თბილისში ყველა მატჩი 19:00 საათზე დაიწყება

საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები ოთხშაბათს, 31 აგვისტოს, ალბანეთს უმასპინძლებს. გაზეთ "ლელოს" ხვალინდელ ნომერში უშუალოდ ამ მატჩისა და მასში მონაწილე გუნდების შესახებ მოგახსენებთ, დღეს კი შესარჩევ ეტაპზე ჩვენი ჯგუფის კალენდარსა და შესარჩევის სისტემას გაგახსენებთ.

ევროპის 2017 წლის ჩემპიონატზე უკვე გასულია 13 გუნდი: ისრაელი, თურქეთი, რუმინეთი, ფინეთი (ევრობასკეტის მასპინძლები), ესპანეთი, ლიტვა (ევრობასკეტის ფინალისტები და ოლიმპიადის მონაწილენი), საფრანგეთი, იტალია, სერბეთი, საბერძნეთი, ჩეხეთი, ლატვია, ხორვატია (ოლიმპიადის საკვალიფიკაციო ტურნირის მონაწილენი).

შესაბამისად, ევრობასკეტის 24 საგზურიდან გასათამაშებელი დარჩა 11, რომლისთვისაც 27 გუნდი იბრძოლებს, რომლებიც წილისყრის შედეგად 7 ჯგუფში გადანაწილდა.

ევროპის ჩემპიონატის საგზურს აღნიშნული ჯგუფების გამარჯვებულები მიიღებენ, რომლებსაც 4 საუკეთესო მეორეადგილოსანი დაემატება.

რადგან ერთ ჯგუფში დანარჩენებისგან განსხვავებით 3 გუნდია, საუკეთესო მეორეადგილოსანი შემდეგი პრინციპით გამოვლინდება: 4-გუნდიანი ჯგუფების მეორეადგილოსნებს ჩამოეჭრებათ ჯგუფში ბოლო, მე-4 ადგილზე გასულ გუნდებთან ნაჩვენები შედეგები და ქულები ისე დაითვლება.

ევრობასკეტი 2016. შესარჩევი ციკლი

A ჯგუფი: ბელგია, ისლანდია, შვეიცარია, კვიპროსი.

B ჯგუფი: გერმანია, ჰოლანდია, ავსტრია, დანია.

C ჯგუფი: რუსეთი, ბოსნია, შვედეთი

D ჯგუფი: პოლონეთი, ესტონეთი, ბელორუსი, პორტუგალია.

E ჯგუფი: სლოვენია, უკრაინა, ბულგარეთი, კოსოვო.

F ჯგუფი: საქართველო, ჩერნოგორია, სლოვაკეთი, ალბანეთი.

G ჯგუფი: მაკედონია, უნგრეთი, დიდი ბრიტანეთი. ლუქსემბურგი

F ჯგუფის კალენდარი

31 აგვისტო

19:00 საქართველო-ალბანეთი (თბილისის დრო)

23:00 ჩერნოგორია-სლოვაკეთი

3 სექტემბერი

20:00 სლოვაკეთი-საქართველო

21:00 ალბანეთი-ჩერნოგორია

7 სექტემბერი

19:00 საქართველო-ჩერნოგორია

20:00 სლოვაკეთი-ალბანეთი

10 სექტემბერი

21:00 ალბანეთი-საქართველო

20:00 სლოვაკეთი-ჩერნოგორია

14 სექტემბერი

19:00 საქართველო-სლოვაკეთი

23:00 ჩერნოგორია-ალბანეთი

17 სექტემბერი

23:00 ჩერნოგორია-საქართველო

21:00 ალბანეთი-სლოვაკეთი

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

nika
ცოტა რო გაგვმართლებოდა და უფრო მარტივ ჯგუფში მოვხვედრილიყავით კაი იქნებოდა მაგრამ არაუშავს უნდა იბრძოლონ. რაც ჩვენების თამაში ვნახე ამხანაგურებში ჩერნოგორიას არამგონია მოვუგოთ და ალბათ სლოვაკეთთანაც გაგვიჩირდება

ასეთი ნიუსები თავში რომ დადოთ არა?! ამოვიდა ყელში ეს წარუმატებული ფეხბურთი!პირველად წერთ ვინმემ თუ სადმე ჭ დივიზიონში რამე გააკეთა, სირცხვილია მართლა!!!

ზაზა ფაჩულიას გარდა ამ "ჭრელო პეპელა" კალენდართან შეგუებული მაინცდამაინც შესაბამისად არ არიან სხვები. ერთი შეღავათი ალბანეთის სუსტი ნაკრებია სადაც შესაძლებელი იქნება ძირითადებმა ცოტა დაისვენონ. აქ მაინც არავინ თქვას სუსტი მეტოქეები არ არსებობენო. (ალბანელებს "დაჟე" სომხეთის ნაკრებიც კი მოუგებს). ეს იმ შემთხვევაში მოხდება თუ ჩვენები საკუთარ თავს თვითონვე არ ავნებენ როგორც ჰოლანდიასთან ევროპაზე და პორტუგალიასთან შესარჩევში როცა ძალით დააწყვიტეს ქომაგს გული და ბევრი მწარე "ქათინაურიც" მიიღეს სანაცვლოდ.
levani kaxeti
ჩემი აზრით ნაკრებს რთული პერიოდი უდგას, უმძიმესი ბრძოლები გველის... თუმცა ზუროსი ძალიან ძლიერი სპეციალისტია და იმედია "რაღაცას" მოიმოქმედებს.
გიორგი აშორტია
მიდით ბიჭებო
ბაგატსკისი ამბობს, რომ საქართველოს ნაკრები ისევ უნდა დაამარცხონ
"მადლობა საქართველო, რომ მომეცი შესაძლებლობა, წარმომედგინა ქვეყანა სიამაყითა და სიხარულით" - მარკის რიდი
"უფალო, არავინ ვარ შენს გარეშე. საქართველო, გულში ხარ" - ალექსანდრე მერკვილაძემ გულშემატკივრებს მიმართა
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
შენგელიას გარეშე - საქართველოს ნაკრებმა პოლონეთში ივარჯიშა
ანდრონიკაშვილის ტრავმა სერიოზული არ აღმოჩნდა
საქართველოს ნაკრები ევრობასკეტისთვის მზადებას ჩეხეთთან 2 მატჩით დაასრულებს
ცნობილი გახდა თორნიკე შენგელიას ნაკრებში არყოფნის მიზეზი
საქართველოს ნაკრები ჩეხეთან 20 ქულით დამარცხდა
ოპერაცია გადაწყდა - ბექა ბურჯანაძე კალათბურთს კიდევ 5 თვე ვერ ითამაშებს
ფიბა VS ევროლიგა: ფიბამ დღეები გაწერა
[VIDEO] უკვე უკეთ, მაგრამ მაინც წავაგეთ. პოლონეთი - საქართველო 94:89
ზაზა ფაჩულია: თავი არ დაგვიზოგავს... [II ნაწილი]
ზაზა ფაჩულია: ყველაფერს აქვს დასაწყისი და დასასრული [I ნაწილი]
ზაზა ფაჩულია: ამან ერთგვარად დააჩქარა ნაკრებთან გამოთხოვების პროცესი
იგორ კოკოშკოვი სლოვენიას აღარ გაწვრთნის