მინდია ბოდაველმა და ირაკლი ცირეკიძემ დაასახელეს შემადგენლობა, რომელიც 16-18 სექტემბერს ესპანურ მალაგაში ევროპის პირად-გუნდურ ჩემპიონატში იასპარეზებს
ახალგაზრდა ძიუდოისტთა სამწვრთნელო დუეტმა - მინდია ბოდაველმა და ირაკლი ცირეკიძემ დაასახელეს შემადგენლობა, რომელიც 16-18 სექტემბერს ესპანურ მალაგაში ევროპის პირად-გუნდურ ჩემპიონატში იასპარეზებს.

ამ ტურნირის პირველი ორი დღე ინდივიდუალურ პირველობას დაეთმობა, რომელშიც ჩვენი მწვრთნელები კუთვნილ კვოტას ბოლომდე ითვისებენ და 10-კაციანი გუნდით იჭიდავებენ. ბუნებრივია, ამ სიაში ყველა მსურველი ვერ მოხვდა, თუმცა დანარჩენები გუნდურისთვის მიჰყავთ.

პირად პირველობაში ირაკლი კუპატაძე, დავით გეჯაძე (ორივე - 55), რობინზონ ბეგლარაშვილი (60), გიორგი კაციაშვილი (73), თამაზ კირაკოზაშვილი, გიორგი ქურდიანი (ორივე - 81), ონისე სანებლიძე (90), დავით ოზბეთელაშვილი (100) და გურამ ქოსმენაშვილი (+100) გამოვლენ, გუნდურში კი ამათ ბაგრატ ნინიაშვილი (66), გიგა გიგაური (73), კობა მჭედლიშვილი (81), გიორგი გველესიანი (90) და ჯაბა მუმლაძე (+100) დაემატებიან.

მწვრთნელებმა ამ გუნდის ბირთვი ივლისის ბოლოს გამოავლინეს, როცა შემადგენლობის გაცხრილვა ბერლინის ტურნირზე დაასრულეს. სამაგიეროდ, ბოლო დრომდე გაურკვეველი რჩებოდა, ვის დააყენებდნენ პირადში და ვის - გუნდურში. თუმცა ეს დილემაც ძირითადად 81 კილოგრამში რჩებოდა, თორემ დანარჩენებში ადრევე გაირკვა. 81-ში მწვრთნელებს სამი რეალური კანდიდატი ჰყავდათ და გადაწყვეტილების მიღებაც ამიტომ გაუჭირდათ. მით უფრო, კირაკოზაშვილის არასტაბილური წონის გადამკიდე - ფიზიკური ტიპის შეკრებებს შორის მისი წონაც თამაშობს და ერთი პერიოდი 76-მდეც კი დავიდა. სწორედ მაშინ გახდა საჭოჭმანო, რომელ წონაში დაეყენებინათ ის, საბოლოოდ კი გადაწყვიტეს, ჰოლანდიურ შეკრებას დალოდებოდნენ და ენახათ, რა ნიშნულზე დასტაბილურდებოდა მისი წონა.

სწორედ ამის საფუძველზე მიიღეს გადაწყვეტილება, ისევ 81-ში დაეყენებინათ და ასეც მოიქცნენ, თუმცა დილემა მაინც რჩებოდა, ამჯერად ქურდიანსა და მჭედლიშვილს შორის. ახალგაზრდებში მსოფლიოს მესამეპრიზიორი მჭედლიშვილი უფრო ტიტულოვანია, თუმცა მას გაუჭირდა გუნდში მოხვედრა. ეგ კი არა, ამ წონის ბედი მწვრთნელებმა თითქოს ადრევე განსაზღვრეს, მაგრამ მოგვიანებით დამატებით შანსი კიდევ ოთხ კაცს მისცეს, რომლებიც დაუგეგმავ ტურნირზე გაუშვეს. მათ შორის მჭედლიშვილიც იყო, რომელმაც შანსი გამოიყენა კიდეც - რუმინეთში გაიმარჯვა, გერმანიაში მესამეზე გავიდა, თუმცა დასკვნითი შეკრების შემდეგ არჩევანი მაინც ქურდიანზე შეაჩერეს.

ერთი სიტყვით, შემადგენლობის დაკომპლექტება მხოლოდ ბოლო შეკრებაზე გაირკვა. მაშინ გადაწყდა კიდევ ერთი საკადრო ცვლილებაც - მუმლაძის მძიმე წონაში დაყენება. აქამდე ის 100-ში გამოდიოდა და უფროსებში საქართველოს ვიცე-ჩემპიონიცაა, თუმცა ბოლო პერიოდში წონაში მოიმატა - 108 კილომდე ავიდა. თან ჯერ ისევ მოზარდია და სულაც არაა გამორიცხული, თავისი ადგილი საბოლოოდ მძიმე წონაში იპოვოს. როგორც ამბობენ, ის ახლაც სერიოზულ კონკურენციას უწევს ქოსმენაშვილს.

ამ გუნდმა ბოლო შეკრება ყვარლის ტბაზე გაიარა, რომელსაც დღეს დაამთავრებენ, თბილისში დაბრუნდებიან, ჩემოდნებს ჩაალაგებენ და ზეგ, გამთენიისას ესპანეთში გაფრინდებიან.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEOS] ორი ოქრო და ორი ბრინჯაო! - თბილისის გრანდ სლემის ბოლო საშეჯიბრო დღე
ორი ოქროსა და სამი ბრინჯაოს შანსი - თბილისის გრანდ სლემის ბოლო საშეჯიბრო დღე
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
ზურაბ ზვიადაური: დავით ქევხიშვილი უნდა გადადგეს
ირაკლი ცირეკიძის ინტერვიუ და ევროპის ჩემპიონატის შეფასება, სანამ ნაკრებიდან გაათავისუფლებდნენ
ბექა ღვინიაშვილი: ჩემი აზრით, ამისგან ტრაგედიის შექმნა არ შეიძლება
ლაშა შავდათუაშვილი და ვაჟა მარგველაშვილი იაპონიაში შეკრებაზე გაემგზავრნენ
ლაშა შავდათუაშვილი გადარჩა და მსოფლიოზე იჭიდავებს
ოლიმპიური ჩემპიონი ირაკლი ცირეკიძე იაპონიაში დააკავეს?
მჩატე და მძიმე - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები ორად გაიყო
ძიუდოისტთა ნაკრები: გუნდი ესპანურ კემპზე, თუშიშვილი და ღვინიაშვილი ბაკურიანში
სამი ძმა ყაზბეგიდან - ძმური დინასტიები ქართულ საჭიდაო სამყაროში [PHOTO]
ქართველი ძიუდოისტების ბედისწერა ოლიმპიადაზე და ოქროს "დაწესებული" რაოდენობა - ბექაური, რომელსაც სწამს!..
დავით ქევხიშვილმა ძიუდოს ნაკრების მწვრთნელობის ერთ-ერთი კანდიდატი დაასახელა
რატომ უკრძალავს დავით ქევხიშვილი ახალგაზრდა ძუდოისტებს მანქანის ყიდვას