ცალი ფეხით თანამედროვე ფეხბურთში ვერავის მოუგებ
მსოფლიო ფეხბურთში ძალიან ბევრი რამ იცვლება. ევროპაში ადრე იყვნენ ნაკრებები, რომლებთანაც ყველა სამ ქულას გეგმავდა. ახლა ასე აღარ არის. "თამაში ყველამ ისწავლა" - ერთი შეხედვით ეს გაცვეთილი ფრაზა დღეს ძალიან აქტუალური ხდება.

დღევანდელ ჩვენს წერილში ვისაუბრებთ ორ "ჯუჯაზე", ფარერებსა და ლუქსემბურგზე. პირველი მათგანი შინ დაუზავდა ევროპის ჩემპიონატის ერთ-ერთ მთავარ აღმოჩენა უნგრეთს, მეორე კი ბოლო წამზე დამარცხდა მასპინძელ ბულგარეთთან.

ფარერები

ფარერის კუნძულების ნაკრების ბოლოდროინდელი პროგრესი თვალსაჩინოა. ეს, უპირველეს ყოვლისა, 55 წლის დანიელი მწვრთნელის, ლარს ოლსენის დამსახურებაა. ოლსენი 1986 – 1996 წლებში თამაშობდა დანიის ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში. მან ქვეყნის პირველ გუნდში 84 მატჩი ჩაატარა და 4 გოლი გაიტანა, ოლსენის მიერ ნაკრებში გატარებული წლები დანიური ფეხბურთის "ოქროს ხანას" დაემთხვა. შესაბამისად, ოლსენმა თავისი სოლიდური წვლილი დაიდო ამ ქვეყნის ყველაზე დიდ საფეხბურთო მიღწევებში.

მოგეხსენებათ, ფარერები დამოუკიდებელი ქვეყანა არ არის. ის დანიის შემადგენლობაში შედის. სწორედ მეტროპოლია ზრუნავს აქ ფეხბურთის განვითარებაზე. ფარერების ნაკრებს არცთუ იშვიათად წვრთნიან დანიელი სპეციალისტები. მათგან ყველაზე სახელიანი გახლდათ წარსულში ლეგენდარული ფეხბურთელი, ალან სიმონსენი.

ახლა ისევ ლარსენზე. ფარერების ნაკრების პროგრესის საიდუმლო იმაშიცაა, რომ დანიელ მწვრთნელს არავინ აჩქარებს და ფსიქოლოგიური წნეხის ქვეშ არავინ აქცევს. დანიაში ის "რანდერსსა" და "ოდენსეს" წვრთნიდა. 2011 წლიდან კი ფარერების ეროვნულ გუნდს მოძღვრავს.

ახლა ორიოდე სიტყვა ფეხბურთელებზეც ვთქვათ. ნაკრების ნომერ პირველი მეკარე გუნარ ნილსენია. თავის დროზე 29 წლის გოლკიპერს ერთი მატჩი თვით "მანჩესტერ სიტის" შემადგენლობაშიც კი ჩაუტარებია. გამოიცვალა არაერთი ინგლისური კლუბი. ითამაშა ნორვეგიაში. ძალა შოტლანდიაშიც მოსინჯა, ახლა ისლანდიის პირველობაზე ცდის საკუთარ თავს.

ფარერების ნაკრების დაცვის ძირითადი ბირთვი (ბარურ ნილსენი, ვილარმურ დავიდსონი) დანიაში თამაშობს. ნორვეგიული "ვიდარის" ღირსებას იცავს კიდევ ერთი უკანახაზელი, როგვი ბოლდვინსონი.

ფარერების ნაკრების შუა ხაზი გადატვირთულია ლეგიონერებით. მაგალითად, ჰალურ ჰანსონი დანიური "ჰორსენსის" ერთ-ერთი წამყვანი ფეხბურთელია, დანიაში ("რანდერსი") თამაშობს ბარდურ ჰენდრიკსონი. ასევე დანიური კლუბის, "ფრემადის" ღირსებას იცავს ჰეირი ვატსდალი.

დანიის ნაკრების წამყვანი თავდამსხმელი, სიმუნ ედმუნდსონი "ოდენსეში" თამაშობს. დანიური კლუბები ფარერელი ფეხბურთელებით რომ ინტერესდებიან, ეს გუნდის თავკაცის დამსახურებაა. დანიაში ოლსენს მართლაც დიდი ავტორიტეტი აქვს.

ლუქსემბურგი

ლუქსემბურგის ნაკრების დამსახურებაა, ბულგარეთში, ადგილობრივ ნაკრებთან გამართული მატჩი საფეხბურთო თრილერად რომ იქცა. ლუქსემბურგი აგებდა, მერე იგებდა. მერე ისევ აგებდა. მაინც გაათანაბრა და სულ ბოლო წამზე დამარცხდა - 3:4.

რაც მთავარია, გუნდმა შემტევი, სანახაობრივი ფეხბურთი ითამაშა. როგორც ფარერელთა შემთხვევაში, პროგრესის მთავარი შემომქმედი აქაც ნაკრების მთავარი მწვრთნელია. ეს გახლავთ ადგილობრივი სპეციალისტი, ლუკ ჰოლცი.

წარსულში ლუქსემბურგის ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი ნაკრებს 2010 წლიდან წვრთნის. ბოლო დროს ლუქსესემბურგი ისე აღარ თამაშობს, როგორც "ჯუჯას" შეეფერება. უტევს, იტანს, უშვებს... მოკლედ, ნაღდ საფეხბურთო ფერხულშია...

ლუქსემბურგელთა წარმატების საიდუმლო ისიცაა, რომ მათ რამდენიმე უცხოელი ფეხბურთელის ნატურალიზება მოახერხეს. მაგალითად, ნაკრების კარის დარაჯი ანტონი მორისი ბელგიელია. ის "სტანდარდის" აღზრდილია, ახლა კი "მეხელენში" თამაშობს.

ფრანგია დაცვის ბურჯი სტეფან შანო. მან ინგლისში, "შეფილდ იუნაიტედში" ითამაშა, მერე კი ფრანგული "ლე მანისა" და "გენიონის" ფორმა მოირგო. ამჟამად ოკეანეს გაღმა თამაშობს და "ნიუ იორკ სიტის" ღირსებას იცავს.

ფრანგია ლუქსემბურგის ნაკრების კიდევ ორი მცველი. ორივე "მეცში" თამაშობს - სედრიკ საკრასი და პიტ სიმონი.

ბელგიელია ნახევარდაცვის მთავარი კაცი, მარიო მუტში. გერმანიაში დაიბადა "ბრაუნშვაიგის" ნახევარმცველი, ერიკ ვეიგა.

სამაგიეროდ, ნაღდი ლუქსემბურგელია გუნდის კაპიტანი, აურელიან ჟოაკიმი. ის სხვადასხვა დროს თამაშობდა ბელგიაში, ჰოლანდიაში, გერმანიაში, შოტლანდიაში...გერმანიაში დაიბადა და გაიზარდა თავდამსხმელი მორის დევილი. ის კარგა ხნის განმავლობაში "კაიზერსლაუტერნის" ღირსებას იცავდა, ახლა კი "ფრანკფურტშია" განათხოვრებული.

გერმანიაში აღიზარდნენ ასევე ფლორიან ბოჰნერი და ედვინ მურატოვიჩი. ლუქესემბურგის ფეხბურთის ფედერაცია კიდევ აპირებს საზღვარგარეთ მცხოვრები ფეხბურთელების სანაკრებო სამსახურში ჩაყენებას.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

მსოფლიო ჩემპიონატზე ითამაშებს, მაგრამ შემდეგ ოპერაციას გაიკეთებს - სალიბას არჩევანი
ქოჩორაშვილის "სპორტინგმა" 26 მილიონად ნახევარმცველი დაიმატა
ინიესტამ სამწვრთნელო საქმიანობა დაიწყო - ჯერ მხოლოდ მე-2 ლიგაში
რუმინეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
მსოფლიო ჩემპიონატზე ითამაშებს, მაგრამ შემდეგ ოპერაციას გაიკეთებს - სალიბას არჩევანი
ქოჩორაშვილის "სპორტინგმა" 26 მილიონად ნახევარმცველი დაიმატა
პსჟ-მ შეიძლება პორტუგალიელი ნახევარმცველი შეიძინოს
პირველი დამოუკიდებელი სამუშაო ევროპაში - ანჩელოტის ვაჟს "ლილი" ჩააბარეს
ინიესტამ სამწვრთნელო საქმიანობა დაიწყო - ჯერ მხოლოდ მე-2 ლიგაში
"ლივერპულის" მცველი კარიერას მადრიდის რეალში გააგრძელებს
7-ქალა | მაკარსკაში რუმინეთთან, მოლდოვასა და მონტენეგროსთან
კაშია: იმ წარმატების გამეორება, რომელსაც ევროპის ჩემპიონატზე მივაღწიეთ, სრულიად რეალურია
სანიოლი: ვუსურვებ ყველა მწვრთნელს მსოფლიოში, ჰყავდეს ისეთი კაპიტანი, როგორიც გურამი იყო
7-კაცა | ჰამბურგში იტალიით, ბელგიითა და ლიეტუვათი ვიწყებთ
მიქაუტაძეს "ვილიარეალში" ახალი მწვრთნელი ჰყავს
"შავი ლომი" | „ტოიოტა ჩელენჯისთვის“ 34 მოთამაშე შეირჩა
"მის გამო, რუსეთში მატარებლითაც კი წავიდოდი" - იამალი ნეიმარზე
თანამედროვე საკალათბურთო ტაბლო და ახალი შესაძლებლობები ახმეტელი მოზარდებისთვის
სერ ალექს ფერგიუსონმა ალ-ხელაიფის წერილი მისწერა და "არსენალი" გააკრიტიკა
"ეს ჩემი ოცნებაა" - ფაბრიციო რომანომ ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
მატჩის დღე! კაშიას გაცილება და ექსპერიმენტული ნაკრები
[VIDEO] შენგელიას 17 ქულა - "ბარსელონა" "ვალენსიასთან" განადგურდა
"ახალი გამოწვევის დროა" - ლეაომ "მილანის" დატოვების სურვილი გამოთქვა