"რაც საქართველოს ნაკრების მწვრთნელი ვარ, არც ერთი თამაში არ ჩამიტარებია ოპტიმალური შემადგენლობით"
საქართველოს ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის სტარტისთვის ემზადება. ვლადიმირ ვაისის გუნდი 5 სექტემბერს "დინამო არენაზე" ჯგუფის ერთ-ერთ ფავორიტს, ავსტრიის ეროვნულ გუნდს დაუხვდება.

"ჯვაროსნები" "ზესტაფონის" ბაზაზე ვარჯიშობენ და თბილისის ზღვასთან ახლოს, სასტუმრო "ჰუალინგში" ცხოვრობენ. 1-ელ სექტემბერს სწორედ აქ შეხვდა ვაისი ქართულ მედიას:

- იცით, რომ გუნდმა ორშაბათიდან დაიწყო შეკრება, - დაიწყო ვაისმა. - ვემზადებით ავსტრიასთან მატჩისთვის.

დაგვაკლდება რამდენიმე მნიშვნელოვანი ფეხბურთელი. თავიდანვე ვიცოდით, რომ ჯაბა კანკავა და ლევან მჭედლიძე ვერ დაგვეხმარებოდნენ, დღეს (ხუთშაბათს - რედ.) ჩამოვა თორნიკე ოქრიაშვილი და ნაკრებთან ერთად დაიწყებს მზადებას. მე მას ტელეფონით ვესაუბრე, ძალიან იყო გულდაწყვეტილი იმის გამო, რომ "მარსელში" მისი ტრანსფერი არ შედგა. იმედი მაქვს, ოქრიაშვილის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით ყველაფერი კარგად იქნება. როგორც თავად მითხრა, ჩვეულებრივად ვარჯიშობდა. ყოველ შემთხვევაში, ჩამოვა და ადგილზე ვნახავთ, რა და როგორ იქნება.

- ავსტრიასთან ძალიან რთული თამაში გველის...

- რა თქმა უნდა, რთული თამაში იქნება. მოწინააღმდეგე ძალიან ძლიერი გუნდია... ევროპის ჩემპიონატზე ავსტრიელებს არ გაუმართლათ. ეს განსაკუთრებით უნგრეთთან სასტარტო შეხვედრაზე ითქმის. ამ მატჩში განცდილმა წარუმატებლობამ ავსტრიელთა თამაშს დაღი დაასვა. 5-6 წელია, ამ ნაკრების ძირითადი ბირთვი ერთად მოდის. ჰყავთ უმაღლესი კლასის ფეხბურთელებიც, მაგალითად - არნაუტოვიჩი და ალაბა.

ამის მიუხედავად, დარწმუნებული ვარ, ავსტრიასთან მატჩში ჩვენ დადებითი შედეგის მიღწევა შეგვიძლია.

- რით იყო გამოწვეული ის, რომ ნაკრებს დინამოელი ლაშა პარუნაშვილი დაემატა? რომელიმე ფეხბურთელმა ტრავმა ხომ არ მიიღო?

- გიორგი აბურჯანია დაშავდა. გუშინდელ ვარჯიშზე ჩვენ დავგეგმეთ ორმხრივი სპარინგი, რომელიც უნდა გვეთამაშა ათი-ათზე. დავიმატეთ პარუნაშვილი, რომელმაც ამ თამაშში მონაწილეობა მიიღო და ჩვენთან დარჩა შეკრებაზე.

- როგორი იქნება ავსტრიასთან მატჩის თქვენეული სტრატეგია?

- გვინდა დომინანტები ვიყოთ მინდორზე, მაგრამ ამის გაკეთება რთულია, როცა ესპანეთის ან გნებავთ, ავსტრიის დონის გუნდებს ეთამაშები. რა თქმა უნდა, შევუტევთ, მაგრამ ამავე დროს, უნდა ვიფიქროთ დაცვაზეც. ავსტრია ისეთი გუნდია, რომელიც ერთ შეცდომასაც კი არ გაპატიებს. ჩვენს თამაშში ბალანსი აუცილებლად უნდა იყოს დაცული.

- როგორ გგონიათ, რამდენ ქულას დააგროვებს საქართველოს ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში?

- ამ კითხვაზე ზუსტი პასუხის გაცემა გამიჭირდება. მე ჯადოქარი არ ვარ. ჩვენ ყველა შეხვედრაში მაქსიმუმს გავიღებთ წარმატებისთვის. ეს ზუსტად ვიცი. ჯგუფში ფავორიტები არ ვართ, მაგრამ შეგვიძლია, ყველასთვის სიურპრიზი ვიყოთ. მჯერა, ავსტრიასთან მატჩში მაყურებელი სტადიონს შეავსებს და მხურვალედ გვიქომაგებს.

- საქართველოს ნაკრების ბევრ ფეხბურთელს სათამაშო პრაქტიკა აკლია...

- ეს მართლაც პრობლემაა. საერთოდ, საქართველოს ნაკრების შეკრებაზე ყველა ფეხბურთელი ფიზიკურად ბოლომდე მზად ვერ ჩამოდის და ამ ნაკლის გამოსწორება უშუალოდ შეკრების დროს გვიწევს. ვცდილობთ, ამ კუთხით 8 დღის განმავლობაში მაქსიმუმი მოვასწროთ.

- ნაკრებს კაპიტანი და ლიდერი ჯაბა კანკავა დააკლდება. როგორ ფიქრობთ, მოხერხდება მისი შეცვლა?

- რაც საქართველოს ნაკრების მწვრთნელი ვარ, არც ერთი თამაში არ ჩამიტარებია ოპტიმალური შემადგენლობით. ხან კანკავა გვაკლია, ხან ოქრიაშვილი, ხან ანანიძე, ხან ლორია... ასე რომ, შეჩვეულები ვართ ასეთ სიტუაციას.

ჯაბა ძალიან კარგი ფეხბურთელია. ის "გადაიწვა", წინა სეზონი ძალიან დატვირთული იყო მისთვის. მჯერა, მალე ჩადგება ოპტიმალურ ფორმაში. ჩვენ გვაქვს ვარიანტები, თუ როგორ უნდა ვითამაშოთ კანკავას გარეშე. გვყავს დაუშვილი. საყრდენის პოზიციაზე, როგორც იცით, გურამ კაშიასაც შეუძლია თამაში.

- გიორგი აბურჯანია ავსტრიის ნაკრებთან ვერ ითამაშებს?

- სამწუხაროდ, ვერა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

vaxvax
რატომ ბრალდება ყველაფერი ფეხბურთელს და მწვრთნელს? ნაკრებში ხომ უკვე მზა პროდუქტი მოდის,მაგრამ საკითხავია მისი ხარისხი და განსწავლულობა,რომელიც გარდაქმნას არ ექვემდებარება,ტალანტები არ გყავს,ბურთს ვერ ამუშავებს-არ უსწავლია.კაპელო,რომ მოიყვანო მაინც არაფერი გამოვა(გაიხსენეთ რუსეთის ნაკრები,რომელსაც მოაზროვნე და მაღალი კლასის ფეხბურთელი არ ჰყავდა)
ასდფგჰჯკლ
რა უნდა გააკეთოს ამ კაცმა,ტვინებს ხომ არ გადაუნერგავს?არ უნდათ და არ თამაშობენ,"წერილი აღარ მიდის ადრესატამდე და იგინოს ხალხმა რამდენიც უნდათო",ასე უდგებიან საქმეს!იმ ფეხბურთელებმა რა გააკეთონ ვინც სულს და გულს დებს თამაშში,ან კიდევ იმათ,რომლებიც ნაკრებს არ გააკარეს ზემოთ მჯომი პატრონების გამო?ფეხბურთელები და ფედერაცია დ......................
გულშემატკივარი იღებს იმას რასაც იმსახურებს
ქართველი ფეხბურთელი ბურთს აწვალებს უყურეთ და ისიამოვნეთ
Z.LO
ხალხს აღარ სჯერა ჩვენი ნაკრების!!! სულმოუთქმენლად ველოდი-ხოლმე შესარჩევების ახალი ციკლის დაწყებას, ნაკრების ყოველ თამაშს, ახლა კი სტადიონზე წასვლა კი არა,თუ შემთხვევით ტელევიზორში პირველ არხზე თვალი მოვკარი ამათ საცოდაობას, ერთი-ორი წუთით შევხედავ ხოლმე. მარტო ხიზანას კი არა, სანამ მთლიანად ამათ არ გავაცილებთ, არაფერი გვეშველება!!!
lasha
გააუქმეთ ფეხბურთი საქართველოში

რავა სულ ამ სტადიონის შევსებას მათხოვრობენ და იხვეწებიან. ერთხელ ფეხბურთის მაგვარი რაღაცა აჩვენეთ ამ გამწარებულ ქომაგს და მერე თქვენი ხვეწნაც არავის დასჭირდება. საბჭოთა კავშირის დროს თბილისის სტადიონი ევროპის ხუთეულში შედიოდა დასწრების მხრივ, თუ არ გჯერათ გადაამოწმეთ. თქვენ თქვენი საქმე გააკეთეთ და მენეჯმენტზე ვინც არის პასუხისმგებელი იმან იტეხოს კისერი. რესტორანში რომ შეხვა
კობიაშვილი-კალაძისა
ამათ რომ წვეთი სინდის-ნამუსი ჰქონდეთ ფედერაციან-ფეხბურთელებიანად, ბურთისკენ საერთოდ არც გაიხედავდნენ!სტადიონზე მისულ გულშემატკივარს აირწინაღები მაინც დაურიგეთ უფასოდ,მაგარ სუნს დააყენებთ!
ცირკი და კლოუნები
5 სექტემბერს, გაგანია ორშაბათს თამაშის დანიშვნა რაღა ბედენაა?!ბიჭები პახმელიებზე იქნებიან და ხაშნაჭამზე ნივრის სუნი შეაწუხებთ სტუმრებს.
giga
ჯადოქარი თუ არ ხარ რა გინდოდა საქართველოს ნაკრებში DDDDDDDDDDD
gelashvilis fani
(რაც საქართველოს ნაკრების მწვრთნელი ვარ, არც ერთი თამაში არ ჩამიტარებია ოპტიმალური შემადგენლობით. ხან კანკავა გვაკლია, ხან ოქრიაშვილი, ხან ანანიძე, ხან ლორია... ასე რომ, შეჩვეულები ვართ ასეთ სიტუაციას) უმადურია ვიგაცა ეს ვაისიი სამაგიეროდ უჩა გყავს ყოველთვის :D :D D:
შოკირებული გულშემატკივარი
დადებით შედეგად რას თვლის რატომ არავის კითხა:)))
ვლადიმერ ვაის სამჭკუაშვილი
აბა თქვენ იცით ბიჭებო,ძალიან სწრაფად არ ირბინოთ თორემ გაოფლიანდებით და გაცივდებით!
obieqturi
შეიძლება ამ თამაშის ნორმალურად ჩამთავრება უბრალოდ დაცვაზე ნუ ვიქნებით სულ, ცენტრი უნდა გამოვიყენოთ მაქსიმალურად, თავდასხმაში პრობლემაა დვალიშვილი ვერ გაქაჩავს....
zmo
ახალგაზრდულიდან კაჭარავას გადმოყვანა ცუდი არ იქნებოდა ეგ დღეს უკვე მჭედლიძესაც და დვალიშვილსაც ჯობია და რატომ არ იძახებს ?
g.g
კაჭარავა მაინც გამოიძახე თავდასხმაში გოლი გაიტანა და იქნებ კუთხურზედაც მოახვედროს თავი თორე ამ თავმდასმელებით ვერ გავფრინდებით.
უკვე დაგვღალეთ
წინასწარ იზღვევს თავს
rato
4 დამცველის წინ დააყენე 2 ჩამშლელი (დაუშვილი, კაშია), მარჯვნივ და მარცხნივ ნახევარდაცვაში ისეთები რომლებიც პირველ რიგში ფლანგის მცველებს დაეხმარებიან (ორივე ფლანგი სუსტია) ორგანიზატორი ანანიძე. წინ სანამ გაძლებს დვალიშვილი, მერე ოქრი. 0-0 წარმატებული შედეგი იქნება.
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა უნგრეთთან მატჩში?
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისევ ვერ გაიტანა და უნგრეთთან ისევ დამარცხდა
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
"მერაბი დიდი ხანია არ არის ქართველი - ჩვენი წინაპრები ამისათვის თავებს მოჰკვეთდნენ" - წერს დაღესტნელი მოჭიდავე
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
აბურჯანია კარიერას საუდის არაბეთში გააგრძელებს
თურქეთმა მცველის დუბლით ავსტრიას მოუგო და 1/4-ფინალში ნიდერლანდებს შეხვდება [VIDEO]
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
[VIDEOS] მესიმ კვლავ გაიტანა, ალჟირმა და ავსტრიამ ფრედ ითამაშეს
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისევ ვერ გაიტანა და უნგრეთთან ისევ დამარცხდა
ხვიჩა ახალ როლში, მისი საგოლე პასი და ოსიმენისა და სიმეონეს დუბლი [VIDEO]
უნგრეთის ნაკრების მწვრთნელი: მოვუმატეთ და გავიმარჯვეთ!..
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა უნგრეთთან მატჩში?
ოფიციალურად: თორნიკე ოქრიაშვილი ეროვნულ ლიგაში დაბრუნდა
"ვეცდები, სანიოლი დავარწმუნო, რომ ეროვნულ ნაკრებში თამაშის ღირსი ვარ" - თორნიკე ოქრიაშვილი
გიორგი აბურჯანია კარიერას ინდოეთის ჩემპიონატში გააგრძელებს
[VIDEO] დიდ არს ლეო! რეკორდები, ანტირეკორდიც - არგენტინამ ავსტრიასაც მოუგო
დიდი დაბრუნება - ვლადიმირ ვაისი სლოვაკეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელია
ქართველებისთვის კარგად ნაცნობ "სლოვანს" იაია ტურეს ჩააბარებენ
[VIDEO] ვაისი მსაჯს შეუვარდა, შეაგინა და მოედნიდან ძლივს გაიყვანეს - "სლოვანს" 16 წლის თავდამსხმელმა გაუტანა
კანკავას ოპერაცია წარმატებით ჩაუტარდა
ჯაბა კანკავა თბილისის "დინამოს" დაემშვიდობა
ჩემპიონთა ლიგის ახალი ფორმატის ლიდერები, აუტსაიდერები, ორი ქართველი დღეს და მთავარი ინტერესი "რეალის" მიმართ
[VIDEO] ავსტრიამ იორდანია მძიმე ბრძოლაში დაამარცხა
ოფიციალურად: ქართველებისთვის ნაცნობი "სლოვანი" იაია ტურეს ჩააბარეს
დღეს - "შახტარის" ქართველების მატჩი და კაშია, კანკავა, ვაისი კიტეიშვილის წინააღმდეგ!..
ქეცბაია ტრიბუნაზე, ჩვეული კანკავა, ნაკლებად დასამახსოვრებელი ოქრიაშვილი - 19 წლის ბრაზილიელის ლამაზი გოლი... [VIDEO]
სომხეთის მარცხი ფარერებთან და ჩერჩესოვის "ისტორიული შედეგი"
"საუკეთესო გუნდია, რაც კი ოდესმე მინახავს" - ვაისი "სიტისთან" მარცხის შემდეგ
აბურჯანია გველესიანის ყოფილ კლუბში? - ქართველს მსურველები არ აკლია
ჩემპიონთა ლიგის ახალი ფორმატი, ორი გარანტირებული ადგილი ქართველებს და მესამის შანსი...
"გულშემატკივართა გარკვეული ნაწილი მიზანმიმართულად პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჩვენი გუნდისა და ზოგადად ქართული ფეხბურთის ლეგენდას, ჯაბა კანკავას" - თბილისის "დინამოს" განცხადება
"გადავწყვიტეთ მივმართოთ ფედერაციას თხოვნით, რომ კანკავას წითელი ბარათი გაუქმდეს" - გორის "დილას" განცხადება
შოთას გუნდი "ჰათაისპორთან" დამარცხდა
[VIDEO] ესპანეთმა ავსტრიის ბარიერი უპრობლემოდ გადალახა
"ყოვლად მიუღებელია ის რეალობა, რაც ჩვენს ქვეყანაში ხდება!" - თორნიკე ოქრიაშვილი [PHOTO]
გიორგი აბურჯანია პორტუგალიაში დაბრუნდა
"სანიოლი საპრესკონფერენციო ოთახში ვნახე და ასეთი რამ მითხრა" - რა განაცხადა თორნიკე ოქრიაშვილმა?
"მე რომ "გენკში" მივედი, ტროსარი გუნდიდან გაუშვეს, ახლა კი..." - რა განაცხადა ოქრიაშვილმა "არსენალის" შემტევზე?