დღეს, 19 აგვისტოს, სტარტს აიღებს პირველი ლიგის გათამაშება, რომელიც, უმაღლესი ლიგის მსგავსად, წინა სეზონებისგან განსხვავებული ფორმატით ჩატარდება
დღეს, 19 აგვისტოს, სტარტს აიღებს პირველი ლიგის გათამაშება, რომელიც, უმაღლესი ლიგის მსგავსად, წინა სეზონებისგან განსხვავებული ფორმატით ჩატარდება.

ანუ ამ შემთხვევაშიც გარდამავალი ჩემპიონატი გველოდება: ორ, "წითელ" და "თეთრ" ჯგუფში გადანაწილებული 18 გუნდი ორ წრედ იასპარეზებს. ამის შემდეგ კი ზოგი გუნდი პლეი ოფში ჩაერთვება, ზოგი - პირველ ლიგაში შეინარჩუნებს ადგილს, ზოგიც - ქვედა ლიგაში დაქვეითდება.

პირველი ლიგის განსხვავებულ ფორმატზე შემდგომში უფრო დაწვრილებით ვისაუბრებთ. ასევე, შემოგთავაზებთ პირველი ლიგის დანარჩენი ტურების კალენდარს, მონაწილე გუნდების განაცხადებსაც და იმაზეც ვისაუბრებთ, თუ რომელ გუნდებს მივიჩნევთ ფავორიტებად.

თუმცა აქ ფავორიტობა, ცოტა არ იყოს, უადგილოცაა: სეზონის დასრულების შემდეგ პირველიდან უმაღლეს ლიგაში ვერც ერთი გუნდი ვერ აღზევდება. ანუ ამ 18 გუნდის ერთადერთი მიზანი, მხოლოდ და მხოლოდ, პირველ ლიგაში ადგილის შენარჩუნება იქნება და წინდაწინ ვიტყვით, რომ მომავალი სეზონისთვის 18-დან მხოლოდ 6 დარჩება პირველ ლიგაში, რომელთაც უმაღლესი ლიგიდან დაქვეითებული 4 გუნდი დაემატება და ასე მივიღებთ ათგუნდიან პირველ ლიგას.

საქართელოს ჩემპიონატი. პირველი ლიგა. I ტური

19 აგვისტო

წითელი ჯგუფი

ბორჯომი-ოდიში 1919 17:30

გაგრა-საპოვნელა 17:30

სქური-სულორი 17:30

ჭიათურა-გარდაბანი 17:30

ვიტ ჯორჯია ისვენებს

თეთრი ჯგუფი

მერანი-მეშახტე 17:30

რუსთავი-სამგურალი 17:30

ჩხერიმელა-კოლხეთი (ხ) 17:30

მარკ სტარსი-იმერეთი 17:30

ლიახვი ისვენებს

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გოჩა
ღიპი ცვეტშია!
ზაზა
ოდიკაძეს ღიპს შეხედეთ :))))
VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 1-2 იბერია 1999. "გაგრას" ბოლომდე ბრძოლამ არ უშველა, "იბერიას" შეცვლამ გაუმართლა...
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 3-0 მეშახტე. როგორც ძველი არაბიძე...
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 4-1 სპაერი. ნანატრი შოუ ბათუმში
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა