ჩოგბურთელებს ეს კვირაც არანაკლებ დატვირთული ექნებათ - მამაკაცებს სამ, ქალებს კი ორ ტურნირში მოუწევთ ურთიერთობის გარკვევა
ჩოგბურთელებს ეს კვირაც არანაკლებ დატვირთული ექნებათ - მამაკაცებს სამ, ქალებს კი ორ ტურნირში მოუწევთ ურთიერთობის გარკვევა. ტრადიციულად გთავაზობთ ამ კვირის ტურნირების წარდგენას.

დუბაი (საემიროები). ჰარდი

საპრიზო ფონდი: 1 619 500 დოლარი

მონაწილეთა შემადგენლობა: როჯერ ფედერერი, ნოვაკ ჯოკოვიჩი, ტომაშ ბერდიხი, ივან ლუბიჩიჩი, მარკოს ბაღდატისი...

რა თქმა უნდა, მთავარი ტურნირი დუბაიში იმართება, სადაც რეიტინგის პირველი სამეულის ორი წევრი ითამაშებს - როჯერ ფედერერი და ნოვაკ ჯოკოვიჩი. ბუნებრივია, ყველა მათი ფინალის მოლოდინში იქნება. სხვათა შორის, სერბი ამ ტურნირის ბოლო ორი წლის ჩემპიონია, ფედერერს კი დუბაიში ოთხჯერ გაუმარჯვია.

ორივე ფავორიტისთვის ეს იქნება პირველი გამოსვლა ავსტრალიის ღია პირველობის შემდეგ, სადაც სერბის ტრიუმფი ვიხილეთ. რთულია წარმოსადგენია, ამ დუეტს ვინმემ კონკურენცია გაუწიოს.

აკაპულკო (მექსიკა). გრუნტი

საპრიზო ფონდი: 995 000 დოლარი

მონაწილეთა შემადგენლობა: დავიდ ფერერი, ფერნანდო ვერდასკო, ნიკოლას ალმაგრო, სტანისლას ვავრინკა, დავიდ ნალბანდიანი, ალბერტ მონტანიესი, ალექსანდრ დოლგოპოლოვი...

ეს არის ლათინური ამერიკის სათიხნარო სერიის რიგით მეოთხე და ბოლო ტურნირი. ტიტულის დაცვას შეეცდება დავიდ ფერერი, თუმცა მას ღირსეული კონკურენტები ეყოლება. მათ შორის მთავარია ნიკოლას ალმაგრო, რომელმაც ბოლო ორ კვირაში ორი ტურნირი მოიგო. რა თქმა უნდა, სახიფათო იქნება ფერნანდო ვერდასკო, თუმცა ჯერჯერობით არასტაბილურია. ასევე ყურადღებას იქცევს სეზონის აღმოჩენა მილოშ რაონიჩი - ალმაგროს მსგავსად, ისიც ზედიზედ ორჯერ მოხვდა AთP-ის ტურნირების ფინალში და გუშინ მისი შეჩერება მხოლოდ ამერიკელმა ენდი როდიკმა მოახერხა.

დელრეი ბიჩი (აშშ). ჰარდი

საპრიზო ფონდი: 442 5000 დოლარი

მონაწილეთა შემადგენლობა: ენდი როდიკი, მარდი ფიში, სემ კუერი, ჯონ ისნერი, კევინ ანდერსონი, იანკო ტიპსარევიჩი...

დელრეი ბიჩის ტურნირი ფაქტობრივად აშშ-ის ჩემპიონატი გამოდის, რადგან იქ ამ ქვეყნის ყველა უძლიერესი ჩოგბურთელი აპირებს გამოსვლას.

ფავორიტი ენდი როდიკია, რომელიც ნელნელა იბრუნებს ჩვეულ ფორმას, რასაც წინა კვირას მემფისის ტურნირის მოგებაც ადასტურებს. შარშან დელრეი ბიჩში ერნესტ გულბისმა გაიმარჯვა და ლატვიელი იქ სარეიტინგო ქულების დასაცავად არის ჩასული. ასევე შეიძლება პრობლემები შეუქმნას ადგილობრივ ჩოგბურთელებს არგეტინელმა ხუან მარტინ დელ პოტრომ, რომლის პროგრესიც უკვე თვალშისაცემია.

დოჰა (კატარი). ჰარდი

საპრიზო ფონდი: 721 000 დოლარი

მონაწილეთა შემადგენლობა: კაროლინ ვოზნიაცკი, ვერა ზვონარევა, ფრანჩესკა სკიავონე, ნა ლი, ელენა იანკოვიჩი, ვიქტორია აზარენკა, აგნიეშკა რადვანსკა, შაარ პეერი...

აქ თითქმის იგივე შემადგენლობა იკრიბება, რაც წინა კვირას დუბაიში იყო. სატურნირო ბადეში რეიტინგის საუკეთესო ათეულიდან შვიდ წარმომადგენელს ვხედავთ, მათ შორის მსოფლიო პირველ ჩოგან კაროლინ ვოზნიაცკის, რომელმაც ეს სტატუსი დუბაის ტურნირზე ნაჩვენები ბრწყინვალე თამაშის წყალობით დაიბრუნა. შესაბამისად, სწორედ დანიელი უნდა მივიჩნიოთ მთავარ ფავორიტად.

მაგრამ კაროლინმა, შესაძლოა, ფიზიკურად ვერ გაძლოს, ამიტომაც ფავორიტთა რიგებს მიაკუთვნებენ რუს ვერა ზვონარევას, ჩინელ ნა ლისა და სხვებს.

აკაპულკო (მექსიკა). გრუნტი

საპრიზო ფონდი: 220 000 დოლარი

მონაწილეთა შემადგენლობა: იულია გორჯესი, პოლონია ჰერცოგი, გრეტა არნი, ხისელა დულკო, სიმონა ჰალეპი, არანჩა პარა სანტონხა...

შარშან ამ ტურნირზე ვენუს უილიამსმა გაიმარჯვა, მაგრამ მას ტრავმის გამო არ ექნება სარეიტინგო ქულების დაცვის საშუალება. ამიტომაც ამერიკელის არყოფნაში რთულია მონაწილეთა ამ თანაბარ ჯგუფში რომელიმე ჩოგბურთელის გამოყოფა.

ამიტომაც ნომინალურ ფავორიტად უნდა მივიჩნიოთ პირველ ნომრად განთესილი იულია გორჯესი, მაგრამ ამ ჩოგბურთელმა წელს ვერაფრით მიაღწია სტაბილურ თამაშს. სხვა განთესილ მოთამაშეებზეც იგივეს თქმა შეიძლება. მაგალითად, გრეტა არნმა წლის დასაწყისში ოკლენდის ტურნირი მოიგო, სამაგიეროდ, ავსტრალიის ღია პირველობის პირველ წრეში დამარცხდა.

ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
ბასილაშვილის მორიგი შესანიშნავი მატჩი - ნიკა მაიამის მასტერსის ძირითად ბადეშია
მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა