ჟოზე მოურინიო: "ლიონი" ჯადოა, რომელიც უნდა მოვიშოროთ!

ექვსი წელია, მადრიდის "რეალი" ჩემპიონთა ლიგას მერვედფინალში ეთიშება. ზედიზედ ექვსჯერ მერვედფინალურ ეტაპს რომ ვერ გაცდა, ეს "სამეფო გუნდისთვის", რბილად რომ ვთქვათ, დიდი სირცხვილია. მადრიდელთათვის სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს: "რეალი" ისევ "ლიონს" გადაეყარა...

როცა "რეალი" უკანასკნელად გავიდა ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში, რაც 2004 წელს მოხდა, ჟოზე მოურინიო ჯერ არ იყო თჰე შპეციალ Oნე, კრიშტიანო რონალდო "მანჩესტერ იუნაიტედში" თავის სადებიუტო სეზონს ატარებდა, ხოლო მესუთ იოზილი კი სულაც 15 წლის ბავშვი გახლდათ და ესსენის "როტ-ვაისში" ბურთაობდა. მას მერე ზუსტად შვიდი წელი გავიდა და დღეს, "ლიონთან" პირველი მერვედფინალური მატჩის წინ, მთელ მადრიდს პირველ რიგში ზემოთ ხსენებული სამეულის იმედი აქვს.

"ლევანტესთან" მატჩში, რომელიც "რეალმა" 2:0 მოიგო, მოურინიომ იოზილი 75-ე წუთზე შეუშვა მოედანზე, ჩაბი ალონსოს კი საერთოდ არ უთამაშია. მატჩის შემდეგ ჟოზემ განმარტა, იოზილი და განსაკუთრებით ჩაბი ალონსო სპეციალურად დავასვენე, რათა "ლიონთან" თამაშს ორივე სრულ მზადყოფნაში შეხვდესო.

გაზეთ "მარკას" მიმომხილველთათვის იოზილის მხოლოდ 15-წუთიანი თამაში და ჩაბის სკამზე დასმა იმის ნიშანია, რომ მოურინიოს "ლიონთან" ყველაზე მეტად სწორედ ამ ორი ფეხბურთელის მაქსიმალური მზადყოფნა სჭირდება. ჩვენი ესპანელი კოლეგები განსაკუთრებით გერმანელ ფლეიმეიქერს აქებენ: "ნახევარდაცვის შეფი უდავოდ მესუთ იოზილია. კაკა მასთან ახლოსაც ვერ მიდის," - წერდა "მარკა" "რეალისა" და "ლევანტეს" მატჩის მიმოხილვაში.

ცხრა წელია, მოურინიოს ჩემპიონთა ლიგაში თავისი გუნდებით საკუთარ მოედანზე არ წაუგია - ჟოზეს უკანასკნელი საშინაო მარცხი 2002 წლის 23 თებერვლით თარიღდება და მაშინ ის "პორტუს" მთავარი მწვრთნელი იყო. მას მერე ჟოზეს გუნდებმა ("პორტუმ", "ჩელსიმ" და "ინტერმა") ჩემპიონთა ლიგაში 148 საშინაო მატჩი ჩაატარეს...

თუმცა "რეალი" დღეს გასვლით თამაშს ატარებს და ზემოთ თქმულზე უფრო საინტერესო მადრიდული გრანდის "ლიონთან" დაპირისპირებების სტატისტიკაა, რომელიც "სამეფო გუნდისთვის" ერთობ არასახარბიელოა. "რეალს" საფრანგეთის შვიდგზის ჩემპიონთან ექვსთამაშიანი მოუგებელი სერია აქვს. უშუალოდ ლიონში კი მადრიდელებს დიდი ხანია, ფრისთვისაც კი არ მიუღწევიათ. ბოლო სამ გასვლით შეხვედრაში "სამეფო გუნდი" ლიონში სამჯერ დამარცხდა და ერთი გოლიც კი არ გაუტანია. ჩემპიონთა ლიგის შარშანდელი სეზონის მერვედფინალში მადრიდელებმა "სტად ჟერლანზე" 0:1 წააგეს, "სანტიაგო ბერნაბეუზე" გამართული საპასუხო შეხვედრა კი 1:1 დამთავრდა.

"რომ გითხრათ, "ლიონთან" სტატისტიკაზე ფიქრი და ნერვიულობა ღამე არ მაძინებს-მეთქი, ნამდვილად მოგატყუებთ. როცა გაირკვა, რომ მერვედფინალში "ლიონთან" გვექნებოდა საქმე, მე და ჩემი შტაბის წევრებმა იმ დღიდან დავიწყეთ ფრანგულ კლუბზე მასალების შეგროვება და ახლა შემიძლია თამამად ვთქვა, რომ "ლიონი" თავიდან ბოლომდე შესწავლილი მყავს," - განაცხადა მოურინიომ გუშინდელ პრესკონფერენციაზე.

ჟოზეს სურს, გახდეს პირველი მწვრთნელი, რომელსაც ჩემპიონთა ლიგა სამ სხვადასხვა კლუბთან ერთად ექნება მოგებული. "ამისათვის საჭიროა, რომ ორი ჯადო მოვიხსნათ: "ლიონი" და მერვედფინალი," - ამბობს ჟოზე.

"ლიონის" ფეხბურთელები კი სხვაგვარად ფიქრობენ. "მართალია, მოურინიოს ხელში "რეალის" ფეხბურთელები მენტალურად ძალიან ძლიერები არიან, ვიდრე შარშან, მაგრამ იმედი მაქვს, რომ ისტორია კვლავ განმეორდება," - ეს ფრანგული გრანდის არგენტინელი თავდამსხმელის, სესარ დელგადოს სიტყვებია. აქვე გეტყვით, რომ დღეს მისი თანამემამულე და მეწყვილე ლისანდრო ლოპესი ვერ ითამაშებს.

ისევე, როგორც შარშან, დღესაც ყურადღების ცენტრში იქნება "რეალის" ფრანგი ფორვარდი ქარიმ ბენზემა, რომელიც მადრიდულ გრანდში 2009 წელს სწორედ "ლიონიდან" გადაბარგდა. მაშინ "სამეფო გუნდმა" ბენზემას სანაცვლოდ 35 მილიონი ევრო გადაიხადა. "მიუხედავად იმისა, რომ "ლიონთან" მხოლოდ კარგი მოგონებები მაკავშირებს, იმედი მაქვს, რომ ჩემს ყოფილ გუნდს აუცილებლად დავამარცხებთ და არა მარტო მეოთხედფინალში გავალთ, არამედ ჩემპიონთა ლიგასაც მოვიგებთ," - აცხადებს ბენზემა.

სავარაუდო შემადგენლობები

ლიონი (4-2-3-1): ლორისი - რევეილერი, კრისი, ლოვრენი, სისოხო - კალსტრიომი, ტულალანი - ბაშტოში, გურკუფი, ბრიანი - სესარ დელგადო.

რეალი (4-2-3-1): კასილიასი - არბელოა, რ. კარვალიო, პეპე, სერხიო რამოსი - ჩაბი ალონსო, ხედირა - კ. რონალდო, იოზილი, დი მარია - ბენზემა.

არბიტრი: ვოლფგანგ შტარკი (გერმანია)

Uefa-მ "ბენფიკა" დააჯარიმა - "რეალთან" სკანდალური მატჩის ვერდიქტი მიღებულია
ლანგი: თითი მომაკერეს - PlayStation-ის თამაში და ტუალეტში მიჭირს
[PHOTO] ლამის დაასახიჩრეს. სლოტის თქმით, წამოსაწოლად ჩადიან - ოსიმენს და ლანგს ოპერაცია გაუკეთეს
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
მხოლოდ მთავარი მწვრთნელობა სურს - ნესტამ დე ძერბის ასისტენტობა არ ისურვა
[VIDEO] არის თუ არა ესთერ ექსპოზიტო მისი შეყვარებული - მბაპეს საინტერესო რეაქცია ამ კითხვის დასმისას
ტრანსფერთან ახლოს უფრო მეტი სათამაშო დროით - რამუში სავარაუდოდ, პსჟ-ის დატოვებს
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე