"ტულონის" მულტიმილიონერმა პრეზიდენტმა საფრანგეთის რაგბის ნაციონალური ლიგის (LNR) პრეზიდენტის არჩევნებში მონაწილეობა გადაწყვიტა
საფრანგეთის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული კლუბის, მამუკა გორგოძის, ლევან ჩილაჩავასა და ბადრი ალხაზაშვილის "ტულონის" მულტიმილიონერმა პრეზიდენტმა მურად ბურჯელალმა გადაწყვიტა, საფრანგეთის რაგბის ნაციონალური ლიგის (LNR) პრეზიდენტის არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა.

რატომ გადაწყვიტა ბურჯელალმა, ეს ნაბიჯი გადაედგა, ამაზე ოდნავ ქვემოთ. ჯერ გარკვეული პარალელები გვინდა გავავლოთ.

ამჟამად საფრანგეთის რაგბის ნაციონალური ლიგის პრეზდენტი პოლ გოზეა, რომელიც იქამდე კატალონიური კლუბის, "პერპინიანის" პრეზიდენტი გახლდათ. ეს გუნდი დიდი ხნის განმავლობაში ლიდერებში იყო და ბოლოს საფრანგეთის ჩემპიონობას გამოჰკრა ხელი. მას შემდეგ, რაც პოლ გოზე საფრანგეთის რაგბის ნაციონალური ლიგის პრეზიდენტი გახდა, კლუბის საქმე სულ უკან და უკან წავიდა. საქმე იქამდე მივიდა, რომ "პერპინიანი" მეორე დივიზიონში დაქვეითდა და ახლაც იქ ასპარეზობს.

ამდენად, აქტუალური ხდება შეკითხვა - თუ მურად ბურჯელალი საფრანგეთის რაგბის ნაციონალური ლიგის პრეზიდენტი გახდა, ემუქრება თუ არა იგივე "ტულონს"? ვინ უპატრონებს მას? ეს შეკითხვა მით უფრო მწვავეა, რომ ტულონელთა ინფრასტრუქტურა სხვა კლუბებთან შედარებით ძალზე მოუწესრიგებელია. სტადიონი რაა, იმასაც ხშირ შემთხვევაში იჯარით იღებენ, ხან ნიცაში და ხანაც მარსელში.

ერთი სიტყვით, ამ მიმართულებით სრული ბურუსია. თუმცა, ჯერ ბურჯელალმა არჩევნები უნდა მოიგოს. თუ ვერა, მაშინ "ტულონი" გადარჩა.

თვითონ ბურჯელალს რომ დავუჯეროთ, მას არჩევნებში გამარჯვების ძალიან ცოტა შანსი აქვს, მაგრამ მას შანსი ეძლევა, დისკუსია წამოიწყოს რაგბისთვის საჭირბოროტო საკითხებზე.

"ვიცი, რომ გამარჯვების მცირე შანსი მაქვს, მაგრამ მინდა სათავე დავუდო დისკუსიას ახალ თემაზე. ვიცი, როგორ გავხადო საფრანგეთის ნაკრები და ზოგადად, ფრანგული რაგბი დომინანტი მსოფლიოში. ასევ ვიცი, როგორ გავაძლიერო ჩვენი პროფესიული რაგბი, მოვიზიდო ფინანსები და გამოვიყენოთ მისი ძალა.

ვფიქრობ, ჩემი პროგრამა არსებული პრობლემების თანამედროვე გადაჭრის გზაა. როგორც კლუბის პრეზიდენტს, საკმაოდ დიდი გამოცდილება დამიგროვდა და ვიცი, რატომ არ უნდათ კლუბებს ფრანგი მორაგბეების აყვანა.

ყველა ფიქრობს, რომ წარმოვადგენ პროგრამას, რომელიც მხოლოდ ფულზე იქნება დაფუძნებული. მე კი, გეუბნებით, რომ ჩვენ შეგვიძლია რაღაც უფრო ჭკვიანური მოვიმოქმედოთ ფრანგული რაგბის საკეთილდღეოდ", - თქვა "ტულონის" პრეზიდენტმა მურად ბურჯელალმა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გია ხარაიშვილს "ბარბაროსებში" უხმეს
დავით ბოლღაშვილის "მონაკომ" ფედერალ 1-ში დაბრუნება იზეიმა!
ნიკა ამაშუკელი საუკეთესო მსაჯთა ათეულში დაასახელეს
კვარაცხელიას ოპერაცია წარმატებით ჩაუტარდა
15-ქალას ელიტური მეტოქე
ქართველი მსაჯები ასაკობრივი ნაკრებების საერთაშორიო მატჩებს განსჯიან
გრანდების ინტერესის მიუხედავად - ტრესოლდი სეზონს "ბრიუგეში" ჩაამთავრებს
"ძალიან გაგვიმართლა, რომ გუნდში ასეთი ლიდერი გვყავს" - ტუხელმა კეინს "ოქროს ბურთის" მოგება მიულოცა
შონ დაიჩი შესაძლოა, პრემიერ ლიგას დაუბრუნდეს
გამარჯვება ხვიჩას მიუძღვნა - რა თქვა გოდტსმა "ლიონთან" მატჩის შემდეგ
"საკმარისი გააკეთა, რომ "ოქროს ბურთი" იამალისთვის მიეცათ" - რა თქვა ლაპორტამ დაჯილდოვების შემდეგ
"სიტყვებს ვერ ვპოულობ... ეს ფაქტი ამ ამბავს განსაკუთრებულს ხდის!" - რა თქვა კეინმა "ოქროს ბურთის" მიღების შემდეგ
ლუის ენრიკემ და პსჟ-მ გამარჯვება "კვარას" მიუძღვნეს
2026 წლის "ოქროს ბურთის" გამარჯვებული ჰარი კეინი გახდა
ქოჩორაშვილის დაბრუნება გადაიდო - "სევილიამ" "ოსასუნა" დაამარცხა
[VIDEO] მეილიუს აღნიშვნა კვარაცხელიას სტილში - პსჟ-მ ლიდერების გარეშე მოუგო "ლიონს" და გალიდერდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 3-2 ტორპედო. "იბერიამ" კინაღამ 3:0 გაფლანგა, "ტორპედოს" პლეი-აუტის ზონასთან 7 ქულა აშორებს
ტრეზეგე: კვარაცხელიას ყველაფერი აქვს, რათა მომავალში "ოქროს ბურთი" მოიგოს
ესპარტს 7 კვირა მოუწევს უქმობა - მასთან შეჯახებისას მიიღო 21 ოქტომბერს კვარაცხელიამ ტრავმა
ალეგრი ორმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს
ყოფილი ინგლისელი ფეხბურთელი ძაღლმა დაკბინა და 50-ზე მეტი ნაკერი დაადეს
პსჟ-მ კვარაცხელიას შემცვლელად შეიძლება 18 წლის მექსიკელი დაიმატოს
"ეს სრულ ქაოსს შექმნის" - ნევილი "სიტის" ფინანსურ სკანდალსა და შესაძლო ჩემპიონობაზე
ტოპ 14: 10 ქართველი მე-7 ტურში
გორგოძემ ჩემპიონს გაუტანა, კაჭარავამ - რუსეთის თასის ფინალში
რაგბი. ლეგიონი: ახალი ალხაზაშვილია, სხვების დებიუტი გადაიდო
მამუკა გორგოძე: ვიძლევი გარანტიას, რომ არავინ დაიჩაგრება
რაგბი. ლეგიონი: მამუკა გორგოძე და კარლენ ასეიშვილი გაასინბინეს
იაპონიასთან მატჩისთვის "ბორჯღალონების" 23-კაციან განაცხადში ორი დებიუტანტია
როცა ზელანდიასთან საუკეთესო გორგოძე გახდა - იტალიელების ფიქრი რევანშზე და საქართველოს ნაკრები სერიოზული მატჩებით
რაგბი. ლეგიონი: ჩემი გუნდი ნაგავია!
ᓡᓐᓤᓠᓐᓜᓒᓔᓗᓘᓡ ᓛᓝᓠᓐᓒᓑᓔᓗᓐ ᓜᓐᓙᓠᓔᓑᓘᓡ ᓛᓬᓕᓠᓗᓜᓔᓚᓛᓐ ᓥᓕᓔᓧᓐᓜᓐᓨᓘ ᓚᓔᓒᓘᓝᓜᓔᓠᓔᓑᓘᓡ ᓡᓘᓛᓠᓐᓕᓚᓔᓖᓔ ᓓᓐᓘᓩᓘᓕᓚᓐ
აფრასიძე და ნარიაშვილი საფრანგეთის ჩემპიონები არიან!
მურად ბურჯელალი ბრაიან ჰაბანას დაბრუნებას ითხოვს
გორგოძის ფაქტორი ფრანგულ ვიზიტში
სარაგბო კლუბის ვარსკვლავი ტრაგიკულად დაიღუპა
მამუკა გორგოძე დირექტორთა საბჭოში
ლევან ჩილაჩავა: ეს ქალაქი რაგბით ცხოვრობს
ლეგიონერები: ტური ტოპ 14-ში და გადადებული მატჩები პრო დე2-ში
"ამ ბიჭს პირადად არ ვიცნობ, მაგრამ..." - რას აცხადებს მამუკა გორგოძე ხვიჩა კვარაცხელიაზე?
ლეგიონერები - ჩილაჩავა ლელოთი დაბრუნდა, პაპიძემ მესამე გაიტანა
ევროთასები: ჩილაჩავას დაბრუნება და აბჟანდაძის 11 ქულა
მამუკა გორგოძე - ქართველი ლეგენდა RugbyPass-ის დიდების დარბაზში
მურად ბურჯელალი მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატზე ოცნებობს
ლეგიონერები - ჩილაჩავას ლელო და აბჟანდაძის 17 ქულა
კიდევ ერთი ვარსკვლავი გორგოძის, ჩილაჩავასა და მიქაუტაძის გვერდით