ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

ინტერი-ბაიერნი - მატჩის წინ

ინტერი-ბაიერნი - მატჩის წინ

არიენ რობენი: დარწმუნებული ვარ, რომ გოლებს გავიტანთ!

გადაჭარბებული ნამდვილად არ იქნება, თუ ვიტყვით, რომ ამ მატჩს, რომელიც მერვედფინალური სტადიის ერთ-ერთი ცენტრალური შეხვედრაა, "ბაიერნის" გულშემატკივრები უფრო დიდი მონდომებით ელოდებიან, ვიდრე ჩემპიონთა ლიგის მოქმედი გამარჯვებულის, მილანის "ინტერის" ტიფოზერია. მიზეზი ყველასათვის ნათელია: გერმანელებს შურისძიების სურვილი კლავთ! მიუნხენში, რა თქმა უნდა, არავის დავიწყებია შარშანდელი ფინალი და ის, რომ "ინტერმა" რეკორდმაისტერი 2:0 დაამარცხა.

შარშანდელი ფინალის შემდეგ, "ინტერში" გაცილებით მეტი რამ შეიცვალა, ვიდრე მიუნხენურ კლუბში. მარტო ის რად ღირს, რომ "ნერაძურიმ" მაისის შემდეგ ორი მწვრთნელი გამოიცვალა - ჟოზე მოურინიოს შემდეგ "ინტერს" ჯერ რაფაელ ბენიტესი წვრთნიდა, რომელმაც იმედები ვერ გაამართლა, ახლა კი სათავეში ბრაზილიელი ლეონარდო უდგას. ამ უკანასკნელის ხელში მილანური კლუბი აშკარად გამოსწორდა, რაზეც თუნდაც ბოლო შედეგები მეტყველებს: "ინტერმა" უკანასკნელი 13 მატჩიდან 11-ის მოგება შეძლო. თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ თამაშის ხარისხის მხრივ იტალიის მოქმედი ჩემპიონი მაინცდამაინც ვერ ბრწყინავს. გასულ უქმეებზე "ნერაძურიმ" "კალიარი" მინიმალური ანგარიშით, 1:0 დაამარცხა და ამ შეხვედრაში ლეონარდომ რამდენიმე წამყვანი ფეხბურთელი დაასვენა - რა თქმა უნდა, "ბაიერნთან" მატჩისთვის, რომელიც "ინტერისთვის" სეზონის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი თამაშია.

"კალიარისთან" არც "ბაიერნის" ყოფილ მცველს, ლუსიოს უთამაშია, დღეს კი აუცილებლად ძირითად შემადგენლობაში იქნება და სხვათა შორის, ბრაზილიელი დარწმუნებულია, რომ "ინტერი" მის ყოფილ გუნდს ისევ დაამარცხებს. ლეონარდო დაცვის ცენტრში ლუსიოს გვერდით ვერ ამოუყენებს ვალტერ სამუელს, რომელსაც მძიმე ტრავმა აქვს - არგენტინელი უკანახაზელისთვის ეს სეზონი უკვე დამთავრებულია. სწორედ ამიტომ შეიძინეს მილანელებმა იანვარში ძალიან ნიჭიერი ახალგაზრდა მცველი ანდრეა რანოკია, რომელიც სამუელს კარგად ცვლის.

დღეს "ინტერის" რიგებში ვერც შარშანდელი ფინალის გმირს, დიეგო მილიტოს ვიხილავთ - გეხსომებათ, ფინალში მან დუბლი შეასრულა. მილიტოს მყესები აქვს გაწყვეტილი და სამუელის დარად, მასაც ხანგრძლივი პაუზა აქვს გამოწერილი. "ნერაძურიმ" იანვარში გენუის "სამპდორიადან" იტალიის ნაკრების თავდამსხმელი ჯამპაოლო პაცინი კი იყიდა, მაგრამ ამ უკანასკნელს ჩემპიონთა ლიგაში თამაშის უფლება არ აქვს, რადგან ამ ტურნირზე უკვე ითამაშა გენუური კლუბის მაისურით. ასე რომ, ლეონარდო პაცინის მხოლოდ სერია A-ში იყენებს.

"ბაიერნის" მთავარ მწვრთნელ ლუის ვან გაალს გაცილებით ნაკლები, უფრო სწორად, ოდენ ერთი საკადრო პრობლემა აქვს. რეკორდმაისტერს მხოლოდ ხორვატი ფორვარდი ივიცა ოლიჩი ჰყავს ტრავმირებული და ეს უკანასკნელი ამ სეზონში ვერცერთ თამაშს ვერ ჩაატარებს. რაც მთავარია, უკვე დიდი ხნის გამოჯანმრთელებულები არიან და საკმაოდ კარგ ფორმაში იმყოფებიან მიუნხენური გრანდის ლიდერები არიენ რობენი და ფრანკ რიბერი. გასულ უქმეებზე, "მაინცთან" მოგებული მატჩის (3:1) დროს მეკარე თომას კრაფტმა და გოლეადორმა მარიო გომესმა მცირე ტრავმები კი მიიღეს, მაგრამ დღევანდელი თამაშისთვის ორივე გამოჯანმრთელდა. ასე რომ, "ჯუზეპე მეაცაზე" კრაფტიც ითამაშებს და გომესიც.

"ბაიერნი" საკმაოდ კარგ ფორმაშია და ერთადერთი პოზიცია, რომელსაც პრობლემატური ეთქმის, დაცვის ხაზია. ვან გაალი დაცვის ცენტრში ნომინალური საყრდენი ნახევარმცველის, ანატოლი ტიმოშჩუკისა და ახალგაზრდა ჰოლგერ ბადშტუბერის ტანდემს ათამაშებს ხოლმე, რის გამოც ხშირად აკრიტიკებენ, მაგრამ სხვა გზა ფაქტობრივად არც აქვს, რადგან სათადარიგოთა სკამზე შარშანდელი ფინალის ანტიგმირი და მრავალგზის შერცხვენილი დანიელ ვან ბუიტენი და ასევე ძალიან უნიათო ბრენო უზის.

"ინტერი" არც შარშან იყო დაუმარცხებელი გუნდი და მით უმეტეს არც ახლაა. ვფიქრობ, მეოთხედფინალში გასვლის ძალიან კარგი შანსი გვაქვს. ჩემი აზრით, ფინალი "ინტერმა" კი არ მოიგო, ჩვენ წავაგეთ. ისიც ცხადია, რომ "ინტერი" ახლა შედარებით უფრო სუსტი გუნდია," - ეს "ბაიერნის" შემტევი ნახევარმცველის, თომას მიულერის სიტყვებია.

"ორივე გუნდი ძალიან ძლიერია და ამ დუელში ფავორიტი არ არსებობს. ფინალის შემდეგ "ბაიერნში" ფაქტობრივად არაფერი შეცვლილა და თუ შესაძლებლობების მაქსიმუმს გამოვავლენთ, ვფიქრობ, მეოთხედფინალში მაინც ჩვენ გავალთ," - აცხადებს ლუსიო.

"არა მგონია, რომ თამაში ზუსტად ისეთი გამოვიდეს, როგორიც ფინალი იყო. რაღაც-რაღაცები ჩვენთანაც შეიცვალა, "ინტერში" კი უფრო მეტი ცვლილება მოხდა. ჩემი აზრით, მილანში უნდა მოვიგოთ, ფრეზე თანახმა არ ვარ. ფაქტია, რომ კონტრშეტევებზე ვითამაშებთ და რატომღაც მჯერა, რომ ერთ-ორ გოლს აუცილებლად გავიტანთ. ფინალში "ინტერი" არ გვიტევდა და ჩვენს შეცდომებს ელოდა, ახლა კი იგივე ჩვენ უნდა გავუკეთოთ," - ეს კი რობენის მოსაზრებაა.

სავარაუდო შემადგენლობები

ინტერი (4-3-2-1): ჟულიო სეზარი - მაიკონი, ლუსიო, რანოკია, კივუ - ხ. ძანეტი, კამბიასო, მოტა - სტანკოვიჩი, სნეიდერი - ეტო"ო.

ბაიერნი (4-2-3-1): კრაფტი - ლამი, ტიმოშჩუკი, ბადშტუბერი, ლუის გუსტავო - პრანიჩი, შვაინშტაიგერი - რობენი, თ. მიულერი, რიბერი - გომესი.

არბიტრი: ვიქტორ კასაი (უნგრეთი)

"ჩელსის" დიდი დანაკლისი პსჟ-ისთან მატჩის წინ - ლონდონელებს გუნდის კაპიტანი გამოაკლდათ

მატჩის დღე! ხვიჩა მარჯვნივ არ გვსურს - შეუძლია "ქოჩორას" გუნდს?

"ოსიმენმა "გალათასარაის" პრეზიდენტს "ლივერპულის" გაგდების შემთხვევაში ეს სთხოვა" - თურქი ჟურნალისტი საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს

"ჩელსის" დიდი დანაკლისი პსჟ-ისთან მატჩის წინ - ლონდონელებს გუნდის კაპიტანი გამოაკლდათ

მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის

მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა

VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...

დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე

"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი

ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა

[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა

[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა

VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...

[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა

[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა

[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა

VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს

სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო

ემერის რეკორდი - "ასტონ ვილას" თავკაცმა საიუბილეო ნიშნული დააფიქსირა

ორი ვარიანტი - ვინ შეიძლება ჩაანაცვლოს ირანი მუნდიალზე, თუ ქვეყანა მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლაზე უარს იტყვის

გირასი სერია A-ს გრანდების სამიზნეში - "დორტმუნდის" ფორვარდს იტალიაში უხმობენ

შეინარჩუნებს პოსტს? - ტუდორის ბედი "ლივერპულთან" მატჩზე გადის

"ნაპოლი" ჰოილუნდს 44 მილიონ ევროდ გამოისყიდის