ხმები პრინცესას შესახებ, ვინც ენფილდს გმირი წაართვა

მინდორზე ენდი ქეროლის დაბრუნება იმაზე ადრე იგეგმება, ვიდრე ამას "ლივერპულის" ექიმები ელოდნენ. ვრცელდება ხმები, რომ მერსისაიდელები მომავალი სეზონისთვის "სელტიკიდან" ჰონდურასელი მარცხენა მცველის, 24 წლის ემილიო ისაგირეს გადაბირებას გეგმავენ. ყველაფერ ამაზე ქვემოთ მოგითხრობთ.

არის შანსი, რომ ყველაზე ძვირად ღირებული ბრიტანელი ფეხბურთელი ენდი ქეროლი 27 თებერვალს, "ვესტ ჰემთან" 28-ე ტურის მატჩში სათადარიგოთა სკამზე აღმოჩნდეს. ექსნიუკასლელის გამოჯანმრთელების პროცესი ექიმების მიერ დადგენილ გრაფიკზე სწრაფად მიდის, გვამცნობს ბრიტანული "მირორი". შეგახსენებთ, რომ "ლივერპულმა" 22 წლის ცენტრფორვარდი "სენტ ჯეიმს პარკიდან" 35 მილიონ ფუნტად იანვრის სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეს გადაიბირა. თუმცა ენდის ბარძაყის ტრავმის გამო გუნდში ოფიციალური დებიუტი ჯერ არ ჰქონია. ფეხბურთელმა გუნდთან ერთად გუშინ უკვე სრულფასოვნად ივარჯიშა და ამას გართულება არ მოჰყოლია. თავდაპირველად ქეროლის დაბრუნებას 6 მარტს თვით "მანჩესტერ იუნაიტედის" წინააღმდეგ ვარაუდობდნენ, მაგრამ.... რაც შეეხება "ჩაქუჩებთან" დაპირისპირებას, თავისთავად ცხადია, რომ თავდამსხმელი ძირითად შემადგენლობაში ვერ მოხვდება, თუმცა აუცილებლად იქნება სათადარიგოთა შორის. როგორც პრესა ვარაუდობს, ეს უდიდესი ფსიქოლოგიური მუხტი იქნება მერსისაიდელებისთვის, რადგან სწორედ ენდი მიიჩნევა იმ ფეხბურთელად, ვის გარშემოც შეიძლება მომავალი დიდი "ლივერპულის" აშენება. ინგლისის მრავალგზის ჩემპიონებს თეორიულად ამ სეზონშივე შეუძლიათ ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის ბრძოლა. ამ შანსისთვის კი ისინი ბოლომდე იბრძოლებენ.

ენდი ქეროლი იესპიენ-ის კორესპონდენტს ახალ კლუბში მიღებულ პირველ შთაბეჭდილებებზე ელაპარაკა. მის ნაუბარს აქვე გთავაზობთ: "პროფესიონალი ვარ და თავს უკვე ლივერპულელად ვგრძნობ. თუმცა "ნიუკასლში" ამდენი წლის გატარების შემდეგ იქაურობა ჯერ კიდევ მენატრება. ეს განა რა გასაკვირია?! იმ ვითარებამ, რაც "ლივერპულში" დამხვდა, ჩემს მოლოდინს გადააჭარბა. საერთო ატმოსფერო საოცრად კეთილშობილურია და უკვე ვხვდები, რომ ამ ადამიანების ღალატი არ შეიძლება. უბრალოდ წარმატების მიღწევა ცოტაა, ჩვენი გულშემატკივრები ბევრჯერ უნდა გავახაროთ".

ამასობაში თუ "დეილი მეილს" ვენდობით, მერსისაიდზე უკვე სერიოზულად მუშაობენ სამომავლო გეგმებზე. კენი დალგლიშის რჩევით მენეჯერები "სელტიკთან" მოლაპარაკებას უახლოეს მომავალში დაიწყებენ და ემილიო ისაგირეს ყიდვას შეეცდებიან. "ტუტომერკატო" კი წერს, რომ "დიდი კენის" "ოლდ ფირმ დერბიზე" (სელტიკი-რეინჯერსი) დასწრების ერთადერთი მიზანი სწორედ სამხრეთამერიკელის საქმეში ნახვა იყო. ინგლისელებს ემილიოს შეძენა სულ რაღაც 3 მილიონი ევრო დაუჯდებათ.

დაბოლოს, ორიოდე სიტყვით მოგახსენებთ იმ ჭორების შესახებ, რომელიც ამ დღეებში გავრცელდა. მაშ ასე: აქამდეც ცნობილი იყო, რომ რომან აბრამოვიჩის უფროს ქალიშვილ ანა აბრამოვიჩს წლების განმავლობაში განსაკუთრებული დამოკიდებულება ჰქონდა ფერნანდო ტორესთან. ერთხელ საქმე იმაზეც მიდგა, რომ ანამ სახლიდან ლივერპულში გაქცევა სცადა და ის მშობლებმა გზიდან მოაბრუნეს. გაზეთები ქირქილებენ, რომ შესაძლოა რუს მილიარდერს "ელ ნინიო" მხოლოდ "ჩელსის" გაძლიერების მიზნით არ შეეძინაო.

რას არ გაიგებ კაცი...

გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
ვან დეიკმა "სიტისთან" განადგურების პასუხისმგებელ პირებზე ისაუბრა და პსჟ-ისთან მატჩამდე "ლივერპულის" ფეხბურთელებს მიმართა
დადასტურდა - სილვა სეზონის დასრულების შემდეგ "სიტის" დატოვებს
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა