საქართველოს ასაკობრივი ნაკრების წევრი მეტად პერსპექტიულ კალათბურთელად ითვლება
18 წლის გორელი კალათბურთელი, საქართველოს ასაკობრივი ნაკრების წევრი ნიკა დარბაიძე კარიერას ესპანეთში განაგრძობს. 5 სექტემბერს ნიკამ "მურსიასთან" ხელშეკრულებას მოაწერა ხელი და მომდევნო ერთი წლის განმავლობაში თავისი სპორტული კარიერა ამ გუნდს დაუკავშირა.

მოსალოდნელი იყო, რომ დარბაიძე ახალ სეზონს უთუოდ უცხოეთის წამყვან საკალათბურთო ლიგაში დაიწყებდა, რადგან იგი მეტად პერსპექტიულ კალათბურთელად ითვლება და ეს განვლილ სეზონში ესპანურ "მიერესში" ყოფნისასაც დაამტკიცა. ნიკას იქ საუკეთესო შედეგები ჰქონდა, როგორც მოპოვებული ქულების თვალსაზრისით, ისე მოხსნებსა და პასებში. პლეი ოფის პირველ ეტაპზე ჩატარებული სამი ტურიდან ორჯერ იგი სულაც MVP-დ დაასახელეს.

გასული სეზონის დასრულების შემდეგ დარბაიძე საქართველოში დაბრუნდა. ჩვენი ნაკრების შემადგენლობაში 3X3-ზე კალათბურთის მსოფლიოს ჩემპიონატზე მიიღო მონაწილეობა, რის შემდეგაც 18 წლამდე კალათბურთელთა ნაკრების რიგებში ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზეც იასპარეზა.

ცოტა ხნის წინათ დარბაიძე იტალიაში, ქალაქ რეჯო ემილიაში იმყოფებოდა წვრთნებზე, საიდანაც ესპანეთში გაფრინდა და მასთან თანამშრომლობის მსურველ "მურსიასთან" კონტრაქტიც გააფორმა. ქართველი კალათბურთელი ესპანური კლუბის მიერ შემოთავაზებული პირობებით კმაყოფილია და გადაწყდა, რომ ახალი სეზონიდან ამ გუნდის მაისურით ითამაშებს. ამასთან, იგი იქვე მურსიის უნივერსიტეტში შეუდგება სწავლას.

"მურსია" ესპანეთის მთავარი საკალათბურთო ლიგის გუნდია. 2015-16 წლების რეგულარული სეზონი მან მე-7 ადგილზე დაასრულა, პლეი-ოფში კი მადრიდის "რეალთან" პაექრობაში დამარცხდა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

სოსო
გილოცავ ნიკა,აბა შენ იცი,დიდ ნაკრებს ძალიან სჭირდება ახალი სისხლი და შენი დიდი იმედი გვაქვს.
საუკეთესო შენგელია და "ბარსელონას" გამარჯვება ევროლიგაზე
17 წლის მათე ხატიაშვილის დებიუტი ესპანეთის უმაღლეს ლიგაში
[VIDEO] მამუკელაშვილის შესანიშნავი მატჩი - "ტორონტო რაპტორსმა" "იუტა ჯაზი" დაამარცხა
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "ფულჰემთან" მატჩში?
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (თბ) 2-2 დინამო (ბთ). ფრე ორივეს აწყობდა...
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-2 რუსთავი. ალალი 3 ქულა ქვემო ქართლისკენ მიდის...
მოსალოდნელზე ადრე დაბრუნდება - კურტუას გამოჯანმრთელების პროცესი კარგად მიმდინარეობს
წასვლას არ გეგმავს - ოლისე ზაფხულში "ბაიერნს" არ დატოვებს
"ყველა დროის საუკეთესო მეკარეა" - ტონი კროოსმა ნოიერზე ისაუბრა
დეშამი ესპანურ გრანდს ჩაიბარებს? - ის საფრანგეთის ნაკრებიდან მუნდიალის შემდეგ წავა
ნეიმარი MLS-ში? - ბრაზილიელს ახალი ვარიანტი გამოუჩნდა
"რეალმა" ისევ ვერ მოიგო და შეიძლება "ბარსელონას" კიდევ უფრო ჩამორჩეს
წიტაიშვილმა "მარსელს" ლამაზი გოლი გაუტანა
ლუის ენრიკე ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი მწვრთნელი გახდება
იტალიის ნაკრებში გატუზოს შემცვლელი ცნობილია
18 წ. | ექვსი ერის ფესტივალს შოტლანდიით ვასრულებთ
პსჟ ინგლისის ნაკრების შემტევის შეძენას გეგმავს
U17 | სან მარინო 1:4 საქართველო
"არსენალი" არტეტას კონტრაქტს გაუხანგრძლივებს
"მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ვარ" - ჰარი მაგუაიერი
"ცუდი შედეგები მისი ბრალი არ არის" - "ლივერპულის" ხელმძღვანელობა სლოტს სრულ ნდობას უცხადებს
[VIDEO] 41 წლის ლებრონ ჯეიმსმა "ლეიკერსს" "გოლდენ სტეიტთან" ულიდერა
გეგმა "ელ კლასიკოში" თამაშია - რაფინიას მოედანზე მალე დაბრუნება უნდა
მიხეილ გაბრიჩიძე: სინამდვილეში მათ ფედერაციის სათავეში მოსვლა სურთ
მომავალი თაობა: ვოვა თავაქარაშვილის მეორე ესპანური შანსი
ესპანეთის ქვედა ლიგებში მოთამაშე ბევრისთვის უცნობი ქართველი კალათბურთელები
U18. მსოფლიოს ჩემპიონატი 3X3 კალათბურთში: ისტორიული შედეგი
3X3 კალათბურთში საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატზე ჯგუფური ეტაპი დაძლია
საქართველოს ნაკრების კალათბურთელი კარიერას მონტენეგროში გააგრძელებს