3 სექტმებერს, საქართველოს მორაგბეთა მორიგი ჩემპიონატი დაიწყება
3 სექტმებერს, საქართველოს მორაგბეთა მორიგი ჩემპიონატი დაიწყება. უმაღლეს ლიგაში უწინდებურად ათი გუნდი ითამაშებს და ამათგან ცხრა შეეცდება, თბილისის "ლელოს" ოთხწლიანი ჰეგემონია დაამხოს.

საქართველოს ჩემპიონი, ბოლო ოთხი სეზონის გამარჯვებული თბილისის "ლელო" პირველი ტურის მატჩს სტუმრად, უმაღლესი ლიგის დებიუტანტ ქუთაისის "აიასთან" გამართავს.

თბილისურ გუნდს სეზონებს შორის შესვენებაზე ოთხი მორაგბე დააკლდა. ამათგან ორი ძირითადის მოთამაშე და გუნდის წამყვანი მორაგბეებია. შუამარბი გიორგი ტალახაძე ეროვნულ ნაკრებშიც იყო გამოძახებული და ტრავმის გამო მსოფლიოს თასზე ვერ ითამაშა. საკმაოდ სოლიდური ძალაა მორკინალი დაჩი კოპაძეც. ორივე თბილისის "ლოკომოტივში" გადავიდა. "ლელოს" საფრანგეთიდან დაუბრუნდა ფულბეკი მერაბ კვირიკაშვილი, ხოლო ინგლისური "ნორსჰემთონის" სინჯებიდან - მეორეხაზელი ნოდარ ჭეიშვილი. ეს გუნდი ახალ ჩემპიონატშიც ფავორიტია.

მისი მეტოქე, როგორც უკვე აღვნიშნეთ დებიუტანტია. თუმცა, თანაქალაქური "აიადან" სოლიდური შევსება მიიღო, მათ შორის საქართველოს ნაკრების წევრები გიორგი ფრუიძე და რეზო ჯინჭველაშვილი.

ქუთაისის კიდევ ერთი გუნდი "აია" შინ "ბათუმს" მიიღებს. აღსანიშნავია, რომ თბილისის გარდა უმაღლეს ლიგაში ორი გუნდი ბათუმს ჰყავდა (დათვები და დათვები 2). ამჟამად კი, ორი გუნდით ქუთაისია წარმოდგენილი. რაც ამ ქალაქში რაგბისადმი განსაკუთრებული დამოკიდებულებისა და სწორი მუშაობის შედეგია.

"აიადან", როგორც უკვე ვთქვით, "ბაგრატში" ბევრი მორაგბე გადავიდა. თუმცა, თავადაც შეძლეს სხვა გუნდებიდან თავიანთი აღზრდილების დაბრუნება და მაინც სერიოზულ ძალად რჩება. გუნდისთვის სერიოზული ძალაა რუსთავის "ხარებიდან" დამატებული პერსპექტიული მესამეხაზელი ჟორა მღებრიშვილი.

ქუთაისელთა მეტოქემ სეზონის ბოლოს ბევრი გაუშვა და ამაზე მეტი დაიმატა. ფაქტობრივად, "ბათუმმა" ახალი გუნდი გააკეთა. ზღვისპირელთა რიგებში სამი ლეგიონერია: იოან შამულო, ჯეიმზ ჩიეზა და კორნე ნიუვენჰუიზენი.

შარშანდელი ჩემპიონატის ფინალისტი თბილისის "ლოკომოტივი" "შევარდენის სანაკრებო ბაზაზე" თბილისის "არმაზს" დაუპირისპირდება. რკინიგზელებმა წლეულს სერიოზული შევსება მიიღეს და, ცხადია, ისევე როგორც ყოველთვის, ამჯერადაც ჩემპიონობის უმთავრესი ფავორიტები იქნებიან.

ექვსი ახალწვეული ჰყავს "არმაზს", რომელმაც გასულ ჩემპიონატში შესაშური ბრძოლისუნარიანობა გამოავლინა. გუნდი ბოლო ადგილზე იყო და საკმაოდ დიდი ჩამორჩენის აღმოფხვრა შეძლო. ძნელი სათქმელია, რამდენად შეძლეს ახალგაზრდა მწვრთნელებმა გუნდის გამართვა, დალაგება. სავარაუდოდ, ამ კითხვას პასუხი ჩემპიონატის საწყის ტურებში გაეცემა. მით უფრო, რომ მეორე ტურში "არმაზის" მეტოქე ქვეყნის ჩემპიონი "ლელოა".

შარშანდელი ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორის გორის "ჯიქის" მეტოქე "არმია" იქნება, რომელმაც ასევე სოლიდური შევსება მიიღო. "ჯიქი" მუდმივად პროგრესირებადი, მზარდი გუნდია და, სავარაუდოდ, წლეულს ჩემპიონის ტიტულზე უნდა მიიტანოს იერიში. სიურპრიზებს უნდა ველოდოთ "არმიასგანაც", რომელსაც გასულ სეზონში ჩავარდნა ჰქონდა, რაც დროებით მოვლენად შეიძლება მივიჩნიოთ.

"აკადემიასა" და "ყოჩების" დაპირისპირებაში გამარჯვებულის წინასწარ გამოცნობა ძნელი იქნება. ორივე გუნდმა მხოლოდ ორ-ორი მორაგბე დაიმატა. ბრძოლისუნარიანობა არც ერთს არ აკლია და, სავარაუდოდ, ისინი პლეი ოფში თამაშისთვის მებრძოლთა შორის უნდა ვიხილოთ.

დიდი 10. I ტური

აკადემია-ყოჩები

ბაგრატი-ლელო

არმია-ჯიქი

არმაზი-ლოკომოტივი

აია-ბათუმი.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

Lm
შედეგები და მცირე სტატისტიკა რომ მაინც დაგედოთ საიტზე კარგი იქნებოდა ... გადააკვდით ფეხბურთს
glaxuna
დაგეგმილი არისო ყველა ტურის თითო შეხვედრა და მერე მთელი ტურის ანალიზი უ ნ დ ა გვანახოს 1-ლმა არხმა და მართალი თუ არის (?!) ეს უ დ ი დ ე ს ი წინსვლაა!
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სასამართლომ მერაბ კვირიკაშვილი უდანაშაულოდ ცნო
ავარიისას დაღუპულის მამა - მერაბ კვირიკაშვილს თუ ასე უნამუსოდ, თავხედურად გაამართლებდნენ, არ მეგონა
ავარიისას გარდაცვლილის მამა: მეც გამიჩნდა მერაბ კვირიკაშვილის მიმართ სიბრალულის განცდა, მაგრამ დანაშაული უნდა ეღიარებინა
მამუკა გორგოძე სტეფანწმინდის "ყაზბეგს" ეწვია და მორაგბეებს საკუთარი გამოცდილება გაუზიარა
მორაგბე მერაბ კვირიკაშვილის საქმეზე განაჩენი გამოცხადდება
მორაგბე გიორგი ლომინაძე - სულ ერთად ვართ და მერაბ კვირიკაშვილს ჩქარა არასდროს უვლია