ოლიმპიადის საინტერესო ფაქტები
რიოში მსოფლიოს ყველაზე ახალგაზრდა რეკორდსმენი გახდა 19 წლის ამერიკელი მოცურავე კეტი ლედეკი. მან ორ დისტანციაზე აჩვენა ყველა დროის საუკეთესო შედეგი - თავისუფალი სტილით 400 და 800 მეტრზე. სულ ლედეკიმ რიოში ოთხი ოქრო მოიპოვა.

ყველაზე ასაკოვანი რეკორდსმენი გახდა სერ ბრედლი უიგინსი, რომელმაც თავის თანაგუნდელებთან ერთად დაამყარა რეკორდი გუნდურ გამოდევნებაში. ბრიტანელი ტრიუმფის მომენტში 36 წლის იყო.

ყველაზე ძველი რეკორდი დაამხო სამხრეთაფრიკელმა უეიდ ვან ნიკერკმა. მან მოიგო 400 მეტრზე რბენა. ამ დისციპლინაში 17 წელი გაძლო ლეგენდარული ამერიკელის მაიკლ ჯონსონის რეკორდმა.

მაიკლ ფელპსმა ინდივიდუალურ სახეობებში მე-13 ოქრო მოიპოვა და ამით გააუმჯობესა ლეონიდეს როდოსელის მიღწევა, რომელიც ორი ათას წელიწადზე მეტი ითვლებოდა ყველაზე ტიტულოვან ოლიმპიელად - მას თამაშებზე 12 გამარჯვება ჰქონდა.

რიოს ყველაზე ასაკოვანი ჩემპიონი გახდა ნიკ სკელტონი. მან ცხენოსნობაში ინდივიდუალური კონკური 58 წლის ასაკში მოიგო. 2000 წელს, ბრიტანელმა დაასრულა კარიერა ხერხემლის ორი მალის მოტეხილობის გამო, მაგრამ ტრიუმფალურად დაბრუნდა.

XXI საუკუნეში დაბადებული პირველი ოლიმპიური ჩემპიონი გახდა ჩინელი რენ ციანი. მან მოიგო წყალში ხტომა 10-მეტრიანი კოშკურიდან. გოგონამ 15 წლისა და 180 დღის ასაკში მოიპოვა ოქროს მედალი. შესაბამისად, ის არის რიოს თამაშების ყველაზე ახალგაზრდა ჩემპიონი.

აშშ - პირველი ქვეყანაა, რომელმაც ოლიმპიადების ისტორიაში 1000 ოქრო მოიპოვა. ეს მოხდა ცურვაში 4x100 მეტრზე კომბინირებული ესტაფეტის შემდეგ. ასე რომ, კეტლინ ბეიკერი, ლილი კინგი, დანა ვოლმერი და სიმონე მანუელი სამუდამოდ შევიდნენ ისტორიაში. თუ სხვა ქვეყნის სპორტსმენები ასეთ ტემპში გააგრძელებენ ოქროების აღებას, ჩინეთი თავის მეათასე ოქროს 2100 წელს მოიგებს, გერმანია - 2204 წელს.

ხუთმა ქვეყანამ პირველად მოიგო ოქრო მედალი. სინგაპურელმა ჯოზეფ შულინგმა ფელპსს გაუსწრო 100 მეტრზე ბატერფლაიში და პოდიუმის უმაღლეს საფეხურზე ავიდა. მაილინდა კელმენდიმ კოსოვოს მოუტანა პირველი ოქრო, პუერტორიკოელმა მონიკა პუიგმა მოიგო საჩოგბურთო ტურნირი, ფიჯის კაცების ნაკრებმა ყველას აჯობა შვიდკაცა რაგბიში, ხოლო ტაილანდელმა ჰოან სიუან ვინმა გაიმარჯვა 10 მეტრიდან პნევმატური პისტოლეტით სროლაში.

რიოს ყველაზე დაბალი ჩემპიონი გახდა ამერიკელი ტანმოვარჯიშე სიმონე ბაილსი - 142 სანტიმეტრი. თუმცა მან ვერ გააუმჯობესა რუმინელი ტატიანა გუცუს რეკორდი. ტანვარჯიშში 1992 წლის ოლიმპიური ჩემპიონი 137 სანტიმეტრი სიმაღლის იყო.

2016 წლის თამაშების ყველაზე მაღალი ჩემპიონები არიან აშშ-ის საკალათბურთო ნაკრების წევრები - დემარკუს კაზინსი და დეანდრე ჯორდანი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

franio
ტატიანა გუცუ უკრაინაშია დაბადებული და 1992 წელს გაერთიანებულ გუნდს წარმოადგენდა. რუმინეთის სახელით არასოდეს უასპარეზია.
დასრულდა რეგიონული ეტაპები, წინ საქართველოს ჩემპიონატია!
ქართველი ველოსპორტსმენების წარმატება საერთაშორისო ასპარეზზე- 2 ოქროს, 1 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი
[VIDEO] „საქართველოს ეროვნული ლატარია“ აგრძელებს სპორტის მხარდაჭერას და აქტიურად მონაწილეობს სოციალური ინიციატივების ხელშეწყობაში
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
ლაშა ტალახაძე: ამდენი წელი რკინასთან ჭიდილი ღირდა ამდენი ხალხის გასახარებლად
ხატები, ჩურჩხელები და "ჯადოსნური" სიტყვები - ქართველი სპორტსმენები და ფსიქოლოგია
დღეს სეოკ-ი არჩევანს აკეთებს - ლერი ხაბელოვი თუ ირაკლი მეძმარიაშვილი?
სარეკორდო ოლიმპიადა - საქართველოსთვის წარმატებული, მაგრამ...
ლადო ხინჩეგაშვილი: მომავალ მსოფლიოზე მხოლოდ ოქროსთვის ვიბრძოლებ
ლაშა ტალახაძე: რიოს ოლიმპიადაზე იმდენი არ მინერვიულია...