"მანჩესტერ იუნაიტედს" ამ სეზონში სამი ჯილდოს მოპოვება უნდა, მაგრამ ამიერიდან მიზნისთვის ბრძოლა ანდერსონის გარეშე მოუწევს
"მანჩესტერ იუნაიტედს" ამ სეზონში სამი ჯილდოს მოპოვება უნდა, მაგრამ ამიერიდან მიზნისთვის ბრძოლა ანდერსონის გარეშე მოუწევს - ბრაზილიელ ნახევარმცველს შაბათს, ფეხბურთის ასოციაციის თასზე, "ქროულისთან" შეხვედრაში, მუხლში მიარტყეს და როგორც სკანირებამ აჩვენა, ხრტილი აქვს ძლიერ დაზიანებული. ამრიგად, ანდერსონს ორი თვის განმავლობაში მოუწევს მკურნალობა. ორშაბათს ნახევარმცველმა ქერინგტონის საწვრთნელი ბაზა ყავარჯნებით დატოვა.

"იუნაიტედში" ჯერ კიდევ იმედოვნებენ, რომ ფეხბურთელის გამოჯანმრთელება ოპერაციის გარეშეც არის შესაძლებელი, მაგრამ ის, რომ მას აპრილის შუამდე უნდა გამოეთხოვონ, უკვე აშკარაა. შეგახსენებთ, რომ დიდი ხანი არ არის რაც ანდერსონმა ჯვარედინი მყესების ტრავმა მოირჩინა და მოედანს დაუნრუნდა.

ფერგიუსონმა დეკემბერში მასთან ახალი, 4,5-წლიანი ხელშეკრულება გააფორმა. ბრაზილიელი მას ძალიან სჭირდებოდა, რადგან დარენ გიბსონი და მაიკლ ქერიკი დამაჯერებლად ვერ თამაშობდნენ. მოკლედ, ანდერსონის დაშავება "იუნაიტედისთვის" დიდი დარტყმა იყო, რადგან ის არ არის პირველი ვინც გუნდს ტრავმის გამო გამოაკლდა. მოგეხსენებათ, სერ ალექს ფერგიუსონს სწორედ ნახევარდაცვაში აქვს ყველაზე მეტი პრობლემა და არა მარტო იმიტომ, რომ ქერიკი და გიბსონი კარგად ვერ თამაშობენ. ტრავმებიც ყველაზე მეტად ამ ამპლუის ხალხს დაერია: ოუენ ჰარგრივზი დიდი ხანია მკურნალობს, ანტონიო ვალენსია და პარკ-ჯი სუნი სულ ახლახან გადაბარგდნენ მოედნიდან სამედიცინო კაბინეტში.

აი, პატრის ევრამ კი ბოლოს და ბოლოს გააფორმა კლუბთან ახალი ხელშეკრულება, რომელზეც ბოლოხანს სულ ლაპარაკობდნენ. კონტრაქტი 3,5-წლიანია. ამბობენ, რომ ფრანგი მცველით დაინტერესებული იყვნენ "რეალი" და "ბარსელონა", მაგრამ ფეხბურთელმა "ოლდ ტრეფორდზე" დარჩენა ამჯობინა. 29 წლის ევრას ახალი ჯამაგირი კვირაში 90 ათასი ფუნტი იქნება.

"ბოლო ხუთი წლის განმავლობაში "მანჩესტერ იუნაიტედთან" ერთად ძალიან ბევრი ტიტული მოვიგე, მაგრამ კოდევ მინდა რომ გავიმარჯვო. კარგად ვიცი, ამ კლუბში ყველას იგივე მიზანი აქვს და ამიტომაც გადავწყვიტე დარჩენა" - თქვა კმაყოფილმა ევრამ.

ანდერსონ ოლივეირა

22 წლის

შემტევი ნახევარმცველი

კლუბები: გრემიო, პორტუ

8 თამაში ბრაზილიის ნაკრებში

პატრის ევრა

29 წლის

მარცხენა მცველი

კლუბები: ნიცა, მონაკო

32 თამაში საფრანგეთის ნაკრებში

ვინ შეცვლის გვარდიოლას - "სიტის" სამი კანდიდატი ჰყავს
გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
ვან დეიკმა "სიტისთან" განადგურების პასუხისმგებელ პირებზე ისაუბრა და პსჟ-ისთან მატჩამდე "ლივერპულის" ფეხბურთელებს მიმართა
[VIDEO] "მადლობა ყველაფრისთვის, რაც ჩვენთვის გააკეთე და აკეთებ... მიყვარხარ" - სიმეონემ გრიზმანს პრესკონფერენციაზე ემოციურად მიმართა
"ახალი ციკლის წინ ნაკრებში მწვრთნელი უნდა შეგვეცვალა" - ლევან სალუქვაძემ ვილი სანიოლზე ისაუბრა
ქალთა ნაკრებმა ფარერის კუნძულებთან მატჩისთვის მზადება დაიწყო
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-1 გაგრა. კინაღამ 3 ქულა წაიღეს...
ბარკოლა ოპერაციას გადაურჩა
"ბარსელონა" - "ატლეტიკოს" მატჩის დელეგატი სფფ-ის წარმომადგენელი იქნება
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 0-3 დინამო (ბთ). "რუსთავის" მეორე ტაიმი, ბათუმის "დინამოს" პირველი მარცხი
ლიბერთიმ გრიფინი ბოლო წუთებზე გატეხა და ფინალურ სერიაში 2:1 დაწინაურდა
დარჩება "ბენფიკაში"? - მოურინიომ თავის მომავალზე ისაუბრა
ბასტონი თანახმაა - იტალიელის გადაბარგება ესპანურ გრანდში დროის საკითხია?
გეგმა "ელ კლასიკოში" თამაშია - რაფინიას მოედანზე მალე დაბრუნება უნდა
რჩება თუ მიდის - ვინისიუსმა თავის მომავალზე განცხადება გააკეთა
იტალიაში იწვევენ - ბერნარდო სილვას სერია A-ში თამაშის ვარიანტი გამოუჩნდა
ვინ შეცვლის გვარდიოლას - "სიტის" სამი კანდიდატი ჰყავს
"ეს პსჟ-ს მიერ "ლივერპულის" ნამდვილი ხოცვა-ჟლეტა იქნება!" - ირწმუნება საფრანგეთის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი
18 წ. | როტაციით ინგლისთან
[VIDEO] "ნაპოლიმ" "მილანსაც" მოუგო და მეორე ადგილზე აღზევდა
მიქაუტაძემ ამჯერად ვერ გაიტანა - "ვილიარეალი" "ჟირონასთან" დამარცხდა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება