ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

ფრანჩესკო ტოტი: რომი, ეს მთელი სამყაროა

ფრანჩესკო ტოტი: რომი, ეს მთელი სამყაროა

ფრანჩესკო ტოტის უცნობი ისტორიები
როდესაც ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფის განმეორებით შეხვედრაში "რომა" საკუთარ კედლებში "პორტუსთან" განადგურდა, საყოველთაო ყურადღების ცენტრში მოექცა ფეხბურთელი, რომელსაც საერთოდ არ უთამაშია იმ შეხვედრაში - ეს ფეხბურთელი ფრანჩესკო ტოტი გახლდათ, რომელიც სარბენ ბილიკზე იდგა და მოედანს ნაღვლიანი სახით გაჰყურებდა - ამ კადრებმა მსოფლიო მოიარა, ტოტიმ დაკარგა შანსი, რომ ჩემპიონთა ლიგაზე კიდევ ერთხელ, ბოლოჯერ ეთამაშა...

სერია A-ს მიმდინარე გათამაშება გამორჩეულია იმით, რომ ეს იქნება ფრანჩესკო ტოტის ბოლო სეზონი "რომას" შემადგენლობაში.

39 წლის "იმპერატორმა" შესაძლოა, კიდევ ერთი წელი ამერიკაში გააგოროს ბურთი ან სულაც ბუცები ლურსმანზე ჩამოჰკიდოს, მაგრამ ერთი ცხადია - 2017 წლის მაისის მიწურულს დიდი ეპოქა დასრულდება: ფრანჩესკო ტოტი "რომას" დატოვებს...

ტოტის სეზონი

სერია A-ს მიმდინარე გათამაშებას ფრანჩესკო ტოტის ფაქტორი ფონად გასდევს - ის მუდმივად ყურადღების ცენტრშია, ურთიერთობს ჟურნალისტებთან, აფიქსირებს საკუთარ მოსაზრებებს აქტუალურ თემებზე და იხსენებს წარსულს, რომელმაც მას სახელი და დიდება მოუტანა. რაც უფრო გახურდება სეზონი და წავა კულმინაციისკენ, ტოტიც კიდევ უფრო მეტად მიიპყრობს ყურადღებას და მას კიდევ უფრო მხურვალედ დაუკრავენ ტაშს სტადიონებზე - დიახ, არა მარტო "ოლიმპიკოზე", არამედ ყველა სხვა არენაზე, სადაც ის ბოლოჯერ გააგორებს ბურთს.

ჟურნალისტმა ტოტის სწორედ ასეთი კითხვა დაუსვა: "არის ეს თქვენი სეზონი?" და შემდეგი პასუხი მოისმინა: "ეს იქნება ჩემი სეზონი იმ შემთხვევაში, თუკი სკუდეტოს მოვიგებთ და "რომას" ტროფეით დავემშვიდობები. ეს არის მიზანიც და ოცნებაც, რომლის გამოც ყველაფერს გავაკეთებ. არაერთხელ ვთქვი და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ თუ სკუდეტოს მოვიგებ, მაშინ კარიერას დავასრულებ და ამერიკაში გადაბარგებაზე აღარ ვიფიქრებ, რადგან ეს იქნება ეპოქის იდეალური დასასრული, ნამდვილი გვირგვინი".

ქვემოთ, ტოტიმ კიდევ ერთხელ გაიხსენა წარსული და ისეთ ფაქტებს ახადა ფარდა, რომლებიც აქამდე უცნობი იყო - ფრანჩესკომ თავის ბავშვობაზე, ოჯახსა და მარადიულ სიყვარულზე ისაუბრა, რომელსაც რომი და "რომა" ჰქვია...

დედის სიტყვა

27 წლის წინ ჩემი სახლის კარებზე ბრახუნი მომესმა, მისაღებ ოთახში კი რამდენიმე სოლიდურად ჩაცმული მამაკაცი შემოვიდა, რომლებსაც "მილანის" სიმბოლიკით გაფორმებული ჰალსტუხი ეკეთათ.

ისინი ჩამოვიდნენ იმისთვის, რომ "მილანში" წავსულიყავი და იქ ახალგაზრდულ გუნდში მეთამაშა - ეს ჯერ კიდევ ის პერიოდია, როდესაც ფეხბურთს მხოლოდ ეზოში ვთამაშობ და "რომას" ახალგაზრდულ გუნდშიც არ ვირიცხები - ეს იყო დიდი შანსი, დიდი გამოწვევა, რომელზეც ალბათ მხოლოდ გიჟი თუ იტყოდა უარს, თუმცა იმ დღეს დედაჩემი სწორედ ის გიჟი იყო, რომელმაც ჩემი ლომბარდიაში გადაბარგება დაბლოკა...

დედაჩემი ტრადიციული იტალიელი ქალია, რომელსაც შვილების იქით არაფერი აინტერესებს - მან ვერც კი წარმოიდგინა, რომ 12 წლის შვილი სახლისგან ასე შორს გაეშვა. მაშინ მითხრა ის სიტყვები, რომელიც ფონად გასდევს მთელ ჩემს ცხოვრებას: მთავარი შენი სახლი და შენი ოჯახია. უკვე 39 წლის ვარ, ბევრს მივაღწიე, მაგრამ მთავარი ფასეულობა ჩემთვის ისევ სახლია, რომი კი სწორედ ჩემი სახლია...

ოჯახის ფაქტორი

არ მახსოვს ბიძაჩემი, რადგან ძალიან პატარა ვიყავი. როდესაც გარდაიცვალა, მაგრამ მან დიდი როლი ითამაშა ჩემი ცხოვრების განვითარებაში - "რომას" თავგადაკლული გულშემატკივარი იყო და მამაჩემსაც სწორედ მან შეაყვარა წითელ-ყვითელი ფერები, მამისგან კი ეს სიყვარული მე გადმომედო.

როდესაც დავიბადე, ბიძაჩემი ყველას არწმუნებდა, რომ ერთ მშვენიერ დღეს "რომას" მთავარ გუნდში ვითამაშებდი - იმედია, ზემოთ რაღაც არსებობს და მან ნახა ჩემი დებიუტი, განვითარება და ყველა ის წარმატება, რომელსაც მშობლიური გუნდის მაისურით მივაღწიე. ცხოვრება ხშირად უსამართლოა და ბიძაჩემსაც აუცილებლად უნდა ენახა ის, რასაც პირველი თვითონ ამტკიცებდა...

პირველი ემოცია

"რომას" სიყვარული მამაჩემმა შემყარა და პირველად სწორედ მან წამიყვანა "სტადიო ოლიმპიკოზე". 7 წლის ვიყავი და არასდროს დამავიწყდება ის ემოცია, რაც მაშინ განვიცადე. დღემდე ყურში ჩამესმის გულშემატკივართა სიმღერები, შეძახილები და პეტარდების სუნი, რომელიც ერთდროულად მწარე და ძალიან ტკბილი იყო. მოედანზე ვხედავდი ფეხბურთელებს, რომლებსაც ვეთაყვანებოდი, მათ შორის, ჯუზეპე ჯანინის, რომლის პოსტერებით აჭრელებული მქონდა კედლები.

გავაცნობიერე, რომ ვიყავი ათასობით ადამიანთან ერთად, რომლებსაც ჩემსავით უყვარდათ ეს გუნდი და ეს ფერები - ეს იყო ერთიანობის საოცარი შეგრძნება და ამ ყველაფერს 7 წლის ბავშვი ვგრძნობდი. სწორედ მაშინ დავიწყე ოცნება, რომ ოდესმე აუცილებლად უნდა მეთამაშა "რომაში" და ამ გუნდისთვის ყველაფერი გამეღო.

დიდი ეპოქის დასაწყისი

მას შემდეგ, რაც დედამ "მილანის" წარმომადგენლებს კატეგორიული უარი სტკიცა, რამდენიმე კვირა იყო გასული და ჩვენი სახლის ტელეფონზე საოცნებო ზარი გაისმა - ჩემი თამაში "რომას" სკაუტებს შეუნიშნავთ და მეც "ტრიგორიას" ბავშვთა აკადემიის ბაზაზე ვიყავი დაბარებული. სწორედ იქიდან გავხდი "მგელი" და იქიდან დაიწყო გზა, რომელიც დღემდე გრძელდება...

მამა დღე და ღამე მუშაობდა და სწორედ დედა იყო ის ადამიანი, რომელსაც ვარჯიშებზე დავყავდი. ორი, სამი და ხშირად ოთხი საათი მელოდებოდა, როდესაც ვვარჯიშობდი და ყველაფერს აკეთებდა, რომ ჩემი ოცნებისთვის ხელი არ შეეშალა. მელოდებოდა წვიმაში, თოვლში, ქარსა და ყინვაში - დღეს ამაზე ბევრს ვფიქრობ, მაშინ კი ამას არც ვაფასებდი - ვთვლიდი, რომ ეს ასეც უნდა ყოფილიყო და სულ რომ 8 საათი მევარჯიშა, დედა იმ სკამზე უნდა მჯდარიყო, სტადიონთან ახლოს, ღია ცის ქვეშ...

დებიუტი

მატჩის დაწყებამდე ორიოდე საათი იყო დარჩენილი, როდესაც მითხრეს, რომ "რომას" მთავარ გუნდში უნდა მეთამაშა. "ტრიგორიის" ბაზიდან რომის ოლიმპიური სტადიონისკენ დავიძარით. ვიჯექი ავტობუსში და ვერც კი ვხვდებოდი, რა ხდებოდა ჩემს თავს - ვგრძნობდი, რომ მთლიანად გავხურდი, საშინლად დავიძაბე და მღელვარებამ პიკს მიაღწია. სიმართლე გითხრათ, ეს მღელვარება დღემდე მომყვება, როდესაც 39 წლის ასაკში გავდივარ მინდორზე და ზურგს უდიდესი გამოცდილება მიმაგრებს. ვფიქრობ, ვინც ამ წნეხს და პასუხისმგებლობას ვერ გრძნობს, ის არ იმსახურებს "რომას" მაისურით თამაშს.

ის პირველი მატჩი კი საოცრად ემოციური იყო - ვთამაშობდი ბიძაჩემისთვის, რომელიც "რომას" გადარეული ტიფოზი იყო და პირველი მან იწინასწარმეტყველა, რომ წითელ-ყვითელ მაისურს მოვირგებდი; ვთამაშობდი მამაჩემისთვის, რომელმაც პირველად წამიყვანა "სტადიო ოლიმპიკოზე" და შემდეგაც სტადიონზე სწორედ მასთან ერთად დავდიოდი. ვთამაშობდი დედაჩემისთვის, რომელიც წვიმაში, თოვლსა და ქარში დამყვებოდა ვარჯიშებზე, მელოდებოდა და ყველაფერს აკეთებდა, რომ ოცნება ამეხდინა. ვთამაშობდი ჩემი ოჯახისთვის, რომელიც ყოველთვის გვერდში მედგა...

ყველაზე დიდი შეცდომა

12 წლის წინათ მივიღე შეთავაზება მადრიდის "რეალიდან" და უნდა ვაღიარო, რომ ამ ვარიანტზე სერიოზულად დავფიქრდი. მქონდა საუბარი "რომას" სპორტულ დირექტორთან და ჩვენ განვიხილავდით ტრანსფერის დეტალებს.

იყო დიდი ცდუნება, რომ კარიერა გამეგრძელებინა პლანეტის უძლიერეს გუნდში, სადაც უდიდესი ვარსკვლავები თამაშობდნენ. ვფიქრობდი იმაზე, თუ როგორი იქნებოდა მადრიდში ცხოვრება, თეთრი მაისურით თამაში და განცდა იმისა, რომ "რეალის" წევრი ხარ.

სწორედ ეს ფიქრები იყო ჩემი ყველაზე დიდი შეცდომა - მე ფიქრებში დავუშვი, რომ "რომა" დამეტოვებინა, ამას კი ვერ ვპატიობ საკუთარ თავს. საბედნიეროდ, დავრჩი "რომაში" და დავრჩი იმ სიტყვის ერთგული, რაც თავის დროზე დედამ მითხრა: ყველაზე დიდი ფასეულობა მშობლიური სახლი და ოჯახია, რომი კი ჩემი სახლი და ოჯახია...

ერთგული

შემიძლია თამამად ვთქვა, რომ ერთგული ვარ ყველაფერ იმის მიმართ, რაც მიყვარს. უზომოდ მიყვარს სახლი, სადაც გავიზარდე და ოჯახი, რომელშიც ვიზრდებოდი. ალბათ, ვერ დაიჯერებთ, მაგრამ მე დედასთან ერთად ვცხოვრობდი იქამდე, სანამ ჩემს მეუღლესთან, ილარისთან ჯვარს დავიწერდი. ერთგული ვარ ჩემი გუნდის და ჩემი ქალაქის, სადაც უზომოდ ბედნიერი ვარ.

როდესაც "ტრიგორიას" ბაზაზე მივდივარ და ვარჯიშის დაწყებამდე, თანაგუნდელებთან ერთად ყავას ვსვამ, ეს უდიდეს სიამოვნებას მანიჭებს - ბედნიერი ვარ, როდესაც ვარჯიშების და თამაშების შემდეგ გასახდელში განვლილ ბატალიებს განვიხილავთ.

როდესაც კარიერას დავამთავრებ, ეს ყველაფერი უზომოდ მომენატრება - ამიტომ სულ უფრო ხშირად ვფიქრობ მწვრთნელობაზე და იქნებ ეს სიამოვნება უკვე ახალ ამპლუაში განვიცადო. მე ჩვევების კაცი ვარ და მიჭირს იმასთან განშორება, რასაც ასე შევეჩვიე - მე ერთგული კაცი ვარ და რაც მიყვარს, იმას ვერასდროს ვუღალატებ...

რატომ მიყვარს რომი?

ბევრი მეკითხება, მაინც რატომ მიყვარს ასე ძალიან რომი და რატომ დავრჩი მთელი კარიერა ამ ქალაქში? - პასუხი მარტივია: რომი ჩემი ოჯახია, ჩემი მეგობრები და ის ხალხი, რომელიც ყველაზე მეტად მიყვარს. რომი ზღვაა, მთები, არქიტექტურული შედევრები და რა თქმა უნდა, უბრალო რომაელები, რომლებიც ყველასგან გამორჩეულები არიან. რომი - ეს მთელი სამყაროა...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება

დე ლაურენტისი კონტეს ნაკრებში გაშვებაზე თანახმაა - რას მოითხოვს სანაცვლოდ?

დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა

"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს

ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება

კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება

[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა

სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა

პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს

[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა

[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა

პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა

ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა

ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს

[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა

U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო

[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!

18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან

"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია

გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"

ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო

როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?

დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა

"რეალში" რომ მეთამაშა, "ოქროს ბურთს" მოვიგებდი" - ფრანჩესკო ტოტი

"მათ ეს დაგვიმტკიცეს" - ტოტიმ პსჟ-ზე ისაუბრა

ფრანჩესკო ტოტის ვაჟმა 19 წლის ასაკში კარიერა დაასრულა

"მილანი" მზადაა ლეაოს დაემშვიდობოს

მამარდაშვილზე უარის მიღების შემდეგ, "ბეშიქთაშმა" კოლუმბიელი მეკარე დაიმატა

[VIDEO] ფრე "რომასთან" - "მილანი" 21 მატჩში დაუმარცხებელია

დაბრუნება სამშობლოში? - დიბალას ცნობილი არგენტინული გუნდი ეპატიჟება

ევროპა ლიგის 1/8 ფინალური ეტაპის წილისყრის შედეგები ცნობილია

"მილანი" ლეაოს გაუშვებს? - ახალ კონტრაქტზე მოლაპარაკებები შეწყდა

[VIDEO] ალისონმა "ნაპოლი" "რომასთან" წაგებას გადაარჩინა

ტოტიმ დაადასტურა - ლეგენდარული იტალიელი "რომას" უბრუნდება

"ინძაგი პირადად მირეკავდა, ეს ძალიან რთული გადაწყვეტილება იყო" - ჩალჰანოღლუმ "მილანიდან" ინტერში" გადასვლაზე ისაუბრა

"დიბალა თუ ლაუტარო?" - ტოტის არჩევანი გაგაოცებთ

მუდმივი ლოდინით დაიღალნენ - "მილანი" ლეაოს გასხვისებაზე უარს არ იტყვის

სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში

"პოლიტიკოსი არ ვარ... თუ ეს მოხდება, მოსკოვში აღარ ჩავალ..." - ტოტიმ 8 აპრილს რუსეთში დაგეგმილ ვიზიტზე ისაუბრა

გირასი სერია A-ს გრანდების სამიზნეში - "დორტმუნდის" ფორვარდს იტალიაში უხმობენ