აი, რატომ არ იმსახურებენ სლოვაკები ევრობასკეტის საკვალიფიკაციო ჯგუფიდან გასვლას

სისხლი, გატეხილი ცხვირი, ჩხუბი, პროვოკაცია, დისკვალიფიკაცია... ეს ყველაფერი ბრატისლავაში შეკრებილმა გულშემატკივარმა საკუთარი თვალით იხილა.

შეიძლება გაგიკვირდეთ, მაგრამ ფაქტია - დარბაზში მასპინძლად თავს ქართველები უფრო გრძნობდნენ, ვიდრე სლოვაკები. ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან ჩვენი გუნდის საქომაგოდ უამრავი ქართველი ჩავიდა და ისევე დამაჯერებლად აჯობა მასპინძელ გულშემატკივარს, როგორც ქართველმა კალათბურთელებმა - სლავებს.

"ჰანტ არენაზე" მყოფებს ნამდვილად გაუმართლათ - მხოლოდ მათ მიეცათ საშუალება ეხილათ სლოვაკეთი-საქართველო. მასპინძლებმა თამაშის რეპორტაჟი არც ერთი ტელეარხით არ გადასცეს. გვპირდებოდნენ, რომ youtube-ზე გაუშვებდნენ, მაგრამ ვერც ეს მოახერხეს და დარბაზს მიღმა მყოფ ერთ ადამიანსაც არ მისცემია თამაშის ხილვის საშუალება. არადა, მეოცე საუკუნე რომ ყოფილიყო, კიდევ შეიძლებოდა არ გაგვკვირვებოდა. ასეთი რამ, ინტერნეტსაუკუნეში წარმოუდგენელია.

გაგახსენებთ: სლოვაკეთში 2008 წელსაც ვითამაშეთ და არც მაშინ გადაუციათ სლოვაკებს რეპორტაჟი. მაშინ დავწერეთ: ნაკრების თამაშის ტელერეპორტაჟი არ აინტერესებთ, გულშემატკივარი კანტიკუნტად მიდის - აი, რატომ არ იმსახურებს სლოვაკეთი ჯგუფიდან გასვლას.

დღესაც იმავეს გამეორება შეიძლება. უფრო თამამად. მას მერე ხომ 8 წელია გასული.

როცა ფარქვეშ ბუზიც ვერ შეფრინდება

ალბანეთთან მატჩის შემდეგ პრესკონფერენციაზე ჩვენი გუნდის მთავარ მწვრთნელ ილიას ზუროსს ვკითხეთ, რას უნდა ველოდეთ სლოვაკეთისგანო. ბერძენმა სპეციალისტმა დიპლომატიურად გვიპასუხა, ტაქტიკურ ვარიაციებზე ლაპარაკს მოერიდა.

როგორც აღმოჩნდა, მას სლოვაკეთის ნაკრები ზედმიწევნით ჰყოლია შესწავლილი. ეს ის გუნდია, რომელიც მაღალი დონის შემსრულებლების ნაკლებობას განიცდის. წარმატებას ახალგაზრდული ჟინითა და ბრძოლით აღწევს. იცით, რატომ სჭირდებოდათ სლავებს მაღალი დონის რამდენიმე შემსრულებელი? - იმიტომ, რომ საქართველოს ნაკრებთან მატჩში პერიმეტრიდან ან შორეული ორქულიანებით ეხეირა.

აბა, ფაჩულია, შერმადინი, შენგელია, სანიკიძე და ბურჯანაძე ფარქვეშ რომ არ შეუშვებდნენ, ყველას კარგად მოეხსენებოდა.

მატჩის დასაწყისშივე გამოჩნდა, რომ სლოვაკები წასაგებად განწირულები იყვნენ - მათ საქართველოს ნაკრების ფარისკენ მიმავალი ყველა გზა გადაკეტილი დახვდათ. ვერც შორიდან ჩააგდეს. ასეთ დროს ახალგაზრდული გუნდი ყოველთვის ნერვიულობს და დაცვაში რაოდენ კარგადაც უნდა ითამაშოს, თუ მეტოქის კალათში ბურთი ვერ ჩააგდო... კალათბურთის მოედანზე ორი ფარი დგას...

სლოვაკეთის ნაკრებს საქმე დალხენილად არც დაცვაში ჰქონდა: ჩვენი მეფარეების შეჩერება გაუჭირდა, მასპინძლები ჯარიმებით დაიტვირთნენ. არადა, ფარქვეშ ძალების მობილიზებაც გაუმართლებელი იყო - ქართველები პერიმეტრზე გაილაღებდნენ. გაილაღეს კიდეც: 11 სამქულიანი ჩააგდეს (21-დან). რაც შეეხება მოხსნებს, ამ კომპონენტში მეტოქეს საგრძნობლად ვაჯობეთ - 41:21.

სლოვაკების გამოსავალი...

როდესაც თამაშით არაფერი გამოუვიდათ, სლოვაკები უხეშობაზე გადავიდნენ და პროვოკაციაზე სცადეს ზაზა ფაჩულიას წამოკიდება. ზაზას არაერთხელ უჩხუბია, მაგრამ საიმისო გამოცდილება კი აქვს, ოფიციალურ მატჩში ახალგაზრდა მეტოქეებს არ აჰყვეს და დისკვალიფიკაციით საკუთარი გუნდი არ აზარალოს.

მეორე მეოთხედის ბოლო წუთზე, როცა საქართველოს ნაკრები 21 ქულით - 50:29 იგებდა, სლოვაკი ბორის ბოიანოვსკი ფაჩულიაზე გადამეტებული უხეშობის გამო არასპორტულად დაჯარიმდა, რასაც კონფლიქტი მოჰყვა. მსაჯებმა დისკვალიფიკაციით დასაჯეს კონფლიქტში ჩართული ბესო ლეჟავა, ხოლო ინციდენტის დროს სათადარიგოთა სკამიდან მოედანზე შესვლისთვის ანალოგიური სასჯელი მიიღო ვიქტორ სანიკიძემ.

რიცხვი 500

გიორგი ცინცაძისთვის სლოვაკეთთან დაპირისპირება 65-ე სანაკრებო ოფიციალური მატჩი იყო. მასზე მეტი მხოლოდ ზაზა ფაჩულიას აქვს ჩატარებული.

ცინცაძეს შესარჩევი ეტაპის დაწყებამდე 485 ქულა ჰქონდა, ალბანეთან 9 მიამატა, სლოვაკეთთან 6 და მისმა მონაგარმა ზუსტად 500 ქულა შეადგინა.

500-ქულიანთა კლუბში კიდევ 5 კალათბურთელია: ზაზა ფაჩულია, ვიქტორ სანიკიძე, ვლადიმერ ბოისა, მანუჩარ მარკოიშვილი და ვატო ნაცვლიშვილი.

პარალელი - როგორც ელისი...

2008 წელსაც ვითამაშეთ სლოვაკეთში, მაშინაც დიდი სხვაობით ვიმარჯვეთ - 101:78. 8 წლის წინათაც და დღესაც წარმატებაში დიდი წვლილი შეიტანეს ნატურალიზებულმა ამერიკელებმა. განსაკუთრებით სამქულიანებით დაგვეხმარნენ: 2008-ში ტაირონ ელისმა სლოვაკებს 7-დან 6 სამიანი ჩაუგდო და მატჩი 20 ქულით დაასრულა.

2016 წლის 3 სექტემბერს კი მაიკლ დიქსონის ანგარიშზე 4 სამქულიანი დაფიქსირდა. საამისოდ 4 მცდელობაც ეყო. იგი ნაკრების ვიცე-სნაიპერი გახდა - 16 ქულამდე ავიდა.

ტრავმა

ანატოლი ბოისამ მეორე პერიოდში მძიმე ტრავმა მიიღო. დაცვაში ჩასვლის დროს მას დუდა სანაძე დაეჯახა და ანატოლის ცხვირი გაუტყდა. ის მედიკოსებმა ჰოსპიტალში წაიყვანეს.

ევრობასკეტი 2017. შესარჩევი. F ჯგუფი. II ტური

ალბანეთი-ჩერნოგორია 73:113

15:33, 17:40, 18:21, 23:19

ალბანეთი: ტაფლაი (9ქ), დუშა (4ქ), ტოპალი (1ქ), ჰისენაგოლი (10ქ, 6მ), შიმა (10ქ, 5მ, 3პ), კოლა (5ქ), შესტანი (8ქ), ბროდუსი (26ქ)...

ჩერნოგორია: ვუჩევიჩი (19ქ, 4პ), მიჰაილოვიჩი (7ქ), რადონჩიჩი (8ქ, 4პ), ნიკოლიჩი (5მ), ნიდჰემი (5ქ, 6პ), ტოდოროვიჩი (13ქ, 8მ), დუბლიევიჩი (16ქ, 7მ), ივანოვიჩი (5ქ), ვრანიესი (7ქ), ჯურიშიჩი (10ქ), საშიჩი (12ქ), პოპოვიჩი (11ქ).

ა გ გუნდი თ მ წ სხ ქ

1 . ჩერნოგორია 2 2 0 210/138 4

2. საქართველო 2 2 0 180/110 4

3 . სლოვაკეთი 2 0 2 128/191 2

4. ალბანეთი 2 0 2 120/199 2

მატჩისშემდგომი კომენტარები

თორნიკე შენგელია:

- იოლი გამარჯვება იყო, თუმცა შეხვედრას მაქსიმალურად მობილიზებულები შევხვდით და ვეცადეთ, სლოვაკეთიდან რაც შეიძლება მეტი სხვაობა "წამოგვეღო". 31-ქულიანი ფორა ძალიან კარგი შედეგია, თუმცა იყო შეცდომები დაცვაშიც, თავდასხმაშიც და შევეცდებით, რაც შეიძლება მოკლე დროში გამოვასწოროთ.

დუდა სანაძე:

- თამაში სტაბილურად ჩავატარეთ, თითოეულ მეოთხედში არ მიგვიცია თავისთვის მოდუნების უფლება და საბოლოოდ 31 ქულის სხვაობითაც ვიმარჯვეთ. ინციდენტთან დაკავშირებით მხოლოდ ის შემიძლია ვთქვა, რომ ეს არ იყო ისეთი შემთხვევა, რომ ფიბა-მ ლეჟავას მაცრი სასჯელი მისცეს. ვიმედოვნებ, ჩერნოგორიასთან მატჩისთვის ბესოც გვეყოლება. სლოვაკური მატჩი უკვე წარსულია, ახლა 7 სექტემბრის უმნიშვნელოვანეს შეხვედრაზე ვფიქრობთ.

კოტე ტუღუში (ილიას ზუროსის თანაშემწე):

- ამ შეხვედრისთვის განსაკუთებულად ვემზადებოდით. ჩვენი ამოცანა იყო, მეტოქისთვის ფარქვეშ თამაშის საშუალება არ მიგვეცა. მაქსიმალურად დაიტვირთნენ ჩვენი მაღალი კალათბურთელები. თამაშის დაწყებისთანავე მეტოქეს მათ წინააღმდეგ ბრძოლა გაუჭირდა და ჯარიმებითაც დაიტვირთა. შეხვედრის მსვლელობისას არასასიამოვნო ინციდენტი მოხდა, დისკვალიფიკაცია მიიღეს ბესიკ ლეჟავამ და ვიქტორ სანიკიძემ. სადღეისოდ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ვიქტორს მომდევნო მატჩის გამოტოვება არ ემუქრება, ხოლო ლეჟავას საკითხს ფიბა განიხილავს და გადაწყვეტილების შესახებაც მალე შევიტყობთ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

otari
ვინ როგორ მოა არ ვიხერხა და ნახა ეს მატჩიცი,მაგრამ შევეცი პირველ არხს,და სრულიდად ყველა ე.წ.ქართულ არხებს აი ასე,მლორჩა,საქართ
davit15
ლეჟავასი არაფერი მაქ საწინააღმდეგო ღმერთმა ხელი მოუმართოს, მაგრამ მაგაზე უკეთესი არავინ გვყავს თუნდაც საქართველოს ჩემპიონატში? ცდილობს ინდომებს, მაგრამ სანაკრებო დონეზე არაა ეს საკმარისი, ჩემი აზრი ასეთია
giorgi
არც ბოისა უნდა იყოს ნაკრებში და არც ლეჟავა და ძალიან ცუდია, რომ ზუროსს ეს მოთამაშეები "უკარნახეს".
ევრობასკეტი 2025. ჯიკიჩმა საქართველოს ნაკრების შემადგენლობა დაასახელა
ნაკრებმა კვიპროსში პირველი ვარჯიში სრული შემადგენლობით, თორნიკე შენგელიასთან ერთად ჩაატარა
Marca: საქართველოს ნაკრების სერიოზული პრობლემა - შენგელიას ექიმების რჩევის მიუხედავად ნებისმიერ ფასად თამაში სურს
უკრაინელი თავდამსხმელი "ვილიარეალში" არ გადავა, რომელიც მიქაუტაძის შეძენას ცდილობს
"ყარაბაღი" მეორედ იასპარეზებს ჩემპიონთა ლიგაზე
ახალგაზრდული ახალ შესარჩევს ქუთაისში - ჩრდილოეთ ირლანდიასთან მატჩით დაიწყებს
დეშამმა საფრანგეთის ნაკრებში პსჟ-ს ხუთ ფეხბურთელს უხმო
იური ტაბატაძე "კადისის" ფეხბურთელი გახდა
ლიეტუვამ ევრობასკეტი მარტივი გამარჯვებით დაიწყო
2020 წლის ევროპის ჩემპიონმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა
პსჟ-მა მეკარე გაასხვისა და საფონოვის წასვლა თითქმის გამოირიცხა
"ფიორენტინა" 24 წლის იტალიელი ფორვარდით გაძლიერდა
"ატალანტას" ახალგაზრდა ფორვარდი კარიერას თურქეთში განაგრძობს
სუდაკოვი, რომლის შეძენა "ნაპოლის" სურდა, შესაძლოა, პორტუგალიაში აღმოჩნდეს
"მარსელიდან" მოკვეთილი რაბიოს დამატება "მილანმა" მოინდომა
გოგლიჩიძის "უდინეზემ" პოლონელი გოლეადორი დაიმატა
რამდენი ქართველი ითამაშებს ჩემპიონთა ლიგაზე - 6 ინგლისიდან და ყაზახების გაზრდილი გეოგრაფია
კარგი ამბავი პარიზიდან - კვარაცხელიამ ვარჯიში დაიწყო
კიტეიშვილის "შტურმმა" მოიგო, თუმცა ევროპა ლიგაზე მოუწევს ასპარეზობა
ხარობს სრულიად ყაზახეთი - "კაირატი" ჩემპიონთა ლიგაზე გავიდა
დვალი სოფიის ცსკა 1948-სთან სამწლიან კონტრაქტს გააფორმებს
AS: მამარდაშვილმა საკუთარ თავს ყოველდღე უნდა დაუსვას კითხვა, მიიღო თუ არა საუკეთესო გადაწყვეტილება
"მანჩესტერ იუნაიტედი" 23 წლის მეკარის დამატებასთან ახლოსაა
დამცირებული და აცრემლებული მაიკლ დიქსონი დახმარებას ითხოვს [VIDEO]
ცნობილი გახდა თორნიკე შენგელიას ნაკრებში არყოფნის მიზეზი
საქართველოს ნაკრები ჩეხეთან 20 ქულით დამარცხდა
"არა რუსულ კანონს - ჩვენ უკეთესები უნდა ვიყოთ" - ქართველი სპორტსმენები ქვეყნის ევროპულ მომავალს უჭერენ მხარს
ჩინეთის საელჩომ დიქსონის ოჯახთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა
საქართველოს ნაკრების უნიკალური წინახაზი - მეორე ნაწილი
ფაჩულია კვარაცხელიას საგულშემატკივროდ ნეაპოლში ჩავიდა და ძოლასთან ერთად ისაუბრა
ზაზა ფაჩულია: ამან ერთგვარად დააჩქარა ნაკრებთან გამოთხოვების პროცესი
ზაზა ფაჩულია: ყველაფერს აქვს დასაწყისი და დასასრული [I ნაწილი]
"დინამოსთან" "მგზავრებს" ამერიკელმა ლეგიონერებმა ვერ უშველეს
ზუროსი: შედეგი ისტორიულია - ოლიმპიადის საკვალიფიკაციო ტურნირშიც მივიღებთ მონაწილეობას
შენგელიას გარეშე - საქართველოს ნაკრებმა პოლონეთში ივარჯიშა
ᓡᓐᓥᓐᓠᓗᓕᓔᓚᓝᓡ ᓙᓐᓚᓐᓗᓑᓣᓠᓗᓔᓚᓗᓐ ᓜᓐᓙᓠᓔᓑᓘᓡ ᓛᓬᓐᓠᓔ ᓛᓐᓠᓪᓮᓘ ᓝᓰᓠᓘᓓᓘᓡ ᓢᓣᓠᓜᓘᓠᓨᓘ
თეა წულუკიანი ევრობასკეტისთვის მულტიფუნქციური სპორტული სასახლის მშენებლობის პროცესს გაეცნო
სუპერლიგა. VI ტური: "ბათუმმა" "ქუთაისი" დაამარცხა და გალიდერდა
[VIDEO] უკვე უკეთ, მაგრამ მაინც წავაგეთ. პოლონეთი - საქართველო 94:89
მაიკლ დიქსონის 19-ქულიანი დებიუტი "ტიტებში"
ზუროსი: ახლა თავს უფრო ქართველად ვგრძნობ, ვიდრე ბერძენად
ხვიჩა კვარაცხელიას, კახა კალაძესა და ზაზა ფაჩულიას წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენზე წარადგენენ
ფიბა VS ევროლიგა: ფიბამ დღეები გაწერა
ანდრონიკაშვილის ტრავმა სერიოზული არ აღმოჩნდა
სუპერლიგა 2016/17. დარჩენისთვის: "სოხუმი" წინ გაიჭრა, "ბათუმი" გაუთანაბრდა
ოპერაცია გადაწყდა - ბექა ბურჯანაძე კალათბურთს კიდევ 5 თვე ვერ ითამაშებს
საქართველოს ნაკრები ისტორიულ მსოფლიოზე - კარგი და ცუდი, გამოსასწორებელი და "გამოუსწორებელი" - თაობათა ცვლა ისევ ზუროსთან ერთად?!
ვიქტორ სანიკიძე: ბაგაცკისის მხრიდან უღირს საქციელს ჰქონდა ადგილი - FIBA-ს რეაგირებას მოვთხოვთ
"რთულია უყურო ამ კადრებს და არ გაგიჩნდეს პროტესტი" - ზაზა ფაჩულია ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა
საქართველოს თასი. 1/4 ფინალი: "ბათუმმა" "სოხუმს" მოუგო და "დინამოს" შეუწყვილდა
ზაზა ფაჩულია: თავი არ დაგვიზოგავს... [II ნაწილი]
ზაზა ფაჩულია: შენგელიას მსგავსად მოქცევა მხოლოდ გამორჩეულ ლიდერებს ახასიათებთ
იგორ კოკოშკოვი სლოვენიას აღარ გაწვრთნის
ქართველი სპორტსმენები სოც-ქსელებში: ჯანო, წამო "რომაში"
საქართველოს ნაკრები ევრობასკეტისთვის მზადებას ჩეხეთთან 2 მატჩით დაასრულებს
"ერთმანეთს თავებს ურტყამდნენ, სრული სიგიჟე იყო" - NBA-ის ყოფილმა ვარსკვლავმა ფაჩულიას და გარნეტის ეს დაპირისპირება გაიხსენა [VIDEO]
მსაჯთა ახალი ინსტრუქტორი, რიჩარდ სტოკსი, ფედერაციის პრეზიდენტმა, ვიქტორ სანიკიძემ წარადგინა
პირველი ქართველი ფიბა-ში: ვიქტორ სანიკიძე საშეჯიბრო კომისიაში შეიყვანეს
ილიას ზუროსმა ბერძნული გუნდი ჩაიბარა
მაიკლ დიქსონი საქართველოს ჩემპიონატში ითამაშებს!
ვიქტორ სანიკიძე სამუშაო ვიზიტით აზერბაიჯანში იმყოფებოდა
"მუდამ ქართული კალათბურთის მნიშვნელოვანი ნაწილი იქნებით" - შენგელია ზუროსს გულთბილად დაემშვიდობა
ეროვნულ ნაკრებში ილიას ზუროსის ერა დასრულდა!
შენგელია "ვირტუსის" ოფიციალურ პრეზენტაციაზე: სანიკიძემ ჩემს გადაწყვეტილებაში საკუთარი წვლილი შეიტანა
მაიკლ დიქსონი კარიერას რუმინეთში გააგრძელებს