ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

საჩემპიონო ფეხბურთს ჯერ ვერავინ უჩვენებს

საჩემპიონო ფეხბურთს ჯერ ვერავინ უჩვენებს

საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის მეორე ეტაპის მეორე ტურის მატჩების მიმოხილვა
დიდთოვლობის გამო კიდევ ერთი არასრული ტური მოვილიეთ, ეროვნული ჩემპიონატის მეორე ეტაპი ჯერ ხურდება და ამიტომაცაა, საწყის ორ ტურში გამართული რვა მატჩიდან უმეტესობა მოსაწყენი და ქართული საზომებითაც კი უხარისხო რომ გამოდგა. თუმცა კალენდარი ისეთი მჭიდროა, რომ გუნდებს ტონუსის მოსამატებლად და საკუთარი შესაძლებლობების უკეთ წარმოსაჩენად, წესით, ბევრი დრო აღარ უნდა დასჭირდეთ.

მეოცე ტურმა სატურნირო ცხრილის ყველაზე საინტერესო მონაკვეთში ვერაფერი შეცვალა. ჩემპიონობისთვის მებრძოლი სამივე გუნდი თითო ქულას დასჯერდა და მათი საუკეთესო თამაშების ხილვაც მოგვიანებით მოგვიწევს. არადა, დასანანია, "ოლიმპი"-"ზესტაფონი"-"დინამოს" ტრიო ერთურთში საწყის ტურებშივე რომ თამაშობს. გულშემატკივრებისთვის გაცილებით უკეთესი იქნებოდა, მათი ჭიდილი ოდნავ მოგვიანებით ენახათ და ამ გუნდების რეალური ძალაც უკეთ შეეფასებინათ.

1,5 - ასეთია გასული ტურის მატჩებში გოლების საშუალო მაჩვენებელი, რაც, დაგვეთანხმებით, საკმაოდ ცოტაა. თუმცა შეუთამაშებელი და არცთუ ოპტიმალურ ფორმაში მყოფი გუნდებისგან ეს არ უნდა გაგვიკვირდეს. წინა ტური შედარებით გოლუხვი გამოდგა, მაგრამ არ უნდა დავივიწყოთ, რომ გასულ შაბათს ორი გამორჩეული შეხვედრა ჩატარდა და გუნდებმა დაცვაში უფრო დიდი ყურადღებით ითამაშეს.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, ლიდერთაგან საჩემპიონო ფეხბურთს ჯერ ვერავინ უჩვენებს და პროგნოზების გაკეთებაც საფრთხილო საქმეა, თუმცა კი, "დინამოს" ქულების დაკარგვის უფლება ნაკლებად აქვს, რადგან "ოლიმპს" ოთხი ქულით ჩამორჩება, "ზესტაფონს" - ერთით. იმერულ კლუბს ერთი თამაში მარაგში აქვს და თუ მოიგო, "ოლიმპს" გაუთანაბრდება, მაგრამ ფეროელებს გადადებულ მატჩში ქუთაისის "ტორპედოს" სახით სოლიდური მეტოქე ელით.

ზესამეული რომ ევროტუნირების საგზურს მოიპოვებს, ამაში ეჭვი არავის ეპარება, აი, ევროპის ლიგაზე გამსვლელი კიდევ ერთი ვაკანტური ადგილისთვის კი დიდი ბრძოლაა მოსალოდნელი. ამ უფლებას ან ჩემპიონატის მეოთხეადგილოსანი მოიპოვებს, ან თასის ფინალისტი - გააჩნია, ვინ გახდება ჩემპიონი და ვის დარჩება თასი. სათასო თემა მომავლისთვის გადავდოთ, მეოთხე ადგილის დასაკავებლად კი დიდი ბრძოლაა მოსალოდნელი.

დღევანდელი გადასახედიდან ამის საუკეთესო შანსი "ბაიას", "სიონს", "ვიტ ჯორჯიასა" და "ტორპედოს" აქვთ, სხვა საქმეა, რომ თვით ამჟამინდელ მეოთხეადგილოსან "ბაიასაც" კი თითოეული სატურნირო მაჩვენებელი უარყოფითი აქვს. მოწინავე სამეული დანარჩენებს სოლიდური სხვაობით უსწრებს, რაც ჩემპიონატის ინტრიგისთვის კარგი სულაც არ არის. იმის საფუძვლიანი შიშიც არსებობს, რომ ევროპაში გასულ მეოთხე გუნდს იქ მეტ-ნაკლებად ხეირიანი გამოსვლის დიდი შანსი არ ექნება, მაგრამ მაინც გვქონდეს იმედი, რომ ეს ვარაუდი უსაფუძვლო გამოდგება.

ფინანსური პრობლემების მიუხედავად, "ბაია" ყოჩაღად გამოიყურება, "ვიტ ჯორჯია" წამყვანი ფეხბურთელებისგან დაცლამ გვარიანად აზარალა, "სიონი" მეოთხე ადგილს თუ ვერ შესწვდება, უმაღლეს ლიგაში ადგილის შენარჩუნება არ უნდა გაუჭირდეს, "სპარტაკს" ბოლო ადგილის სულ მალე დატოვებას ვუწინასწარმეტყველებთ, "კოლხეთი" და "სამტრედია" კი სხვებზე უფრო რთულ მდგომარეობაშია - რაღა თქმა უნდა, ყბადაღებული უსახსრობის გამო.

აი, მაგალითად, "ტორპედოს" სწრაფი წინსვლა არ უნდა გაგვიკვირდეს. ქუთათურებმა ხომ ნაყოფიერი შეკრებაც გაიარეს და ერთპიროვნულ ლიდერ "ოლიმპთან" სტუმრად გამარჯვებამდე ცოტა დააკლდათ.

ნებისმიერ უმაღლესლიგელზე უფრო საფუძვლიანად საუბრისთვის კი გარკვეული დრო კიდევ დაგვჭირდება.

ბაიას ახალი ლიდერი

ირაკლი ქობალია ზუგდიდის "ბაიას" ძირითად გუნდში ზამთრის მოსამზადებელ შეკრებაზე დამკვიდრდა და უმოკლეს დროში გუნდის წამყვან ფიგურადაც იქცა. 18 წლის ფორვარდმა მეორე ეტაპის ორივე მატჩში გაიტანა და ორივეჯერ მოხვდა "ლელოს" ტურის სიმბოლურ ნაკრებში. სეზონის მეორე ნახევრის სტარტზე ინდივიდუალურად სულ რამდენიმე ფეხბურთელმა გამოიჩინა თავი და ქობალია ერთ-ერთი მათგანია. "დაიმახსოვრეთ მისი გვარი, ეს ბიჭი სეზონის აღმოჩენა გახდება", - თქვა "ბაიას" თავკაცმა ელგუჯა ქომეთიანმა.

ზესტაფონი მსაჯის გადაწყვეტილებით უკმაყოფილოა

"ზესტაფონის" ოფიციალურ ვებგვერდზე "დინამო"-"ზესტაფონის" მატჩის მე-18 წუთზე მომხდარი ეპიზოდია განხილული - მოედნის ცენტრთან ახლოს გიორგი ონიანი რობერტინიოსთან ორთაბრძოლისას დაეცა, ლაინსმენმა ზაზა მენთეშაშვილმა არბიტრ თორნიკე გვანცელაძეს თამაშის წესების დარღვევა ანიშნა, მაგრამ ამ უკანასკნელმა კოლეგის ნიშანს ყურადღება არ მიაქცია და "დინამოს" ბრაზილიელს შეტევის დასრულება ადროვა. რობერტინიომ არაზუსტად დაარტყა.

"ნამდვილად შორს ვართ იმ აზრისაგან, რომ ამ ეპიზოდის ბედი ვინმეს ბოროტმა განზრახვამ გადაწყვიტა, თუმცა ისიც აშკარაა, რომ მსგავსი შეცდომების შედეგად საფეხბურთო კლუბი "ზესტაფონი" უკვე არაერთგზის დაზარალებულა. აქედან გამომდინარე, კიდევ ერთხელ გამოვთქვამთ იმედს, რომ ასეთ შეცდომებს ადგილი მომავალში მაინც აღარ ექნება", - ნათქვამია "ზესტაფონის" განცხადებაში.

მსაჯობით უკმაყოფილონი დარჩნენ ტორპედოელებიც, რომლებმაც "ოლიმპტან" მატჩისას არბიტრის რამდენიმე გადაწყვეტილება უსამართლოდ მიიჩნიეს.

სიხისტე და დანაკარგები

"დინამო"-"ზესტაფონის" შეხვედრისას ექიმებს ბევრი საქმე ჰქონდათ. სამწუხაროდ, ორივე გუნდის თითო დაშავებულმა ფეხბურთელმა თამაშის გაგრძელება ვეღარ შეძლო. დინამოელი ბოსნიელი სემირ ჰაჯიბულიჩი პირველი ტაიმის ბოლოს შეცვალეს, ზესტაფონელი თორნიკე გორგიაშვილი კი - მეორის დასაწყისში. მათი მდგომარეობის შესახებ ასეთი ინფორმაცია გვაქვს - ორივე ნახევარმცველმა ფეხი იტკინა და უახლოეს ტურში მათი თამაში, ფაქტობრივად, გამორიცხულია.

რვამ ითამაშა, სპარტაკმა იგუნდავა, სამტრედია შეწუხდა

"სპარტაკი"-"სამტრედია" გორში მოსულმა დიდმა თოვლმა გადადო. ეს მატჩი, სავარაუდოდ, მარტის პირველ რიცხვებში გაიმართება. თუკი სპარტაკელებს ამის გამო ხასიათი დიდად არ წახდენიათ და "ქართლზე" გუნდაობითაც შეიქციეს თავი, "სამტრედიას" წევრებს საქმე სამხიარულოდ ნამდვილად არ ჰქონდათ. როგორც შევიტყვეთ, "სპარტაკმა" საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას დიდთოვლობის ამბავი დროულად შეატყობინა, აი, ფედერაციიდან "სამტრედიამდე" კი ინფორმაცია დაგვიანებით მივიდა და შეჭირვებულმა იმერულმა კლუბმა გორამდე მგზავრობის ფული წყალში გადაყარა.

ჩემპიონატი შატილშიც ავიდა

"ვიტ ჯორჯიას" მცხეთის სტადიონის რეკონსტრუქციის შესახებ "ლელოს" მკითხველი სრულადაა ინფორმირებული. ყოფილ "არმაზზე" მოედნის საფარი ჯერ სათამაშოდ მზად არ არის და ამიტომაც ვიტელები მეტოქეებს ჯერჯერობით თემქაზე, სპორტკომპლექს "შატილში" (ყოფილი "სიხარული") მასპინძლობენ. იმედია, მცხეთაში სამუშაოების დასრულებას მალე დაადგება საშველი და მწვავე ინფრასტრუქტურული პრობლემების წინაშე მდგარ ქართულ ფეხბურთს ერთი ნორმალური არენაც შეემატება.

"ზესტაფონში" ყველაფერი მშვიდობიანად დასრულდა

"დინამოსთან" მატჩის განაცხადში "ზესტაფონმა" ნიკა გელაშვილი შეიყვანა და, ალბათ, იქ გიორგი ხიდეშელიც მოხვდებოდა, რომ არ გაციებულიყო. ალბათ, მიხვდით, ეს ორი ფეხბურთელი რატომ გამოვარჩიეთ - ესპანურ შეკრებაზე მომხდარი უსიამოვნო ამბის შემდეგ მათ კლუბის დატოვებას უწინასწარმეტყველებდნენ, მაგრამ ყველაფერი მოგვარდა და გელაშვილი და და ხიდეშელი, რომლებიც "ზესტაფონში" გამორჩეულები არიან, ამავე კლუბის სამსახურში რჩებიან.

• vaxo

მომდევნო ტური 23ში. ბაია ტორპედო 2 ოლიმპი დინამო 2 სპარტაკი ზესტაფონი X სამტრედია სიონი X ფოთი ვიტჯორჯიაX

• vaxo

ბარეორს გაამწარებს ტორპედო წელს.უბრალოდ 1 წრეშიმოუმზადებლები იყვნენ დ დაკარგენ ქულეითორე ეხა ჩემპიონობისთვისაც ვიბროლებდით. რითია ოლიმპი ჩვენზემაგარი ანდა დინამო ახელათი რო გვისწრებებნ?

• puma

შეკრებაზე კონდიციებს უმატებენ, ესენი კი დაღლილებს უფრო გვანან.

ბოლო წუთების ფასი... "დილამ" და "სამგურალმა" მოიგეს, "იბერია 1999"-"გარეჯი" ფრედ დასრულდა

GEO TEAM: ლევან კორღალიძე "იბერია 1999"-ს მეოთხედ ჩაუდგება სათავეში

ფრე ქუთაისში... და "თელავის" მოგება "გაგრასთან"

არისაბალაგა შეიძლება ფაბრეგასის გუნდში გადაბარგდეს

დუდუ დადიანის მემორიალზე ნახევარფინალისტები დაწყვილდნენ

ბოლო წუთების ფასი... "დილამ" და "სამგურალმა" მოიგეს, "იბერია 1999"-"გარეჯი" ფრედ დასრულდა

გოჩოლეიშვილის კარგი მატჩი - "ჰამბურგი" "უნიონს" ფრედ ეთამაშა

[VIDEO] დრამა "სენტ ჯეიმს პარკზე" - "არსენალმა "ნიუკასლს" ბოლო 10 წუთში თამაში შემოუტრიალა

Le Parisien-ი კვარაცხელიას ტრავმის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

U17 | საქართველო 3:0 ლიეტუვა

წიტაიშვილი და აბუაშვილი შეცვლაზე და "მეცის" ფრე "ჰავრთან"

GEO TEAM: ლევან კორღალიძე "იბერია 1999"-ს მეოთხედ ჩაუდგება სათავეში

იური ტაბატაძე შეცვალეს - "კადისი" "სეუტასთან" ფრეს დასჯერდა

ლოჩოშვილმა ტრავმა მიიღო - "ნიურნბერგი" სახლში "ჰერტასთან" განადგურდა

გოგლიჩიძე ისევ არ ათამაშეს - "უდინეზე" დამარცხდა

"დარწმუნებული ვარ, სიტუაციის შეცვლა შემიძლია" - ამორიმი "ბრენტფორდთან" მარცხის შემდეგ

"რეალს" გიულერის თაობაზე ორი კლუბი დაუკავშირდა - "სამეფო კლუბმა" გადაწყვეტილება მიიღო

"ვესტ ჰემმა" პოტერი გაათავისუფლა - "ჩაქუჩები" ეშპირიტუ სანტუმ ჩაიბარა

"რეალს" ენდრიკის იჯარით გაშვება უნდა, ბრაზილიელი წასვლის წინააღმდეგია

"დიდებული მწვრთნელია, მაგრამ ფერგიუსონამდე და ანჩელოტიმდე ბევრი უკლია" - ხაბიბმა გვარდიოლაზე ისაუბრა

[VIDEO] სათადარიგოთა სკამიდან შევიდა და ყველაზე შედეგიანი იყო - შერმადინის მაგარი მატჩი "რეალთან"

ფრე ქუთაისში... და "თელავის" მოგება "გაგრასთან"

"ამ ორი ფეხბურთელის წყალობით, "ბარსელონა" მომდევნო 10-15 წელი ჩემპიონთა ლიგის მოგების მთავარი ფავორიტი იქნება" - დეულოფეუ