ქალთა ტურნირის პერიპეტიები

პირველი ნახევარფინალისტები

აშშ-ის ღიაზე გადამწყვეტი მატჩების დრო დადგა. გუშინდელი ოთხი შეხვედრის შემდეგ, პირველი ნახევარფინალური წყვილები გაირკვა კაცებისა და ქალების ბადეში: ჯოკოვიჩი-მონფილსი და კერბერი-ვოზნიაცკი.

ქალები

1/4 ფინალი

ვოზნიაცკი (დან)-სევასტოვა (ლატ) 6:0, 6:2

კერბერი (გერ, 2)-ვინჩი (იტა, 7) 7:5, 6:0

მორიგი ნაბიჯი სერენას დასამხობად

ქალთა ბადეშიც გუშინ, ორი ნახევარფინალისტი გაირკევა. აგრძელებს ტიტულისთვის და რეიტინგში ლიდერობისთვის ბრძოლას ანჟელიკ კერბერი, რომელმაც ორი განსხვავებული სეტი ჩაატარა შარშანდელი ფინალისტის, იტალიელი რობერტა ვინჩის წინააღმდეგ - 7:5, 6:0.

გერმანელი პირველ სეტში სამჯერ ჩამორჩა ბრეიკით, მაგრამ სამივეჯერ დაიბრუნა დაკარგული მოწოდება, თან მეტოქის მოწოდებაზე კარგ შემტევ ჩოგბურთს აჩვენებდა. მესამე ბრეიკის აღების შემდეგ, ვინჩი 5:4 დაწინაურდა და სეტზე ჩაწოდება შეეძლო, მაგრამ ორი ქულა არ ეყო პარტიის მოსაგებად.

კერბერმა ანგარიში გაათანაბრა, შემდეგ, როგორც იქნა, თავისი მოწოდება აიღო და ამას მეოთხე ბრეიკიც მიაყოლა, რამაც ურთულეს პირველ სეტში გამარჯვება მოუტანა - 7:5. პარტია 55 წუთი გაგრძელდა და კერბერმა ძალიან ბევრი - 22 უნებლიე შეცდომა დაუშვა.

სამაგიეროდ, გერმანელმა მეორე სეტში აჩვენა საჩემპიონო თამაში. ამ პარტიაში ბრძოლა თითქმის არ ყოფილა. კერბერმა მხოლოდ პირველ გეიმში მისცა შანსი მეტოქეს, როცა ვინჩიმ სამმაგი ბრეიკ-პოინტი მოიპოვა, მაგრამ ამის შემდეგ, ანჟელიკმა 23 მომდევნო გათამაშებიდან 21 ქულა აიღო, მათ შორის, 12 ზედიზედ. მეორე პარტიამ მხოლოდ 24 წუთი დაიკავა და ვინჩიმ ვერც ერთი გეიმის აღება ვერ შეძლო. კერბერმა კი მატჩი ზედიზედ ცხრა მოგებული გეიმით დაასრულა და 2011 წლის შემდეგ დაბრუნდა აშშ-ის ღიას ნახევარფინალში.

შეგახსენებთ, რომ კერბერს რეიტინგში პირველი ადგილის მოსაპოვებლად, მინიმუმ სერენა უილიამსის შედეგის გამეორება სჭირდება. ყველა სწორედ ამ ორი ჩოგბურთელის ფინალს ელოდება, რადგან გადამწყვეტ მატჩში მოგებას ორმაგი ფასი ექნება - ტიტული და კლასიფიკაციაში ლიდერობა.

ეს უკვე ძველი ვოზნიაცკია

კერბერს ფინალში გასასვლელად კრიზისიდან გამოსული კაროლინ ვოზნიაცკის დამარცხება დასჭირდება.

დანიელმა ჩოგბურთელმა შეაჩერა ლატვიელი ანასტასია სევასტოვას სენსაციური სვლა, თან ეს ძალიან იოლად გააკეთა. შეიძლება ითქვას, რომ სკანდინავიელს გაუმართლა, რადგან სევასტოვამ მატჩის დასაწყისში ფეხი გადაიბრუნა და ექიმის დახმარება დასჭირდა. ლატვიელს უჭირდა გადაადგილება და ცდილობდა, გათამაშებები სწრაფად დაესრულებინა, მაგრამ ეს ნომერი ვოზნიაცკისთან არ გავიდა.

დანიელი დამაჯერებლად იყენებდა მეტოქის დაზიანებას და 6:0, 4:0 წაიყვანა ანგარიში. და მხოლოდ ამის შემდეგ გაქვითა ანგარიში სევასტოვამ, რასაც პუბლიკა დიდი აღფრთოვანებით შეხვდა. საბოლოოდ, აშშ-ის ღიას ორგზის ფინალისტმა 6:0, 6:2 მოიგო და ნახევარფინალში გავიდა, რითაც რეიტინგში 42 ადგილს მოიგებს და TOP30-ში შევა. სხვათა შორის, კაროს მოგების მიზეზი მხოლოდ მეტოქის ტრავმა არ ყოფილა - დანიელმა შემტევი და აგრესიული ჩოგბურთი ითამაშა და მხოლოდ 5 უნებლიე შეცდომა დაუშვა.

ეს არის ზედიზედ მეოთხე შემთხვევა, როცა აშშ-ის ღიას ნახევარფინალში განუთესავმა ჩოგბურთელმა გააღწია. ბოლოს ვოზნიაცკი "დიდი სლემის" ნახევარფინალში 2014 წელს, აშშ-ის ღიაზე იყო. სხვათა შორის, ეს მისი საყვარელი ტურნირია - როგორც გითხარით, ორჯერ იყო ფინალში და ორჯერ ნახევარფინალში, სულ კი ნიუ იორკში 34 მოგება და მხოლოდ 9 წაგება აქვს.

რაც შეეხება ვოზნიაცკისა და კერბერის ურთიერთშეხვედრებს, ისინი მეცამეტედ დაუპირისპირდებიან ერთმანეთს. წინ გერმანელია - 7:5.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

მერვე მატჩიდან მეშვიდე წაგება სეზონში - ბასილაშვილი ცუდ ფორმაშია
მარცხი მსოფლიოს 106-ე ნომერთან - ბასილაშვილმა მონპელიეს ტურნირის პირველივე შეხვედრაში წააგო
[VIDEO] კარლოს ალკარასმა ნოვაკ ჯოკოვიჩი ავსტრალიის ღია პირველობის ფინალში დაამარცხა!
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
საქართველოს 15-ქალა ნაკრების წინსვლა რეიტინგში
გრიზმანი MLS-ში - მოლაპარაკებები დასკვნით სტადიაშია
ცვლილებები დაცვით ხაზში - "რეალიდან" ალაბას წასვლა გადაწყვეტილი ამბავია
"ხვიჩა ძალიან მომწონს, სალაჰის შეცვლის კარგი ვარიანტია" - "ლივერპულის" ყოფილმა ფეხბურთელმა კლუბს კვარაცხელიას ყიდვა შესთავაზა
კიდევ დიდი ხნით პსჟ-ში - ჟოაო ნევეში კონტრაქტს გაახანგრძლივებს
პარიზელთა შეტევა დემბელეს არყოფნაში - ყველაფერი ლიგის განმეორებით მატჩებზე
ქალთა ნაკრები საბერძნეთთან მატჩისთვის მზადებას განაგრძობს
ლეგიონერები/ცინცაძე MVP გახდა. დიხამინჯიამ და კბილაშვილმა 4-4 გოლი გაიტანეს
15-ქალა | ხორვატებთან ახალი რეკორდით
20 წ. | კარგი ტაიმით მსოფლიოს ჩემპიონთან
კვარაცხელია, დუე და ბარკოლა დემბელეს გარეშე - როგორი იქნება "მონაკოსთან" პსჟ-ს შემადგენლობა?
"ბარსელონაში" დაბრუნებისას, საუკეთესო ფორმაში არ ვიყავი" - ჟოაო კანსელო
"სერია A-ში თამაში ყველაზე რთულია" - ალეგრი "პარმასთან" მარცხის შემდეგ
L'Équipe: პსჟ-ში შევალიეს ბედი საფონოვზეა დამოკიდებული
ლებრონ ჯეიმსმა მორიგი რეკორდი დაამყარა
თბილისური შეკრება დასრულდა | 9 ლეგიონერს ჯიკიჩმა სუპერლიგის 5 მოთამაშე დაამატა
"მწვრთნელი გამარჯობასაც კი არ მეუბნება" - საზონოვი "ტორინოს" განრისხებულ ფანებს შეხვდა
[VIDEO] მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი ყოფილ გუნდთან - "ტორონტომ" "მილუოკი" დაამარცხა
[VIDEO] მიქაუტაძემ ამჯერად ვერ გაიტანა - "ვილიარეალმა" "ვალენსია" დაამარცხა
"ამას არასდროს დავივიწყებთ" - სერენა როჯერს დაემშვიდობა
კაროლინ ვოზნიაცკის თამაშის დროს თავს მფრინავი ჭიანჭველები დაესხნენ [VIDEO]
უიმბლდონი. II დღე: კერბერს ცოტა გაუჭირდა
ფული ამტკიცებს: სქესთა თანასწორობა სპორტში - მითია
23 სლემი, 4 ოლიმპიადა - ისტორიაში საუკეთესო ქალმა ჩოგბურთელმა კარიერა დაასრულა
კაროლინ ვოზნიაცკიმ ავსტრალიის ღია პირველობა მოიგო
ვოზნიაცკიმ ნავსი გატეხა
უიმბლდონი. VII დღე: ახალი ისტორიები
ანჟელიკ კერბერმა ვინუს უილიამსი "დღის საუკეთესო დარტყმით" შეაჩერა [VIDEO]
ცინცინატის ქალთა ტურნირზე დიდი ბრძოლები გველოდება
დიდი სლემის ფინალის შემდეგ ჰალეპი საავადმყოფოში მოხვდა
"ჯერ კარიერა არ დამისრულებია, ბევრს ვვარჯიშობ" - სერენა უილიამსი დაბრუნებას აანონსებს
"აქ ვარ იმისთვის, რათა გითხრათ, რომ მივდივარ" - ლეგენდარულმა სერენა უილიამსმა კარიერა დაასრულა
როცა გენიოსი სპორტის ლეგენდებსაც აოცებს - გაოგნებული სერენა, ლებრონი და ბექჰემი... როგორი იყო მესის დებიუტი "ინტერ მაიამიში" [VIDEO]
ყველა დროის ყველაზე ხანგრძლივი პირველობა მამაკაცებსა და ქალებშიც - ჯოკოვიჩმა ისტორიული მიღწევა დააფიქსირა
უიმბლდონი. III დღე: ჯოკოვიჩის დარტყმა კირგიოსის სტილში და წაგებული გათამაშება [VIDEO]
"სპაიდერმენი", "თორი"... - ავსტრალიის ღია პირველობაზე ბავშვთა დღე გაიმართა [VIDEO+PHOTO]
უიმბლდონი 2018: ქალებში ჩემპიონი კერბერია, მამაკაცებში ტიტულის მფლობელი დღეს გამოვლინდება