ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე განაცხადა
საკურორტო ინფრასტრუქტურის განვითარების კუთხით მთავრობა წელს მნიშვნელოვანი ნაბიჯების განხორციელებას გეგმავს. როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე განაცხადა, 8 საბაგირო გზა შენდება ერთდოულად ამ მომენტში და ასეთი რამ საქართველოს ისტორიაში არ ყოფილა.

პრემიერის განცხადებით, ახალი საბაგიროები კეთდება ბაკურიანში, გუდაურში, თეთნულდზე, გოდერძის უღელტეხილზე.

"ბაკურიანში უკვე დაწყებულია თბილისის ზღვაზე მდებარე აკვა-პარკის მსგავსის მშენებლობა, რომელიც იქნება ზაფხულისთვისაც და ზამთრისთვისაც.

ასევე დაწყებულია ბიატლონის ტრასის დაპროექტება ბაკურიანში და ამაზე ფრანგი ექსპერტები მუშაობენ", - განაცხადა კვირიკაშვილმა.

მისივე თქმით, ბაკურიანში ასევე იგეგმება ჰოკეის 1000-კაციანი დარბაზის აშენება და ასევე, მოხდება ტრამპლინის აღდგენა.

"ექსპერტები, ვინც ჩამოყვანილი გვყავს, გვეკითხებიან, ალბათ თქვენ ოლიმპიადისთვის ემზადებითო, იმიტომ, რომ სხვა შემთხვევაში წარმოუდგენელია კურორტის ასეთი ნახტომისებული განვითარება დაისახოს და განახორციელოს ქვეყანამ. ჩვენ ვეუბნებით, რომ რა თქმა უნდა, ჩვენ ვემზადებით ოლიმპიადისთვის. შესაძლებელია, ალბათ, 8-10 წლის მერე ვიფიქროთ სერიოზული ტურნირების ჩატარებაზე. 2022 წელს ვფიქრობთ, რომ ბაკურიანში ჩავატაროთ მსოფლიო ჩემპიონატი ბიატლონში და ამისთვისაც განსაკუთრებულად ვემზადებით", -განაცხადა კვირიკაშვილმა.

პრემიერმა ასევე ისაუბრა გუდაურის და სტეფანწმინდის განვითარებაზე.

"კობიდან გუდაურის მიმართულებით დაწყებულია საბაგიროების მშენებლობისთვის მომზადება. 2017 წელს ჩვენ დავიწყებთ და შესაძლოა დასრულებაც მოვასწროთ ამ მშენებლობის, რაც შესაძლებელს გახდის, სტეფანწმინდა მნიშვნელოვან ზამთრის კურორტად გადაიქცეს", -აღნიშნა კვირიკაშვილმა.

წყარო: interpressnews.ge

"ბაიერნი" 23 წლის კოსოვოელი ფორვარდის დამატებას აპირებს
მძიმე ტრავმის შემდეგ ჯამალ მუსიალამ ვარჯიში დაიწყო
ყველა დროის რეკორდი ბუნდესლიგაში - ნოიერი პირველ ადგილზე გადავიდა
პსჟ-მ მძიმე დანაკლისი განიცადა
ყველაფერი ოზემპიკზე: გამოყენება, შედეგები და გვერდითი მოვლენები
პედრი თბილისში ვერ ჩამოვა
[VIDEO] წიტაიშვილის კარგი მატჩი და "მეცის" მოულოდნელი გამარჯვება "ლანსთან"
10:9 პენალტების სერიაში - კიტეიშვილის "შტურმი" მეოთხედფინალში გავიდა
"ლორიენთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
"კვარაცხელიას მარჯვენა ფლანგზე დაყენება ლუის ენრიკეს პრობლემური სიჯიუტეა" - ფრანგი ჟურნალისტი
"ვალენსიამ" შეიძლება "რეალის" ყოფილი ვარსკვლავი უფასოდ დაიმატოს
უეფა-ს კომიტეტის სხდომას ლევან კობიაშვილმა უხელმძღვანელა
დე ბრუინს ბელგიაში ოპერაცია გაუკეთეს
"რეალს" "ტოტენჰემის" მცველის დამატება სურს
უპირებენ თუ არა გათავისუფლებას სლოტს - ფაბრიციო რომანო "ლივერპულის" მწვრთნელის მომავალზე
"რეალთან" წაგების შემდეგ – "ბარსელონას" უჩვეულო გეგმა ფინანსურ სარგებელამდე
უდიდესი სენსაცია პარიზში - ალკარასმა ნორისთან წააგო
[VIDEO] "გოლდენ სტეიტი" სეზონს მაგრად იწყებს - "უორიორსმა" "კლიპერსი" მარტივად დაამარცხა
შენგელიას 11 ქულა და "ბარსას" მე-4 გამარჯვება ევროლიგაზე
სპალეტი "იუვენტუსს" უახლოვდება - "ნაპოლის" ყოფილი მწვრთნელი საქმეში მალე დაბრუნდება
[VIDEO] "გინდა, ვიჩხუბოთ?!... გასახდელში გავიდეთ!" - იამალისა და ვინისიუსის კონფლიქტის დეტალები
დიდი როტაციით "ლორიენთან" - იქნება ხვიჩა სასტარტოში?
დღეს "კვარა" თუ მბაიე? - 4 საგოლე პასით დაწყებულს მიქაუტაძე გააგრძელებს
თქვენ ჩვენი ქვეყნის სახე ხართ - პრემიერ-მინისტრმა საუკეთესო ძალოსნები დააჯილდოვა
დღეს - საქართველოს ნაკრები გუნდურში, სულამანიძე დისკვალიფიცირებული თუშიშვილის ნაცვლად და ბრძოლა მედლისთვის
საქართველო გმირების ქვეყანაა! - ოლიმპიური კომიტეტი 2030 წლის ზამთრის ოლიმპიადის მასპინძლობისთვის საქართველოს მხარდაჭერას უცხადებს
საქართველოს პრეზიდენტი და პრემიერ-მინისტრი ტოჩინოშინის წარმატებას გამოეხმაურნენ
გთხოვთ, ეს არასოდეს გამოიყენოთ - საქართველოს რაგბის კავშირის წერილი BBC-ის რედაქციას
ჩვენი პირველი დღე ოლიმპიადაზე - სარდალაშვილი ნაგაიამას ფინალამდე არ ხვდება, ნახევარფინალში კი იქნებ მხეიძეს დაუპირისპირდეს...
"ჯერ არ გადაგვიწყვეტია" - ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი რუსი სპორტსმენების ოლიმპიადაზე მონაწილეობასთან დაკავშირებით
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მსოფლიოს ჩემპიონებს წარმატება მიულოცა
სანამ ტალახაძე დაასრულებს... - დღეიდან მედლებისთვის ბრძოლას კრივით ვაგრძელებთ...
ქართველი ძიუდოისტების ბედისწერა ოლიმპიადაზე და ოქროს "დაწესებული" რაოდენობა - ბექაური, რომელსაც სწამს!..
მხოლოდ ტალახაძის იმედად არ დაგვტოვოთ - მოჭიდავეებმა საშინლად დაიწყეს, თავისუფლებმა უნდა გამოასწორონ!..
გიორგი კვირიკაშვილი: ჩვენი მიზანია საქართველოში ჩავატაროთ ზამთრის სპორტული ოლიმპიადა