რატომ თქვა საქართველოს ნაკრების 24 წლის შემტევმა უარი ბუნდესლიგისა და ერედივიზიეს კლუბებზე?
სამი თვე სრულდება, რაც თორნიკე ოქრიაშვილს თურქულ "ესქიშეჰირში" იჯარა დაუსრულდა და გუნდი დატოვა. მას შემდეგ საქართველოს ეროვნული ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი უგუნდოდაა.

მისი ტრანსფერი "გენკს" ეკუთვნის. ამიტომ ახლახან ბელგიაში გაემგზავრა და გუნდთან ერთად ვარჯიშობს. მაგრამ არც 24 წლის ქართველ ნახევარმცველს სურს ამჟამინდელ კლუბში დარჩენა და ეს არც ბელგიელების ინტერესშია. ასე რომ, ოქრიაშვილი სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე (31 აგვისტო) ახალ გუნდში უნდა გადავიდეს, სხვა შემთხვევაში, "გენკმა" მას საკმაოდ სოლიდური ხელფასი უნდა უხადოს.

იყო ლაპარაკი, რომ მისი მენეჯერი მოლაპარაკებებს ჰოლანდიურ, გერმანულ და ფრანგულ კლუბებთან აწარმოებდა. ჰოლანდიური ვარიანტით დავინტერესდით და დავაზუსტეთ, რომ ეს გუნდი ერედივიზიეს ბინადარი "ტვენტე" იყო, სადაც წლების წინ გოგა გახოკიძე თამაშობდა.

რაც შეეხება გერმანულ გუნდს, ის ბუნდესლიგაში წლეულს აღზევებული "ლაიპციგი" გახლდათ. მაგრამ ოქრიაშვილმა ამაზე უარი თქვა, ისევე, როგორც რუსეთის პრემიერლიგის "ურალზე" (ეკატერინბურგი). როგორც გვითხრეს, მისი უარი იმითაა განპირობებული, რომ მენეჯერი საფრანგეთში ამბიციურ კლუბს ელაპარაკება, თორნიკე კი სწორედ ასეთ გუნდში თამაშზე ოცნებობს.

საკითხს ის აბრკოლებს, რომ "გენკის" სპორტული დირექტორი ჯერ ბელგიაში არ დაბრუნებულა და დაინტერესებულმა კლუბმა "გენკთან" დეტალები ჯერ ვერ შეათანხმა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

bebeto
რაც შეიძლება დროზე უნდა მონახოს კლუბი ოქრიაშვილმა.
giorgi-ს
პრობლემა უფრო ქართველი მწვრთნელების აზროვნებასა და პიროვნულ სისუსტეშია
Bill
და თუ ვინმეს შანსი აქვს რედ-ბულში თამაშის ეს სააუკეთესო ტრამპლინია. თუ არ დაამტკიცე შენი სტაბილური თამაშით რომ ძლიერი ხარ, ერთი და ორი თამაშით და ერთი გოლით ბაიერნში კი არა ჩხირიმელაშიც არ გათამაშებენ.
Bill
ლაიპზიგი ის გუნდია რომელმაც 6 წელი მოანდომა მარტო ბუნდესლიგა რომ ეთამაშა.
karoche
მოკლედ ერთ რამეს ვერ ვიგებ რა გინდათ ამ ბიჭისგან ? :D რა გიდნათ ბიჭო თქვენზე დაუნახავი არ მინახავს არავინ ქართველებოოოო გამოფხიზლდით ეს კაცი ერთადერთია ვინც სულს და გულს დებს მოედანზე ყველა ნაკრების თამაშზე არ უნდა კაცს ეს ურალი ტვენტე და ლაიპცგი უნდა გუნდი რომელიც ითამაშებს მინიმუმ ევროპალიგაზე ან იბრძოლებს მაინც ამისთვის და გადავა კიდევაც ;) და მოინდომებს კიდევაც რატომ ხართ ესეთი ცუდები
oe
არ წახვიდე ოქრო,შენ "ბაიერნი" გელოდება!(კაკულიამ გამანდო)
სიმართლის მოყვარული
მარტივი კაცი არ არის ოქრი. მაგრამ საქართველოს ნაკრების ყველა მატჩში ეს ყმაწვილი ბოლომდე იხარჯება და ყოველთვის გამორჩეულია, თანაც ორივე გუნდში...ძალიან ვგულშემატკივრობ მას...
giorgi
საქართველო ახალგაზრდა ,,პერსპექტიული" ფეხბურთელების ქვეყანაა... ოქრიაშვილი, ჭანტურია, ანანიძე, მჭედლიძე, კიდევ შეიძლება ჩამოთვლა. პრობლემა აზროვნებასა და პიროვნულ სისუსტეშია, რაც გამოიხატება სიზარმაცით, პროვინციალიზმით, საშუალო ევროპული ხელფასით დაკმაყოფილებით, განვითარების სურვილის არარსებობით და ა.შ
levani kaxeti
მე კი მგონია, "დინამოა" მაგის ბოლო ვარიანტი, არადა დარჩება წყალგარეთ ძველი წისქვილივით. აი, ნახავთ თუ მასე არ მოხდეს.
გიორგი
ლაიფციგში რეჟიმს მიეჩვევა, საფრანგეთის ჩემპიონატს აღარ ჯობია ბუნდესლიგა? ისე კი ლიონი კარგი იქნება,ნეტავ პარამბუკანო დაემართოს:)))
giorgi
რითი ფიქრობენ ეს ქართველი ახალგაზრდა ფეხბურთელები გასაკვირია პირდაპირ, კარგი ფეხბურთელი ყველაზე ბევრს უნდა ვარჯიშობდეს, ესენი კი, რომელიმე ჭე კლასის გუნდში გაიჩითებიან და ვსიო სავარჯიშოდ ბურთან ვერ მიდენი, კაროჩე სხვა ადგილით ფიქრობენ თავით არა, ეს ფაკტია!
giorgi
იმედია კარგ გუნდში გადავა მაგრამ ჯობდა ბუნდესლიგაში წასულიყო
giga
როცა აქ ხარ პიონერივიტ ხარ და საქარტველოსი ბლატაობ ტურმე,,ხომ არ დაგავიწყდა სენი ადგილი
gri
გერბინა მერე მოედანზე და უგუნდოდ არ იქნებოდი,ორსული ქალივიტ რომ დადიოდი მინდორზე,ტანაც ტურმე არ ესიამოვნა რო დაწერეს არ დარბიახარო..
jondo
არ მოგწყინდათ ამ ზღაპრების მოყოლა? რა საფრანგეთი, რა უარი გერმანიას და ჰოლანდიას? 1 კვირაა დარჩენილი და დაიხურება ფანჯარა და პაკაა ჩვენი მორიგი ნუკრი კაკილაშვილის (მიშა მესხი უმცროსი, გიო ქინქლაძე, ზაზა ჯანაშია, მალხაზ ასათიანი და ა.შ) კარიერული წინსვა
vaxo
დინამოს გამოსვლა ევრო ტასებზე ამარზენია, ესენი პეხბურტის იმპოტენტები არიან. ამისულაჰვილი ისეა დამდზიმებული განდზრევა უჰირს ახალგაზრდები პიზიკურად ისეტი სუსტები არიან რომ ლაპარაკიც არ გირს, და კიდევ მატ და მაგისტანებს ნაკრებჰი იცვევენ. ვაი ჰვენს პატრონს ამისტანა რეგვენების ხელჰი რომ ვარტ.
ზორბეგი
ლაიპციგი რედ ბულია. ფული აქვთ ქვეყნის მალე ბაიერნის კონკურენტი გახდება... და ამან უარი თქვა ხო ? ან დებილია ან ჟურნალისტური ზღაპარი, დიდი ალბათობით ორივე ერთად
dato
გენკის მწვრთნელს ეცოდება და მაგიტო წერია გენკის სიაში :D
სირბილის სწავლების ცენტრი
წარმატებას ვუსურვებ!
odala
იმენნა გრუზინული ბაზარი: სპორტული დირექტორი ბელგიაში არ ჩასულა ჯერ და თურმე დეტალებს მაგიტომ ვერ ათანხმებენ. ამ გაგანია ვაჭრობაში, მასტი 1 თვეა ისვენებს თუ რას შვრება? ან თვითონ რომ არ იყოს იქ, პასუხისმგებელი პირი არ ჰყავს ვინმე დატოვებული? ეს თქვენ გგონიათ რომ დირექტორის, თუ გამგებლის, თუ პრეზიდენტის გარეშე არსად არაფერი წყდება. ნაკომუნისტარი აზროვნება. ან კიდევ, თუ სოლიდური ხელფასი უნდა უხადონ ფეხბურთელს, ისინი ყველაზე მეტად ყოფილად დაინტერესებული მისი გასხვისებით. კლიენტი ჰყავთ და ესენი სადღაც საქმეებს აგვარებენ და არ სცალიათ? თუ სულაც ისვენებენ?
Eric cantona
"სამი თვე სრულდება, რაც თორნიკე ოქრიაშვილს თურქულ "ესქიშეჰირში" იჯარა დაუსრულდა და გუნდი დატოვა. მას შემდეგ საქართველოს ეროვნული ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი უგუნდოდაა" - ეს ძალიან ცუდია, მაგრამ უბედურება ისაა რომ, ასეთი ფეხბურთელი ნაკრებშია გამოძახებული და კიდევ უარესი ისაა რო მ, ძირითად შემადგენლობაში დააყენებენ
787
ქართველს ფეხბურთელობა იმიტომ კი არ უნდათ რომ შემდეგ თავდაუზოგავად ივარჯიშოს იმუშაოს თავის თავზე რომ განვითარდეს და უკეთესად ითამაშოს ფეხბურთი არამედ იმიტომ რომ ქონდეს დაკუნთული ტანი ყავდეს კარგი მანქანა გადაიღოს სეფი ტუჩებ დაბერილ არსებასთან უკაცრავად გოგოებთან და გოლს რომ გაიტანს წელიწადში ერთხელ ისვე აღნიშნოს როგორც რონალდო მესი აღნიშნავს ანუ გოლის გატანის შემდეგ გაიიდოს და დაგვანახოს თავისი ტონტორა სხეული ან ჩხირივით
Eric cantona
ოქრიაშვილმა ტვენტე და ლაიპციგი უარით გაისტუმრა, შეჯდა თავის ლურჯა ცხენზე და გააჭენ გამოაჭენა. ჭირი იქა ლხინი აქა, ქატო იქა ფქვილი აქა :))
merabi
რატომღაც მჯერა, კარგ გუნდში მოხვდება, ამის პოტენციალი აქვს. მერე იქაც თუ ვერ გაამართლა, არ ყოფილა ამის საშველი.
giorgi
ბაზარი არაა ძალიან ნიჭიერია, მაგრამ არა აქვს საიმისოთ საქმე ტვენტესა და ლაიფციგზე რომ თქვას უარი, ჯერ ეგეთ კლუბში აქვს დასამტკიცებელი ბევრი რამე, არ მგონია ეს ინფორმაცია რეალობას შეესაბამებოდეს
gggg
ეჰ დარჩა ეს ბიჭი ზირკაში ან ზორიაში არადა მართლა გულით მინდა რომ აეწყოს და ფეღბურთი ითამაშოს
saba
ტვენტეზე შარშანაც იწერებოდა დდდდდდ მანამდე კიდე ვერდერზე. არ გიტყდებათ ამდენი ტყუილის წერა გინდ ამაზე გგინდ ჭანტურიაზე?
dito
ფრანგული ამბიციური ვარიანტი რომელია? ნიცა.მონპელიე.ბასტია თუ გენგამი
llcl
უეჭველი პსჟ, სხვა ფრანგული ვარიანტი არც კი განიხილება))))
maradona
და ამ დროს გამოჩნდა მეჩონგურე...
leo
ურალზე ასე თუ ისე დამაჯერებელია. ხო, და იმ სპორტულ დირექტორს თუ ვიღაცას ტელეფონი არ აქვს ხო? ალბათ დაკარგა ან მოპარეს ))
გგგ
სახვეწრად აქვს საქმე და კიდევ რამე ვარიანტზე ამბობს უარს? მაგას ვინ დაიჯერებს? ლაიფციგში დაუძახეს და ფრანგულ ვარიანტე ელის არა>? ბოლოს როგორც წესი ურალი ან ვოლგა წაიყვანს
vaxo
ან შენ რას იტანჯები ან ჩვენ რა გვტანჯავ
სიმართლე
იყო და არა იყო რაა, ესე უნდა იწყებოდეს ეს სტატია
gio
კომიკური ხდება უკვე ვარიანტების ჩამოთვლა თუ სად ითამაშებებენ ოქრუაშვილი, კანკავა და ძმანი მათნი, რეალობა კი არის ის რომ საშუალოზე დაბალ გუნდებსაც აღარ სჭირდება ისინი.
vazha
სისულელე იქნება მართლაც თუ მინიმუმ მარსელი ან ლიონი არ წაიყვანს თორე ბუდესლიგაში თამაშს იუარებდა? :(
j.ch.
ბუნდესლიგაზე და ერედივიზიონზე უარი უთქვამს,კაი რა შეეშვით ამ ზღაპრებს.ჩამოდით ციდან.
ika
მორჩით რა სისულელეებს ხო ეხლა გენკს არაფრად უნდა ეს და ტვენტე თავს იკლავს რო აიყვანოსს? :D:D:D:D:D ამასაც თურმე უარი უთქვია:D:D:D აბა რა იქნება პარისერჯერმენს ელოდება ალბათ ეგენი იქნებიან :D:D:D წამოდი დინამოში სანამ დროა დარმავოი ხელფასი მაინც გექნება :D:DD:DD
გოჩოლეიშვილის კარგი მატჩი - "ჰამბურგი" "უნიონს" ფრედ ეთამაშა
Le Parisien-ი კვარაცხელიას ტრავმის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
წიტაიშვილი და აბუაშვილი შეცვლაზე და "მეცის" ფრე "ჰავრთან"
კონტე: "მილანთან" დავმარცხდით და არა რომელიმე აუტსაიდერთან
"მანჩესტერ იუნაიტედი" ამორიმის შემცვლელად, ინგლისის ნაკრების ყოფილი მწვრთნელს მოიაზრებს
საერთაშორისო აღიარება - საქართველოს ხმა მსოფლიო ველოსპორტის არჩევნებში
გოჩოლეიშვილის კარგი მატჩი - "ჰამბურგი" "უნიონს" ფრედ ეთამაშა
[VIDEO] დრამა "სენტ ჯეიმს პარკზე" - "არსენალმა "ნიუკასლს" ბოლო 10 წუთში თამაში შემოუტრიალა
წიტაიშვილი და აბუაშვილი შეცვლაზე და "მეცის" ფრე "ჰავრთან"
იური ტაბატაძე შეცვალეს - "კადისი" "სეუტასთან" ფრეს დასჯერდა
გოგლიჩიძე ისევ არ ათამაშეს - "უდინეზე" დამარცხდა
"დარწმუნებული ვარ, სიტუაციის შეცვლა შემიძლია" - ამორიმი "ბრენტფორდთან" მარცხის შემდეგ
"ვესტ ჰემმა" პოტერი გაათავისუფლა - "ჩაქუჩები" ეშპირიტუ სანტუმ ჩაიბარა
"რეალს" ენდრიკის იჯარით გაშვება უნდა, ბრაზილიელი წასვლის წინააღმდეგია
"დიდებული მწვრთნელია, მაგრამ ფერგიუსონამდე და ანჩელოტიმდე ბევრი უკლია" - ხაბიბმა გვარდიოლაზე ისაუბრა
ფრე ქუთაისში... და "თელავის" მოგება "გაგრასთან"
ლუის ენრიკემ კვარაცხელიას ტრავმაზე კომენტარი გააკეთა
[VIDEO] ლომინაძე და ქოჩორაშვილი შეცვლაზე შევიდნენ - "სპორტინგმა" "ნაპოლიმდე" "ეშტორილს" სძლია
"[VIDEO] ბარსელონასთან" მატჩის წინ ხვიჩამ ტრავმა მიიღო - პსჟ-მ "ოსერს" მცველების გოლებით მოუგო
მიქაუტაძის 73 წუთი - "ვილიარეალმა" "ატლეტიკი" დაამარცხა და ზედიზედ მესამე გამარჯვება მოიპოვა
დავითაშვილი შეცვალეს - "სენტ-ეტიენი" სახლში "გენგამთან" დამარცხდა
პირველი ტაიმის შემდეგ პსჟ "ოსერს" 1:0 ამარცხებს
"ამ ორი ფეხბურთელის წყალობით, "ბარსელონა" მომდევნო 10-15 წელი ჩემპიონთა ლიგის მოგების მთავარი ფავორიტი იქნება" - დეულოფეუ
ოფიციალურად: თორნიკე ოქრიაშვილი ეროვნულ ლიგაში დაბრუნდა
ისაკი გუნდთან ერთად ვარჯიშს არ აპირებს - "ნიუკასლმა" შვედი დააჯარიმა
48 მლნ ევრო მცველში - მადრიდის "რეალმა" მესამე ტრანსფერი განახორციელა
ქეცბაია ტრიბუნაზე, ჩვეული კანკავა, ნაკლებად დასამახსოვრებელი ოქრიაშვილი - 19 წლის ბრაზილიელის ლამაზი გოლი... [VIDEO]
"ვეცდები, სანიოლი დავარწმუნო, რომ ეროვნულ ნაკრებში თამაშის ღირსი ვარ" - თორნიკე ოქრიაშვილი
მიხაილ გორელიშვილი გორის "დილაში" დაბრუნდა
დუეინ უეიდმა "კლივლენდი" აირჩია
"ყოვლად მიუღებელია ის რეალობა, რაც ჩვენს ქვეყანაში ხდება!" - თორნიკე ოქრიაშვილი [PHOTO]
პსჟ-ს, შესაძლოა, ტრანსფერების განხორციელება აეკრძალოს
"სანიოლი საპრესკონფერენციო ოთახში ვნახე და ასეთი რამ მითხრა" - რა განაცხადა თორნიკე ოქრიაშვილმა?
"მე რომ "გენკში" მივედი, ტროსარი გუნდიდან გაუშვეს, ახლა კი..." - რა განაცხადა ოქრიაშვილმა "არსენალის" შემტევზე?
ვინ სად გადავიდა? - ბოლო სატრანსფერო დღის გარიგებები