იაპონელებმა ჯეი-ლიგის "სანფრეჩე ჰიროსიმაში" გადასულ 33 წლის ქართველს მხოლოდ ერთი სურვილი არ შეუსრულეს
დავით მუჯირმა იაპონიის ჯეი-ლიგის "სანფრეჩე ჰიროსიმასთან" ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმა და "ამომავალი მზის" ქვეყანაში პირველი ჩვენებური იქნება.

33 წლის ქართველი კონტრაქტითაც კმაყოფილია და ახალი გუნდითაც, მაგრამ იაპონელებმა ერთი სურვილი მაინც არ შეუსრულეს, რის გამოც სიურპრიზი არ გამოუვიდა. ამის შესახებ ჩვენი ინტერვიუდან შეიტყობთ.

- ჯეი-ლიგა ბოლო წლებში მნიშვნელოვნად გაძლიერდა. ასეთ დონეზე საქართველოდან მოხვედრა საკმაოდ ძნელია.

- ეს მიხაილო პეტროვიჩის დამსახურებაა, იაპონიაში გამიხსენა და წამიყვანა გუნდში, რომელიც, ვფიქრობ, მართლა მაგარი დონის პირველობაზე უნდა თამაშობდეს. ამას ჩემი გუნდიდან გამომდინარე ვამბობ, ფეხბურთელებიც მაღალი დონისანი არიან და მთლიანობაში საკონტროლო მატჩებში გუნდიც ძალიან მომეწონა.

- როგორც ვიცით, ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმე.

- დიახ, ერთწლიანი, რადგან ამ ეტაპზე ასე მერჩივნა მეც და კლუბსაც.

- ეტყობა, გუნდს იოლად შეეწყვე, რადგან "სანფრეჩე ჰიროსიმაში" უკვე მესამე გოლი გაიტანე.

- კარგი გუნდი დამხვდა, მწვრთნელი მენდობა და თავისუფლად ვთამაშობ. გუშინ 1:2 კი წავაგეთ კორეელებთან, მაგრამ ერთადერთი გოლი მე გავიტანე. სხვათა შორის, ზედიზედ მესამე შეხვედრაა გამაქვს.

- ეტყობა, ფორმა სწრაფად აღიდგინე.

- ჯერჯერობით, თავს კარგად ვგრძნობ, მაგრამ მთავარია, ჩემპიონატს როგორ ფორმაში შევხვდები. ჯერ საკმაოდ დიდი დატვირთვების პირობებში ვთამაშობთ. ეს მიხაილო პეტროვიჩს ახასიათებს, ასე იყო გრაცის "შტურმში" და არც იაპონიაში უღალატია მომზადების ჩვეული სტილისთვის. სხვათა შორის, ის შეკრებაზე შედეგს ყურადღებას არც აქცევს, მთავარია, გუნდი სეზონისთვის კარგად მოამზადოს და შეათამაშოს. ყოველდღე ორჯერ გვავარჯიშებს, ოთხ დღეში ერთხელ კი დილის 7 საათზე სირბილს ამატებს. მოკლედ, საკმაოდ მიძმე რეჟიმში ვვარჯიშობთ.

- უძლებ ასეთ დატვირთვებს?

- ჯერ პრობლემა არ მქონია და ჩვეულებრივ ვვარჯიშობ. შეკრების ყველაზე რთული ეტაპი უკვე დასრულებულია, ყოველ მესამე დღეს თამაშებია, ერთი კვირაც და ჰიროსიმაში დავბრუნდებით. სხვათა შორის, ახალწვეულთა პრეზენტაციაც მერე დაგეგმეს და 5 მარტს იაპონიის ჩემპიონატიც დაიწყება.

ისე, იაპონელებმა გამაოცეს, ძალიან შრომისმოყვარე ხალხია, ვარჯიშებზე ყველა გიჟივით დარბის და მაინც არ იღლებიან.

- ბინა და მანქანა უკვე მოგცეს?

- ჰიროსიმაში სულ 2 დღე ვიყავი, მაშინ კონტრაქტი გაფორმებული არ მქონდა და სამედიცინო შემოწმება გავიარე. დანარჩენი დრო სულ შეკრებაზე ვართ, ჯერ ოკინავაში, ახლა მიკაზაკიში, კონტრაქტს ხელი მოვაწერე და სამუშაო ვიზაზე შევიტანე განაცხადი. ჰიროსიმაში 26 თებერვალს დავბრუნდებით და ბინას მერე შევარჩევ.

რაც შეეხება მანქანას: "სანფრეჩე ჰიროსიმას" სპონსორი კომპანია "მაზდაა" და ყველა ფეხბურთელი ამ ფირმის მანქანით მოძრაობს. მეც ამ მანქანას მომცემენ.

- როგორც ვიცით, 10-ნომრიანი პრესტიჟული მაისურა გადმოქცეს, ამ ნომერს კი ყველა კლუბში გამორჩეულ მოთამაშეებს აძლევენ.

- ამ დროს, რომ იცოდეთ, მე 55-ნომრიანი მაისურა მინდოდა, მაგრამ უარი მითხრეს.

- რატომ?

- თუ არ ვცდები, "სანფრეჩე ჰიროსიმაში" თუ საერთოდ ჯეი-ლიგაში დიდი ნომრების გაცემა მიღებული არ არის და თავად სურდათ, გუნდის 10 ნომერი მე ვყოფილიყავი.

- 55 ნომერი რატომ გინდოდა?

- მამაჩემისთვის სიურპრიზის მოწყობას ვაპირებდი. სულ 5 ნომერი იყო, წლეულს, 7 აპრილს კი 55 წლის ხდება და სიმბოლურად მსურდა ამ ნომრიანი მაისურის ჩაცმა, ესიამოვნება-მეთქი. სამწუხაროდ, სიურპრიზი არ გამომივიდა.

- შეეჩვევა თუ არა ფეხბურთელი გუნდს, ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული, მათ შორის, სამზარეულოზეც. თქვენ იაპონური რაციონი გაქვთ თუ ევროპული?

- ეს პრობლემა არ არის, გუნდი ყველანაირ საკვებს გვთავაზობს. ქალაქებშიც შევნიშნე, რომ ყველანაირი რესტორანია, ადგილობრივიც, ევროპულიც. ასე რომ, ეს ნამდვილად არ არის პრობლემა. თან, იაპონური სამზარეულო ისედაც მიყვარს.

[VIDEO] გოგლიჩიძის გარეშე და ჩაკვეტაძის ერთი ტაიმი - "უოტფორდმა" სახლში "იფსვიჩთან" წააგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია სრულიად განსხვავებული ფეხბურთელია
"ხვიჩა ძალიან მომწონს, სალაჰის შეცვლის კარგი ვარიანტია" - "ლივერპულის" ყოფილმა ფეხბურთელმა კლუბს კვარაცხელიას ყიდვა შესთავაზა
მერაბ რატიშვილი მონტენეგრო-საბერძნეთის მატჩს უკომისრებს
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
საქართველოს 15-ქალა ნაკრების წინსვლა რეიტინგში
გრიზმანი MLS-ში - მოლაპარაკებები დასკვნით სტადიაშია
ცვლილებები დაცვით ხაზში - "რეალიდან" ალაბას წასვლა გადაწყვეტილი ამბავია
"ხვიჩა ძალიან მომწონს, სალაჰის შეცვლის კარგი ვარიანტია" - "ლივერპულის" ყოფილმა ფეხბურთელმა კლუბს კვარაცხელიას ყიდვა შესთავაზა
კიდევ დიდი ხნით პსჟ-ში - ჟოაო ნევეში კონტრაქტს გაახანგრძლივებს
პარიზელთა შეტევა დემბელეს არყოფნაში - ყველაფერი ლიგის განმეორებით მატჩებზე
ქალთა ნაკრები საბერძნეთთან მატჩისთვის მზადებას განაგრძობს
ლეგიონერები/ცინცაძე MVP გახდა. დიხამინჯიამ და კბილაშვილმა 4-4 გოლი გაიტანეს
15-ქალა | ხორვატებთან ახალი რეკორდით
20 წ. | კარგი ტაიმით მსოფლიოს ჩემპიონთან
კვარაცხელია, დუე და ბარკოლა დემბელეს გარეშე - როგორი იქნება "მონაკოსთან" პსჟ-ს შემადგენლობა?
"ბარსელონაში" დაბრუნებისას, საუკეთესო ფორმაში არ ვიყავი" - ჟოაო კანსელო
"სერია A-ში თამაში ყველაზე რთულია" - ალეგრი "პარმასთან" მარცხის შემდეგ
L'Équipe: პსჟ-ში შევალიეს ბედი საფონოვზეა დამოკიდებული
ლებრონ ჯეიმსმა მორიგი რეკორდი დაამყარა
თბილისური შეკრება დასრულდა | 9 ლეგიონერს ჯიკიჩმა სუპერლიგის 5 მოთამაშე დაამატა
"მწვრთნელი გამარჯობასაც კი არ მეუბნება" - საზონოვი "ტორინოს" განრისხებულ ფანებს შეხვდა
[VIDEO] მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი ყოფილ გუნდთან - "ტორონტომ" "მილუოკი" დაამარცხა