ქართველმა ძიუდოისტმა ავთანდილ ჭრიკიშვილმა (81) რიოს ოლიმპიადის შემდეგ გაზეთ "კვირის პალიტრას" ვრცელი ინტერვიუ მისცა
ქართველმა ძიუდოისტმა ავთანდილ ჭრიკიშვილმა (81) რიოს ოლიმპიადის შემდეგ გაზეთ "კვირის პალიტრას" ვრცელი ინტერვიუ მისცა.

ჭრიკიშვილი ამერიკელ ტრევის სტივენსთან მარცზე და ბრინჯოას მედლისთვის შეხვედრაზე საუბრობს.

გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან.

- ერთხელ გითხარი - ცივსისხლიანობით, მგონი, ირაკლი ცირეკიძესაც აჯობე-მეთქი... მთლად ასეც არ ყოფილა საქმე. რიოში პირველივე ორთაბრძოლისას გეტყობოდა, რომ ჩვეულად ვერ ჭიდაობდი...

- ჩემი ბრალია, ასეთი დაძაბული არ უნდა ვყოფილიყავი, პასუხისმგებლობაზე ამდენი არ უნდა მეფიქრა... სხვა დროს უფრო თავისუფლად ვჭიდაობ ხოლმე. რაც შეეხება ნახევარფინალს, დღემდე ვერ ვხვდები, სტივენსთან შეხვედრაში რატომ წამოვიწყე საბედისწერო ილეთი. მუხლი მაწუხებდა და ის შესვლა სამი თვე აღარ გამიკეთებია. შეკრების დროსაც კი არ მიცდია და არ ვიცი, იქ რა დამემართა. სპორტსმენი ინსტინქტურად გრძნობს, როდის დგას მეტოქე ხელსაყრელ მდგომარეობაში და როდის დაიწყოს ილეთი. ვიგრძენი, რომ თუ შევუტევდი, დაეცემოდა, მაგრამ... ახლა ვფიქრობ, შესაძლოა, ამერიკელი შეგნებულად დგებოდა ისე, ილეთზე რომ შევსულიყავი.

- ლონდონშიც ხომ ტრევის სტივენსთან დამარცხდი - მხოლოდ ოლიმპიადებზე გიგებს?! თუმცა, მას შემდეგ ყველა ორთაბრძოლა მოუგე და ალბათ, რიოში სათანადოდ არ დააფასე...

- მოშვებული ნამდვილად არ გავსულვარ სტივენსთან საჭიდაოდ. არც გდებების და ილეთების გაკეთება მიცდია - შედეგზე ვჭიდაობდი! იმ ეპიზოდშიც, ინსტინქტურად წამოვიწყე ილეთი. მაშინაც ვიცოდი და ახლაც ვიცი, რომ არ უნდა გამეკეთებინა და დღემდე ვერ ვხვდები, რატომ გავაკეთე...

მტკივნეულზე რომ დამიჭირა, ინსტინქტურად დავარტყი ხელი ტატამს, ის ეპიზოდი საერთოდ აღარ მახსოვს.

- მუხლის ტრავმა ოლიმპიადაზეც გაწუხებდა?

- ისე არა, რომ მარცხი ამას დავაბრალო. ვიმეორებ - ნერვიულობის, ტაქტიკური შეცდომის გამო წავაგე!

ყველა შეხვედრაში შემეძლო, უფრო აქტიურად და ლამაზად მეჭიდავა, მაგრამ მთავარი შედეგი იყო. იმდენს ვაკეთებდი, რამდენიც მჭირდებოდა. სტივენსი თითქმის ყველა შეხვედრაში გდებით მყავს დამარცხებული. ეს არც რიოში იქნებოდა პრობლემა, მაგრამ ჩავთვალე, რომ მოსაგებად გაფრთხილებაც იკმარებდა და... ტრევისი არ არის იმ დონის ძიუდოისტი, ოლიმპიურ ვერცხლს იმსახურებდეს და მასთან წაგება ორმაგად დასანანია, მაგრამ სპორტში ყველაფერი ხდება.

- თემურ ხუბულური ფიქრობს, ავთო ორი წლის წინ უფრო ძლიერი იყო, ახლა კი, როცა ყველაზე მეტად უნდა მოემატებინა, სწორედ მაშინ გაჩერდაო... ასეა?

- მომზადება ნამდვილად არ მაკლდა, მაგრამ შეტევისას შეცდომის შესაძლებლობაც მატულობს. ამიტომ, ეფექტიან ჭიდაობაზე აღარ მიფიქრია. რა მნიშვნელობა აქვს, გდებით მოიგებ თუ გაფრთხილებით?! ისე კი, ბოლო დროს ტრავმების გამოც ბევრი გამიცდა. ექვსი წელია, არ დამისვენია, სულ ასეთ დაძაბულ რეჟიმში ვარ, გიტარის სიმივით დაჭიმული... ალბათ, ორგანიზმიც ვეღარ უძლებდა და ამის გამოა, სულ რაღაც რომ მაწუხებს. ერთი თვე მაინც, ალბათ, არ განვაახლებ ვარჯიშს - კარგად უნდა დავისვენო, ტრავმები ბოლომდე მოვიშუშო და მერე... ფსიქოლოგიურადაც გადავიღალე: როგორც უნდა გიყვარდეს შენი საქმე, ყოველდღე ხუთ საათს რომ ვარჯიშობ, გბეზრდება კიდეც, ჟინიც გინელდება. არადა, უნდა გენატრებოდეს, სიხარულით მიდიოდე სავარჯიშოდ. შესაძლოა, წინათ უფრო აგრესიული სტილი მქონდა, თორემ ბოლო პერიოდში ორჯერ მეტს ვვარჯიშობდი, ვიდრე ორი წლის წინ.

- ბრინჯაოს მედლისთვის შეხვედრაში ტატამზე გაშმაგებული კი შევარდი, მაგრამ... გეტყობოდა, რომ შენთვის ოლიმპიადა უკვე დამთავრებული იყო.

- თუ დამიჯერებთ, იმ ორთაბრძოლიდან არაფერი მახსოვს... რიოში საჩემპიონოდ ვიყავი ჩასული და ბრინჯაოს მედალზე კონცენტრირება ვეღარ მოვახერხე. პირად მწვრთნელთან ერთად დამუშავებული მქონდა ნაგასეს წინააღმდეგ ბრძოლის ტაქტიკა, მაგრამ არ ვიცი, რას ვაკეთებდი ტატამზე. არც ჩანაწერი მინახავს... მხოლოდ ამერიკელთან წაგება მახსოვს, მეტი არაფერი.

- ტატამზე შენი ემოცია ყველამ ვნახეთ. მერე როგორ იყავი?

- ლიპოს ვერცხლმა ოდნავ გამომიკეთა გუნება. ერთ ოთახში ვცხოვრობდით და ვცდილობდი, მისთვისაც არ გამეფუჭებინა ხასიათი. წაგების შემდეგ სამი ღამე არ მიძინია, ოთახში არ შევდიოდი - არ გავაღვიძო-მეთქი. თურმე, არც ვარლამს ეძინა და გამთენიის სამ საათზე მწვრთნელებს მისწერა - სად არის, ყურადღება მიაქციეთო... რომ შევედი, ნახევარი საათი ვაწყნარებდი - ასე ნუ განიცდი, ვერცხლი ხომ მოიგე, მე საერთოდ უმედლოდ დავრჩი-მეთქი. ოქროს მოგება ყველაზე მეტად იმიტომ მინდოდა, რომ დამეყვირა: "ჩირიკ (ჭრიკიშვილის მეტსახელია. - ავტ.), ეს შენთვის!.."

- იქნებ ეს მარცხი კარგიც იყო - სხვანაირად შეხედავ ყველაფერს, ტოკიოს ოლიმპიადისთვის ორმაგად მოინდომებ...

- დაცემა ყველას შეუძლია, მთავარია, როგორ ადგები და გააგრძელებ გზას! ხუთი ოლიმპიადაც რომ მოვიგო, ამ წაგების სიმწარეს ვერაფერი შემიმსუბუქებს, მაგრამ დანებებას არ ვაპირებ და ორმაგი მონდომებით მოვემზადები. დანარჩენი კი უფლის ნებაა... ვიცი, რომ ოთხი წლის განმავლობაში ბევრი ვარჯიში და წვალება მელის და ამისთვის მზად ვარ!

ინტერვიუს სრული ვერსია

ავტორი: რატი შელეგია

თინათინს
წელს არ იქნება მსოფლიო ჩემპიონატი
franio
უნდა იყო ის, რაც ხარ... ავთო იყო ნამდვილი ქართული ძიუდოს წარმომადგენელი.. ულამაზეს ბრუნებს და გადავლებებს აკეთებდა, არც ქართული ჭიდაობის სხვა ილეთებზე ამბობდა უარს და ამიტომაც იყო ასეთი გამორჩეული და ყველასათვის საყვარელი სტილის მოჭიდავე.. ამას თავი დაანება და ჯაჯგურზე გადავიდა. უზნაძე მარტო იმიტომაა ნაკრებიდან გასაგდები, რომ ავთოს ჭიდაობა დაავიწყა და ჩაუნერგა მცდარი აზრი, რომ გაფრთხილებებით ბოლომდე გაიტანს ლელოს... ეგრე შეიძლება რომელიმე გრანპრი მოიგო, მაგრამ ოლიმპიადა? შანსი არაა! მეტოქეების შეუფასებლობაც არ ვარგა. მნიშვნელობა არ აქვს, შენზე ძლიერად თვლი, თუ სუსტად, ტიტულები აქვს, თუ არ აქვს. მეტოქე გყავს? უნდა მოუგო!
petre koxi
ავტო მე კი კველაზე მაგრად რაზე დამცკდა გული იციი? ხალმაურზაევი რო ვერ ატრი ტატამზე, ეს იმ პარცჰაკი ამერიკელის დამსახურებააა არ მოგეცა ამის სასჰვალება კველაპერი ცინააა გმერტმა მოქცეს ზალააა.
.......ს
გასაგებია რომ წრიკიშვილმა იმედები გაგვიცრუა, მაგრამ იმ სიხარულს რა დაგვავიწყებს, რაც მან ჩვენ გვაჩუქა, ძიუდოისტი შეიძლება იყავი, მაგრამ კაცობა არ გქონია

რინერი სხვა წონაშია და სხვა სტილია; შედეგზე ჭიდაობა შენი საქმე არაა – შენ უნდა დააყენო ილეთების კორიანტელი

რა ახსნა განმარტება უნდა მაგას. რაც ჭიდაობას თავი დაანებე და ძიძგილაობაზე გადახვედი, შედეგიც იგივე გაქვს. ვერცერთი ტურნირი რომ ვერ მოიგე ამასაც ოლიმპიადის ნერვიულობას ხომ არ დააბრალებ. ყველა ქართველის წაგება მაგრად მწყინს ნებისმიერ სახეობაში, მაგრამ შავდათუაშვილის წაგება ონოსთან იმდენად არ მწყენია იმიტომ რომ ის ნაღდს ჭიდაობს და დღეისდღეობით მისი მომგები არც ჩანს. ერთ რამედ ღირს ონოს ჭიდაობის ყურება. შენ კი იმდენად ხარ შედეგზე დაპროგრამებული რომ გულშემატკივარს უკვე არანაირ ანგარიშს არ უწევ. პირადად მე ვჭიდაობდი ძიუდოს და არცთუ ცუდად, მაგრამ ასეთი ძიუდო რასაც ჭრიკიშვილი "ჭიდაობს" მსოფლიოს მერე ნაღდად არ მაინტერესებს. ეს ბერძნულ-რომაული უფროა კიმონოში.
თინათინ
ძალიან გთხოვ წელს მსოფლიო მოიგე
murtalo
შენ შემოგევლე!...გული არ გაიტეხო ჯიგარ... გვჯერა შენ.
zaza
თავის წონაში რომ ყველას ჯობია თვითონაც იცის. ძალიან დიდი წნეხი იყო ავთოზე ამ ოლიმპიადაზე, ყველა ოქროს ელოდა. როგორც მესისგან ელოდებიან მსოფლიოს მოგებას ისეა ავთოს შემთხვევაშიც. ტოკიოში მთავარია მშვიდად და ყურადღებით იჭიდავოს. ერთი პატარა შეცდომის გამო მასზე ბევრად სუსტ ძიუდოისტთან წააგო :( ესაა ოლიმპიადა
aburjga
გაფრთხილებებით მოგებებმა იცის მასსე! ისე როცა ჭიდაობს უბადლოა!
მოდელს მომღერალი არჩია - ლამინ იამალს არგენტინელ ქალბატონთან რომანი აქვს
მაუროს თავს ცუდი ამბებია, შვილები აღარ ელაპარაკებიან და ერთ-ერთმა გვარის შეცვლა გადაწყვიტა
[VIDEO] ზურაბ კახაბრიშვილის გმირობა - მადლიერი უნგრელი სპორტსმენის ინტერვიუ
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები საწვრთნელ შეკრებას იწყებს
სიგუა შვეიცარიაში გუნდს გამოიცვლის
15-წლამდე გოგონათა ნაკრები განვითარების თასისთვის ემზადება
ტონი კროოსმა ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო მეკარე დაასახელა
"ტოპ გუნდის წინააღმდეგ ჩვენგან ასეთი დომინაცია დიდი ხანია არ მინახავს" - ფერდინანდი "არსენალთან" მარცხის შემდეგ
ლიდერის შთამბეჭდავი მოგება; "გაგრას" გამარჯვება ბათუმში; ათკაციანი "თელავის" ფრე ქუთაისში
"სპორტინგმა" ისევ მოიგო, ქოჩორაშვილი ისევ შეცვლაზე შევიდა
[VIDEO] კვერნაძე შევიდა, გაიტანა და "ფროზინონე" 1/16-ფინალში გაიყვანა
"ნანტთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
"მეცი" სახლში "სტრასბურგთან" დამარცხდა - წიტაიშვილმა შეუცვლელად ითამაშა
"ვალენსია" ჩაკვეტაძის ტრანსფერზე "უოტფორდს" დაუკავშირდა
"სტრასბურგთან" მატჩში წიტაიშვილი სასტარტოშია, აბუაშვილი - სათადარიგოა
საქართველოს ნაკრები ევრობასკეტისთვის მზადებას ჩეხეთთან 2 მატჩით დაასრულებს
"ლევერკუზენმა" შესაძლოა, "იუნაიტედის" ყოფილი მცველი დაიმატოს
"თუ ფეხბურთელს წასვლა უნდა, უნდა წავიდეს" - პეპ გვარდიოლამ ედერსონ მორაეშზე ისაუბრა
"მან მხოლოდ კრივი იცის, მე მომავალი ჩემპიონი ვარ" - არმან ცარუკიანი
"წელს ჩვენი მთავარი მიზანი ეს იქნება" - რა თქვა ლუის ენრიკემ "ნანტთან" მატჩამდე?
"რეალში" ფიქრობენ, რომ ახალი იამალი შეიძინეს, მაგრამ..." - ლევანდოვსკიმ "ბლანკოსზე" ისაუბრა
"იცით, პსჟ-ში თამაშის დროს ბონუსს რაში იღებდა?" - ბრიტანელმა მწვრთნელმა ნეიმარზე შოკისმომგვრელი დეტალი გაამხილა
ხამზატ ჩიმაევი UFC-ის საშუალო წონის ახალი ჩემპიონია
ავთანდილ ჭრიკიშვილმა და ვარლამ ლიპარტელიანმა აქტიური სპორტული კარიერა დაასრულეს
ლაშა ტალახაძე: ამდენი წელი რკინასთან ჭიდილი ღირდა ამდენი ხალხის გასახარებლად
ოსაკას გრანდ სლემზე 4 ქართველი ძიუდოისტი იასპარეზებს
დიდი დანაკლისი - ტატო გრიგალაშვილი თბილისის გრან-სლემს მოეხსნა
ავთანდილ ჭრიკიშვილმა აბუ-დაბის გრან სლემზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
ხატები, ჩურჩხელები და "ჯადოსნური" სიტყვები - ქართველი სპორტსმენები და ფსიქოლოგია
დღეს სეოკ-ი არჩევანს აკეთებს - ლერი ხაბელოვი თუ ირაკლი მეძმარიაშვილი?
სარეკორდო ოლიმპიადა - საქართველოსთვის წარმატებული, მაგრამ...
"ზურა უმძიმეს დღეშია, 10 კილო დაიკლო, მას სრულიად ოლიმპიური გუნდი თავდებში უდგება" - ავთანდილ ჭრიკიშვილი
ლადო ხინჩეგაშვილი: მომავალ მსოფლიოზე მხოლოდ ოქროსთვის ვიბრძოლებ
ქართველი ძიუდოისტების ბედისწერა ოლიმპიადაზე და ოქროს "დაწესებული" რაოდენობა - ბექაური, რომელსაც სწამს!..
ლაშა ტალახაძე: რიოს ოლიმპიადაზე იმდენი არ მინერვიულია...