სპალეტიმ ვერ გაიგო, რა მოხდა, პალოტამ ცეცხლი ჰყარა...
გუშინ იტალიის ცენტრალურ ნაწილში მომხდარ დამანგრეველ მიწისძვრას წინ საფეხბურთო რყევები უძღვოდა. "რომამ" სამარცხვინოდ წააგო (0:3, პირველი მატჩი 1:1) "პორტუსთან" ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფის საპასუხო მატჩი, უპრესტიჟულეს ტურნირს გამოეთიშა და ევროპალიგის ჯგუფურ ეტაპზე გადაინაცვლა.

თუ არ ჩავთვლით "იუვენტუსს", რომელმაც შარშან ჩემპიონთა ლიგის ფინალში ითამაშა (და "ბარსელონასთან" 1:3 დამარცხდა), ფაქტია - იტალიურ გუნდებს ევროსარბიელზე არაფერი გამოსდით. თუმცა იგივე "იუვენტუსი" არ იყო, "გალათასარაისთან" რომ დამარცხდა ჯგუფური ეტაპის გადამწყვეტ მატჩში და 1/8-ფინალის მიღმა დარჩა?

სადღაა ის წლები (90-იანებიდან 2000-იანების შუამდე), როცა "პარმაც" კი ახერხებდა ევროთასის მოგებას. ახლა იტალიური საკლუბო ფეხბურთი საკუთარ ნაჭუჭშია ჩაკეტილი, ვერ არგებს გასაღებს კონტინენტურ ტურნირებს და ტყავში ძვრება, რაღაცას რომ მიაღწიოს. ამის ნათელი დასტურია "რომას" გუშინწინდელი მარცხიც.

თუმცა იტალიელები უიმედოდ მაინც არ არიან - აგერ, აპენინებს შტორმივით მიაწყდა ჩინური ინვესტიცია და ჭკვიანი ხალხის ხელში შეიძლება ეს დიდი შემოტრიალების წინაპირობად იქცეს...

დავუბრუნდეთ "რომას". გუშინ ერთ-ერთმა საიტმა ზუსტად დაწერა - ეს იყო ნამდვილი თვითმკვლელობაო. თავად განსაჯეთ, ჯერ დანიელე დე როსიმ გააგდებინა თავი (მე-14 გაძევება კარიერაში) არბიტრს, ხოლო ის, რაც მეორე ტაიმის დასაწყისში ემერსონმა ჩაიდინა, რაღაც საფეხბურთო კრიმინალის მსგავსი იყო - სრულიად უწყინარ სიტუაციაში ისე გამეტებით ჩასცხო ჟესუშ კორონას წვივში, საკვირველია, როგორღა დადგა ფეხზე "პორტუს" შემტევი. მერე კორონამ შური იძია - მესამედაც შეარხია მასპინძელთა კარის ბადე და რომაელთა კოშმარულ საღამოს წერტილი დაუსვა.

სხვათა შორის, ამ გუნდების პორტუგალიური მატჩიც არ ყოფილა გაძევების გარეშე - თომას ვერმალენმა პირველივე ტაიმის 13-წუთიან ინტერვალში ორი ყვითელი ბარათი (ზედაც წითელი) მიიღო და ასე "აღნიშნა" დებიუტი "ჯალოროსიში".

ერთი სიტყვით, ლუჩანო სპალეტის პრობლემები აქვს არა მხოლოდ წმინდა საფეხბურთო ნიუანსებში, არამედ ფსიქოლოგიაშიც - ორ მატჩში 3 გაძევება მეტისმეტია და ჯანსაღ ატმოსფეროზე ნამდვილად არ მიანიშნებს.

"ჩვენ წავაგეთ უმნიშვნელოვანესი მატჩი, რაც მთლიანად შეცვლის სეზონს და ამას უნდა თვალი გავუსწოროთ, - თქვა სპალეტიმ პრესკონფერენციაზე. - თავიდანვე ვერ გავაკონტროლეთ ბურთი, მერე იყო პირველი გაძევება, რამაც თავდაყირა დააყენა ყველაფერი ის, რასაც თამაშის წინ ვგეგმავდით. ძალიან ბევრი წუნი გვქონდა გადაცემებში და ამას მშვენივრად იყენებდა მეტოქე. ამან შექმნა ფსიქოლოგიური პრობლემა, რაც ვერა და ვერ დავძლიეთ...

...მესმის, რომ ახლა ხალხი დაიწყებს დამნაშავის ძებნას, ისიც ვიცი, ვისკენაც გაიშვერენ ხელს, მაგრამ ეს მძიმე პერიოდი ღირსეულად უნდა გავიაროთ, თავი დაბლა დავხაროთ, ძალების კონცენტრირება მოვახდინოთ და ბევრი ვიშრომოთ...

...გასულ სეზონში ჩვენ ზედიზედ 15 თუ 16 მატჩი ჩავატარეთ ისე, ერთი გაძევებაც არ გვქონია. ამიტომ არ მესმის, რა მოხდა ახლა. თან ეს ემართებათ მაღალი კლასის გამოცდილ ფეხბურთელებს, მაგალითად, ვერმალენს, რომელიც თამაშამდე სამი დღით ადრე მოვიდა "რომაში"...

სამწუხაროა, რომ ასე მოხდა. არადა, ძალიან შინაარსიანი კვირა გვქონდა, ჩინებულად დავიწყეთ სერია A-ც და ასეთი საღამოს წინაპირობა არ არსებობდა. არ შეიძლებოდა, ეს ვინმეს წარმოედგინა. ამიტომაც ვერ შევძელით მარცხის თავიდან აცილება. უბრალოდ, მზად არ ვიყავით ამისთვის".

როგორც ხედავთ, სპალეტის ერთი სიტყვაც არ დასცდენია არბიტრზე (პოლონელი შიმონ მარცინიაკი), სამაგიეროდ, "რომას" პრეზიდენტმა ჯეიმს პალოტამ, რომელიც ჟურნალისტების წინ ცეცხლებს ყრიდა, მსაჯის მიმართ "ტკბილი" სიტყვები არ დაიშურა:

"ის, უბრალოდ, ამაზრზენი იყო! არბიტრმა მთლიანად მოშალა, დაანგრია ჩვენი თამაში... მითხარით, როგორ უნდა მოიგო ასეთ მატჩში 9 ან თუნდაც 10 კაცით?!. რა მოჰყვება ამ მარცხს? არაფერიც არ მოჰყვება! მე კიდევ ერთხელ ვამბობ - ძალიან გაბრაზებული ვარ მსაჯზე. ყველაფერი მისი ბრალია".

ანალიზიც ამას ჰქვია...

გიორგი ნინიძე

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

Uefa-მ "ბენფიკა" დააჯარიმა - "რეალთან" სკანდალური მატჩის ვერდიქტი მიღებულია
ლანგი: თითი მომაკერეს - PlayStation-ის თამაში და ტუალეტში მიჭირს
[PHOTO] ლამის დაასახიჩრეს. სლოტის თქმით, წამოსაწოლად ჩადიან - ოსიმენს და ლანგს ოპერაცია გაუკეთეს
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
ქოჩორაშვილი ისევ ტრავმირებულია - "სპორტინგმა" "პორტუს" მოუგო
დაბრუნება სამშობლოში? - დიბალას ცნობილი არგენტინული გუნდი ეპატიჟება
"რომა" "ბარსელონას" დატროლვას აგრძელებს - ჩვენ მაინც მესი გვსურს!
[VIDEO] ოსიმენმა სპალეტის სასწაული არ ჩაადენინა - ვინისიუსმა "ბენფიკასთან" კვლავ იცეკვა - ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალისტების ვინაობა გაირკვა
"ამაზე კითხვებიც კი არ ყოფილა" - სპალეტის მომავალი გაირკვა
ვიტინიამ გაამხილა სად სურს კარიერის გაგრძელება
"რომას" პრეზიდენტი: თუ ლეო მესის მოგვცემენ, "ბარსელონას" ბოდიშს მივიღებ
[VIDEO] ფრე "რომასთან" - "მილანი" 21 მატჩში დაუმარცხებელია
"რომას" პრეზიდენტი მსაჯობაზე: ისევ გაგვძარცვეს, მე ვნებდები
"იუვენტუსის" კარში გატანილი გოლი მის გამო არ აღვნიშნე" - ოსიმენის დასაფასებელი ჟესტი
ევროპა ლიგის 1/8 ფინალური ეტაპის წილისყრის შედეგები ცნობილია
"რომას" პრეზიდენტი ჯასტინ კლუივერტს: "ბარსელონაზე" არც იოცნებო, იქ არასდროს გაგიშვებ
შესანიშნავი ამბავი. სპალეტი ალისონის გადაბირებას ცდილობს - მამარდაშვილი ბრაზილიელის შესაცვლელად მზადაა
ახალი კონტრაქტი დუშანს - “იუვენტუსს” ვლაჰოვიჩის შენარჩუნება უნდა
"მოურინიო გეი და ჰომოსექსუალია" - სკანდირებდნენ "პორტუს" გულშემატკივრები
მამარდაშვილზე უარის მიღების შემდეგ, "ბეშიქთაშმა" კოლუმბიელი მეკარე დაიმატა
"ნაპოლის" პრეზიდენტი: ეს თუ სიმართლეა, "რომა" და "ლივერპული" ჩემპიონთა ლიგაზე არ დაუშვათ!
[VIDEO] ალისონმა "ნაპოლი" "რომასთან" წაგებას გადაარჩინა
"რომას" პრეზიდენტი - დე ლაურენტისზე: ეგ ნეაპოლში რას ეწევა?
თბილისის "დინამომ" "პორტუს" გარემარბი დაიმატა
მოურინიო: "პორტუს" სამწვრთნელო შტაბიდან მოღალატე 50-ჯერ დამიძახეს"
ტოტიმ დაადასტურა - ლეგენდარული იტალიელი "რომას" უბრუნდება
კასანოს თქმით, ლობოტკას ტრანსფერზე "იუვენტუსი" და "ინტერი" ფიქრობენ - რას გადაწყვეტს სლოვაკი?