ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

უმაღლესი 123123123

უმაღლესი 123123123

უმაღლესი 123123123

ორი ლიდერი, ორი უქულო, ერთიც უგოლო

უფრეო IV ტურის შემდეგ ორივე ჯგუფში 10-10 ქულით ლიდერები გამოიკვეთნენ - "თეთრებში" ყოჩაღად ირჯება "ჩიხურა", ხოლო "წითლებში" თამაშს თამაშზე იგებს ბათუმის "დინამო".

თვალნათლივ ვხედავთ აუტსაიდერებსაც. უცნაურია, რომ "წითელ ჯგუფში" ორ გუნდს ("ზუგდიდი", "სიონი") რჩება ქულათა გრაფაში მეტად უსიამოვნო ნული. ეს განსაკუთრებით "სიონისგანაა" გასაკვირი. "თეთრებს" რაც შეეხებათ, იქ ბოლო სამ გუნდს აქვს 2-2 ქულა.

და კიდევ ერთი მოულოდნელი ფაქტი - ქუთაისის "ტორპედომ", რომლის ხელმძღვანელობას ამბიციური გეგმები აქვს, 3 მატჩი (ერთ ტურში ისვენებდა) ჩაატარა ისე, რომ ერთი გოლიც კი ვერ გაიტანა...

თეთრი ჯგუფი

ტორპედო-ჩიხურა 0:3

27.08. ქუთაისი. რამაზ შენგელია

0:1 ლობჟანიძე (68. განუგრავას პასით), 0:2 დეკანოიძე (83), ს. ლობჟანიძე (89)

გამოუყენებელი პენალტი: ტუღუში (32. მეკარე)

ტორპედო: კვასხვაძე, ტაბატაძე, კოლინი, გურული, ტუღუში, დოლიძე, მამასახლისი, ფალავანდიშვილი, ქიმაძე (74. საღრიშვილი), ბაბუნაშვილი (52. მესხი), კაპანაძე (66. კვერნაძე).

სათადარიგოები: მ. ქვილითაია, ნერგაძე, ჭიჭინაძე, წილოსანი

მწვრთნელი: კობა ჟორჟიკაშვილი

ჩიხურა: ჰამზიჩი, გრიგალაშვილი, კაშია, განუგრავა, რეხვიაშვილი, ჩიკვაიძე, დობროვოლსკი, ს. ლობჟანიძე, ივანიშვილი (72. გორგიაშვილი), სარდალიშვილი (66. ლექვთაძე), მუმლაძე (46. დეკანოიძე).

სათადარიგოები: სეფიაშვილი, გვალია, კორიფაძე, კაკუბავა

მწვრთნელი: სოსო ფრუიძე

გაფრთხილება: ტუღუში (23), რეხვიაშვილი (32), ტუღუში (77)

გაძევება: ტუღუში (77)

არბიტრი: ა. ნონიკაშვილი

ლოკომოტივი-გურია 2:1

27.08. თბილისი. მიხეილ მესხი

0:1 დინიზი (10), 1:1 გ. დიასამიძე (22), 2:1 ზარანდია (70)

ლოკომოტივი: თევდორაძე, ფოფხაძე (19. ზარანდია), ხიდეშელი, მახარაძე, გაბაძე, კლიმიაშვილი, კუხიანიძე, გ. დიასამიძე, უბილავა (61. სამურკასოვი), არდაზიშვილი (73. ჩიტეიშვილი), დ. ჩაგელიშვილი.

სათადარიგოები: კუპატაძე, ქიქავა, მზევაშვილი, გეთიაშვილი

მწვრთნელი: ჟერარდ სარაგოსა მულეტი

გურია: იმერლიშვილი, ბ. ცინცაძე, მეგრელიშვილი, ჩადუნელი, კაბორე, ლ. ნოზაძე (85. ნ. დიასამიძე), ფელიპე (80. ჭედია), მოროზენკო, დ. კირკიტაძე, სტეფნიაშვილი (41. ჭეჭელაშვილი), დინიზი.

სათადარიგოები: ხვედელიძე, ჭეიშვილი, ზ. თევზაძე, იმნაძე

მწვრთნელი: ოლეგ ლეშჩინსკი

გაფრთხილება: კაბორე (30), არდაზიშვილი (31), უბილავა (58), კლიმიაშვილი (61), მეგრელიშვილი (64), სამურკასოვი (73), გ. დიასამიძე (90)

გაძევება: კაბორე (88)

არბიტრი: ი. კვირიკაშვილი

შუქურა-ცხინვალი 1:3

27.08. ქობულეთი. ჩელე არენა

0:1 დვალი (18), 0:2 მახარობლიძე (38), 0:3 დვალი (58-პენ), 1:3 კუტალია (69)

შუქურა: ჯიოევი, მირცხულავა, ჭეჟია, არზიანი, კუტალია, შალამბერიძე (46. კონიეჰა), საბაძე (62. ს. გურული), კომახიძე, ბერიაშვილი (67. ომანიძე), ჩელებაძე, მამულაშვილი.

სათადარიგოები: მამინაშვილი, მალანია, ჩაჩუა, ადამაძე

მწვრთნელი: თემურ შალამბერიძე

ცხინვალი: ნადირაძე, თომაშვილი, მაისაშვილი, ცერცვაძე, ბაჩიაშვილი, ქოჩლაძე (88. ნ. გელაშვილი), სულთანიშვილი, ქარდავა, მახარობლიძე (90. კასრელიშვილი), დვალი, კახელიშვილი (84. მაქაცარია).

სათადარიგოები: კერესელიძე, კაჭკაჭიშვილი, ჯამარაული, ტორჩინავა

მწვრთნელი: კახა კაჭარავა

გაფრთხილება: კუტალია (16), ჩელებაძე (30), დვალი (30), მამულაშვილი (33), კახელიშვილი (54), ცერცვაძე (72)

გაძევება: ჩელებაძე (73)

არბიტრი: ბ. ნინუა

დინამო (თბ) ისვენებდა

თ მ ფ წ ბ ქ

1. ჩიხურა 4 3 1 0 9-3 10

2. დინამო (თბ) 3 2 1 0 7-2 7

3. ცხინვალი 3 1 1 1 5-5 4

4. ლოკომოტივი 3 1 1 1 4-4 4

5. შუქურა 4 0 2 2 2-6 2

6. ტორპედო 3 0 2 1 0-3 2

7. გურია 4 0 2 2 1-5 2

წითელი ჯგუფი

დილა-სიონი 2:1

27.08. გორი. თენგიზ ბურჯანაძე

1:0 ღონღაძე (2), 1:1 ძარია (14), 2:1 გამცემლიძე (90+3)

დილა: ბეგაშვილი, სამხარაძე, სალუქვაძე, ლომიძე, ღონღაძე, ნონიკაშვილი, რაზმაძე, წიქარიძე, გამცემლიძე, მიზრაჰი (70. ერისთავი), მოდებაძე.

სათადარიგოები: მუჯრიშვილი, კაკულია, ა. ჯანელიძე, ჩახვაშვილი, კურმაშვილი, ელიაური

მწვრთნელი: უჩა სოსიაშვილი

სიონი: ნანიევი, ხურცილავა, სვანიძე, თოთაძე, გაფრინდაშვილი, გიორბელიძე (76. ვოლკოვი), კობახიძე (67. უგულავა), ძარია, სანტოს ფერნანდესი, გ. ჯანელიძე (90. ვაჩაძე).

სათადარიგოები: ილიუშჩენკოვი, ფოფხაძე, სიხარულიძე, ლობჟანიძე

მწვრთნელი: არმაზ ჯელაძე

გაფრთხილება: ნონიკაშვილი (76), ერისთავი (84), გამცემლიძე (90+4)

არბიტრი: გ. კიკაჩეიშვილი

ზუგდიდი-დინამო (ბთ) 0:2

27.08. ზემო ეწერი

0:1 შონია (58), 0:2 კვანტალიანი (79)

ზუგდიდი: ლიტოვჩენკო, აფაქიძე, დინ-კონტეჰი, ბ. აქუბარდია, ბამბა, იოსელიანი (57. თუთბერიძე), ზოზულია (64. კუკავა), ტყემალაძე, გ. სამუშია, ერმაჩენკო, კაპაროსი (73. ბეჭვაია).

სათადარიგოები: ზარქუა, გ. ქანთარია, გ. მაჩაიძე, ნ. ქირია

მწვრთნელი: ვლადიმირ ლიუტი

დინამო (ბთ): ტიმოფეევი, ტვილდიანი, გოგიტიძე, კვირკველია, სუხიაშვილი, შონია, თარხნიშვილი, მარიანოვიჩი (55. კვანტალიანი), თევდორაძე (77. ჭკუასელი), ფონიავა, ლობჯანიძე (88. ვარშანიძე).

სათადარიგოები: რ. ტაკიძე, ვ. ქორიძე, კეკუა, გაბდოლინი

მწვრთნელი: ლევან ხომერიკი

გაფრთხილებები: კუკავა (66), დინ-კონტეჰი (82), ტიმოფეევი (89)

არბიტრი: გ. ვადაჭკორია

კოლხეთი-საბურთალო 1:0

27.08. ფოთი. პარკი არენა

1:0 ბოლქვაძე (76-პენ)

კოლხეთი: თებიძე, გ. კილასონია, რამალდანოვი, ჩაკვეტაძე, ქებურია, ბოლქვაძე, ოზარკივი (46. ჯღამაია), კორობკა, შ. კერძევაძე, ჟიშკარიანი, ნიქაბაძე (30. ლუკავა/80. ლ. კაკულია).

სათადარიგოები: ძაგანია, ნ. ტუღუში, გოგონაია, გედენიძე

მწვრთნელი: გელა სანაია

საბურთალო: გოშაძე, იაშვილი (86. რუხაძე), კარასკო, მარგველაშვილი, გრიგალაშვილი, ხარაიშვილი, ელვინ ტერა (79. გონსალო ვაგნერი), ჩაბრაძე, სანტიაგო ხარა, ფანცულაია (71. კოხრეიძე), გარსია პენა.

სათადარიგოები: ქურდაძე, ალთუნაშვილი, მამუჩაშვილი, სოფრომაძე

მწვრთნელი: პაბლო ფრანკო მარტინი

გაფრთხილება: ქებურია (15), ჯღამაია (72), თებიძე (72), ძაგანია (72), გოშაძე (72), თ. გრიგალაშვილი (72), ჩაბრაძე (81), ლ. კაკულია (82)

არბიტრი: დ. ხარიტონაშვილი

სამტრედია ისვენებდა

თ მ ფ წ ბ ქ

1. დინამო (ბთ) 4 3 1 0 11-2 10

2. კოლხეთი 4 3 0 1 4-5 9

3. დილა 3 2 0 1 7-5 6

4. სამტრედია 3 1 2 0 7-4 5

5. საბურთალო 3 1 1 1 4-4 4

6. ზუგდიდი 3 0 0 3 1-7 0

7. სიონი 4 0 0 4 3-10 0

ბომბარდირები

ს. ლობჟანიძე (ჩიხურა) 5

თ. შონია (დინამო ბთ) 5

ჯ. დვალი (ცხინვალი) 3

ბ. ზივზივაძე (სამტრედია) 3

დილა-სიონი 2:1

გამცემლიძემ

ერთი ქულაც

არ გასცა

ზედიზედ მეოთხე მატჩი წააგო "სიონმა" და უქულოდ დარჩენილი უმაღლესი ლიგის "წითელი ჯგუფის" უპირობო აუტსაიდერია. ბოლნისელთა თამაშს მოედნის კიდიდან ჩვეული ემოციით ხელმძღვანელობდა ლადო ბურდული, რომელიც ადრეც ითავსებდა მთავარი მწვრთნელის ფუნქციებს.

როგორც მან "ლელოს" უთხრა, არმაზ ჯელაძე გუნდიდან არ წასულა, უბრალოდ, თავად აპირებს აქტიურად ჩაერთოს სამწვრთნელო საქმეში და ჯელაძის ასისტენტი იყოს...

ბურდულს სანერვიულო დებიუტიდანვე არ მოჰკლებია. ჯერ კიდევ მე-2 წუთზე მისი გუნდი მდევრის როლში აღმოჩნდა. გოლი თემურ ღონღაძის (ის ამ დღეს ერთ-ერთი გამორჩეული იყო მოედანზე) მიერ საჯარიმოში ჩაწოდებას მოჰყვა, სადაც ბურთს ვერც ირაკლი მოდებაძე შესწვდა, ვერც "სიონის" გოლკიპერი სოსლან ნანიევი და პირდაპირ კარში აღმოჩნდა - 1:0.

პრობლემები "დილასაც" ჰქონდა - დაცვის ხაზს დააკლდნენ ტრავმირებული გიორგი ქარქუზაშვილი და დისკვალიფიცირებული ალექსანდრე კვახაძე. ამის გამო, უჩა სოსიაშვილმა გარკვეული ტაქტიკური გადაადგილებები განახორციელა, რამაც უკანა ხაზი კი გაამაგრა, მაგრამ ლევან ნონიკაშვილი შეტევას მოაკლო და იძულებული გახდა, მეორე ტაიმში ჩვეულ პოზიციაზე დაებრუნებინა.

ნაადრევი გოლის შემდეგ "სიონმა" შეუტია მეტოქეს და მალე გიორგი ჯანელიძის დარტყმულით კინაღამ იხეირა კიდეც - ბურთს მცველი გადაეფარა. მაგრამ სტუმართა აქტიურობას უკვალოდ არ ჩაუვლია: მე-14 წუთზე მასპინძელთა კარში პენალტი დაინიშნა, ირაკლი ძარიას მიერ შესრულებული 11-მეტრიანი გიორგი ბეგაშვილმა მოიგერია (მასპინძელთა გოლკიპერი მთელი მატჩის განმავლობაში საიმედო იყო), მაგრამ დამატებაზე ყველას ისევ ძარიამ დაასწრო და წონასწორობა აღადგინა - 1:1.

ახლა უკვე ამ ანგარიშით უკმაყოფილო "დილამ" გამოიღო ხელი. გორელები უტევდნენ, თუმცა "სიონი" მწყობრად იცავდა თავს. ბოლნისელი უკანახაზელები საიმედოდ მეურვეობდნენ სოსიაშვილის გუნდის მთავარ მეგოლე მოდებაძეს და მის უკნიდან მოქმედ იანივ მიზრახს. ეს ებრაელი ლეგიონერი შაბათს პირველად გამოჩნდა სასტარტო შემადგენლობაში და ისევე გამოიყურებოდა, როგორც მისი თანამემამულე ინვესტორები - "დილას" შესაძენად რომ აქტიურობენ, მაგრამ საქმეს თავი ვერა და ვერ დაედგა.

მიზრახი სულ იხსნებოდა, მოძრაობდა, თუმცა თანაგუნდელებთან შეთამაშება ჯერჯერობით აკლია. გორელთაგან შუა ხაზშიკარგად მოქმედებდა თენგიზ წიქარიძე. მან ტაიმის მიწურულს კარიდან სამიოდ მეტრში მყოფ მოდებაძეს თავზე დაასვა ბურთი, თუმცა დამაგვირგვინებელი დარტყმა ვერ აღმოჩნდა ზუსტი.

წიქარიძემ შორი და საშუალო დისტანციებიდან თავადაც სცადა გატანა, მაგრამ არც ამ სახიფათო მცდელობებს მოჰყოლია შედეგი.

შესვენებისას მოედანზე რიოს ოლიმპიადის გორელ ტრიუმფატორებს - ლადო ხინჩეგაშვილს, გენო პეტრიაშვილსა და ლაშა შავდათუაშვილს უხმეს. მაყურებელი მათ ოვაციითა და სიყვარულით მიესალმა. გორის "დილას" ხელმძღვანელობამ კი ისინი სიმბოლურად გუნდის მაისურებით დააჯილდოვა...

მეორე ტაიმში ტემპმა მოიმატა. "დილა" უფრო მეტს უტევდა, სტუმრებს კი, რა გასაკვირია და, ანგარიშის შენარჩუნების სურვილმა სძლიათ. მართალია, ბოლნისელები კონტრშეტევებზე უარს არ ამბობდნენ, მაგრამ პირველ რიგში საკუთარი კარის უსაფრთხოებაზე ზრუნავდნენ.

საერთოდ, ჟინი და შემართება არცერთ გუნდს არ დაეწუნებოდა, მაგრამ რეალური საგოლე მომენტები თითქმის არ იქმნებოდა. იქვე, მოთამაშეთა ჭარბმა ემოციამ ერთხანს მოედანზე ვითარებაც დაძაბა, რასაც ზედ ზოგიერთ ეპიზოდში არბიტრის საკამათო გადაწყვეტილებებიც დაერთო...

მატჩის მიწურულს მოდებაძემ, წიქარიძის პასით, ახლო მანძილიდან თავური მცირედით ააცილა, თუმცა ცოტა ხანში მაინც გაიტანა გამარჯვების გოლი - მსაჯის მიერ კომპენსირებული დროის ბოლო წუთზე მოედნის სიღრმიდან გრძელი გადაცემა სწორედ კაპიტანმა მიიღო და იქვე მყოფ ალექსანდრე გამცემლიძეს დასარტყმელად დაუგორა, გამცემლიძემ კი ერთი ქულის გაცემის უფლებაც არავის მისცა და "სიონი" შინ ხელცარიელი გაუშვა - 2:1.

მატჩის შემდეგ

უჩა სოსიაშვილი ("დილას" მწვრთნელი): "მადლობა მინდა გადავუხადო ჩემს ფეხბურთელებს ბოლომდე ბრძოლისთვის და გულშემატკივარს - მხარდაჭერისთვის... ჩვენი სწრაფი გოლი მოწინააღმდეგე გუნდის მეკარის და მცველების უხეშ შეცდომას მოჰყვა. პირველი ტაიმი დაძაბული, მეორე კი უფრო რთული აღმოჩნდა. საწყისი 20 წუთის განმავლობაში ჩვენ მეტს ვუტევდით, შემდეგ თამაში გათანაბრდა და ორმხრივ იერიშებში წარიმართა, თან კარგი სანახავიც იყო. ბოლოს ჩვენ გაგვიმართლა და გოლი გავიტანეთ. ეს 3 ქულა ჩვენთვის მეტად საჭირო იყო".

ვასილ ბალახაძე

გორიდან

კოლხეთი-საბურთალო 1:0

სანაიას კოლხეთი ისევ იგებს!

ფოთის "კოლხეთმა" 10-გუნდიან პრო ლიგა 1-ში მოსახვედრად კიდევ ერთი დიდი ნაბიჯი გადადგა. გელა სანაიას გაწვრთნილებმა უმნიშვნელოვანესი შეხვედრა მოიგეს და "წითელ" შვიდეულში მეორე ადგილზე არიან.

"საბურთალო" შეხვედრას საკადრო ცვლილებებითა და სიახლეებით შეხვდა. ტრავმირებულია 19-წლამდელთა ნაკრების თავდამსხმელი გურამ გოშთელიანი, რომელიც ორ თვეს დაისვენებს.

სამაგიეროდ, ჩამოვიდა ახალი ლეგიონერი - ბრაზილიაში დაბადებული ვაგნერ გონკალვეშ ნოგეირა, რომელიც საფრანგეთის მოქალაქეა. 20 წლის თავდამსხმელი 2014 წლიდან "ბასტია 2-ში" თამაშობდა და გასული სეზონის 19 შეხვედრაში 6 გოლი გაიტანა. მან კოლხებთან ბოლო 13 წუთი ითამაშა.

...მოედნის საფარის უხარისხობის გამო, გუნდებს ბურთის გაგორება და კომბინაციური თამაში უჭირდათ. საქმე ისაა, რომ წინა დღეს "პარკი არენაზე" მისმა მესაკუთრეებმა, მორაგბეებმა ივარჯიშეს... ისე, ცნობისთვის - შესაძლოა, სექტემბერში ფოთში სარაგბო ტურნირი ჩატარდეს და დიდი ალბათობით, "კოლხეთს" კვლავ ახალ სტადიონზე მოუწევს შეხიზვნა.

მატჩი პირველივე წუთებიდან დაძაბულად და თანაბარ ბრძოლაში მიმდინარეობდა. მეტოქეები დაცვაში საიმედოდ თამაშობდნენ. ახლა ქულებს იმდენად დიდი მნიშვნელობა აქვს, თავიდანვე რისკს ყველა ერიდება. ამიტომ, რეალური სახიფათო მომენტები მხოლოდ მეორე ტაიმში შეიქმნა.

მასპინძელთა ყველა მცდელობა უშედეგოდ სრულდებოდა, რადგან ბოლო მომენტში სტუმართა მცველები საიმედოდ თამაშობდნენ. 72-ე წუთზე კი მოედანზე ვითარება დაიძაბა: გიორგი ხარაიშვილი ბურთისთვის ლაშა ჯღამაიას ებრძოდა და ამას კინკლაობა მოჰყვა, რაშიც სხვებიც ჩაერთვნენ და არბიტრმა გუნდური გარჩევების შესაჩერებლად ყვითელი ბარათი ერთდროულად ხუთ მოთამაშეს აუფრიალა, მათ შორის, კოლხების სათადარიგო მეკარე ლაშა ძაგანიას...

76-ე წუთზე ფოთელებმა 11-მეტრიანის უფლება მოიპოვეს, რასაც წინ უძღვოდა კურიოზული სიტუაცია. აუტიდან ბურთი მეკარე ოთო გოშაძეს ჩააწოდეს, ის ბურთის გატანას ერთი შეხებით შეეცადა, მაგრამ უხარისხო საფარზე ცუდად აუხტა და ლაშა ჯღამაიას მოხვდა, ამ დროს, მეკარე ბურთს გადაეფარა და კოლხების ნახევარმცველი წააქცია. არბიტრმა დანიშნა პენალტი, რომელიც დავით ბოლქვაძემ უნაკლოდ შეასრულა - 1:0.

ბოლოს თბილისელებმა შეუტიეს და ერთ წუთში ორი მომენტი შექმნეს, მაგრამ ვერ ისარგებლეს: ხარაიშვილის კუთხურის შემდეგ, გაგი მარგველაშვილის თავური მეკარე გაბი თებიძემ მოიგერია და კოლხები გადაარჩინა. მალე კი თედორე გრიგალაშვილის დარტყმა მცირე მანძილით ასცდა მიზანს.

"კოლხეთმა" კი თამაში მოგებამდე მიიყვანა და თავის ჯგუფში მეორე ადგილი შეინარჩუნა. ვერაფერს იტყვი - გელა სანაია და კომპანია კვლავ ჩინებულად გამოიყურება.

სერგო კორძაია

ლოკომოტივი-გურია 2:1

შანსები

ცივსისხლიანად გამოიყენეს

გურია უკრაინელმა დამოძღვრა

თბილისის "ლოკომოტივმა" შინ დაძაბულ ბრძოლაში მინიმალური ანგარიშით მოუგო ლანჩხუთის "გურიას". თამაში ძალიან დაძაბული გამოდგა. მინდორზე ვნებათაღელვა წამითაც არ შენელებულა. საბოლოოდ გამარჯვება მასპინძლებს დარჩათ იმიტომ, რომ ჟერარდ სარაგოსას შეგირდებმა უფრო ცივსისხლიანად გამოიყენეს თავიანთი საგოლე შანსები.

სანამ უშუალოდ თამაშზე ვიტყოდეთ, ვთქვათ, რომ "გურია" ამ შეხვედრაში ახალმა მთავარმა მწვრთნელმა გაიყვანა. გურულთა უკეთესი მომავლისთვის ამიერიდან 50 წლის უკრაინელი სპეციალისტი ოლეგ ლეშჩინსკი იზრუნებს.

ლეშჩინსკის აქამდე უკრაინულ და რუსულ გუნდებში უმუშავია. 2010 წელს ის "სევასტოპოლს" წვრთნიდა. მისი მოღვაწეობა ამ გუნდში მხოლოდ ორ თვეს გაგრძელდა. ამის შემდეგ იყო ისევ უკრაინული "ტიტანი". ეს გუნდი ლეშჩინსკიმ 2012 წლის სექტემბერში ჩაიბარა და 2013 წლის ივნისამდე იმუშავა. ბოლოს კი იყო რუსული "ტოსნო". უკრაინელი სპეციალისტი ამ გუნდის სათავეში 2014 წლის თებერვალში გამოჩნდა და პოსტზე მაისამდე იმუშავა.

თვალის ერთი შევლებით ჩანს, რომ "გურია" მებრძოლი გუნდია. ეგაა, გურულები ძველი დამრიგებლის, თემურ მახარაძის ხელმძღვანელობითაც იბრძოდნენ. ახლა კი მათ სატურნირო მდგომარეობის გათვალისწინებით ქულები აუცილებლად სჭირდებათ.

მთელი მატჩის განმავლობაში ასე იყო: "ლოკომოტივი" ტერიტორიულ უპირატესობას ფლობდა, გურულები კი საკუთარ შანსებს კონტრშეტევებში ეძებდნენ. მთლიანობაში ისეთი თამაში გამოვიდა, საქართველოს ჩემპიონატში ბევრი რომ არ არის.

თავიდანვე, არბიტრმა "ლოკომოტივის" გოლი გააუქმა, რომელიც გამოცდილმა შემტევმა დავით ჩაგელიშვილმა შეაგდო. ეს იყო და, მე-10 წუთზე "გურიამ" ანგარიში გახსნა. გუნდის ახალწვეულმა დავით კირკიტაძემ, ვისაც არაერთ ქართულ კლუბსა და ისრაელში უთამაშია, ფლანგზე გაილაღა და თორნიკე სტეფნიაშვილს უპასა. მოლდოვური "ზიმბრუს" ყოფილმა ნახევარმცველმა კი, ვინც ტრავმის მიღებამდე ერთ-ერთი საუკეთესო იყო თავის გუნდში, ძლიერად დაარტყა. "ლოკოს" გამოცდილმა კიპერმა, რევაზ თევდორაძემ ბურთი მოიგერია, თუმცა დამატებაზე იმარჯვა ბრაზილიელმა დინიზმა და ანგარიში გახსნა.

სხვათა შორის, სწორედ დინიზია მიმდინარე სეზონში "გურიას" საუკეთესო მეგოლე - გურულთა მიერ გატანილი ორივე გოლი (ერთი ჩემპიონატში და ერთიც თასზე) სწორედ მასზე მოდის. სწორედ ისაა საუკეთესო "გურიაში" მოთამაშე ლეგიონერებს შორის.

მე-19 წუთზე "ლოკომოტივისთვის" უსიამოვნო ფაქტი მოხდა. დაშავდა საქართველოს ნაკრების კანდიდატი, გუნდის მარცხენა მცველი - გიორგი ფოფხაძე. ფოფხაძის ტრავმის სირთულესთან დაკავშირებით ექიმები საბოლოო ვერდიქტს დღეს გამოიტანენ.

ჟერარდ სარაგოსამ თამაში გადააწყო. ფოფხაძის ნაცვლად მინდორზე ბელგიური "გენკიდან" დაბრუნებული ლუკა ზარანდია შეუშვა, ვინც მეკარე თევდორაძესთან ერთად თამამად შეგვიძლია, მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად შევრაცხოთ.

"ლოკომოტივმა" ანგარიში 22-ე წუთზე გაათანაბრა. ზარანდიას გადაცემის შემდეგ კარგად გაისარჯა გეგა დიასამიძე - მკერდით ჩამოიღო ბურთი და საკმაოდ ლამაზი გოლიც გამოუვიდა.

57-ე წუთზე "გურიას" დიდებული საგოლე შანსი ჰქონდა. სტუმართა კონტრშეტევისას კირკიტაძე უბილავამ წააქცია საჯარიმოში. 11-მეტრიანის შესრულება გიორგი ჩადუნელმა ითავა, თუმცა მეკარე თევდორაძე შესანიშნავად გაისარჯა.

ამ შეხვედრაში საბოლოო სიტყვა ზარანდიამ თქვა. ლუკამ ფლანგზე მიიღო ბურთი. ის უფრო აწოდებდა, ვიდრე კარში უტყამდა. ფაქტია, ბურთი გურულთა ცენტრალურ მცველ ბიძინა ცინცაძეს მოხვდა და ისე გავიდა რატი იმერლიშვილის კარში. გოლი ზარანდიას ჩაეთვალა და ჩვენც ასე მოვიქცეთ. მით უმეტეს, ლუკამ მართლაც შესანიშნავად ითამაშა და ძალიან გაგვახარებს, თუ ასეთი ტემპით გააგრძელებს პროგრესს. ეგაა, ზოგიერთი საინფორმაციო საშუალება მაინც ავტოგოლზე დგას, თუმცა არ გვგონია, ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდეს. მთავარია, გოლი სწორედ ზარანდიამ "გამოძერწა".

"გურიამ" ბოლომდე იბრძოლა და "ლოკომოტივის" კართან რამდენჯერმე სიტუაციაც გაამწვავა, მაგრამ დადებით შედეგს მაინც ვერ გამორჩა. თამაშის დასრულებას ბევრი აღარ აკლდა, როცა არბიტრმა გასახდელის გზას გაუყენა სტუმართა ბურკინაფასოელი ლეგიონერი კაბორე. "ლოკომოტივმა" კი აქტივში მეტად მნიშვნელოვანი ქულები ჩაიწერა.

ალეკო კაკაურიძე

ტორპედო-ჩიხურა 0:3

ჩიხურა

გალიდერდა,

ტორპედო გოლზე ოცნებობს

"ტორპედოს" თავკაცები დამაიმედებელ განცხადებებს აკეთებენ და ამბობენ, რომ ძლიერ გუნდს გააკეთებენ, მაგრამ აგერ უკვე მეოთხე ტური მიილია და მდგომარეობას დამაიმედებელი ნამდვილად არ ეთქმის. კობა ჟორჟიკაშვილის გუნდმა სამ შეხვედრაში (მე-3 ტურში ისვენებდა) მხოლოდ 2 ქულა დააგროვა და "თეთრ ჯგუფში" ბოლო ადგილზე იმყოფება. თანაც, "ტორპედო" ერთადერთი გუნდია, რომელსაც მიმდინარე ჩემპიონატში ჯერ გოლიც არა აქვს გატანილი. რა თქმა უნდა, ამ წარუმატებლობამ ადგილობრივი გულშემატკივრების სამართლიანი აღშფოთება გამოიწვია, ისინი "ჩიხურასთან" ფიასკოს შემდეგ ძალიან გულდაწყვეტილნი იყვნენ და უკმაყოფილებას არ მალავდნენ...

"ტორპედოსგან" რადიკალურად განსხვავებულ შედეგს აჩვენებს "ჩიხურა". ევროპალიგის შესარჩევ ეტაპზე მოლდოვურ "ზიმბრუსთან" განცდილი წარუმატებლობის შემდეგ სოსო ფრუიძის შეგირდებმა ხასიათი ჩემპიონატის კარგი სტარტით გამოიკეთეს, "ტორპედოს" დამაჯერებელი ძლევით კი "თეთრ ჯგუფში" ერთპიროვნულად გალიდერდნენ.

იმერულ დერბში ტაიმზე მეტი ისეთი სცენარით მიმდინარეობდა, "ტორპდოს" დიდი ანგარიშით მარცხს არაფერი მოასწავებდა. პირიქით, დროის ამ მონაკვეთში მასპინძლებს გოლის გატანის უფრო მეტი შესაძლებლობა ჰქონდათ, ვიდრე საჩხერელებს. სხვა რომ არაფერი, მარტო ბექა ტუღუშის მიერ პირველ ტაიმში გაცუდებული პენალტი რომ გავიხსენოთ, ესეც საკმარისი იქნება...

ქუთაისელებმა საწყისი წუთებიდანვე სცადეს უპირატესობის მოპოვება, ფრუიძემ კი "მეორე ნომრად" თამაში ამჯობინა. საჩხერლებმა ინიციატივა მასპინძლებს კი დაუთმეს, მაგრამ თავად საკმაოდ სწრაფ, გააზრებულ კოტრშეტევებს ახორციელებდნენ და შანს მოთმინებით ელოდნენ. "ტორპედო" ინიციატივას კი ფლობდა, მაგრამ სტუმრები ახერხებდნენ ქუთაისელთა შეტევების შეჩერებას, როინ კვასხვაძეც მოწოდების სიმაღლეზე იდგა, როცა გიორგი რეხვიაშვილის სახიფათო საჯარიმო დარტყმა მოიგერია.

გარკვეული ხნით სტუმრებმა ბურთზე კონტროლი დაამყარეს, თორნიკე მუმლაძე და მიხეილ სარდალიშვილი სახიფათოდ ურტყამდნენ, თუმცა სიზუსტე ორივეს დააკლდა. ამასობაში "ტორპედო" კვლავ გააქტიურდა. გრიგოლ დოლიძე მარჯვენა ფლანგიდან შეიჭრა საჯარიმოში, სადაც რეხვიაშვილმა წესების დარღვევით შეაჩერა. არსენ ნონიკაშვილმა ხელი პენალტის ნიშნულისკენ გაიშვირა. მაგრამ ტუღუშმა საფეხბურთო სასჯელის უმაღლესი ზომა უხეიროდ შეასრულა - მისი სუსტი დარტყმული დინო ჰამზიჩის ნადავლი გახდა.

ქუთაისელებმა მეორე ტაიმი ძალზე აქტიურად დაიწყეს და გოლის გატანასთანაც ახლოს იყვნენ. ზედიზედ ორი კუთხურის შემდეგ, ოლეგ მამასახლისი ბურთს თავით გზავნიდა სტუმართა კარში და ამ დროს ჰამზიჩიც უძლური იყო, თუმცა თორნიკე გრიგალაშვილი ბურთს კარის ხაზთან თავით გადაეღობა.

მოედანზე შესვლისთანავე, მასპინძელთა დაწინაურების შესანიშნავი შანსი მიეცა ცოტნე მესხს, თუმცა ვერც მან აჯობა ჰამზიჩს. მასპინძლებს ვალში არც ზემოიმერლები დარჩნენ. განსაკუთრებით, გუნდის საუკეთესო ბომბარდირი საბა ლობჟანიძე აქტიურობდა - მისი დარტყმის შემდეგ ქუთაისელები ძელმა იხსნა.

რამდენიმე წუთში მან მაინც გაიტანა თავისი გოლი, როცა გიორგი განუგრავასგან ზუსტი გადაცემა მიიღო, იურგენ კოლინს დაასწრო და მახვილი კუთხიდან კვასხვაძეს შანსი არ დაუტოვა.

"ტორპედოს" მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა, როცა ტუღუშმა ირაკლი ლექვთაძის წაქცევისთვის მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და მოედანი ნაადრევად დატოვა. კაცნაკლულმა ქუთაისურმა გუნდმა შეტევა სცადა, მაგრამ აქედან არაფერი გამოუვიდა, საჩხერლებს კი კონტრშეტევებისთვის უფრო მეტი სივრცე გაუჩნდათ და ეს შესანიშნავად გამოიყენეს.

83-ე წუთზე მასპინძლებმა მოედნის ცენტრში დაკარგეს ბურთი, რასაც ზემოიმერლების სწრაფი კონტრშეტევა და ბესიკ დეკანოიძის გამოზომილი დარტყმა მოჰყვა. მეორე გოლის შემდეგ ქუთაისელები საერთოდ გაჩერდნენ და კიდევ ერთი ბურთი მიიღეს - დუბლი გაიფორმა ლობჟანიძემ, რომელმაც მიმდინარე ჩემპიონატში მეხუთედ დალაშქრა მეტოქეთა კარი...

ისე, ბედის ირონიაა, "ჩიხურას" ერთ ფეხბურთელს უკვე 5 გოლი აქვს გატანილი, "ტორპედო" კი ჩემპიონატში ჯერაც უგოლოდაა. ქუთაისური კლუბის ხელმძღვანელობამ გუნდის გასაძლიერებლად სასწრაფო ზომები უნდა მიიღოს, თორემ ამ გუნდით "ტორპედოს" ძალიან გაუჭირდება.

მატჩის შემდეგ

სოსო ფრუიძე ("ჩიხურა"): "თამაში მძიმედ დავიწყეთ და "ტორპედოს" პენალტი რომ გაეტანა, შესაძლოა, მოვლენები სხვაგვარად განვითარებულიყო. რთული პირველი ტაიმის შემდეგ თამაშში გარდატეხა შევიტანეთ და "ტორპედოს" სისწრაფის ხარჯზე ვაჯობეთ".

კობა ჟორჟიკაშვილი ("ტორპედო"): "გულშემატკივრებს ბოდიშს ვუხდი ასეთი მძიმე მარცხის გამო. თამაშიდან გამომდინარე, შესაძლებელი იყო, მოვლენები სულ სხვა სცენარით განვითარებულიყო, მაგრამ შანსები ვერ გამოვიყენეთ, მათ შორის - პენალტი. ამას ისიც დაერთო, რომ უწყინარ სიტუაციაში შევცდით და საკუთარ კარში მივიღეთ გოლი. შევეცადეთ, შეგვეტია და ანგარიში გაგვეთანაბრებინა, მაგრამ შემდეგ ფეხბურთელი გაგვიგდეს და კიდევ უფრო რთულ ვითარებაში აღმოვჩნდით. "ჩიხურა" კონტრშეტევებზე ძლიერია, ყველა მომენტი კარგად გამოიყენა".

დავით კოხრეიძე

ზუგდიდი-დინამო (ბთ) 0:2

ბათუმი ახალ ტალღაზე

სეზონის დასაწყისში, "ზუგდიდში" სერიოზული საკადრო ცვლილებები მოხდა. კლუბმა მეპატრონე გამოიცვალა, მოვიდნენ ახალი მოთამაშეები. დაიმატეს 23 წლის უკრაინელი თავდამსხმელი ოლექსანდრ ერმაჩენკო, 19 წლის ესპანელი ფორვარდი ედგარ კაპაროსი, 26 წლის გვინეელი მცველი ფუსენი ბამბა და უკრაინელი გოლკიპერი გენადი ლიტოვჩენკო.

ბოლო შენაძენი კი კიევის "დინამო 2-ის" მცველი, 23 წლის ბადრი აქუბარდიაა, რომელსაც უკრაინის ახალგაზრდულ ნაკრებში უთამაშია. მან სადებიუტო შეხვედრაც ჩაატარა,

გუნდი კი მოედანზე პირველად გაიყვანა ვლადიმირ ლიუტიმ. ჯერჯერობით, "ახალი ცოცხის" პოლიტიკის შედეგები არ ჩანს და ეს არცაა გასაკვირი. თუმცა ფაქტია - "ზუგდიდმა" ჩემპიონატის მესამე მატჩიც დათმო.

მასპინძლებს დისკვალიფიცირებული ლევან წურწუმია ვერ დაეხმარა, ხოლო ბათუმელებს - გიორგი ქავთარაძე. მეტოქეებმა შეხვედრა აქტიურად დაიწყეს. საწყის წუთებში მასპინძელთა უპირატესობა გამოიკვეთა. ბამბას თავური და გიგი იოსელიანის შეტევები უშედეგოდ დასრულდა.

სტუმართაგან პირველი სახიფათო მომენტი არჩილ ტვილდიანის ფლანგურ გადაცემას მოჰყვა, მაგრამ გუჯა ლობჯანიძის თავურის შემდეგ ბურთი კარს მცირე მანძილით ასცდა. ასევე მოხდა მე-19 წუთზე, როცა ბათუმელებმა კუთხური შეასრულეს, კარში კი დავით კვირკველიამ დაარტყა და მიზანს ვერც მან მიაღწია.

28-ე წუთზე ზუგდიდელებს ანგარიშის გახსნა შეეძლოთ, როცა საჯარიმოში ჩაწოდებულ ბურთს გურამ სამუშიამ ფეხი დაჰკრა, მაგრამ მცველი გადაეღობა და სტუმრები გადაარჩინა.

ბათუმელებმა უპირატესობა მეორე ნახევარში მოიპოვეს: 58-ე წუთზე კიდევ ერთხელ გამოიჩინა თავი "დინამოს" კაპიტანმა თემურ შონიამ და ბომბარდირთა დავაში უკვე 5 გოლი დაუგროვდა.

ლიუტიმ შეტევის გასაძლიერებლად მოედანზე დიმიტრი თუთბერიძე და ლაშა კუკავა შეიყვანა. მაგრამ ზუგდიდელებმა სასურველ შედეგს მათი აქტიურობის მიუხედავადაც ვერ მიაღწიეს. მეტიც, შეცვლაზე შესულმა ნიკა კვანტალიანმა მასპინძელთა კარი მეორედ აიღო.

ლიუტის გუნდმა ისევ შეუტია და კუკავას წაქცევისთვის პენალტსაც ითხოვდა, მაგრამ... მერე, უკვე დამატებულ წუთებზე, უკრაინელმა ლეგიონერმა ერმაჩენკომ სახიფათოდ შეასრულა "სტანდარტული" და ბურთი ძელს გაარტყა.

საბოლოოდ, ანგარიში აღარ შეცვლილა. ბათუმელები სათავეში უდგანან "წითელ ჯგუფს", ზუგდიდელები კი კვლავაც უქულოდ არიან.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ფეხბურთელი უკრაინულ კლუბში გადავიდა

თემურ ქეცბაიამ შესაძლოა, ქართული გუნდი ჩაიბაროს - მან "ანორთოსისში" დაბრუნებაზე უარი თქვა

„Milan Junior Camp ჩვენი ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის უდიდესი შესაძლებლობაა“ -  გიორგი ფოფხაძე

პსჟ ბარკოლასთან კონტრაქტის გაგრძელებაზე მოლაპარაკებას აწარმოებს

საქართველოს ნაკრებს ევრობასკეტზე მიღწეული ისტორიული შედეგისთვის მთავრობა ფულადი პრემიის სახით 3 მილიონ ლარს გადასცემს

"სპალეტი ნომერ პირველი კანდიდატი იყო" - "ფენერბაჰჩეს" პრეზიდენტმა იტალიელ სპეციალისტზე ისაუბრა

"ამას ფეხბურთთან საერთო არაფერი აქვს" - "ბაიერნის" პრეზიდენტმა "ნიუკასლი" გააკრიტიკა

"ალბათ ამ პასუხს ნაკლებად ელოდით" - გვარდიოლამ დაასახელა ფეხბურთელი, რომლის "სიტიდან" გაშვებასაც ყველაზე მეტად ნანობს

"რუსეთის საფეხბურთო ნაკრებს სათადარიგოთა სკამზეც კი სუპერვარსკვლავები ჰყავს" - "რეალისა" და ესპანეთის ნაკრების ყოფილი მწვრთნელი

მე-6 ტიტული დიდი სლემის ტურნირზე - კარლოს ალკარასი აშშ-ის ღია პირველობის გამარჯვებულია

შენგელია: გასაკვირია ჯიკიჩი ევროლიგის გუნდს რომ არ წვრთნის

პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა

მამუკელაშვილი: შემიძლია ვემბანიამას მივწერო - საფრანგეთს მასთან ერთდაც მოვუგებდით

[VIDEO] დუბლი 2 წუთში - ტაბატაძე "კადისის" ფანების საყვარელი მოთამაშე ხდება

ხიზანიშვილი: საუკეთესო გაგნიძე იყო - კაშიამ ართამაშის გადაწყვეტილება ისე მიიღო, როგორც უნდა მიეღო

ბულგარელთა მწვრთნელი: კვარაცხელია ფანტასტიკურია, ახლა ამ დონის ფეხბურთელები არ გვყავს

როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა ბულგარეთთან მატჩში?

"მადლობა საბერძნეთს" - გოგა ბითაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს [PHOTO]

[VIDEO] გამარჯვებების დღე - საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრებმა ბულგარეთს დამაჯერებლად მოუგო!

[VIDEO] ისტორიაში პირველად - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთი დაამარცხა და ევრობასკეტის მეოთხედფინალში გავიდა!

პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს

მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო