ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

პოლონეთი-საქართველო 80:71 - ფოლები და დანაკლისი...

პოლონეთი-საქართველო 80:71 - ფოლები და დანაკლისი...

წაგების მიზეზებზე რომ ვლაპარაკობთ, ერთ-ერთ მიზეზად შეხვედრის სტატუსი უნდა დავასახელოთ - ამხანაგური მატჩი იყო
პოლონეთის ნაკრებთან ქართველებს კარგი მოგონებები გვაკავშირებს. მწარეც რომ ტკბილად გახსენდებაო - ხომ ამბობენ, სწორედ ასეა ჩვენი საქმე.

გაგახსენებთ: საქართველოს ნაკრებმა თავის ისტორიაში პირველი ოფიციალური მატჩი 1995 წლის 24 მაისს სწორედ პოლონეთთან გამართა. დამარცხდა, მაგრამ საკვალიფიკაციო ეტაპი მაინც დასძლია. მეორე ოფიციალური შეხვედრა 2010 წლის 2 აგვისტოს ჩაატარა - თბილისში გორტატიან პოლონეთს უმასპინძლა და ყველასთვის მოულოდნელად 19 ქულით დაჯაბნა. სწორედ მაშინ თქვა მარცინ გორტატმა - ზაზა ფაჩულიამ გამანადგურაო. განმეორებითი მატჩი ვარშავაში ჩატარდა, 9 ქულის სხვაობით დავმარცხდით, რაც პოლონელებს ჩვენ გასასწრებად არ ეყოთ. გავიდა სამი წელი და 2013 წლის ევრობასკეტზე გორტატი თავაწეული ჩავიდა: მედალი უნდა მოვიგოო. პირველივე მატჩში საქართველოს შეხვდა და - 84:67 საქართველოს ნაკრების სასარგებლოდ.

თუმცა, ამხანაგურად პოლონეთს რამდენჯერაც ვეთამაშეთ, იმდენჯერ დავმარცხდით...

25 აგვისტოს, ვლოცლავეცის ტურნირის ბრინჯაოს მედლისთვის მატჩში ქართველებმა მასპინძლებთან 9 ქულის სხვაობით დათმეს - 71:80. არადა, იყო მომენტი, ჩვენი გუნდი მოწინააღმდეგეს 18 ქულით ჩამორჩა. ბოლო პერიოდში თამაშის შემოტრიალება კი ვცადეთ, მაგრამ არაფერი გამოგვივიდა. რომ მოგვეგო, სწორედ ის იქნებოდა გასაკვირი...

რატომ? მიზეზი ორია: დაკარგვები თამაშისას და კალათბურთელების დანაკლისი.

პირველი - საქართველოს ნაკრებმა გუშინდელ შეხვედრაში 26 შეცდომა დაუშვა. ეს ძალიან ბევრია. განსაკუთრებით, იმ პირობებში, როდესაც პოლონეთმა მხოლოდ 12 შეცდომა დაუშვა. როდესაც დაკარგვებში ასეთი სხვაობაა, ან სამქულიანი უნდა ჩააგდო მეტოქეზე სამჯერ მეტი, ან ფარქვეშ არ შეუშვა... პოლონეთმა 8 სამიანი ჩააგდო, საქართველომ - 4. მოხსნებში სხვაობა უმნიშვნელო იყო - 31:29 საქართველოს სასარგებლოდ.

მეორე - სასტარტო ხუთეულის ოთხმა კალათბურთელმა მატჩი ვერ ჩაამთავრა. უფრო სწორად, ორმა ვერ ჩაამთავრა, ორიც მოედანზე ტრავმის გამო არ გამოჩენილა. თორნიკე შენგელია და მაიკლ დიქსონი ტრავმირებულები არიან და შეხვედრას თვალს სათადარიგოთა სკამიდან ადევნებდნენ.

ვიქტორ სანიკიძე და გიორგი ცინცაძე კი ჯარიმების გამო ვერ დაეხმარნენ გუნდს ბოლო წუთებზე.

მეორე პერიოდის ერთ-ერთ ეპიზოდზე საქართველოს ნაკრების პრესატაშემ ასეთი რამ დაწერა: "პოლონელმა მსაჯებმა საქართველო წასაგებად გაწირეს. მეორე პერიოდის დასრულებამდე 4 წუთით ადრე, როცა პოლონეთი 7 ქულას იგებდა, ერთ ეპიზოდში სანიკიძეს ჯარიმა და ტექნიკური მისცეს, გიორგი ცინცაძეს კი გაპროტესტებისთვის ერთბაშად 2 ტექნიკური და მოედნიდან გააძევეს. პოლონეთი-საქართველო 42:32, პირველი ტაიმის დასრულებამდე დარჩა 01:14 წუთი..."

წაგების მიზეზებზე რომ ვლაპარაკობთ, ერთ-ერთ მიზეზად შეხვედრის სტატუსი უნდა დავასახელოთ - ამხანაგური მატჩი იყო.

როგორც მოგახსენეთ, საქართველოს ნაკრებს ისედაც აკლდნენ სასტარტო შემადგენლობის კალათბურთელები და, როცა შესარჩევი ეტაპი კარსაა მომდგარი, სიფრთხილის გამოჩენა აუცილებელია. 5 დღეში ხომ სეზონის პირველი ოფიციალური მატჩი გველის - თბილისის სპორტის სასახლეში ალბანეთის ნაკრებს ვუმასპინძლებთ.

რაც შეეხება პოლონეთის ტურნირს, ბრინჯაოს მედალი მასპინძლებმა მოიგეს, ჩემპიონი კი ბელგია გახდა, რომელმაც ქულამწირ მატჩში შვედეთი დაამარცხა - 56:55.

პოლონეთის ტურნირი

25 აგვისტო, პოლონეთი

პოლონეთი-საქართველო 80:71

22:18, 16:15, 16:19, 17:8

პოლონეთი: ჩჟიჟი (5ქ), ლამპე (4ქ, 5მ), სლაგთერი (6ქ), ზამოისკი (12ქ), პონიტკა (17ქ), შევჩიკი (2ქ), ვაჩინსკი (16ქ), გიელო (3ქ), სოკოლოვსკი (3ქ), ჰრიციანიუკი (5ქ, 6მ), კოზარეკი (7ქ, 4პ), სკიბნიევსკი.

საქართველო: ლეჟავა (6ქ), ზაქრაძე (3ქ), ბოისა, ფაჩულია (17ქ, 8მ), ცინცაძე (8ქ), შერმადინი (15ქ, 7მ), სანაძე (8ქ), სანიკიძე (4ქ, 4მ), ბურჯანაძე (5ქ), ჯინჭარაძე, ბექაური (5ქ).

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

• roma

საქმე რაშია იცით,მწვრთნელი რაც არ უნდა კარგი იყოს მას დიდ ხანს არ აჩერებენ გუნდში,მაგალითად სკარიოლა უკვე მესამე წრეზეა ესპანეთში,ანდა საფრანგეთის ნაკრების მწვრთნელი,იტალიის ნაკრების მწვრთნელი,ისინი რამდენჯერმე გაუშვეს და მერე გარკვეული დროის შემდეგ დააბრუნეს,სევე რუსეთის,სლოვენიის,ხორვატიის და სხვები გამოცვლილები არიან რამდენჯერმე,მე მხედველობაში მაქვს პერიოდი,როცა კოკოშკოვი იყო ჩვენი ნაკრების დამრიგებელი,ხოლო თავად კოკოშკოვი არ ცვლიდნენ,საქმე ცუდში და კარგში არაა,ნაკრებს ჭირდება გადახალისება,ახალი ხელი და ახალი თვალი,ახალი მწვრთნელი დიდი ხნის წინ უნდა მოეყვანათ,მაგრამ უნდა მოეყვანათ უფრო მაღალი კლასის,ზუროსის კლასი შესარჩევში გამოჩნდება,მაგრამ სამწუხაროდ ის ვერ ტოვებს სასურველ შთაბეჭდილებას,მას იგივე შეცდომები აქვს,რაც ჰქონდა კოკოშკოვს,კერძოდ წუთშესვენების აღების დაგვიანება და დარიგებების ვერშესრულება,ე.ი წუთშესვენების აღებას ორივე აგვიანებდა და შემდეგ რა დავალებებს აძლევდნენ ისინი არ სრულდებოდა,ეს დიდი ნაკლია კალათბურთში,ასე,რომ შესარჩევში გამოჩნდება ყველაფერი,მე პირადად მეეჭვება ჩვენი ჯგუფიდან გასვლა და თუ გავედით,გავალთ წვალებით.

• joni

ასეთი ნაკრები კარგა ხანია არ მახსოვს რა ხდება უკეთესი მწვრთნელი უნდა მოგვეყვანა თორე მოთამაშეები იგივეა ამ მოთამასეებმა ევროპის ჩემპიონატი ითამაშეს ზალუიან ცუდი მდგომარეობა გვაქვს რომ წერენ ორი მოთამასე გვაკლიაო ნუთუ ამ ორ კცზე წყდება ყველაფერი ვიღაცამ შეიძლება ტრამვა მიიროს და რა ხდება უნდა წავაგოთ ასეთი დონის გუნდებთან? მაგრამ ბოისა რომ გეყოლება გუნდში ასე იქნება ყოველთვის სირცხვილია

• შოთა გუგეშაშვილი

ხალხნო გაიგეტ ალბანეტს მოუგებტ ჩერნოგორიას აუცილებლატ უნდა მოუგოტ ერტი ტამასი

• შოთა გუგეშაშვილი

ეს კაცი რაც უზახის კაი მცვრტნელიაო აგეტ პასუხი ვისაც არ გინდოდატ კოკოშკოვი

• ოთარი-ქუთაისი

ვერავის საქმეში ვერ ჩაერევი თუ კი ის სფერო კარგად არ იცი, მაგრამ ზუროსის ქცევებს მე ისევ კოკოშკოვი მერჩია. მწვრთნელიც და გუნდიც უფრო გაწონასწორებული იყო. ამდენი ტექნიკური 8 წლის მანძილზე არ მიუღია გუნდს. ზოგიერთებივით კინაღამ ცხრა არ დავწერე :). თბილისის ტურნირზე წუთშესვენებების კადრებს დააკვირდით და კოკოშკოვის დროინდელ გუნდის ქცევას შეადარეთ. უსმენს კი გუნდი რას ამბობს მწვრნელი? მე მგონი არა. ან უკვე იყო მასეთი ბოდიში და ფსიქოპატი ან ჩვენებმა გახადეს თავისი ქცევებით. ორივე შემთხვევაში ფედერაციამ დროზე გამოიფხიკოს ყურები და გაერკვეს სიტუაციაში. ნუ დავამსგავსებთ საფეხბურთო ნაკრებს ჩვენს საყვარელ გუნდს. ვეთანხმები ლევანს მაღალი კლასის კალათბურთელების დეფიციტია, თან აშკარა. მაინც იმედი მაქვს რომ ბიჭები თავს დადებენ და ჯგუფიდან გავლენ, რაღაცნაერად მათი მაინც მჯერა, რაგბისტების არ იყოს უბრძოლველად მათი წაგებული თამაში არ მახსენდება. არ ვიცი მე ზუროსი, ხართ მანდ საკმაო რაოდენობის ლომები(არც ერთს არ გამოგყოფთ ყველანი მიყვარხართ) და მიხედეთ საქმეს. არ ვითხოვ მაინდამაინც პირველ ადგილს მაგრამ ჯგუფიდან უნდა გახვიდეთ. წარმატებებიიიიიიიიიიიიიიი

• nika

"ლევანი"-ს ვეთანხმები. ეროვნული ნაკრების მოთამაშეებს მთავარი მწვრთნელი სამ ქულიანების, მით უმეტეს, საჯარიმოების სროლას და ბურთის ტარებას ვერ ასწავლის. სწორს შვება, ყველას რომ მიცა შანსი მოედანზე გასულიყვნენ. მერე ვინმეს პრეტენზია რომ არ ქონდეს, მე უკეტესი ვარო. რეალურად პირველი ხუტეული გარდა ყველა სუსტია. დიქსონის და შენგელიას გარეშე უზარმაზარი პრობლემებია. ზაზა ფაცჩულია იმედია შესარჩევებზე უკეთესად იტამაშებს. ნუ, მარკოიშვილის ქრონიკულ ტრავმებს შეეგუენ და მას ნაკრებში ვეღარ ვიხილავთ. ეგეც დანაკლისია.

• ლევანი

ზუროსი ძალიან კარგი სპეციალისტი ჩანს. ცდილობს, ბევრ კალათბურთელს მიცეს თავის გამოჩენის შანსი. რა თქმა უნდა, ეროვნული ნაკრების მწვრთნელი სროლას ვერავის ასწავლის, სტრატეგია კი ნამდვილად სწორია. პრობლემა "მოკლე საკამია", ანუ ძირითადი ხუთეულის გარდა მაღალ კლასს ვერავინ აჩვენებს. ამხანაგურ თამაშებში მწვრთნელი სწორედ ისეთ მოთამაშეებს არჩევს, ვისაც შეუძლია რამდენიმე წუთით მაინც ჩაანაცვლოს პირველი ხუთეული. იმედია, მაიკლ დიქსონი და შენგელია შესარჩევებისთვის გამოჯანმრთელდებიან. ძალიან ძლიერი მოწინააღმდეგეები გვყავს, განსაკუთრებით ნბა-ს მოთამაშეებით დაკომპლექტებული მონტენეგრო. წარმატება ჩვენს ნაკრებს. აუცილებლად მივიდეთ სპორტის სასახლეში მხარდასაჭერად.

• kilkauskas

ღმერთმა არ ქნას, მაგრამ ისეთი პირი უჩანს ევროპაზე ვერ გავალთ.რაგაც არ მომცონს ზუროსიიიიიიიიი

ბაგატსკისი ამბობს, რომ საქართველოს ნაკრები ისევ უნდა დაამარცხონ

"მადლობა საქართველო, რომ მომეცი შესაძლებლობა, წარმომედგინა ქვეყანა სიამაყითა და სიხარულით" - მარკის რიდი

"უფალო, არავინ ვარ შენს გარეშე. საქართველო, გულში ხარ" - ალექსანდრე მერკვილაძემ გულშემატკივრებს მიმართა

ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ

ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა

"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს

ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება

კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება

ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა

[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა

ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო

სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა

პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს

[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა

[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა

პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა

ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა

ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს

[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა

U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო

[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!

18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან

დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა

ვიქტორ სანიკიძე საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტად მეორე ვადით აირჩიეს

დამცირებული და აცრემლებული მაიკლ დიქსონი დახმარებას ითხოვს [VIDEO]

ცნობილი გახდა თორნიკე შენგელიას ნაკრებში არყოფნის მიზეზი

"როგორც არ უნდა გამაკრიტიკოს ყველამ, მინდა ეს საჯაროდ ვთქვა" - ვიქტორ სანიკიძემ თორნიკე შენგელიაზე ისაუბრა

საქართველოს ნაკრები ჩეხეთან 20 ქულით დამარცხდა

საქართველოს ნაკრებმა დანიასთან მატჩისთვის მზადება შენგელიას გარეშე დაიწყო

"არა რუსულ კანონს - ჩვენ უკეთესები უნდა ვიყოთ" - ქართველი სპორტსმენები ქვეყნის ევროპულ მომავალს უჭერენ მხარს

ჩინეთის საელჩომ დიქსონის ოჯახთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა

საქართველოს ნაკრების უნიკალური წინახაზი - მეორე ნაწილი

საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები ტრევიზოში ჩავიდა და დღეს პირველ ვარჯიშს გამართავს

ფაჩულია კვარაცხელიას საგულშემატკივროდ ნეაპოლში ჩავიდა და ძოლასთან ერთად ისაუბრა

[VIDEO] შენგელიას კარგი მატჩი ყოფილ გუნდთან - კაპიტანი ნაკრებში მარცხით მოდის

გიორგი ცინცაძე აფრიკის ჩემპიონ გუნდში გადავიდა

შენგელიას გარეშე - საქართველოს ნაკრებმა პოლონეთში ივარჯიშა

[VIDEO] კაპიტანი ფორმაშია - შენგელიას კარგი მატჩი ევროლიგაზე

მაიკლ დიქსონი კარიერას რუმინეთში გააგრძელებს

[VIDEO] უკვე უკეთ, მაგრამ მაინც წავაგეთ. პოლონეთი - საქართველო 94:89

მაიკლ დიქსონის 19-ქულიანი დებიუტი "ტიტებში"

ხვიჩა კვარაცხელიას, კახა კალაძესა და ზაზა ფაჩულიას წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენზე წარადგენენ

[VIDEO] შენგელიას 10 ქულა - "ბარსელონა" "ჟალგირისთან" დამარცხდა

ვიქტორ სანიკიძე ჩემპიონთა ლიგის საშეჯიბრო კომიტეტის ხელმძღვანელად დაინიშნა

ანდრონიკაშვილის ტრავმა სერიოზული არ აღმოჩნდა

[VIDEO] შენგელიას კარგი მატჩი ყოფილ გუნდთან - "ბარსელონა" ესპანეთის თასს გამოეთიშა

ვიქტორ სანიკიძე: ბაგაცკისის მხრიდან უღირს საქციელს ჰქონდა ადგილი - FIBA-ს რეაგირებას მოვთხოვთ

"რთულია უყურო ამ კადრებს და არ გაგიჩნდეს პროტესტი" - ზაზა ფაჩულია ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა

ზაზა ფაჩულია: შენგელიას მსგავსად მოქცევა მხოლოდ გამორჩეულ ლიდერებს ახასიათებთ

საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები მოახლოებულ მატჩებს ტრავმირებულებით ხვდება

გიორგი ცინცაძის ბოლო სანაკრებო თამაში!

ცინცაძე თსუ-ს დუდუ დადიანის მემორიალის ფინალის საგზურის მოპოვებაში დაეხმარა

საქართველოს ნაკრები ევრობასკეტისთვის მზადებას ჩეხეთთან 2 მატჩით დაასრულებს

[VIDEO] 10-დან 10 ორქულიანი - შენგელია "ბრეოგანთან" მატჩის MVP გახდა

"ერთმანეთს თავებს ურტყამდნენ, სრული სიგიჟე იყო" - NBA-ის ყოფილმა ვარსკვლავმა ფაჩულიას და გარნეტის ეს დაპირისპირება გაიხსენა [VIDEO]

მსაჯთა ახალი ინსტრუქტორი, რიჩარდ სტოკსი, ფედერაციის პრეზიდენტმა, ვიქტორ სანიკიძემ წარადგინა

პირველი ქართველი ფიბა-ში: ვიქტორ სანიკიძე საშეჯიბრო კომისიაში შეიყვანეს

მაიკლ დიქსონი საქართველოს ჩემპიონატში ითამაშებს!

ქართული სპორტის სანაკრებო რეკორდსმენი - გიორგი ცინცაძე ევრობასკეტ 2022-ს უმიზნებს