ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

ილიას ზუროსმა Sportall.ge-ს მკითხველებს უპასუხა

ილიას ზუროსმა Sportall.ge-ს მკითხველებს უპასუხა

ზუროსმა საუკეთესო კითხვის ავტორი შეარჩია, რომელსაც საჩუქრად სიმბოლურ საჩუქარს უსახსოვრებს
საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ილიას ზუროსმა რუბრიკა "ინტერნეტკონფერენციის" მეშვეობით Sportall.ge-ს მკითხველთა შეკითხვებს უპასუხა.

ამასთან, ზუროსმა საუკეთესო კითხვის ავტორი შეარჩია, რომელსაც საჩუქრად სიმბოლურ საჩუქარს უსახსოვრებს. ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა დავით ჭკადუას შემდეგი კითხვა მოიწონა: "რა არის თქვენი ყველაზე დიდი ცხოვრებისეული მიღწევა?"

მკითხველი:

- რატომ არ გამოგვდის ხშირად სწრაფი პირველი შეტევა? რატომ ვცდილობთ უმეტესწილად ბურთის ნელ გათამაშებას და მეფარეების დატვირთვას? მითუმეტეს, რომ არ გვყავს სამქულიანების სტაბილური მსროლელი და როცა, ვთქვათ, ზაზას დაიჭერენ, პერიმეტრზე გათავისუფლებული ადგილიდან ვინ უნდა ისროლოს? ნუთუ არ გვაქვს სწრაფი შეტევის რესურსი და შესაბამისად, უფრო მრავალფეროვანი თამაშის საშუალება?

- თავიდან ვიტყვი, რომ ზაზა ფაჩულია გუნდისთვის მნიშვნელოვანი ფიგურაა და მისი არყოფნა ყოველთვის დიდი დანაკლისია. ვიტყვი იმასაც, რომ ყველა გუნდი სხვადასხვაა. აუცილებლად გასათვალისწინებელია მეტოქე გუნდის თამაში. ზოგიერთან აუცილებელია პერიმეტრიდან სროლა, ზოგიერთან - არა. ჩვენს ნაკრებს ნამდვილად ჰყავს პერიმეტრიდან კარგი მსროლელები.

ამავე დროს, გვაკლია მანუჩარ მარკოიშვილი, რომელიც პერიმეტრიდან სროლაში ერთ-ერთი საუკეთესოა. მისი დაბრუნებით ამ მაჩვენებელს უფრო გავაუმჯობესებთ.

ასე რომ, ჩვენს ნაკრებს სწრაფი კალათბურთის თამაშიც შეუძლია და ნელიც - მთავარი მაინც ანგარიშია და ამ ანგარიშის შესაბამისი კალათბურთის თამაში!

მკითხველი:

- კალიმერა პროედრე, ევხარისტოს პუ ირთეს სტინ გიორგია. რამდენად ძალუძს საქართველოს ნაკრებს ევროტურნირზე წარმატების მიღწევა და დანერგავთ თუ არა საქართველოს ნაკრების თამაშს საბერძნეთის ნაკრებივით? ვგულისხმობ პერიმეტრზე უკეთესსშედეგიანობას.

- ახლა არასწორად მიმაჩნია იმაზე საუბარი, თუ რა იქნება მომავალ წელს. ყოველ წელს გუნდი იცვლება, ამიტომ მომავალზე ჯერ ვერ ვისაუბრებ.

ერთის თქმა კი ნამდვილად შემიძლია: თუ ნაკრების ყველა მოთამაშე ჯანმრთელი იქნება, ამ გუნდს მეტის პოტენციალი აქვს. გვყავს დუდა სანაძე, ბექა ბურჯანაძე, რომლებზეც დიდ იმედებს ვამყარებ. სამომავლოდ, მჯერა ლუკა ზაქრაძისაც. ასე რომ შემდეგ წელს სხვა რეალობა იქნება და დღევანდელი რეალობიდან მომავალზე საუბარი არასწორად მიმაჩნია.

მკითხველი:

- მონტენეგროსთან წაგება განაპირობა ბოლოს მსაჯის შეცდომამ. როგორ ფიქრობთ, რატომ არ მოჰყვა ამას ფიბასგან შესაბამისი სანქციები?

- ჩემგან ამ კითხვაზე პასუხის გაცემა არაკორექტული იქნება - არ მსურს მსაჯებზე საუბარი, თუმცა ვინც "სპორტის სასახლეში" იყო ან მერე ნახა ის მომენტი, ყველაფერი კარგად დაინახა.

მაგრამ ყველაფერს მსაჯსაც ვერ დავაბრალებთ - შეცდომები ჩვენც დავუშვით, რის გამოც შემდგომ დავისაჯეთ.

მთავარია, ამ მძიმე მატჩებიდან ბევრი ვისწავლოთ. დიდი გუნდები მარცხით სწავლობენ! სამომავლოდ ერთიანობა და საბრძოლო განწყობაზე ყოფნა გვმართებს!

მკითხველი:

- გამარჯობა, ბატონო ილიას. გისურვებთ წარმატებას თქვენს კარიერაში. მაინტერესებს, როგორი ხედვა და გეგმები გაქვთ სათადარიგო მოთამაშეებთან დაკავშირებით. მე პირადად ისეთი შთაბეჭდილება მაქვს, რომ ზოგიერთი მოთამაშე იმიტომ გვყავს, რომ მათ გარდა სხვა არავინ გვყავს. ზოგიერთი მხოლოდ 2 ქულას იღებს თამაშში. მადლობა...

- სამწუხარო რეალობაა, მაგრამ ძლიერ გუნდებში ბევრი კალათბურთელი არ თამაშობს. ამიტომ, მათ ზოგჯერ მისდით თამაში, ზოგჯერაც ვერ აჩვენებენ სათანადო დონეს. მთლიანობაში კი, ყველა ნაკრებში მყოფი კალათბურთელი გუნდისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ფიგურაა. ისინიც კი, ვინც მატჩის განმავლობაში 1 წუთს თამაშობენ ან სულაც 1 მოხსნას ახორციელებენ, ძალიან ეხმარებიან გუნდს.

ჩემი ყველა მოთამაშის შესაძლებლობების ბოლომდე მჯერა! ზოგს მეტი სათამაშო დრო მიეცემა, ზოგსაც - ნაკლები. ეს ნორმალურია და არ მიმაჩნია სწორად საუბარი იმაზე, რომ კარგი სათადარიგოები არ გვყავს.

მკითხველი:

- გამარჯობა. ერთი კითხვა მაქვს, იქნებ კონკრეტული პასუხი გაგვცეთ: რა მოხდა ნიკა ცქიტიშვილთან დაკავშირებით? თვითონ განაცხადა უარი ნაკრებში თამაშზე თუ თქვენ არ თვლით საჭიროდ მის გამოძახებას?

- მე ის ნაკრებში მოვიწვიე, მაგრამ მითხრა, რომ მზად არ იყო ნაკრებში სათამაშოდ და რომ სხვა ქვეყანაში იყო წასასვლელი, რადგან ახალ კლუბთან ჰქონდა კონტრაქტი გასაფორმებელი. ასე რომ, ჩემი ბრალი არაა მისი არჩამოსვლა - მე ის გამოვიძახე, მაგრამ უარი თავად განაცხადა!

მკითხველი:

- პირველ რიგში, მოგესალმებით და გისურვებთ წარმატებებს საქართველოს ნაკრებთან ერთად. 2010 წელს თქვენ ევროთასის წლის საუკეთესო მწვრთნელი გახდით, რაც "პანელინიოსში" რამდენიმე წლიანი მუშაობის შემდეგ მოხდა. ხომ არ ფიქრობთ, რომ საქართველოს ნაკრებსაც თქვენი სამწვრთნელო ფსიქოლოგიის სრულად ასათვისებლად გარკვეული დრო სჭირდება? როგორ ფიქრობთ, ამ ეტაპზე საქართველოს ნაკრები ახერხებს თუ არა თქვენი სათამაშო სტილის შესაბამისად თამაშს და დაემთხვა თუ არა თქვენი მოლოდინი რეალურ სურათს?

- 1 წელიწადში გუნდში ფილოსოფიის დანერგვა შეუძლებელია, თანაც, ეროვნული ნაკრები განსაკუთრებული ფენომენია.

მაგალითად, იგორ კოკოშკოვს, რომელიც ჩემამდე წვრთნიდა საქართველოს ნაკრებს და რომელსაც უდიდესს პატივს ვცემ, გუნდის წინსვლაში საკმაო წვლილი მიუძღვნის. მას ნაკრებში თავისი ფილოსოფიის დასანერგად საკმაო ხანი დასჭირდა. ამიტომ, თუ შენი ფილოსოფიის დანერგვა გსურს გუნდში, ამას დრო და შედეგები სჭირდება.

ევრობასკეტზე გავედით, შემდეგ წელს კი ერთმანეთთან შესახვედრად და სამუშაოდ მეტი დრო გვექნება. ამ დროს უკეთ ასათამაშებლად გამოვიყენებთ.

მკითხველი:

- გსმენიათ თუ არა ახალგაზრდა სანდრო მამუკელაშვილის შესახებ, რომელიც თავისი ასაკის ევროპის ტოპ ტალანტებში მოიაზრება? თუ გსმენიათ, სამომავლოდ აპირებთ თუ არა მის ნაკრებში მიწვევას ?

- გავნმეორდები და ვიტყვი, რომ მთავარია, საკვალიფიკაციო ეტაპი წარმატებულად დავძლიეთ და ევრობასკეტზე თამაშის უფლება მოვიპოვეთ. თუ მთავარი მწვრთნელის პოსტი შევინარჩუნე, თავისუფალ დროს ახალი კალათბურთელების მოძიებას დავუთმობ. ეს ეხება როგორც მამუკელაშვილს, ისე სხვა ახალგაზრდა კალათბურთელებს.

მკითხველი:

- ევროპის 2015 წლის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა ჯგუფური ეტაპის სამი მატჩი - ჰოლანდიასთან, სლოვენიასთან და საბერძნეთთან წააგო. გუნდი თამაშობდა ზედმეტად ფრთხილ, აუჩქარებელ, გაუბედავ კალათბურთს. შემდეგ გუნდის სათამაშო სტილი არსებითად შეიცვალა - მოთამაშეები ამოძრავდნენ, შეტევის დროს თითქმის ხუთივე კალათბურთელი იცვლიდა ადგილს, აგრესიულად უტევდნენ და, რაც მთავარია, ქართველთა თამაში გახდა ლაღი და დინამიური, რამაც, საბოლოო ჯამში, წარმატება მოგვიტანა - ზედიზედ დავამარცხეთ მაკედონიის და ხორვატიის ძლიერი გუნდები. რაც მთავარია, გუნდმა იპოვა საკუთარი თამაში. ცოტა ადრე რომ ავთამაშებულიყავით ამ სტილში, ალბათ ლიტვურ ბარიერსაც დავძლევდით. იგივე განმეორდა მონტენეგროსთან შეხვედრაში. პირველი და მეოთხე მეოთხედები ვითამაშეთ ჩვენი კალათბურთი - მოძრავი, დინამიური, ლაღი, - მეორე და მესამე - ზანტი, ზედმეტად ფრთხილი, ლამის მუხლების კანკალით თამაში. გრძნობთ თუ არა განსხვავებას ამ ორ სათამაშო სტილს შორის და შეგიძლიათ თუ არა მონტენეგროსთან ათამაშოთ გუნდი ჩვენი, წარმატების მომტანი ტაქტიკით?

- ჩვენს ნაკრებს ყველა მეტოქესთან განსხვავებული თამაში შეუძლია. წეღანაც ვთქვი და ისევ ვიტყვი, რომ ყველა მეტოქე განსვავებულია და სხვა სტილის კალათბურთს ვსაჭიროებთ. წარმოუდგენელია, ერთი სათამაშო სტილი დანერგო და ყველა მეტოქეს ის შესთავაზო - ასე შედეგს ვერ მიაღწევ. შედეგი თუ გვსურს, მრავალფეროვნება გვმართებს. ზოგჯერ საჭიროა სისწრაფე, ზოგჯერ - არა.

მონტენეგროსთან შეხვედრაში, როგორც გუნდმა, ბევრი შეცდომა დავუშვით. ამას ასეთი დონის გუნდი არ გაპატიებს - მონტენეგრო ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია. მაგრამ ამ შეცდომებით ვისწავლით...

- რა არის თქვენი ყველაზე დიდი ცხოვრებისეული მიღწევა?

- ასეთი ოჯახის ყოლა. კალათბურთი ძალიან მიყვარს და უკვე 24 წელია ვმუშაობ, ოჯახი კი ყოველდღიურად რწმენას მმატებს, მძიმე მომენტებში გვერდში მიდგას... ქრისტიანი ვარ, რელიგიური და ესეც დიდ ძალას მაძლევს ხოლმე.

მოდელს მომღერალი არჩია - ლამინ იამალს არგენტინელ ქალბატონთან რომანი აქვს

მაუროს თავს ცუდი ამბებია, შვილები აღარ ელაპარაკებიან და ერთ-ერთმა გვარის შეცვლა გადაწყვიტა

[VIDEO] ზურაბ კახაბრიშვილის გმირობა - მადლიერი უნგრელი სპორტსმენის ინტერვიუ

17-წლამდე ვაჟთა ნაკრები საწვრთნელ შეკრებას იწყებს

სიგუა შვეიცარიაში გუნდს გამოიცვლის

15-წლამდე გოგონათა ნაკრები განვითარების თასისთვის ემზადება

"ტოპ გუნდის წინააღმდეგ ჩვენგან ასეთი დომინაცია დიდი ხანია არ მინახავს" - ფერდინანდი "არსენალთან" მარცხის შემდეგ

ლიდერის შთამბეჭდავი მოგება; "გაგრას" გამარჯვება ბათუმში; ათკაციანი "თელავის" ფრე ქუთაისში

"სპორტინგმა" ისევ მოიგო, ქოჩორაშვილი ისევ შეცვლაზე შევიდა

[VIDEO] კვერნაძე შევიდა, გაიტანა და "ფროზინონე" 1/16-ფინალში გაიყვანა

"ნანტთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია

"მეცი" სახლში "სტრასბურგთან" დამარცხდა - წიტაიშვილმა შეუცვლელად ითამაშა

"ვალენსია" ჩაკვეტაძის ტრანსფერზე "უოტფორდს" დაუკავშირდა

"სტრასბურგთან" მატჩში წიტაიშვილი სასტარტოშია, აბუაშვილი - სათადარიგოა

საქართველოს ნაკრები ევრობასკეტისთვის მზადებას ჩეხეთთან 2 მატჩით დაასრულებს

"ლევერკუზენმა" შესაძლოა, "იუნაიტედის" ყოფილი მცველი დაიმატოს

"თუ ფეხბურთელს წასვლა უნდა, უნდა წავიდეს" - პეპ გვარდიოლამ ედერსონ მორაეშზე ისაუბრა

"მან მხოლოდ კრივი იცის, მე მომავალი ჩემპიონი ვარ" - არმან ცარუკიანი

"წელს ჩვენი მთავარი მიზანი ეს იქნება" - რა თქვა ლუის ენრიკემ "ნანტთან" მატჩამდე?

"რეალში" ფიქრობენ, რომ ახალი იამალი შეიძინეს, მაგრამ..." - ლევანდოვსკიმ "ბლანკოსზე" ისაუბრა

"იცით, პსჟ-ში თამაშის დროს ბონუსს რაში იღებდა?" - ბრიტანელმა მწვრთნელმა ნეიმარზე შოკისმომგვრელი დეტალი გაამხილა

ხამზატ ჩიმაევი UFC-ის საშუალო წონის ახალი ჩემპიონია

"დინამო თბილისი": სამი გოლი, სამი ქულა

პაატა გურასპაული: ანატოლი ბოისა ბუნებით ლიდერია და ამ ფუნქციას ნაკრებშიც კარგად ასრულებს

ვალერი ლიპარტელიანმა Sportall.ge-ს მკითხველებს უპასუხა

ილიას ზუროსმა ბერძნული გუნდი ჩაიბარა

გიორგი ყიფიანმა Sportall.ge-ს მკითხველებს უპასუხა

დაუსვი კითხვა გიორგი ყიფიანს და მოიგე საქართველოს ნაკრების მაისური

საქართველოს ნაკრები ისტორიულ მსოფლიოზე - კარგი და ცუდი, გამოსასწორებელი და "გამოუსწორებელი" - თაობათა ცვლა ისევ ზუროსთან ერთად?!

"მუდამ ქართული კალათბურთის მნიშვნელოვანი ნაწილი იქნებით" - შენგელია ზუროსს გულთბილად დაემშვიდობა

ეროვნულ ნაკრებში ილიას ზუროსის ერა დასრულდა!

დაუსვი კითხვა მილტონ ჰეიგს

ზუროსი: ახლა თავს უფრო ქართველად ვგრძნობ, ვიდრე ბერძენად

პაატა გურასპაულის რჩეულს საჩუქარი გადაეცა

ზუროსი: შედეგი ისტორიულია - ოლიმპიადის საკვალიფიკაციო ტურნირშიც მივიღებთ მონაწილეობას