მანუჩარ მარკოიშვილისა და ვიქტორ სანიკიძის გუნდებმა იტალიის ჩემპიონატში მორიგი გამარჯვებები იზეიმა, რაშიც ჩვენებურთა წვლილი დიდია
იტალიის ჩემპიონატში მანუჩარ მარკოიშვილისა და ვიქტორ სანიკიძის გუნდებმა მორიგი გამარჯვებები იზეიმეს. მათ წარმატებებში ქართველებსაც დიდი წვლილი მიუძღვით: ვიქტორმა 12 ქულა ჩააგდო, ხოლო მანუჩარმა - 16.

მარკოიშვილის "კანტუ" "ტერამოს" ეწვია. წინასწარ ფავორიტებად სწორედ სტუმრები იყვნენ შერაცხულნი. მათ ეს სტატუსი ბოლომდე გაამართლეს: ტერამოში "ახუტულ-ჩახუტული" ანგარიშით იმარჯვეს - 96:69.

მანუჩარ მარკოიშვილმა ტრავმის მოშუშების შემდეგ საუკეთესო მატჩი ჩაატარა: 19 წუთში 16 ქულა, 1 მოხსნა და 2-2 პასი-ჩაჭრა გაიფორმა. მანუმ 9-დან 5 ორქულიანი და 3-დან 2 სამიანი გამოიყენა.

მასზე მეტი კანტუელთა კაპიტანმა ნიკოლა მაზარინომ ჩააგდო - 26 ქულა.

ვიქტორ სანიკიძეს "პესაროსთან" საშინაო მატჩში 12 ქულის ჩასაგდებად 13 წუთიც ეყო. მარკოიშვილის მსგავსად მანაც შესაშური სიზუსტით ისროლა - 2 სამქულიანიდან და 4 ორიანიდან მხოლოდ თითო ააცილა, რასაც 3 საჯარიმო მიამატა. ვიქტორმა 12 ქულა არ იკმარა, 2 მოხსნა და თითო პასი-დაფარება გაიფორმა. სანიკიძემ ქულათა უმეტესობა პირველ ტაიმში ჩააგდო.

მატჩის ბომბარდირი 15 ქულით "ვირტუსის" ფინელი უკანახაზელი პეტრი კოპონენი გახდა. ბოლონიელები რიტმს საწყისი სამი პერიოდის განმავლობაში აკონტროლებდნენ, თუმცა ბოლო ათწუთეულში პესაროელებმა თამაშის შემოტრიალება სცადეს და 2 ქულა დააკლდათ - "ვირტუსმა" 71:70 მოიგო.

"აველინოს" განაცხადში იყო, მაგრამ არ უთამაშია მერაბ ბოქოლიშვილს. მისმა გუნდმა რომში "ლოტომატიკასთან" 70:80 წააგო.

"კანტუ" იტალიის ჩემპიონატის სატურნირო ცხრილში მეორე ადგილზეა - 14 გამარჯვება. მეოთხე-მეხუთე პოზიციებს ინაწილებენ "ვირტუსი" და "აველონო" (10-10 მოგება 9-9 მარცხი). მომდევნო ტურში "კანტუ" პირველადგილოსან "მონტეპასკისთან" სტუმრად ითამაშებს, "აველინო" "მონტეგრანაროს" მიიღებს, ხოლო "ვირტუსი" - "კასერტას". მე-20 ტურის მატჩები 27 თებერვალს გაიმართება.

საუკეთესო შენგელია და "ბარსელონას" გამარჯვება ევროლიგაზე
17 წლის მათე ხატიაშვილის დებიუტი ესპანეთის უმაღლეს ლიგაში
[VIDEO] მამუკელაშვილის შესანიშნავი მატჩი - "ტორონტო რაპტორსმა" "იუტა ჯაზი" დაამარცხა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა