ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

"ჯიქი" მხოლოდ "დილას" დაფინანსების მეხუთედს ითხოვს - ინტერვიუ პალიკო ჯიმშელაძესთან

"ჯიქი" მხოლოდ "დილას" დაფინანსების მეხუთედს ითხოვს - ინტერვიუ პალიკო ჯიმშელაძესთან

"ჩემპიონატის დონე ყოველ წელს უფრო და უფრო მაღლდება და მოახლოებული სეზონი, დარწმუნებული ვარ, უწინდელზე უკეთესი იქნება"
გორის "ჯიქი" ქართული საკლუბო რაგბის ერთ-ერთი გამორჩეული გუნდია, რომელიც მეტადრე ბოლო წლებში პროგრესირებს. განვლილ ჩემპიონატში "ჯიქმა" საუკეთესო სეზონი ჩაატარა და გათამაშება მესამე ადგილზე დაასრულა. გორელები ახალი სეზონისთვის სამზადისსაც ნაყოფიერად შეუდგნენ, შეკრება გაიარეს, შემადგენლობა გააძლიერეს და ცოტა ხნის წინ შვიდკაცა რაგბიში საქართველოს 2016 წლის ჩემპიონატის პირველ ეტაპზე პირველობა არავის დაუთმეს.

3 სექტემბერს სტარტს იღებს ახალი სეზონიც. "ჯიქი" პირველი ტურის მატჩს თბილისში, "ავჭალის სარაგბო სტადიონზე" "არმიასთან" გამართავს.

აქვე დავამატებთ, რომ ახალი სეზონიდან მეორე ლიგის აღმოსავლეთ ზონის შეჯიბრებაში გორის "გორდაც" ჩაებმება. ეს გუნდიც "ჯიქთანაა" დაკავშირებული და, ფაქტობრივად, მისი ფარმკლუბია.

მოახლოებული სეზონის წინ "ჯიქის" სამზადისზე ვესაუბრეთ გუნდის მთავარ მწვრთნელს, პალიკო ჯიმშელაძეს, ხოლო კლუბთან დაკავშირებულ ფინანსურ და ტექნიკურ საკითხებზე "ჯიქის" გამგეობის თავმჯდომარეს, სოსო მაისურაძეს.

- ახალი სეზონის წინ მოსამზადებელი შეკრება სად და როგორ გაიარეთ?

პ.ჯ.

- ივნისში ავჭალაში შევუდექით შეკრებას და გავიარეთ ორ მცირე ეტაპად, ერთი კვირის გამოტოვებით. შემდეგ თითქმის მთელი ივლისი ვისვენებდით და 25 ივლისს კვლავ ავჭალაში დავიწყეთ ვარჯიში, ხოლო 2 აგვისტოს ასპინძისკენ ავიღეთ გეზი. იქაურ სარაგბო ბაზაზე მშვენიერ პირობებში გავიარეთ ფიზიკური მომზადება და შემდეგ სათამაშო დეტალების დამუშავებაზეც გავაკეთ აქცენტი. ასპინძის, ისევე, როგორ ავჭალაში გავლილი მოსამზადებელი ეტაპებით ძალიან კმაყოფილნი ვართ.

- ალბათ, ამანაც ჰპოვა ასახვა შედეგზე, ვგულისხმობთ ნაფარეულში შვიდკაცა რაგბის ჩემპიონატის პირველ ეტაპზე "ჯიქის" მიერ მიღწეულ წარმატებას...

- დიახ, ნაფარეულში გამართული შვიდკაცა რაგბის საქართველოს ჩემპიონატის პირველი ეტაპი ჩვენი გამარჯვებით დასრულდა. სიმართლე გითხრათ, არ ყოფილა იოლი შეკრებიდან დაბრუნების მერე ორიოდ დღეში ასეთ შეჯიბრებაში ჩაბმა და დღეში სამი მატჩის სიცხეში ჩატარება, მაგრამ ჩვენმა მორაგბეებმა გამოავლინეს სიმტკიცე, კარგი მომზადება და საუკეთესო შედეგიც ამიტომ აჩვენეს.

- კერძოდ, რომელ ასპექტში იყო შესამჩნევი გუნდის თამაშში პროგრესი?

- განსაკუთრებით, ფიზიკური შესაძლებლობის და მოედანზე დავალებების შესრულებების თვალსაზრისით ვარ ჩემი შეგირდებით კმაყოფილი. ისინი უფრო უკეთ და სწორად აზროვნებდნენ თამაშის დროს. მართებულ გადაწყვეტილებებს იღებდნენ მაშინაც, როცა მოქმედებისას თავისუფლებას ვაძლევდი.

- ვიცით, რომ სხვა გუნდებიდან დაიმატეთ ახალი მორაგბეები. რომელი პოზიციის გაძლიერება გინდოდათ ახლებით?

- მიუხედავად იმისა, რომ განვლილი სეზონი მესამე ადგილზე დავასრულეთ, გარკვეული პრობლემები თამაშში, რასაკვირველია, მაინც გვქონდა. კერძოდ, გასული სეზონის პლეი-ოფში "ყოჩებთან" და "ლოკომოტივთან" მატჩებში გამოჩნდა, რომ შერკინების ტაქტიკურ ფაზებში მოვიკოჭლებდით. აქედან გამომდინარე, პირველი და მეორე ხაზი მეტად გვინდოდა, რომ გაგვეძლიერებინა. ზოგადად კი, გუნდში დავიმატეთ ხუთი მორაგბე - ტარიელ დონაძე (არმია), თევდორე მაჭარაშვილი (ლელო), რეზო ბროძელი (არმაზი), ნიკა ბეჟუაშვილი და ბიძინა ჯიმშიტაშვილი (ორივე - ხარები).

სიახლეა ისიც, რომ შერკინებაში მოთამაშე-მწვრთნელი იქნება დავით გურგენაძე. ამასთან, კვლავ დაგვეხმარება შერკინების დამოძღვრაში გამოცდილი ზაზა ლეჟავა. გუნდი დატოვეს ვანო გაბროშვილმა და ლევან თხელიძემ. უნდა აღვნიშნოთ, რომ გარდა ამისა, გუნდში ასპარეზს ვუხსნით "ჯიქის" უმცროსი ასაკის გუნდების აღზრდილებს. ზედა ლიგაში დაწინაურებით კი, სტიმული და თავის გამოჩენის საშუალება, ცხადია, მათ სხვა თანაგუნდელებსაც მიეცემათ.

- საწვრთნელი მატჩები თუ გამართეთ?

- 20 და 26 აგვისტოს ვითამაშეთ ორი საწვრთნელი მატჩი, მოვუგეთ თბილისის "ლოკომოტივს" - 21:14, შემდეგ კი, "ყოჩები" დავამარცხეთ დიდი ანგარიშით.

- ახალი სეზონის სასტარტო მატჩი "არმიასთან" გაქვთ. რას ფიქრობთ ამ შეხვედრასთან დაკავშირებით?

- ჩემპიონატის პირველი თამაშია და მოთამაშეებისთვის ყოველთვის რთულია შესაბამის რიტმსა და ხასიათში თავიდანვე ჩაჯდომა. თუმცა, ჩვენ ვცდილობთ, გუნდი არა მხოლოდ ფიზიკურად და ტაქტიკურად, არამედ პირველი ტურიდანვე ამ ჩემპიონატისთვის ფსიქოლოგიურადაც მზად იყოს. ყველანი სავსე ვართ ენერგიით. ოღონდ მეტად მძიმე თამაში იქნება, რადგან "არმია" კარგად დაბალანსებული გუნდია. გაძლიერდა შემადგენლობითაც. შერკინებაში დაიმატა კარგი მორაგბეები, გააძლიერა უკანა ხაზიც.

მგონია, რომ "არმია" განვლილ სეზონთან შედარებით წლეულს უკეთეს პოზიციას დაიკავებს საქართველოს ჩემპიონატის საბოლოო ცხრილში.

- აქვე თქვენი კონკურენტებისა და ჩემპიონატის ფავორიტების შესახებაც გვითხარით საკუთარი მოსაზრება...

- "ლელოდან", მართალია, წავიდა რამდენიმე მოთამაშე, მაგრამ ძირითადი ბირთვი ისევ შენარჩუნებული აქვს და ისეთივე ძლიერია, როგორც აქამდე. გაძლიერდნენ "ლოკომოტივი" და "ბათუმიც". გუნდების უმეტესობა მეტ-ნაკლებად მაინც გაძლიერდა.

საერთოდაც, მიმაჩნია, რომ ჩემპიონატის დონე ყოველ წელს უფრო და უფრო მაღლდება და მოახლოებული სეზონი, დარწმუნებული ვარ, უწინდელზე უკეთესი იქნება. განვლილი ჩემპიონატის ფინალში "ლელო"-"ლოკომოტივის" პაექრობა ხარისხით საქართველოს ჩემპიონატზე უკანასკნელი 10-15 წელიწადის მანძილზე გამართული ფინალებიდან ყველას სჯობდა. ეს კი ცოტა რამეზე არ მეტყველებს. ჩვენი მხრივ კი შევეცდებით, წლეულსაც კარგად ვიასპარეზოთ.

"ჯიქი" გორის გუნდია, თუმცა, ჯერჯერობით, მას ქალაქის მერია ვერ აფინანსებს. ჯერ არც გორის რაგბის სტადიონზე ჩაატარებს "ჯიქი" საშინაო კალენდარულ მატჩებს. თუმცა, ქალაქის ხელმძღვანელობა ორივე საკითხის მოგვარებას ჰპირდება მორაგბეებს. ამ საკითხზე "ჯიქის" გამგეობის თავმჯდომარეს, სოსო მაისურაძეს ვესაუბრეთ.

- გორის მერიასთან მოლაპარაკების პროცესში ვართ. მერიიდან არის მზაობა და ამ დღეებში უნდა გადაწყდეს სტადიონების იჯარასთან დაკავშირებით საკითხი. კერძოდ, საუბარია გორის და ავჭალის სტადიონებზე საშინაო მატჩების გამართვასა და ვარჯიშთან დაკავშირებულ იჯარაზე.

რაც შეეხება გუნდის დაფინანსებას - წლეულს ბიუჯეტი გაწერილია და მისი შეცვლა ვეღარ მოხდება, გაისად კი გვპირდებიან, რომ აუცილებლად იქნება "ჯიქისთვის" გორის ბიუჯეტში თანხები გათვალისწინებული.

როგორც გვითხრეს, ეს ბიუჯეტი ნოემბრის ბოლოს უნდა იყოს მზად. თუ კვლავაც ვერ მოხერხდება "ჯიქისთვის" დაფინანსების მოძებნა, ჩათვალეთ, რომ გორთან ურთიერთობა დამთავრებული იქნება. თუმცა, იმედს გვაძლევენ, რომ ეს საკითხი მოგვარდება.

მოგეხსენებათ, გორის მერია აღარ აფინანსებს გორის "დილას" და მისთვის გათვლილი თანხაც გამოუთავისუფლდა, თანაც გაითვალისწინეთ, რომ ჩვენ ვითხოვთ იმის მეხუთედს, რაც "დილას" ჰქონდა. იმედი გვაქვს, ყველაფერი სასიკეთოდ გადაწყდება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

• n.n

გორის ჩემპიონო გენაცვალე! ჯიგარი ხარ!

• გორის ჩემპიონი

გორში რეგბი და კერძოთ "ჯიქები" მარტო მისასალმებელია! ასაკში შესული ხალხია მარტოდ წინააღმდეგი... ახალგაზრდები აიტაცებენ რეგბის ხელში და თავდაუზოგავათ ჩაებმებიან! იმიტომ, რომ ახალგაზრდებს ცხოვრებაში წარმატების მიღწევა უნდათ და არა გორის ქუჩა-უბნებში უსაქმური ყიალი. ქართული რეგბი მაგარი ბრედია და ქართულ რეგბისტებს გზა აქვთ გახსნილი მთელ მსოფლიოში! როგოც ჭიდაობაში, ისევე რეგბში გორელი ახალგაზრდები თავის ჯანს გამოიყენებენ და გვასახელებენ ქართველებსაც, ქართლელებსაც, გორელებსაც, მშობლებსაც, ახლობლებსაც! ცხოვრებასაც ნახავენ და იცხოვრებენ ჯანსაღათ და შემართებით. ჯანგიანი "ჟიგულების" მენტალიტეტი არ უნდა უღობავდეს გზას გორელ ახალგაზრდებს! "ჯიქები" წინ! გორელები წინ!

• dimitri

არაფრის მაქნისო საფეხბურთო წურბელებო, არ გეკუთვნით არცერთი კაპიკი

• აჯიმე

გორელებო მადლობის მაგიერია, რას ერჩით ამ ბიჭებს თქვენი ქალაქის სახელით გამოდიან.

• B-52

არაფრის მაქნისი ფეხბურთის ადვოკატები ფორმაში არიან კომენტარებში :)))) რამდენჯერღა უნდა დაამტკიცოს ფეხბურთმა რომ ჭაობია და მასში ფულის ხარჯვა კონკრეტული კლანის ჯიბეების შევსებაა და სხვა არაფერი

• გორის დილა

ეი sos ნაღდ ვაშკაცურ სპორტს 2 წელია გორში ვერ ვხედავთ მითუმეტეს ამხელა სარაგბო არენა გვაქვს ითამაშონ აქ და მერე ვინერვიულებ სახელი გორი ქვია და აზრზე არავინაა ვისთვის თამაშობენ?ავჭალელებისსთვის?

• sos

დილა განერვიულებთ და ნაქდი ვაჯკაცური სპორტი არა ხომ, ვაი თქვენს პატრინს.

• gori

ise dagvemuqra titqos vexvewebodet ro darchnen, waxvalt da ras izavt mere stadioni tqven ar gaqvt da baza, paqtiurad qagaldze gyavt gundi, exla goristvis mtavaria dilas ambavi gadawydes male da ratqmaunda dadebitad

• fcb

არც მაგაზე არავინ ინერვიულებს თუ გორთან აღარაფერი გექნებათ კავშირი,მითუმეტეს დილას შეუწყვიტეს დაფინანსება და გორის უმრავლესი მოსახლეობა დილას ამბავზე წუხს და დამიჯერე მართლა გული არავის დაწყდება თუ გაუქმებ ჯიქს თუ რაღაცას წადი და იყავი მაგ ავჭალაში შენთვის.

crocobet დიდი 10 | ყაზბეგი 17:36 ბათუმი

დიდი 10 | ბათუმი 32:20 გორი

Crocobet დიდი 10-ის ახალი სეზონის დაწყებამდე დარჩა 4 დღე!

ტერ შტეგენი პრემიერლიგის გრანდების სამიზნეა - სად გააგრძელებს კარიერას გერმანელი?

ფიბა-მ ქართველი მსაჯები და კომისარი მატჩებით დატვირთა

ტიაგო მოტამ შესაძლოა, საფრანგეთის ლიგა 1-ის გუნდი ჩაიბაროს

ლორენცო ინსინიე შესაძლოა, იტალიის სერია A-ს დაუბრუნდეს

ენდრიკს ალონსო არ ათამაშებს და ბრაზილიელს პრემიერ ლიგის ვარიანტი გამოუჩნდა

"ნაპოლი" "მანჩესტერ იუნაიტედის" კიდევ ერთი ფორვარდის დამატებას გეგმავს

"აინტრახტი" მორიგ დიდ შემოსავალს ელის - კლუბი უზუნს 80 მილიონზე ნაკლებად არ გაუშვებს

U21 | პირველი ვარჯიში რიგაში და იძულებითი ცვლილება შემადგენლობაში

"სწორედ ეს მჭირდებოდა, ნეაპოლი საცხოვრებლად შესანიშნავი ადგილია" - ჰოილუნდი "პარტენოპეიში" ბედნიერია

"კილიანი მსოფლიოში საუკეთესო გახდება, მას ზურგს შესანიშნავი გუნდი უმაგრებს" - რაფა ნადალმა ფრანგზე ისაუბრა

"გოჩოლეიშვილის პროგრესი აშკარაა" - რას წერს გერმანული გამოცემა ქართველ მცველზე?

პსჟ "ბარსელონას" ახალგაზრდა შემტევის შეძენას ცდილობს

"კაირატის" გულშემატკივარმა "რეალთან" მატჩის ბილეთში BMW გაცვალა

ვიერიმ "სან სიროს" დანგრევასა და მის ადგილას ახალი სტადიონის აშენებაზე ისაუბრა

"ყველა მწვრთნელს ვახშამზე დავპატიჟებ" - გვარდიოლას პრემიერ ლიგაში 250 გამარჯვება დაუგროვდა

ამის გამო ესპანეთის ნაკრებში თამაშზე უარს აცხადებდა - ვინ შეცვლის საქართველოსთან და ბულგარეთთან მატჩში ტრავმირებულ ლამინ იამალს

გიორგი შერმადინის 25-ე MVP და ესპანეთის ჩემპიონატის რეკორდი!

ოფიციალურად: "რეინჯერსმა" მთავარი მწვრთნელი გაანთავისუფლა

კანავარო ტაშკენტში ჩაფრინდა და მალე უზბეკეთის ნაკრების მწვრთნელად ოფიციალურად გამოაცხადებენ

ჯანლუიჯი ბუფონის 17 წლის შვილს სერია A-ში დებიუტი ჰქონდა

დიდი 10: "ჯიქი" "ხარებს" დაუზავდა

ჯიქი-ლელო სარასენსი 17:13 - ჩემპიონთან მოგება ჩემპიონობისთვის ბრძოლაა

ვეტერანმა მორაგბეებმა პრესკონფერენცია გამართეს [VIDEO]

დიდი 10. IX ტური: "ბათუმი" "ჯიქთან" დამარცხდა

დიდი 10. VII ტური: აკადემია-ჯიქი 18:19

დიდი 10. VII ტური: ვის წაადგა ორკვირიანი ტაიმ-აუტი?

დიდი 10. II ტურის წინ: ბრძოლა დაიწყო, ბრძოლა გრძელდება

"ჯიქი" და გორის სარაგბო რესურსი

საქართველოს 7-კაცა რაგბის ნაკრები: ექსეტერში ბოლო ეტაპზე

დიდი 10: 2018 წლის ზაფხულის ტრანსფერები

დიდი 10: "ბათუმმა" "ჯიქი" დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა

თურქეთსა და რუსეთთან ტოლ-სწორად პაექრობა შეიძლება - ინტერვიუ ზურაბ რურუასთან

საქართველოს 7-კაცა ნაკრები ტურის საერთაშორისო ტურნირში ითამაშებს

ჯიქი-ბათუმი 5:18 - ქარმაც ვერ შეაკავა

პალიკო ჯიმშელაძე: გამარჯვების დროც ახლოვდება