გარდამავალი სიურპრიზები - "ლელომ" აგვისტოს რჩეულებად თეიმურაზ შონია და საბა ლობჟანიძე დაასახელა
გარდამავალი ჩემოინატის პირველი თვე დასრულდა და, როგორც ბოლო ტურის მიმოხილვაში დავაანონსეთ, უკვე შეიძლება კიდეც აგვისტოს შეჯამება. მით უფრო, რომ XVIII ჩემპიონატის პირველ თვეში გამორჩეული ფაქტი თუ მოვლენა არაერთი მოხდა, ცალკეული ფეხბურთელების ყოჩაღობაც არ უნდა გამოგვრჩეს და კონკრეტული გუნდების წარმატება-წარუმატებლობებიც.

ამას გარდა, არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ რამდენიმე გუნდმა სასიამოვნოდ გაგვაოცა, ზოგმა კი, პირიქით, უსიამოვნო სიურპრიზი შესთავაზა საკუთარ გულშემატკივარს.

სეზონის სტარტისათვის დამახასიათებელ ტენდენციაზეც უნდა ვთქვათ: რამდენიმე ახალგაზრდა ფეხბურთელმა უმაღლეს ლიგაში სადებიუტო მატჩი ჩაატარა, ზოგმა კი - სადებიუტო გოლი გაიტანა.

აღარაფერს ვამბობთ ახალწვეულ ლეგიონერთა მართლაც სარეკორდო რაოდენობაზე, თუმცა, ამ შემთხვევაში კვლავაც აქტუალური რჩება ბოლო წლებში დამკვიდრებული ტენდენცია: ლეგიონერთა რაოდენობა კი იზრდება, მაგრამ მათი თამაშის ხარისხი (იშვიათი გამონაკლისის გარდა) კვლავაც განსჯის საგანია...

სატურნირო ინტრიგა

ერთი შეხედვით, ჩემპიონატის პირველი თვის დასრულების შემდეგ, ტერმინი "სატურნირო ინტრიგა" აქტუალური არც უნდა იყოს; მაგრამ, მოგეხსენებათ, რომ გათამაშება ახლებური ფორმატით ტარდება და სეზონის სტარტზე მოპოვებულ თითოეულ ქულასაც ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება.

მით უფრო, რომ თუ წინა სეზონებში ამა თუ იმ გუნდს სიტუაციის გამოსწორებისათვის დრო საკმარისზე მეტი ჰქონდა (ზამთრის სატრანსფერო პერიოდში გაძლიერდებოდა და მეორე წრეში შედეგს გააუმჯობესებდა), ამჯერად უმაღლესი ლიგის თითოეულმა გუნდმა მხოლოდ 12-12 თამაში უნდა "იმყოფინოს" კონკრეტული მიზნის მისაღწევად!

ჰოდა, ამიტომაც იყო ძალიან მნიშვნელოვანი, თუ როგორი სტარტი ექნებოდათ უმაღლესი ლიგის გუნდებს ასეთი მოკლევადიანი ჩემპიონატის პირობებში. კი ბატონო, სექტემბერსა და ოქტომბერში, შესაძლოა, ბევრი გადაადგილებაც ვნახოთ სატურნირო ცხრილში, მაგრამ, როგორც არ უნდა განვითარდეს მოვლენები, ყველა შემთხვევაში უნდა აღვნიშნოთ სამი გუნდის მართლაც წარმატებული სტარტი!

აქტუალური ზღვისპირეთი

...ბათუმის "დინამო", "კოლხეთი" (ორივე - "წითელი ჯგუფი"), "ჩიხურა", - აი, ეს სამი გუნდი, აგვისტოსში ყველაზე მეტი ქულა რომ დააგროვეს. თუმცა, რახან ორივე ჯგუფში გუნდების რაოდენობა კენტია (ანუ, ყოველ ტურში თითო-თითო გუნდი ისვენებს), ჩემპიონატის პირველი თვე გუნდებმა არათანაბარი რაოდენობით დაასრულეს.

ანუ, სხვებთან შედარებით ნაკლები თამაში რომ ჩაატარა, იმ გუნდებს ("დილა", თბილისის "დინამო", "სამტრედია", "ცხინვალი", "ლოკომოტივი") დაკარგული ბევრი არაფერი აქვთ და ზოგიერთი სულაც პოტენციურ ლიდერადაც შეიძლება განვიხილოთ თავის ჯგუფში.

თუმცა, ამის მიუხედავად, ზემოთ ნახსენები სამი გუნდის ასპარეზობა მაინც გამოსაყოფია და მოდი, ჯერ "წითელ ჯგუფზე" ვისაუბროთ, სადაც მართლაც მშვენიერი სტარტი აიღეს შავიზღვისპირა ქალაქების გუნდებმა, ბათუმის "დინამომ" და ფოთის "კოლხეთმა".

განსაკუთრებით, ბათუმის "დინამოს" წარმატებული თამაშია აღსანიშნავი: ლევან ხომერიკის დამოძღვრილი გუნდი წაუგებლადაც ასპარეზობს და შედეგიანობაზე ხომ აღარაფერს ვამბობთ: ოთხ მატჩში გატანილი 11 გოლი ნამდვილად შესაშური მაჩვენებელია!

არადა, სეზონის დაწყების წინ ბათუმელთა შანსებს ბევრი მოკრძალებულად აფასებდა, მაგრამ დაიწყო გარდამავალი ჩემპიონატი და ნათლად გამოჩნდა, რომ კლუბის სატრანსფერო კამპანია უაღრესად ეფექტიანი ყოფილა: უკრაინელი მეკარის (ანატოლი ტიმოფეევი) ჩამოყვანამაც გაამართლა, გამოცდილი დავით კვირკველიას მოყვანამაც და "შუქურას" სამი ფეხბურთელის (ლევან გეგეჭკორი, თორნიკე თარხნიშვილი, ელგუჯა ლობჯანიძე) დამატებამაც!

წინა სეზონ(ებ)ში, ვინც თამაშობდა ბათუმის "დინამოში" ის ფეხბურთელებიც ჩინებულად გამოიყურებოდნენ, 18 წლის ნიკა კვანტალიანი კი აგვისტოში ამ ჩემპიონატის აღმოჩენად უნდა მივიჩნიოთ - ახალგაზრდა შემტევმა ლევან ხომერიკისაგან გამოცხადებული ნდობა ორი გოლით გაამართლა.

ბათუმის "დინამოს" კიდევ ერთ და მართლაც გამორჩეულ ფეხბურთელზე ქვემოთ ვისაუბრებთ, მანამდე კი "წითელი ჯგუფის" კიდევ ერთ ლიდერზე გვინდა ვთქვათ: ბევრი არ მოელოდა, "კოლხეთი" ასეთ სტარტს თუ აიღებდა, მით უფრო, რომ გელა სანაიას გუნდში ხომ ამ ზაფხულს უამრავი ცვლილება მოხდა.

თუმცა, ამ უამრავი ახალწვეულის ადაპტაციის პროცესი უმტკივნეულოდ წარიმართა და შედეგიც სახეზეა: პირველი თვის შემდეგ "წითელ ჯგუფში" მეორე ადგილზე "კოლხეთია" და არა - ამ ჯგუფის ფავორიტებად მიჩნეული სხვა გუნდებიდან ერთ-ერთი ("სამტრედია", "საბურთალო", "დილა").

ბათუმის "დინამოს" მსგავსად, "კოლხეთის" სატრანსფერო კამპანიაც წარმატებულად უნდა შეფასდეს: უკრაინელი ლეგიონერებიც (იგორ ოზარკივი, ვიტალი ივანკო) დამკვიდრდნენ ძირითადში და აზერბაიჯანის ნაკრების ფეხბურთელი, რასიმ რამალდანოვიც.

ასევე ნაყოფიერი გამოდგა "კოლხეთის" აქტიურობა აქაურ "სატრანსფერო ბაზარზე": მეკარე გაბრიელ თებიძე და გამოცდილი ნახევარმცველი დავით ბოლქვაძე გუნდის ერთ-ერთ ლიდერებად იქცნენ.

ჩიხურას საჩემპიონო განაცხადი?

გარდამავალი ჩემპიონატის დაწყების წინ გუნდები რომ ორ ჯგუფში გადანაწილდნენ, მაშინვე გამოითქვა ვარაუდი, რომ "თეთრ ჯგუფში" უფრო სერიოზული კონკურენცია იყო მოსალოდნელი.

თავად განსაჯეთ: მარადიული ფავორიტი თბილისის "დინამო", ბოლო წლების ერთ-ერთი ყველაზე სტაბილური გუნდი "ჩიხურა", აგრეთვე კიდევ ორი ისეთი ამბიციური გუნდი, როგორებიც "ტორპედო" და "ლოკომოტივია".

ამას გარდა, დანარჩენი სამი გუნდიდანაც ვერც ერთს ("ცხინვალი", "შუქურა", "გურია") ვერ ვუწოდებდით აუტსაიდერს. და აი, ასეთ "კამპანიაში", აგვისტოში საუკეთესო შედეგი ჰქონდა "ჩიხურას", რომლის "მარადიულმა" მთავარ მწვრთნელმა სოსო ფრუიძემ ისეთი დაბალანსებული შემადგენლობა შეკრიბა, მხოლოდ და მხოლოდ, ძალიან მაღალი მიზნებისთვის ბრძოლა რომ უნდა მოვთხოვოთ საჩხერელთა გუნდს!

პირველ ტურში "ჩიხურამ" ფრედ ითამაშა ჩემპიონატის ნომერ პირველ ფავორიტთან, თბილისის "დინამოსთან", იმის მერე კი ზედიზედ სამი მატჩი მოიგო და სამივეში სამ გოლზე ნაკლები არ გაჰქონდა მეტოქეთა კარში.

"ჩიხურაში" თითოეულ პოზიციაზე ორი სრულფასოვანი ფეხბურთელია და ასეთი კონკურენტიანი გარემოც უნდა მივიჩნიოთ საჩხერელთა გუნდის წარმატებული ასპარეზობის ერთ-ერთ მთავარ მიზეზად.

სატრანსფერო პოლიტიკაც ნამდვილად არ დაეწუნებათ "ჩიხურას" ხელმძღვანელებს: ახალწვეულთა თითქმის აბსოლუტური უმრავლესობაც უმტკივნეულად მოერგო გამოცდილი სპეციალისტის, სოსო ფრუიძის ტაქტიკურ სქემებს და "ძველებიც" (შოთა კაშია, გიორგი რეხვიაშვილი, ლაშა ჩიკვაიძე, გიორგი განუგრავა, დენის დობროვოლსკი, თორნიკე მუმლაძე, ბესიკ დეკანოიძე) ჩვეულად, სტაბილურად თამაშობენ.

რაც მთავარია, კვლავაც ჩინებულად გამოიყურება "ჩიხურას" ბოსნიელი მეკარე დინო ჰამზიჩი, რომელიც "ლელომ" წინა ჩემპიონატის საუკეთესო მეკარედ მიიჩნია; საჩხერელთა გუნდში კიდევ ერთი ფეხბურთელის აღნიშვნა გვინდა, თუმცა, ისევე როგორც ზემოთ ნახსენებ ბათუმის "დინამოს" ერთ-ერთ ლიდერზე, ამ შემთხვევაშიც ცალკე ვისაუბრებთ...

აგვისტოს რჩეულნი: თეიმურაზ შონია და საბა ლობჟანიძე

გასული თვე ორი ფეხბურთელის ბენეფისად იქცა: ბათუმის "დინამოს" კაპიტანმა თეიმურაზ შონიამ და "ჩიხურას" ახალწვეულმა საბა ლობჟანიძემ მართლაც გამორჩეულად ჩაატარეს აგვისტო და საუკეთესოებად სამართლიანადაც მივიჩნიეთ!

26 წლის თეიმურაზ შონია უკვე მესამე სეზონია ბათუმის "დინამოშია" და ისე როგორც თავის წინა გუნდში ("ცხინვალში"), აქაც სულ მოკლე დროში გახდა ერთ-ერთი საკვანძო ფეხბურთელი. ამპლუით საყრდენი ნახევარმცველისთვის ჩვეულებრივი ამბავი იყო ყოველ სეზონში 5-6 გოლის გატანა, მაგრამ აი, დაიწყო გარდამავალი ჩემპიონატი და ოთხ სასტარტო მატჩში მეტოქეთა კარში უკვე... 5 გოლი გაიტანა!

აღსანიშნავია, რომ შონიამ ჩემპიონატის ყველა ტურში შეძლო გოლის გატანა: "დილასთან" "დუბლი" შეასრულა, "სამტრედიას", "ზუგდიდს" და "დილას" კი თითო გოლი გაუტანა!

ამ 5 გოლით შონია ბომბარდირთა დავაში პირველ-მეორე ადგილებს იყოფს მიმდინარე სეზონის ერთ-ერთ მთავარ აღმოჩენასთან, "ჩიხურას" ახალწვეულ საბა ლობჟანიძესთან ერთად.

შონია თუ ერთადერთი ფეხბურთელია ამ გარდამავალ ჩემპიონატში, ყველა ტურში რომ შეძლო გოლის გატანა, 21 წლის შემტევი ნახევარმცველი საბა ლობჟანიძე ასევე ერთადერთია, აგვისტოში "დუბლი" ორჯერ ვინც შეასრულა: "ლოკომოტივისა" და "ტორპედოს" კარში ორ-ორი გოლი გაიტანა, თანაც - ერთმანეთზე უკეთესი!

შეგახსენებთ, რომ საბა ლობჟანიძე ამ სეზონის დაწყების წინ "ჩიხურაში" იჯარით გადავიდა თბილისის "დინამოდან". რა თქმა უნდა, მწვრთნელის პრეროგატივაა, რომელი ფეხბურთელი დაიტოვოს გუნდში და რომელი გაასხვისოს, მაგრამ არაორდინალური აზროვნებისა და ინდივიდუალური თვისებებით დაჯილდოებული საბა ლობჟანიძე დღესდღეობით "ჩიხურას" წარმატებული ასპარეზობის ერთ-ერთი მთავარი შემოქმედია, ამ დროს კი მის ყოფილ გუნდში შემტევი სტილის ფეხბურთელების აშკარა დეფიციტია...

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

samtredia fan
სამტრედიიდან მხოლოდ 1 ფეხბურთელია?????სასაცილოა
დათო
პაპუნაშვილმა თუ არ მოუმატა ესე შორს ვერ წავა. საერთოდ არაა ფორმაში და რა გააკეთა ისეთი, რომ ან ნაკრებში დაუძახეს ან თქვენ სიმბოლურში რომ ჩასვით? ბევრი აქვს სამუშაო და დასამტკიცებელი. ჯერ ჯერობით ძალიან სუსტად გამოიყურება
davi
პაპუნაშვილმა რითი დაიმსახურა სიმბოლურში ადგილი??? მაგრად უბერავთ...............!
ტონთიო
პაპუნაშვილი რა პონტში შეაკვეტეთ?
ჩიხურა
ჩიხურა მეფობს
ლიდერის შთამბეჭდავი მოგება; "გაგრას" გამარჯვება ბათუმში; ათკაციანი "თელავის" ფრე ქუთაისში
"დინამო თბილისი": სამი გოლი, სამი ქულა
"ძალიან დაბალი დონის ჩემპიონატი გვაქვს, ყოველი წელი უარესია" - გიორგი ჭიაბრიშვილი "გარეჯთან" გამარჯვების შემდეგ
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები საწვრთნელ შეკრებას იწყებს
სიგუა შვეიცარიაში გუნდს გამოიცვლის
15-წლამდე გოგონათა ნაკრები განვითარების თასისთვის ემზადება
"ტოპ გუნდის წინააღმდეგ ჩვენგან ასეთი დომინაცია დიდი ხანია არ მინახავს" - ფერდინანდი "არსენალთან" მარცხის შემდეგ
ლიდერის შთამბეჭდავი მოგება; "გაგრას" გამარჯვება ბათუმში; ათკაციანი "თელავის" ფრე ქუთაისში
"სპორტინგმა" ისევ მოიგო, ქოჩორაშვილი ისევ შეცვლაზე შევიდა
[VIDEO] კვერნაძე შევიდა, გაიტანა და "ფროზინონე" 1/16-ფინალში გაიყვანა
"ნანტთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
"მეცი" სახლში "სტრასბურგთან" დამარცხდა - წიტაიშვილმა შეუცვლელად ითამაშა
"ვალენსია" ჩაკვეტაძის ტრანსფერზე "უოტფორდს" დაუკავშირდა
"სტრასბურგთან" მატჩში წიტაიშვილი სასტარტოშია, აბუაშვილი - სათადარიგოა
საქართველოს ნაკრები ევრობასკეტისთვის მზადებას ჩეხეთთან 2 მატჩით დაასრულებს
"ლევერკუზენმა" შესაძლოა, "იუნაიტედის" ყოფილი მცველი დაიმატოს
"თუ ფეხბურთელს წასვლა უნდა, უნდა წავიდეს" - პეპ გვარდიოლამ ედერსონ მორაეშზე ისაუბრა
"მან მხოლოდ კრივი იცის, მე მომავალი ჩემპიონი ვარ" - არმან ცარუკიანი
"წელს ჩვენი მთავარი მიზანი ეს იქნება" - რა თქვა ლუის ენრიკემ "ნანტთან" მატჩამდე?
"რეალში" ფიქრობენ, რომ ახალი იამალი შეიძინეს, მაგრამ..." - ლევანდოვსკიმ "ბლანკოსზე" ისაუბრა
"იცით, პსჟ-ში თამაშის დროს ბონუსს რაში იღებდა?" - ბრიტანელმა მწვრთნელმა ნეიმარზე შოკისმომგვრელი დეტალი გაამხილა
ხამზატ ჩიმაევი UFC-ის საშუალო წონის ახალი ჩემპიონია
"დინამო თბილისი": სამი გოლი, სამი ქულა
"ნიუკასლის" ფეხბურთელი ლობჟანიძის თანაგუნდელი გახდება
მჭედლიძესთან ერთად 2 ფეხბურთელი წავიდა, არის შევსებაც - ქუთაისის "ტორპედოში" სიახლეებია
ფრუიძე: ეს იქნება ერთგვარი ილუსტრაცია იმ რეალობის, რომელიც დღეს საქართველოში დგას
ბათუმის "დინამო": მწვრთნელობის მეხუთე კანდიდატი ალექსანდრ შტელინია
თეიმურაზ შონიას ყუმბარისებური ჯარიმა 35 მეტრიდან [VIDEO]
ნიკა კაჭარავამ "ტერმალიკასთან" მატჩში გოლი გაიტანა და საგოლე გადაცემა გააკეთა
დინამო(ბთ)-დილა 2:3 - სასწაული ბათუმში [VIDEO]
[VIDEO] საბას დროა - ლობჟანიძის ბრწყინვალე გოლი MLS-ში
მხოლოდ 2 მატჩი გუნდის სათავეში - სოსო ფრუიძემ "ლოკომოტივი" დატოვა
"ტორპედომ" 10 ახალწვეული წარადგინა - ზიდანი 9 ნომერია
დინო ჰამზიჩი: "ფოლაზე" უფრო ძლიერი გუნდების დამარცხებაც შეგვიძლია
სოსო ფრუიძე ფეხბურთში დაბრუნდა და უმაღლესი ლიგის გუნდს ჩაიბარებს
ეროვნული ლიგა. XIII ტურის წინ: ჩემპიონი თუ ლიდერი?
ბათუმის "დინამოს" მთავარმა მწვრთნელმა ლევან ხომერიკმა თანამდებობა დატოვა
თეიმურაზ შონია "ლოკომოტივის" ღირსებას დაიცავს
ეროვნული ლიგა. XX ტური: ბათუმის "დინამომ" გორში მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
ლუკა ზარანდიამ "ტერმალიკასთან" მატჩში საგოლე გადაცემა გააკეთა [VIDEO]
[VIDEO] ლობჟანიძემ MLS-ში საგოლე პასი შეასრულა
"საქართველო არაჩვეულებრივი ქვეყანაა" - ჰამზიჩი ეროვნულ ლიგას უბრუნდება
გიორგი მერებაშვილმა "ტერმალიკას" გოლი გაუტანა და "ვისლას" გამარჯვება მოაპოვებინა [VIDEO]
სოსო ფრუიძე: 6 ქულა კარგია, მაგრამ ყველაფერი თავიდან დასაწყებია
"სოსო ფრუიძის მწვრთნელად მოსვლას არ დავუშვებთ" - "ტორპედოს" გულშემატკივრის განცხადება
დილა-დინამო (ბთ) 1:2 - რთული მისია [VIDEO]
ბათუმის "დინამო" უკრაინელმა ლეგიონერებმა დატოვეს
ლოკომოტივი-დინამო (ბთ) 2:1 - სტარტიც ასეთი უნდა! [VIDEO]
"პასუხს 15 იანვრამდე ველოდები" - სად გააგრძელებს კარიერას დინო ჰამზიჩი?
ლობჟანიძის საგოლე პასი - საბა MLS-ის ახალ სეზონს შედეგიანად იწყებს [VIDEO]
ბათუმის "დინამო": ვინ შეცვლის ხომერიკს? ოთხი სავარაუდო კანდიდატურა
ნიკა კვანტალიანი "ვიძევში" გადავიდა
ლობჟანიძის საგოლე პასი - "ატლანტამ" და "ცინცინატიმ" ფრედ ითამაშეს [VIDEO]
"ტორპედოში" ცვლილებები გრძელდება - გუნდი გამოცდილმა მეკარემ დატოვა
პოლონეთის ექსტრაკლასაზე ნიკა კვანტალიანის დებიუტი შედგა
ქართული დელეგაცია პოლონეთში - ბრძოლა მედლებისთვის და ექსტრაკლასაში დასარჩენად [PHOTO]
ლობჟანიძის გუნდის უდიდესი სენსაცია - "ატლანტამ" ლიონელ მესის მაიამის "ინტერი" პლეი-ოფიდან გამოთიშა [VIDEO]
სოსო ფრუიძე: მოსაგებად ძალა აღარ გვეყო
რთულია, მაგრამ შესაძლებელი - ლევან ხომერიკი ქართული გუნდების ევროშანსებზე