს გუნდში ჩარიცხული თითქმის ყველა ახალწვეული ლეგიონერი აშკარად არ აღმოჩნდა იმ დონის ფეხბურთელი, როგორც წარმოგვედგინა!

და არა მხოლოდ უცხოელმა ახალწვეულებმა ვერ გაამართლეს, ეჭვქვეშ დადგა იანვარში მოსული მთავარი მწვრთნელის, იურაი იარაბეკის სამწვრთნელო კვალიფიკაციაც...

მოკლედ, ზაგრების "დინამოსთან" გამართულმა ორივე მატჩმა (განსაკუთრებით - საპასუხომ) ისევ მიწაზე დაგვაბრუნა, მაგრამ ყოველივე ზემოთქმულის მიუხედავად, დღეს მაინც მოვერიდებით კრიტიკას. ხორვატიულ კლუბთან წარუმატებლობა ხომ შეიძლება შეუთამაშებლობასაც დავაბრალოთ ან რამდენიმე ეპიზოდში კონცენტრაციის დაკარგვას, მუდმივ უიღბლობას და კიდევ უამრავ არსებულ თუ ... "არარსებულ" მიზეზს?!.

ანუ დღეს კრიტიკის დრო არ არის, დღეს სტადიონზე მისვლა და ევროტურნირებს შემორჩენილი ერთადერთი ქართული გუნდის ქომაგობაა საჭირო, თორემ კრიტიკის დრო ყოველთვის იქნება... თანაც, იმედია, პაოკ-თან ორრაუნდიან დაპირისპირებაში "დინამოს" მწვრთნელ-ფეხბურთელები კრიტიკის კი არა, საპირისპირო განწყობის მიზეზს მოგვცემენ!

ჰო, კინაღამ დაგვავიწყდა: 2011 წელს აეკ-თან დაპირისპირება რომ გავიხსენეთ, ისიც უნდა გვეთქვა, რომ ევროპალიგის პლეი ოფის იმ მატჩს "დინამო არენაზე" 40 000 გულშემატკივარი ესწრებოდა! დღესაც ევროპალიგის პლეი ოფია და დღესაც ბერძნული კლუბი იქნება ჩვენი ყველაზე ტიტულოვანი გუნდის მეტოქე. ასე რომ, ქომაგის მხურვალე მხარდაჭერა "დინამოს" დღესაც ძალიან დასჭირდება...

- ჩვენ და ბერძნები: იქნებ ახლა მაინც გატყდეს ნავსი!..

გვარ-სახელებია, იცოცხლეთ!..

ახლა პაოკ-ზეც ვთქვათ, რომელიც თბილისში გუშინ ჩამოფრინდა. ბერძნული გუნდის სერბმა თავკაცმა ვლადიმირ ივიჩმა "დინამოსთან" სამატჩოდ 23 ფეხბურთელი ჩამოიყვანა. უეფას განაცხადში შეყვანილი ფეხბურთელებიდან თბილისში არ იქნებიან პაოკ-ის გამოცდილი ფიგურები - კაპე ვერდეს ნაკრების 29 წლის მცველი ფერნანდუ ვარელა და საბერძნეთის ნაკრების 31 წლის ნახევარმცველი ალეკსანდროს ციოლისი. ეს უკანასკნელი სამშობლოში წინა სეზონში დაბრუნდა, მანამდე კი სხვადასხვა დროს გამოდიოდა "ქაისერისფორში" (თურქეთი), "მონაკოში" (საფრანგეთი), "სიენაში" (იტალია), "რასინგში" (ესპანეთი), "ვერდერში" (გერმანია)...

ტრავმების გამო თბილისში ვერ ითამაშებენ: საბერძნეთის ახალგაზრდული ნაკრების მცველი, 20 წლის ახილეას პუნგურასი, საბერძნეთის ეროვნული ნაკრების 22 წლის ნახევარმცველი დიმიტრიოს პელკასი და ალბანეთის ნაკრების 23 წლის ნახევარმცველი ერგის კაცე (ამ უკანასკნელმა ახლახან ევროპის ჩემპიონატში მიიღო მონაწილეობა).

"დინამოს" დღევანდელი მეტოქის საევროპო განაცხადს რომ გადახედოთ, ნახავთ, რომ აქ საქმე მხოლოდ გამოცდილებაში არ არის - სამწუხაროდ, "დინამოსგან" განსხვავებით, მეტოქის შემადგენლობაში ერთიმეორეზე უკეთესი ლეგიონერები არიან, რომელთაც ოსტატობა ნამდვილად არ დაეწუნებათ!

აი, თუნდაც, 30 წლის სერბი მეკარე ჟელკო ბრკიჩი, რომელიც ბოლო 5 სეზონი სერია A-ში გამოდიოდა და თითქმის ყველგან ("სიენა", "კალიარი", "უდინეზე", "კარპი") ძირითადი მეკარე გახლდათ;

თავიანთი ქვეყნის ნაკრების წევრები არიან 27 წლის ხორვატი მცველი მარინ ლეოვაცი, 23 წლის ბოსნიელი ნახევარმცველი გოიკო ციმიროტი და 29 წლის ანგოლელი ფორვარდი ჯალმა კამპუში.

იმავეს თქმა შეიძლება გამოცდილ ჰოლანდიელ ნახევარმცველზე, 28 წლის დიეგო ბისესვარზე, რომელიც წლების განმავლობაში ჯერ "ფეიენოორდის" ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელი გახლდათ, ბოლო 4 სეზონი კი თურქულ "ქაისერისფორში" გაატარა.

პაოკ-ის ახალწვეული ლეგიონერებიც უნდა ვახსენოთ: 30 წლის ბრაზილიელი მცველი ლეო მატოსი და 25 წლის უკრაინელი ნახევარმცველი ევგენი შახოვი "დნიპროდან" გადმოვიდნენ;

აღარაფერს ვამბობთ ორ ცნობილ ესპანელზეც: 29 წლის ნახევარმცველი ხოსე კანიასი წლების განმავლობაში "ბეტისის" ლიდერი იყო, მერე ინგლისურ პრემიერლიგაში გადავიდა ("სუონსიში"), ბოლო ორი სეზონი კი სამშობლოში გაატარა ("ესპანიოლში").

მისივე კბილა მცველი ხოსე კრესპო კი "სევილიას" შემადგენლობაში ორჯერ გახდა ევროპალიგის გამარჯვებული. ამას გარდა, სხვადასხვა დროს გამოდიოდა იტალიაში ("ბოლონიასა" და "ვერონაში"), გასულ სეზონში კი სამშობლოში, კერძოდ, "რაიო ვალეკანოში" თამაშობდა.

28 წლის მცველი გიორგიოს ცაველასი ადრე "მონაკოსა" (საფრანგეთი) და ფრანკფურტის "აინტრახტში" (გერმანია) თამაშობდა, 31 წლის მცველი სტელიოს მალეზასი კი პაოკ-ის აღზრდილია, თუმცა გარკვეული პერიოდის განმავლობაში ისიც თამაშობდა გერმანიაში, სადაც დიუსელდორფის "ფორტუნას" ღირსებას იცავდა.

ცალკე უნდა ვთქვათ პაოკ-ის კაპიტანზე, 27 წლის სტეფანოს ათანასიადისზე, რომელიც მთელი კარიერის განმავლობაში სწორედ ამ სალონიკურ გუნდში გამოდის. სწორედ ათანასიადისმა გახსნა ანგარიში "აიაქსთან" საპასუხო მატჩში, მაგრამ ჰოლანდიურმა გრანდმა მერე მაინც შეძლო და ორი უპასუხო გოლი გაუტანა პაოკ-ს, რაც იმას ნიშნავდა, რომ ჩემპიონთა ლიგის მომდევნო ეტაპზე "აიაქსი" ითამაშებდა, პაოკ-ი კი, თბილისის "დინამოს" მსგავსად - ევროპალიგაზე.

"აიაქსთან" დაპირისპირება შემთხვევით არ გვიხსენებია: სწორედ ჰოლანდიურ გუნდთან ჩაატარა პირველი ოფიციალური შეხვედრები ამ ახალ სეზონში ჩვენმა დღევანდელმა მეტოქემ და ბევრისთვის მოულოდნელად, პირველი მატჩი (ამსტერდამში) 1:1 დამთავრდა, თუმცა, როგორც უკვე აღვნიშნეთ, საპასუხო შეხვედრაში "აიაქსმა" უმძიმეს ბრძოლაში (ტაიმების ბოლო წუთებზე გატანილი გოლებით) შეძლო ბერძნული გუნდის დამარცხება.

ეს საპასუხო მატჩი 3 აგვისტოს გაიმართა და იმის შემდეგ პაოკ-ი თავის საწვრთნელ ბაზაზე ემზადებოდა. თბილისში ჩამოსვლამდე კი ერთი ამხანაგური მატჩიც გამართა, რომელშიც ბერძნული სუპერლიგის გუნდი "ატრომიტოსი" 1:0 დაამარცხა.

ამ სპარინგში პაოკ-ის მთავარმა მწვრთნელმა რამდენიმე წამყვანი ფეხბურთელი დაასვენა, თუმცა პრობლემებს მაინც ვერ ასცდა: მცირე ტრავმა მიიღო წამყვანმა ნახევარმცველმა გოიკო ციმიროტმა, ისევე, როგორც იანის მისტაკიდისმა და ეფტიმის კულურისმა (ორივე მათგანი "აიაქსთან" შეცვლაზე შევიდა).

თუმცა, "ატრომიტოსთან" საკონტროლო მატჩში სხვა გამორჩეული ფაქტიც მოხდა - მეორე ტაიმში შეცვლაზე შესულმა ათანასიადისმა თითქმის მოედნის ცენტრიდან გაიტანა სუპერგოლი!

აი, ასეთი სერიოზული მეტოქე ჰყავს თბილისის "დინამოს", თუმცა, დღევანდელ პაოკ-ს ვერც გრანდს ვუწოდებთ და ვერც - დაუმარცხებელს! ასე რომ, გავავსოთ "დინამო-არენა" და...

პაოკ-ი

მეკარეები

23. ჟელკო ბრკიჩი (სერ) 09.07.86

71. პანაიტოს გლიკოსი 10.10.86

99. მარიოს სიამპანისი 28.09.99

მცველები

3. ლეო მატოსი (ბრა) 02.04.86

4. მარინ ლეოვაცი (ხორ) 07.08.88

13. სტელიოს მალეზასი 11.03.85

15. ხოსე-ანხელ კრესპო (ესპ) 09.02.87

18. დიმიტრის იანულისი 17.10.95

31. გიორგიოს ცაველასი 26.11.87

43. ფერნანდუ ვარელა (კაპ) 26.11.87

70. სტელიოს კუციუ 28.09.93

ნახევარმცველები

6. ალეკსანდროს ციოლისი 13.02.85

8. ხარილიოს ხარილისი 12.01.95

16. გოიკო ციმიროტი (ბოს) 19.12.92

21. დიეგო ბისესვარი (ჰოლ) 08.03.88

24. გარი როდრიგესი (კაპ) 07.12.94

27. იანის მისტაკიდისი 07.12.94

28 ევგენი შახოვი (უკრ) 30.11.90

34. ნიკოს კოროვესისი 10.08.91

77. დიმიტრიოს პელკასი 26.10.93

87. ხოსე კანიასი (ესპ) 27.05.87

თავდამსხმელები

9. ჟაირო და სილვა (ბრა) 06.05.92

10. ჯალმა კამპუში (ანგ) 30.06.87

14. ფაკუნდო პერეირა (არგ) 03.09.87

20. ეფტიმის კულურისი 06.03.96

33. სტეფანოს ათანასიადისი 24.12.88

მწვრთნელი:

ვლადიმირ ივიჩი (სერბეთი), 07.05.77

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

• gri

ასეა ნაკრებსი ასაკობრივ გუნდსი დინამოდან არიან მხოლოდ და უმეტესობა აზრზე არარიან,,ზოგი მწვრტნელის სვილია ზოგს ფიფია უწევს რეკომენდაციას

• gg

დინამოს ისტორიაში უსუსტესი გუნდია დღევანდელი დინამო

• ქუთაისელი

მიდით ბიჭებო! დაანთეთ ცეცხლი! დღეს ჩვენი დღეა. ცოტა ყურადღებით დაცვაში. არგენტინელებივით იეშმაკეთ და ლიგაში გახვალთ. მოიხატეთ სახეები და გამოავლინეთ ხასიათი! ბერძნებმა როგორ უნდა დაგაჩმორონ.

• ქუთაისელი

მიდით ბიჭებო! დაანთეთ ცეცხლი! დღეს ჩვენი დღეა. ცოტა ყურადღებით დაცვაში. არგენტინელებივით იეშმაკეთ და ლიგაში გახვალთ. მოიხატეთ სახეები და გამოავლინეთ ხასიათი! ბერძნებმა როგორ უნდა დაგაჩმორონ.

• Z.LO

ვისაც არ გვჯერა, ნუ გაგვატარებთ

• vergavige

maradona, შენ დაუარე ხანოს როცა მოგეფხანოს

• ჯონი

მხარში დაუდგეთ ჩვენს საყვარელ გუნდს-ევროპაში ყველა ბოლომდე უჭერს მხარს სიმღერით თუნდ გუნდი 0-4 აგებდეს.მე პირადად მომწონს დინამოს თამაში.თანაშობს ტემპში, პრესინგით და რაც მთავარია შემტევი სტილით.2 ტაიმში იღლებიან მაგრამ არა უშავსესეც გამოსწორდება.ფიფია სწორად იქცევა აზერბაიჯანელებივით ლეგიონერებზე რომ არ აკეთებს აქცენტს.

• maradona

კი...მართალია...უიღბლობა გვჩირს ნამდვილად...ის რიკოშეტი რომ არა,ჩემპიონთა თასი ფაქტიურად ხელში გვეჩირა...

• vergavige

როცა სალანძღავია, მე პიველი ვლანძღავ დინამოს. ბოლო თამაშში ზაგრებთან, იმ უაზრო რიკოშეტმა გააფუჭა ყველაფერი, მერე ამას სეტყვა და უბედურება დაემატა. არ ვამართლებ-ვამბობ. იმიტომ ვამბობ რომ ნერვები მეშლება. იქნებ ამ რეფორმამ მაინც შემოატრიალოს ქართული ფეხბურთი. ამ დროს გვჭირდება გამართლება. და გამართლების მაგივრად, პირიქით დაწყევლილები ვართ. არა მარტო დინამოს ბოლო თამაშზე ვამბობ, გინდაც პირველი ზაგრებში, გინდაც გორის უაზროდ წაგება, გინდაც საჩხერეს უაზრო გამოვარდნა. მოკლედ იღბალმა შეგვაგქია ზურგი ყველაფერ სიკეთესთან ერთად. იმედია რეფორმა მაინც გაგრძელდება, ბოლო ბოლ 5 წლიანიაო. ჰოდა ვიაროთ ბოლომდე. აბა სხვა არ ჩანს.

• temo

ფიფია ხომ არ იტამასებს

• giorgi

მაპატიეთ, მაგრამ იურაიბეკის ხელში არ გამოვა არაფერი. ვთქვი, სანამ ეგ იქნება მწვრთნელი სტადიონზე აღარ მივალ მეთქი, მაგრამ გული არ შვება. ისე რომ ვთქვათ, უნამუსობაა ის რაც სტადიონზე ვიხილეთ წინა მატჩში, არანაირი მონდომება... შე დალოცვილო ხალხი შენი თამაშის სანახავადაა მოსული და შენ დასეირნობ არაფრის გამკეთებელი, სადაა სინდისი... ან ეს იდიოტი მეკარე რატო შეარჩიეს, ეს დინამოა თუ კათარზისი????? დამიჯერეთ ისევ იმედგაცრუებულები დავრჩებით, მაგრამ გულს რა ვუყო? ალბათ წავალ. და ასეთ გულებს დალეწილს რომ გაუშვებ სახლში ამ ფეხბურთელებს რაღა უნდა მოჰკითხო!!!!!!!!!

• დილა გორი

როგორ ველოდები ამ დღეს და რიცხვს.ზუსტად 18 აგვისტოს ქონდა დილას თამაში რაპიდთან და თხოვნით მოგმართედ თამაშის გადადებაზე მარა თქვენ ტოტენჰემი გყავდათ და განწირულები იყავით და უარი გვითხარით.ის თამაში გორში ფრე 1-1 მორჩა და იქაც უნამუსოთ დაგვწვით,ასე რომ დღეს ცოდვები მოგეწევათ გორელების არდამიბლოკოთ კომენტარი.

• Mishka

15 წელია დავდივარ დინამოზე ყოველ ზაფხულს ერთი და იგივე ,იმედგაცრუება. ზაგრებთან რაც მოვიდა ხალხი იმაზე ბევრად ნაკლები მოვა დღეს , ხალხს იმედი არ აქ, მოგების კი არა ჯიგრიანი თამაშის იმედი არ აქ

• ალეკსანდრე

კარგი რა, რომელი ჯგუფური ეტაპის მოლოდინი?

• maradona

ამატმა ჯერ ცვერის გაპარსვა ვერ ისცავლეს და ტამაშს როდის ისცავლიან

• MERO

საერთოდ გოლის გატანას თუ შესძლებს დინამო?

• nugzari

ამდენი მოთამაშეები PAOK ს არ ჩამოუყვანია და თუ შემადგენლობას წერთ,დაწერეთ ის ვინც თბილისშია.

• ჭაჭი

1000000 მეტი ფეხბურთელია რეგიტრირებული ბრაზილიაში ღორებს თუ ენდობა ერთხელ პატარქალიშვილსაც მოუსმინოს

• Kote

კარგით რა, რატომ ადარებთ ლეგიონერებს ერთმანეთს. აქაური ფეხბურთელების 90% დიდი სიამოვნებით გაიქცევა პირველივე შესაძლებლობისას საბერძნეთის პაოკზე ბევრად სუსტ გუნდებშიც კი. ამის ფონზე რატომ გგონიათ, რომ სხვაზე უკეთესი ლეგიონერები ჩამოვლენ?

• დინამო

ამდენი ნაგავი ლეგიონერების ჩამოყვანას, 1 ჩამოიყვანო და ჩისკოს დონის მაინც არ შეიძლება?!

• დინამო

ee - მეიმედიც აღარ მაქვს და არ მივდივარ სტადიონზე, მარტო 40 -50 წუთს თამაშობენ და არამგონია ეგეთი გუნდი გავიდეს ჯგუფურ ეტაპზე. დავიჯერო ამდენს ვერ ხვდება ფიფია?!

• levani kaxeti

ფიფია მართლაც კარგი ბეზნესმენი ჩანს. რაც მან გააკეთა დინამოში" მისასალმებელია, მაგრამ ამ კაცმა არ იცის ფეხბურთი და რა ქნას; უსინდისო გარემოცვაც სარგებლობს ამით და თქვლეფავს მუქთა სალაფავს. იმედია ფიფია ბოლოს და ბოლოს მიხვდება და ან თვითონ წავა ან ამ ღორებს გარეკავს. ადმინ არ დაბლოკო.

• ლუკა

მჯერა დინამოს ფეხბურთელების, მჯერა დვალიშვილის და ჯუღაურის შესაძლებლობების. გამარჯვებას ვუსურვებ დინამოს. ნამდვილი გულშემატკივარი ყოველთვის გვერდში უდგას საკუთარ გუნდს სტადიონზე და მის მიღმა მხარდაჭერის გამოხატვით. იარაბეკი ნორმალური მწვრთნელია, ის არ უნდა გახდეს განტევების ვაცი, მასზე ჯოხის გადატეხვა ნამდვილი პრობლემებისთვის თვალის არიდება იქნება. დღეს დინამოს უნდა მხარდაჭერა. როცა დრო მოვა კი საჭირო იქნება გუნდის მფლობელმა და მმართველობამ სწორი დასკვნები გამოიტანონ და გააძლიერონ გუნდი ევროპული სარბიელის დონეზე, თადარიგი 1 წლით ადრე დაიჭირონ და არა ერთი თვით ადრე, როგორც ბოლო რამდენიმე წელია აკეთებენ. თუ, რა თქმა უნდა, გუნდის ევროსარბიელზე გასვლა გულით სურთ და არა განცხადების დონეზე.

• levani kaxeti

ფიფია მართლაც კარგი ბეზნესმენი ჩანს. რაც მან გააკეთა დინამოში" მისასალმებელია, მაგრამ ამ კაცმა არ იცის ფეხბურთი და რა ქნას; უსინდისო გარემოცვაც სარგებლობს ამით და თქვლეფავს მუქთა სალაფავს. იმედია ფიფია ბოლოს და ბოლოს მიხვდება და ან თვითონ წავა ან ამ ღორებს გარეკავს. ადმინ არ დაბლოკო.

• chipo

Gedis simgera iuraistvis dges

• status quo

აქ ფრე და წაგება კატასტროფის ტოლი იქნება...თუ ასე მოხდა, გასაძევებელი იქნება ფიფიაც და იარაბეკიც.

• giorgi

მრავლისმეტყველი ფოტოა.ალბათ დვალიშვილი ფიქრობს შენ ვის უხსნი ტაქტიკას,ფეხბურთის აზრზე არ ხარ შენ ს...ო :D :D

• gio

მე მოვდივარ არჩევნებზე კი არა და სტადიონზე! შენ??? :)))

• giga

კიდე რა ნამუსით ითხოვთ ქომაგის მისვლას, საგინებლები არ ხართ მაგის გამო?

• ee

იმედი გვაქვს!!!! შანსი არა ..

• გუჯა კახაძე

ერთ დროს მოწინავე საფეხბურთო ქვეყნების რიგებში მყოფი საქართველო დღეს მხოლოდ მაჩანჩალას როლით კმაყოფილდება და არაფრის შეცვლას არ აპირებენ.

• zura

0-3

ძალიან ყინჩად კი იყვნენ - "იბერია 1999"-ის მძლეველი "მალმიო" "კოპენჰაგენმა" გააბითურა

"ბარსელონას" 8 წლიან კონტრაქტზე უარი ვუთხარი და ყველაფერი დავკარგე" - მესის ბავშვობის თანაგუნდელის ინტერვიუ

რიო ფერდინანდმა თავისი ყველა დროის საუკეთესო თერთმეტეული დაასახელა

17-წლამდე ვაჟთა ნაკრები საწვრთნელ შეკრებას იწყებს

სიგუა შვეიცარიაში გუნდს გამოიცვლის

15-წლამდე გოგონათა ნაკრები განვითარების თასისთვის ემზადება

"ტოპ გუნდის წინააღმდეგ ჩვენგან ასეთი დომინაცია დიდი ხანია არ მინახავს" - ფერდინანდი "არსენალთან" მარცხის შემდეგ

ლიდერის შთამბეჭდავი მოგება; "გაგრას" გამარჯვება ბათუმში; ათკაციანი "თელავის" ფრე ქუთაისში

[VIDEO] კვერნაძე შევიდა, გაიტანა და "ფროზინონე" 1/16-ფინალში გაიყვანა

"ნანტთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია

"მეცი" სახლში "სტრასბურგთან" დამარცხდა - წიტაიშვილმა შეუცვლელად ითამაშა

"ვალენსია" ჩაკვეტაძის ტრანსფერზე "უოტფორდს" დაუკავშირდა

"სტრასბურგთან" მატჩში წიტაიშვილი სასტარტოშია, აბუაშვილი - სათადარიგოა

საქართველოს ნაკრები ევრობასკეტისთვის მზადებას ჩეხეთთან 2 მატჩით დაასრულებს

"ლევერკუზენმა" შესაძლოა, "იუნაიტედის" ყოფილი მცველი დაიმატოს

"თუ ფეხბურთელს წასვლა უნდა, უნდა წავიდეს" - პეპ გვარდიოლამ ედერსონ მორაეშზე ისაუბრა

"მან მხოლოდ კრივი იცის, მე მომავალი ჩემპიონი ვარ" - არმან ცარუკიანი

"წელს ჩვენი მთავარი მიზანი ეს იქნება" - რა თქვა ლუის ენრიკემ "ნანტთან" მატჩამდე?

"რეალში" ფიქრობენ, რომ ახალი იამალი შეიძინეს, მაგრამ..." - ლევანდოვსკიმ "ბლანკოსზე" ისაუბრა

"იცით, პსჟ-ში თამაშის დროს ბონუსს რაში იღებდა?" - ბრიტანელმა მწვრთნელმა ნეიმარზე შოკისმომგვრელი დეტალი გაამხილა

ხამზატ ჩიმაევი UFC-ის საშუალო წონის ახალი ჩემპიონია

"დინამო თბილისი": სამი გოლი, სამი ქულა

ლუის ენრიკე რევოლუციურ ცვლილებებს აპირებს - იქნება კვარაცხელია სასტარტოში?

იურაი იარაბეკი: ჩვენი მიზანი 3 გოლის გატანა და დამატებითი დროა...

ბელგიიდან "დინამოში" - მან ბელგიასა და რუსეთს საქართველო ამჯობინა

ბათუმის "დინამომ" ჯიღაურისა და კუჩინსკის პრეზენტაცია მოაწყო

Geo Team: გია გეგუჩაძემ ბათუმის "დინამო" დატოვა

"კეთილი იყოს თქვენი მობრძანება" - პორტუგალიური კლუბი ლომინაძეს ქართულად მიესალმა

ვახტანგ ჭანტურიშვილი უკრაინულ "ოლეკსანდრიაში" ითამაშებს

წასვლიდან ორ კვირაზე ოდნავ მეტში ბრუნდება - თბილისის შემდეგ ჭიაბრიშვილი ბათუმის "დინამოს" მწვრთნელი ხდება

ჯიღაურის დუბლი აზიის ჩემპიონთა ლიგაზე - ორი ქართველის გუნდი პლეი-ოფში გავიდა, მესამეს კარგი შანსი აქვს [VIDEO]

საქართველოს ჩემპიონატი და ლეგიონერები: სარეკორდო სეზონი

[სავარაუდო ტრანსფერი] ვახტანგ ჭანტურიშვილი ტრნავის "სპარტაკში"?

[მკითხველთა ფორუმი] ნაკრების პრობლემა - ვინ დაგვიცავს მარჯვენა ფლანგზე?

თბილისის "დინამო" საკუთარ მოედანზე პაოკ-თან განადგურდა

ვლადან ივიჩი: ჯერ არაფერია გადაწყვეტილი, წინ მეორე მატჩია!

ალეკო ჩაკვეტაძე: პაოკ-ის გახსენება აღარ მინდა

დინამო (თბ)-პაოკ-ი 0:3 - განწირულნი [VIDEO]

ტაბატაძემ გაიტანა, ნეიმარი მსაჯმა დაინდო - გველესიანი რონალდოს დაუპირისპირდება [VIDEO]

ლაშა პარუნაშვილი: ამისთვის ათი წელი მაინც გვჭირდება...

პაოკ-ი-დინამო 2:0 - ცვლილებების იმედად დასრულებული ევროასპარეზი...

კორღალიძემ "იბერია" დატოვა - მისი შემცვლელი ცნობილია

გეგუჩაძე უნდა წავიდეს, ამას აღარ მოვითმენთ! - ბათუმის "დინამოს" გულშემატკივრები

[ექსკლუზივი] რომან ფიფია: ისეთი ლეგიონერები ჩამოვლენ, გაგიხარდებათ!..

კოხრეიძე საფრანგეთის ლიგა 2-ში? გიორგი ერთ-ერთ ლიდერს აინტერესებს

იარაბეკს ჭანტურიშვილი და პარუნაშვილი სლოვაკეთში მიჰყავს?

გიორგი ხარაიშვილი თბილისის "დინამოში" დაბრუნდა

Geo Team: ლომინაძე ორშაბათს პორტუგალიურ კლუბთან გააფორმებს კონტრაქტს

"მჯერა, ყველაფერს ჩვენ სასიკეთოდ დაასრულებთ" - კვარაცხელიას გზავნილი ბათუმის "დინამოს" ფეხბურთელებს "ტირანასთან" მატჩამდე [VIDEO]

"დილამ" კვლავ მოიგო, "დინამო თბილისი"-"სამგურალი" ფრედ დასრულდა

თბილისის "დინამომ" ორი ფეხბურთელი დაიმატა

მარუსიჩმა თბილისის "დინამო" დატოვა და უკვე ახალ გუნდშიც წარადგინეს

გია გეგუჩაძე: ყველას იმედი გვქონდა, რომ შემდეგ ეტაპზე გავიდოდით